ძებნის რეზულტატი:
ბრაზილიის პრეზიდენტს Covid-19-ის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალს წარუდგენენ
ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო. Reuters-ის ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ბოლსონარომ უარი თქვა შესაძლებლობებზე, ბრაზილიას ადრეულ ეტაპზე მიეღო კორონავირუსის ვაქცინის დოზები, რამაც ბრაზილიის ვაქცინაციის პროგრამა შეანელა, რის გამოც დაახლოებით 95 000 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ბრაზილიაში კორონავირუსით ჯამში 600 000-მდე ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას გავრცელებულ ანაგრიშის სამუშაო ვერსიაში, იყო მოთხოვნა, ბოლსონაროსთვის ბრალი წაეყენებინათ მკვლელობისა და გენოციდისთვის. თუმცა სენატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ამ ბრალდებებზე უარი ეთქვათ. ანგარიშის თანახმად, ბოლსონარო ხელმძღვანელობდა დაუდასტურებელი თეორიის რწმენით, ე.წ ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბების შესახებ. საგამოძიებო კომისიის ანგარიშისს კომიტეტი ექვსი თვე ამზადებდა. პრეზიდენტთან ერთად დანაშაულში ბრალდებულია 77 ადამიანი. "ჟაირ ბოლსონაროს მთავრობა ისტორიაში შევა, როგორც არაადამიანობის ყველაზე დაბალი დონე." – აცხადებს ბრაზილიელი სენატორი რენან კალჰეიროსი, რომელმაც ბოლსონარო დიქტატორებს, ადოლფ ჰიტლერსა და აუგუსტო პინოჩეტს შეადარა. მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შემდეგ ბრაზილიაში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. "სენატის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნის მიუხედავად, არ არსებობს გარანტია, რომ ეს კენჭისყრა გამოიწვევს ფაქტობრივ სისხლისსამართლებრივ ბრალდებას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა აუგუსტო არასმა უნდა მიიღოს, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტს დაიცავს", - წერს BBC
საქართველოში 1-ელ ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
1-ელ ნოემბრამდე საქართველოს დიდ ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი დაფიქსირდეს, ხოლო ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.
თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა
Bloomberg-ის განცხადებით, თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა, ხოლო ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელში 5%-ით ნაკლებ დროს ატარებს. ამასთან, Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებში სოციალური ქსელის პოპულარობა თანდათან კარგავს. "ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში; შემცირებულია თინეიჯერების Facebook-ზე რეგისტრაციის მაჩვენებელი; ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები", - ვკითხულობთ დოკუმენტებში. The Verge-ის ცნობით, Facebook-ი კომპანიის რებრენდინგსა და ყველასათვის კარგად ცნობილი სახელის შეცვლას გეგმავს. Verge-ის მტკიცებით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის სიტყვებიც. "ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ", - განაცხადა ცუკერბერგმა. ცნობისთვის, მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა.
ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბრიუსელში ჩავიდა
ევროკავშირის ელჩის ენრიკე მორას ირანში ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ჩავიდა. ბირთული შეთანხმების აღდგენის თაობაზე, დღეს 27 ოქტომბერს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრების მთავარი მიზანი ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებაა. დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკების აღდგენის გაჭიანურების შესახებ. მოლაპარაკებები შეწყვეტილია ირანში ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. აღნიშნული ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. ისრაელის მტკიცებით, ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი განაახლა. ორი კვირის წინ, ეროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონს სტუმრობდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და ბორელის შეხვედრაზე მთავარი თემა ბირთვული შეთანხმების საკითხი იყო. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების მცდელობა საფრთხის ქვეშაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს დიპლომატიის გარდა, სხვა გზებიც განიხილონ. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის და ირანის წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტი ხაზს უსვამს "მოლაპარაკებების აღდგენის გადაუდებლობას". ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით აპრილში დაიწყო. მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ასვე დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. მოლაპარაკება შეჩერდა ივნისის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი ხისტი პოლიტიკის მიმდევარი ებრაჰიმ რაისი გახდა. ევროკავშირის ელჩის ენრიკე მორას ირანში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალი ბაღერმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მოლაპარაკება შეეხება ასევე "სასტიკი სანქციების გაუქმებასაც". ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დასავლეთის ქვეყნებმა თეირანი სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებაში დაადანაშაულეს. ოფიციალურად შეთანხმების სახელწოდებაა „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“. შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ერთი მხრივ შეთანხმებას ხელს აწერს ირანი, მეორე მხრივ - საერთაშორისო შუამავლების ექვსეული: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა. ირანის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყნიდან გაიტანდა გამდიდრებული ურანის 98%-ს (ნებადართული იყო არაუმტეს 300 კილოგრამის დატოვება), შეამცირებდა ურანის გამდიდრებისათვის ცენტრიფუგების რაოდენობას 20 ათასიდან 5 ათასამდე; არ შექმნიდა მაღალგამდიდრებულ ურანს, რომელსაც ბირთვული იარაღისთვის იყენებენ და ქვეყანაში დაუშვებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (International Atomic Energy Agency, IAEA) ინსპექტორებს. 2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გადის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, გარიგების გაფორმების დღიდან ირანმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაზარდა, დაიწყო ბირთვულქობინებიანი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, ხოლო უცხოეთში აქტივებზე სანქციების მოხსნის შემდეგ რესურსები ტერორიზმის დაფინანსებისათვის გამოიყენა. ასევე ტრამპმა მხარი დაუჭირა ისრაელის პოზიციას იმის შესახებ, თითქოს შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის ირანმა დამალა, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობდა. ოფიციალური განცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. სანქციები 180 დღის განმავლობაში ამოქმედდება და შეეხება ირანის ვაჭრობის, ენერგეტიკის და საბანკო სექტორებს. შეერთებული შტატების თქმით, სანქციები გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც თუ ისინი ირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობაში დაეხმარებიან. ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ირანის წინააღდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის და ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში.
უკრანის ომბუდსმენი: სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს
"სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი სიცოცხლე დღესდღეისობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც დენისოვამ აღნიშნა, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია „სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის რამე ცუდის გაკეთება და არ სურს საქართველოში სისხლისღვრის დაშვება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე დღესდღეისობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება მისი საპროცედურო უფლებების დარღვევას. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ამგვარად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია. რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები,“ - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
EPP საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს
ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანონ. ამის შესახებ პარტია Twitter-ზე წერს. ევროპის სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაშფოთებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში. თუ ამას არ გააკეთებთ, მთავრობამ მისი ჯანმრთელობის ნებისმიერი სახის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას იღებთ", - წერს EPP.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბიძინა ივაშვილს მიმართავს
"ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა", - ასე მიმართა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მისი ეშინია. „მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე,“- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა თავად გაავრცელა. თავად გორდონი საქართველოში არშემოშვების ფაქტს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს. "ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დროა, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახანს ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახანს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში", - განაცხადა ჟურნალისტმა.
„გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს
„გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. კრემლი ხელშეკრულების განახლებას განზრახ აჭიანურებს, რის გამოც, ქვეყანა ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა. გაზის კრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 ოქტომბერს კი პოლონოეთთან დრობეითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მოლდოვა გაზსს პოლონეთისგან მიიღებს, სანამ "გაზპრომთან" "პოლიტიკურ ვაჭრობას" დაასრულებს. Financial Times-ის ინფორმაციით, "გაზპრომს" ასევე სურდა მოლდოვას ევროკავშირის წესების იმპლემენტაცია გადაედო, რომელიც გაზის ბაზრების ლიბერალიზაციას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას მოითხოვს. რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც მოლდოვის არჩევნებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე პარტიამ გაიმარჯვა. „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას. კრემლის მაღალჩინოსანმა დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებში მოსკოვის წარმომადგენელია, გასულ კვირას მოლდოვის ფიციალურ პირებს შეხვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა რადგან გაზის ფასზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში მოლდოვის ოფიციალური პირები "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდებიან. ევროკავშირის დიპლომატებმა მოუწოდეს მოლდოვას რუსულ კომპანიასთან ხელი არ მოაწეროს ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას. სანაცვლოდ, მოიძიოს მოკლევადიანი გამოსავალი, ზამთრისთვის. ქვეყანამ დრობითი გამოსავალი მართლაც იპოვა და 26 ოქტომბერს პოლონეთთან ხელშეკრულება გააფორმა გაზის მიწოდების თაობაზე. გაზის კრიზისის გამო, პროდასავლურ მთავრობას ქვეყანაში შიდა დაძაბულობის და არეულობის საფრთხეც ემუქრება. აღსანიშნავია რომ ევროპაში, გაზის ფასების მატების გამო, მოსალოდნელ კრიზისზე ევროკავშირის ლიდერებიც საუბრობენ. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაშიც დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უარყო ევროკავშირის ლიდერების ბრალდება, რომ კრემლი თავის ენერგობერკეტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს ანდრიუს კუბილიუსი: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას აანონსებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ოფიციალურად შეხვდება. თურქეთის პირველი პირის თქმით, დღის წესრიგის მთავარი საკითხი F-35 ტიპის გამანადგურებლების საკითხი იქნება. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ამერიკელ კოლეგას გლაზგოში, შოტლანდიაში შეხვდება, სადაც COP26 კლიმატის სამიტია დაგეგმილი.
პაატა იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქცია 2 მილიონ აცრაზე სულ რვა ადამიანს ჰქონდა
"კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 მილიონამდე აცრა ჩატარდა და ანაფილაქსიური რეაქცია სულ რვა ადამიანს ჰქონდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ, ვაქცინაციის მარათონზე იმერეთში განაცხადა. როგორც იმნაძე განმარტავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ყველაზე რთული რეაქცია არის ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონის და სამტრედიის მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ. „მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ უშუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 26 ოქტომბერს მხოლოდ 4 878 ადამიანი აიცრა. უკვე ერთი კვირაა საქართველოს რეგიონებში ყოველდღიურად ვაქცინაციის მარათონი ეწყობა. ერთ თვეზე მეტია, დღიური აცრის მაქსიმალური მაჩვენებლი 6000-ს არ ცდება. 27 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 961 165 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 029 260 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.2 %. სრულად ვაქცინირებულია 930 865 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.6% 4 337 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი და ინფიცირების 50 681 მიმდინარე აქტიური შემთხვევა
ნინო ლომჯარია: შეშფოთებული ვარ უკრაინის ომბუდსმენისთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტთან დაკავშირებით
"საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უკრაინის სახალხო დამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს. საქართველოს ომბუდსმენის თქმით, მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამასთან, ლომჯარიას ცნობით, უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონისა და ამავე ქვეყნის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. „უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა სრული ინფორმაცია, მისი ვინაობის და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარადგინა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და მხოლოდ გარკვეული ზარების განხორციელების შემდეგ შემოუშვეს. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე. მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
მას შემდეგ რაც პოლონეთის მმართველმა პარტიამ უგულებელყო ევროკავშირის მოთხოვნა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შეჩერების შესახებ, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს დღეში $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ჯარიმის დაკისრების მიზეზი, პოლონეთში განხორციელებული სასამართლო რეფორმა გახდა.პოლონეთის მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიანიჭა. ბრიუსელი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული ხელშეკრულებების ნაწილი ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სამიტზეც განიხილეს და კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა პოლონეთი გააკრიტიკეს. ”თქვენ არ შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ ევროკავშირის მთელი ფული, მაგრამ უარი თქვათ ევროკავშირის ღირებულებებზე”, - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ და პოლონეთი გააფრთხილა, არ მოეპყროს ევროკავშირს, როგორც ”სალაროს მანქანას”. ბევრი პოლონელი მოსამართლე მმართველი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეფორმას მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს. ევროპული სასამართლოს განცხადებით, პოლონეთისთის ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე. სადისციპლინო პალატის გაუქმება ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ივლისშიც მოსთხოვა, თუმცა მოსამართლეების სადისციპლინო პალატა კვლავ განაგრძობს მუშაობას, რის გამოც ევროკომისიამ პოლონეთზე ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ევროკომისიის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ქმედებები ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყანაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გასულ კვირას განუცხადა ევროპარლამენტს, რომ პალატა გაუქმდება, მაგრამ ზუსტი ვადები არ დაუსახელებია. პოლონეთის ნაციონალისტური მმართველი პარტია, რამდენიმე საკითხზე ბრიუსელთან კონფლიქტშია მას შემდეგ, რაც 2015 წელს ხელისუფლება მოიპოვა , მათ შორის მიგრაციაზე და ლგბტ უფლებებზე, თუმცა, ყველაზე ხანგრძლივი დავა იყო პოლონეთის მთავრობის მცდელობა პოლიტიკური კონტროლი დაემყარებინა სასამართლო სისტემაზე . დღეს დაწესებულ დღიურ ჯარიმას ემატება 500,000 ევროს დღიურ ჯარიმა, რომელიც იუსტიციის სასამართლომ პოლონეთს გასულ თვეში დააკისრა, ტუროვის ყავისფერი ქვანახშირის მაღაროს დახურვის შესახებ მისი ბრძანების უგულებელყოფის გამო.
ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს
ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ განაცხადა. „სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი მქონდა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან. წარმატებული მოლაპარაკების საფუძვლებზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნოემბრის ბოლომდე მოლაპარაკებები დაიწყება. ზუსტი თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ბირთვული შეთანმხმების საკითხზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს. ევროკავშირის ელჩის ენრიკე მორას ირანში ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ჩავიდა. ბირთული შეთანხმების აღდგენის თაობაზე, დღეს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების მთავარი მიზანი ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებაა. დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკების აღდგენის გაჭიანურების შესახებ. მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო ირანში ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. აღნიშნული ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. ისრაელის მტკიცებით, ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი განაახლა. ორი კვირის წინ, ეროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონს სტუმრობდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და ბორელის შეხვედრაზე მთავარი თემა ბირთვული შეთანხმების საკითხი იყო. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების მცდელობა საფრთხის ქვეშაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს დიპლომატიის გარდა, სხვა გზებიც განიხილონ. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის და ირანის წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტი ხაზს უსვამს "მოლაპარაკებების აღდგენის გადაუდებლობას". ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბრიუსელში ჩავიდა
თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა
თავისუფლების მოედანზე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერები შეკრიბა. თვითმმართველობის არჩევნების წინ გამართულ აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მმართველი პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. აქციის მონაწილეები ადგილზე მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც იყვნენ. კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტვით გამოსვლისას პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართა. „სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება“, - განაცხადა თეა წულიკიანმა. თავის მხრივ, თბილისის მოქმედი მერსის კახა კალაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები - ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის.
კელი დეგნანი: წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხილს გამოთქვამს. შესაბამის შეკითხვას მან მედიასთან საუბრისას უპასუხა. „ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როდესაც საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებს. ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას“, - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის ციხეში უკვე 27-ე დღეა, შიმშილობს.
კელი დეგნანი: არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანას აზიანებს
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ამომრჩევლები შეძლებენ, ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. ელჩის შეფასებით, თქმით, არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანას აზიანებს. „იმედი მაქვს, ამომრჩევლები შეძლებენ, ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, რომ არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანას აზიანებს - როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ პროგრესს, როგორც კორონავირუსის პანდემიის, ასევე სხვა გამოწვევების პირობებში. თუ უსამართლობას გრძნობ, არსებობს ბევრი გზა იმისათვის რომ იბრძოლო. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ასეთი ბრძოლა დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით წარიმართება. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის პარლამენტი, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები და ცვლილებებისთვის ბრძოლა. იმედი მაქვს, ასეც იქნება. ქართველი ამომრჩეველი ირჩევს ოფიციალურ პირებს, რომ მათ იმუშაონ და მათი ხმები ისმოდეს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
რასა იუკნევიჩიენე 3+3 ფორმატზე: მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის ამა თუ იმ ალიანსის მხარეს
დიპლომატიური კრიზისი თურქეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის, 3+3 ფორმატი, რუსეთის როლი, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და სხვა საკითხები იყო Europetime-ის ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუს თემა ევროპარლამენტარ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრ რასა იუკნევიჩიენესთან. ევროდეპუტატთან ინტერვიუ მოახლოებულ არჩევნებსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მის მნიშვნელობაზე შეკითხვით დავიწყეთ. რასა იუკნევიჩიენე: ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან ჩვენს საზღვრებთან პოლიტიკური ვითარება არ არის სტაბილური. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ყველა ქვეყანა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევეა ჩემი ქვეყანა, ლიეტუვაც. მაგრამ საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია: ევროპული ტიპის სტაბილური პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარსა და კომპრომისის პოვნას, ძალიან დიდი დრო სჭირდება. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დაკავშირებულნი პიროვნებებთან და მათ კონფლიქტებთან, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ორიენტირებულნი გარკვეულ საკითხებზე. ასე რომ, არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ატარებენ მმართველი პარტიები (ვგულისხმობ ყველგან, იქნება ეს უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა თუ საქართველოში და სხვა ქვეყნებში) არჩევნებს. ახერხებენ თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავშეკავებას, როგორ ექცევიან ოპოზიციას და მოქმედებენ თუ არა დემოკრატიულად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ყველა ქვეყნისთვის და ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება. _განსაკუთრებულ ყურადღებას რა საკითხები იქცევს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ დაკვირვებაზე? სასამართლო სისტემა, მმართველი პარტიის ქცევა, ადმინისტრაციული რესურსები, ფინანსური რესურსის გამოყენება, და დამოკიდებულება ოპოზიციისა და სამართლიანობის მიმართ. კანონის უზენაესობა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის, ასევე, მოქალაქის ძირითადი უფლებები, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მომავლისთვის. ამის გარეშე, ევროკავშირსა და სხვა უფრო დემოკრატიულ ალიანსებში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. _ აქ საგულისხმობა, რომ საქართველო ემზადება 2024 წლისთვის ევროკავშირში განაცხადის შესატანად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ამას, როდესაც გავიგეთ მმართველი პარტიისგან მათი მოლოდინების, დაპირებების შესახებ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამის შესახებ მათ პროგრამაშიც საუბრობდნენ, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მაგრამ ერთია კარგი პრეზენტაციის ან კარგი განცხადების კეთება, მაგრამ სხვა რამ არის, იმოქმედო როგორც ევროპელმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, ყველა მხარისთვის, რომ შეეცადონ იმოქმედონ, როგორც ევროპელებმა, რათა ევროკავშირის პარტნიორებს აჩვენონ, რომ მზად არიან წევრობაზე განაცხადისთვის. მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თქვენ გყავთ მეგობრები ევროკავშირში და მათი მხრიდან დიდია მხარდაჭერა. სამწუხაროდ, თქვენს პოლიტიკოსებს ზოგჯერ არ ესმით, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროკავშირში არც ისე მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება ამა თუ იმ მთავრობაში. მთავარია, რას აკეთებენ და ხანდახან ვფიქრობ, მმართველ პარტიაში ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, თუ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩვენთან ერთად იყოს. ამის იმედი მაქვს და ვნახე კიდეც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, როდესაც ქართველების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროპულ გზას და იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში. მაგრამ ამისთვის საქართველოს სჭირდება წარმატებული ევროპული რეფორმები. და თუ საქართველო არ დაბრუნდა ამ პროევროპული რეფორმების, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გზას, ძალიან რთული დასაჯერებელი იქნება, საქართველო მზად იქნება ასეთი განაცხადისთვის 2024 წელს. _აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარება ასოცირებული ტრიოს საერთო მიზნებშია, როგორ აფასებთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საერთო ძალისხმევებს? ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ აქ, ევროპარლამენტში, რათა დავარწმუნოთ ბევრი პოლიტიკოსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მაგრამ ეს ძირითადად ქვეყნებზეა დამოკიდებული. დღეს ვხედავ, რომ მოლდოვა ხდება ლიდერი თავის მისწრაფებებში, აქვს ძალიან ძლიერი მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, გახდეს ევროპული ქვეყანა რეფორმების გატარებით. ისინი ევროპელები არიან, მაგრამ სურთ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან. საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო, საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში, მაგრამ ახლა ბევრი მეგობარი მწვანეებში, ლიბერალებში, სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებსა და ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით შარლ მიშელის წინადადების შემდეგ, როდესაც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამა უარი თქვა, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გააუქმა. მოდით, შევხედოთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის? იმის გამო, რომ უმაღლესი დონის წინადადება უარყოფილია, ახლა ყველა ყოყმანობს რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ასოცირების ტრიო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედგაცრუება ამძიმებს სიტუაციას. მეტის გაკეთება გჭირდებათ. ევროკავშირის მისწრაფებები უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, აუცილებელ რეფორმებს. _ქვეყანა ასევე ისწრაფვის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამ მხრივ საინტერესოა თქვენი ქვეყნის გამოცდილებაც. NATO ასევე არის ორგანიზაცია დემოკრატიებისთვის. ასე რომ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს ჩვენი მისწრაფებები, გავმხდარიყავით NATO-ს წევრი 2004 წლამდე, იგივე მოთხოვნები გვქონდა მაგიდაზე. NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ სამხედრო რეფორმებს არ ეხება, ეს არის სახელმწიფოს ძალისხმევა, მათ შორის მრავალი სხვა რთული საკითხი. თუ საქართველო დაბრუნდება წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება NATO-ს წევრობასთან. ასე რომ, ეს არის თითქმის იგივე პროცესი, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ NATO-ს წევრები. ვფიქრობ, 2008 წელს, შეცდომა იყო, როდესაც ამ ქვეყნებს არ მიანიჭეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, თქვენმა ქვეყანამ დღეს კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ლიდერი ქვეყნები NATO-ში, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს საზღვრებთან რუსეთი გვყავს, ისინი ძალიან ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას. არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ირგვლივ არსებული ყველა გარემოება. ასე რომ, თქვენ ახლა გჭირდებათ უფრო წარმატებული რეფორმები. მძიმე სამუშაოა. დედაქალაქში უფრო აქტიური მუშაობა გჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. თქვენი ქვეყნის რეფორმების შესახებ კარგი გზავნილების გარეშე, გადაწყვეტილების მისაღებად გარემო არ იქნება კარგი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ იპოვოთ საერთო საკითხები ამ ძალიან ლამაზი ერისთვის, მისი მომავლისთვის, საბოლოოდ NATO-ში გაწევრიანებისთვის, და საერთო განცხადებაზე ხელმოწერის სახით, მაგალითად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რათა შემუშავებული იყოს აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას რეფორმების კუთხით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. ამ შეთანხმების გარეშე, ასეთი ბრძოლებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როცა მართლმსაჯულების საკითხი შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ, სათითაოდ გააკეთოთ მიმართვა, როგორ გსურთ გახდეთ NATO-ს წევრი, მაგრამ თუ ამას საქართველოდან ცუდი ამბები მოჰყვება, დარწმუნებული არ ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი სიამოვნებით მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს MAP-ის ან წევრობის შესახებ. შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება NATO-ს, ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ვერ ვხედავ პასუხისმგებელ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას ამაზე. რუსეთი, კრემლი კი თავის საქმეს აკეთებს. ამ ქაოსის შენარჩუნებას ცდილობენ. თქვენი მეგობრები ევროპარლამენტშიც კი ვერ გააკეთებენ უფრო მეტს საქართველოსთვის, როცა, მაგალითად, თქვენი პრემიერ-მინისტრი თავს დაესხმება მათ. _ თქვენც ახსენეთ რუსეთი და შევეხოთ 3+3 ფორმატსაც. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები შეახსენებენ რუსეთს, რომ მოსკოვმა უნდა გაამახვილოს ყურადღება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე რაიმე ახალ სადისკუსიო პლატფორმას წაახალისებს... რუსეთის გეგმები აშკარად ნათელია. მათ სურთ, საქართველო დაშორონ NATO-ს და ევროპული გზას. მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოსთვის ალტერნატივაა. ასე რომ, საქართველოს არჩევანია, რა გზით წავა. მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის სადღაც, ამა თუ იმ ალიანსის მხარეს. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე და არა, ებრძოლოს ევროკავშირს ან ვინმეს ევროპარლამენტში. რთული სათქმელია, როგორ დაუბრუნდებით იმავე გზას, როგორც ეს იყო შემოთავაზებული შარლ მიშელის მიერ და როგორ დაუბრუნდეთ შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებთან, მაგრამ ეს თქვენი მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანაა. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ერთგვარი გადატვირთვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ახალი ბიძგი. ვიდრე თქვენი ლიდერები არ აიღებენ პასუხისმგებლობას და არ შეწყვეტენ ამ ძალიან სასტიკ ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ან რაიმე მსგავსს, სიტუაციის დაძლევა ადვილი არ იქნება. და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს ამ სიტუაციით. ეს ასევე დამოკიდებული იქნება ხალხზე, იქნება თუ არა საკმარისი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური სისტემა და კანონის უზენაესობა. ხალხის გადასაწყვეტია, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რუსეთი საქართველოს უკეთეს ეკონომიკას ვერ უზრუნველყოფს. ევროკავშირში სხვა სახელმწიფოებრიობაა. შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს და გაწევრიანებამდე. _და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვისაც. როგორ იმოქმედებს NATO-ს წევრი თურქეთის ბოლოდროინდელი დაძაბულობა დასავლეთთან მის მომავალ ურთიერთობებზე, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში? ვფიქრობ ეს საკითხი მოგვარდება. როგორც ვხედავ, ყველა მხარეს სურს სიტუაციის დეესკალაცია. თურქეთი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მოხარული ვარ, რომ თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია. თურქეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება რუსეთის, კრემლის მონაწილეობას გარკვეულ პროცესებში. მესმის, რომ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებამ, საჭიროა მოთმინება. ამის დროც დადგება. გადაწყვეტილებებს ყველა ქვეყანა ერთად იღებს, ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი გადაწყვეტილების მისაღებად. NATO-ში ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია.
IPSOS-ის კვლევით, თბილისში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, 4 დიდ ქალაქში - „ნაციონალური მოძრაობა“
PSOS-ის კვლევის შედეგები ცნობილია. მთავარი არხის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასეთია: თბილისი ნიკა მელია - 48,4% კახა კალაძე – 51,6% ზუგდიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 54,7% „ქართული ოცნება“ - მამუკა წოწერია - 45,3% ბათუმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51,3% „ქართული ოცნება“ - არჩილ ჩიქოვანი - 48,7% ქუთაისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 51,7% „ქართული ოცნება“ - იოსებ ხახალეიშვილი - 48,3% რუსთავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 53,1% „ქართული ოცნება“ - ნინო ლაცაბიძე - 46,9%
„ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში აქცია გამართა
„ნაციონალურმა მოძრაობამ" პატიმრობაში მყოფი ექსრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გამართა. შეკრებილებს ადგილზე მოწყობილი სცენიდან მიმართეს პარტიის ლიდერებმა და ასევე ზუგდიდში მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანზორ მელიამ. „30 ოქტომბერს, მოდით, მათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული“, - განაცხადა ანზორ მელიამ. ამავე აქციაზე სიტყვით გამოვიდა საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვეგი ერთვება. ინფორმაცია ექსპრეზიდენტის Faceboo გვერდზე გავრცელდა. ჯონ სენდვიჯი 2013-2014 წლებში ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა