ძებნის რეზულტატი:

ექიმები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანას ითხოვენ

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართეს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდეს, ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში და გადავიდეს. როგორც ბრიფინგზე ექიმებმა განცხადეს, საჭიროა 24-საათიანი მეთვალყურეობა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დასჭირდეს გადაუდებელი სამეციდინო დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ეკატერინე მხეიძემ, პულმონოლოგმა, ვახტანგ ქაცარავამ, რეანიმატოლოგმა, გოჩა გორგოძემ, ქირურგმა ლევან ფერაძემ. "მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 25 დღეს უკვე არის კრიტიკულ მიჯნაზე და შესაძლოა მისი გადარჩენა ვერც მოხდეს რეანიმაციაში განთავსებისას. ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ეს უკვე ისეთი ზღვარია, მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს ისეთი საშიში რისკია, რომლის გაწევაც არ ღირს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი კლინიკაში", - თქვა ბრიფინგზე ეკატერინე მხეიძემ. ის სააკაშვილის და მისი ოჯახის პირადი ექიმია ჰოლანდიაში 2018 წლიდან და, როგორც თავად ამბობს, კარგად იცნობს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მხეიძეს სამედიცინო პრაქტიკა აქვს ამსტერდამში და თბილისში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვისთვის ჩამოვიდა. ექსპრეზიდენტი სამართალდამცავებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო შეშფოთებულია

"facebook-ის შესახებ გამოქვეყნებული მამხილებელი დოკუმენტები მიუთითებს, რომ სოციალური ქსელების რეფორმირება აუცილებელია" - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ჯო ბაიდენი სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო შეშფოთებულია „პრეზიდენტმა ბაიდენმა წარსულშიც არაერთხელ თქვა, რომ შეშფოთებულია სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო და პროგრესის ნაკლებობით, ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება ვაქცინების შესახებ, დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შესახებ“, – განცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, facebook-ის ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ facebook-ის ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა. მარკ ცუკერბერგი ბრალდებას უარყოფ და facebook-ზე გამიზნულ თავდასხმებზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი: გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ

"გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. ნიკა გვარამიამ სააკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსთავის ციხესთან წაიკითხა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ის რუსთავის #12 დაწესებულებაში დარჩენას აპირებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. „როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, - ამბობს სააკაშვილი. ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, რამდენადაც მის უსაფრთხოებას. „ამიტომ ჩვენ არ დავუშვებთ იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კორიდორებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამეტებას, ეს არის გამორიცხული. იგი ან იქნება აქ, ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მისი ჯანმრთელობის მონიტორინის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა. კონსილიუმში შედის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. რადენიმე დღის წინ კოსილიუმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას თანხდება. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევას დათანხდა, თუმცა შიმშილობას არ წყვეტს. 24 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი დონის ექიმები, პირადად მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ ექნება

"თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზების არანაირი დაბრკოლება არ ექნება"- ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და ნორმალიზაციას ემხრობა, ამ საკითხში სომხეთმა უნდა გამოიჩინოს გულწრფელი ნება აზერბაიჯანთან არსებული პრობლემების გადასაჭრელად. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა და ძმობა გაძლიერდება, ხოლო ახალი შესაძლებლობები გაიხსნება მთელი თურქული სამყაროსთვის „ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ. გვქონდა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა არსებული ვითარება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და და მთიანი ყარაბაღის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებში. ჩვენ ვემხრობით რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და და ნორმალიზაციას. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზების არანაირი დაბრკოლება არ ექნება“, – აღნიშნა ერდოღანმა. აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში ორ ახალ დოკუმენტს გააფორმებენ

ორი ქართული ფილმი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა

ორი ქართული ფილმი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა. საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში წარმოდგენილია ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი "მეოთხე ბრაიტონი", რომელიც საქართველოვ "ოსკარის" და ოქროს გლობუსის" ნომინატი ფილმების შესარჩევ კონკურსში წარადგინა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზე კი ლუკა ბერაძის ფილმის "ბოდიში დაგვიანებისთვის" ევროპული პრემიერა გაიმართება. ფილმის "მეოთხე ბრაიტონის" მთავარი გმირია ყოფილი მოჭიდავე კახი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები შვილის დასახმარებლად ჩადის. მთავარი როლი ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა შეასრულა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე თამაშობს. კავსაძისთვის ეს ბოლო კინონამუშევარი აღმოჩნდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ბოდიში დაგვიანებისთვის" სიუჟეტის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა, რომელიც გამოძახებაზე დააგვიანებს. სურათი რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. კოტბუსის კინოფესტივალს, რომელიც აღმოსავლეთევროპულ კინოზე ფოკუსირდება 30-წლიანი ისტორია აქვს.

ხვალიდან გერმანიას ახალი კანცლერი ეყოლება, ოლაფ შოლცი ანგელა მერკელს ოფიციალურად შეცვლის

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა დღეს ოფიციალურად ამოეწურა. ხვალიდან ის კანცლერის პოსტს ოლაფ შოლცს ოფიციალურად გადააბარებს. გერმანელებმა 26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი აირჩიეს, რომელიც ამ პოსტზე სოციალ–დემოკრატების კანდიდატია. გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ანგელა მერკელს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უწყება ბელვიუს რეზიდენციაში ოფიციალურ ცერემონიაზე პირადად გადასცა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირეს. როგორც ცნობილი გახდა, გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის 17 წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. ამასთან, „ფაიზერმა“ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) საკუთარი ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცების თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კოვიდ-19-ის სიტუაციის ანალიზი დადებითი არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ჩანს, კოვიდ-19-ის კრიზი ჯერ არ დასრულდება. მათივე ცნობით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზი დადებითი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში.

31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგება

კონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. "ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი ევროპული პირდაპირი მიმართულებით რეისები. მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი-მადრიდის მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებები არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი. ესპანეთში, ბარსელონაში მსოფლიო ტურიზმის სამიტი იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 413 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. "ევროპის რეგიონში უკვე მეოთხე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 21%-ით, მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დღეს, კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ივერი მელაშვილის ადვოკატი პროცესის არჩვენების მეორე ტურის წინ ჩანიშვნას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. "პროცესი კარტოგრაფების საქმეზე გულისხმობს უკვე არსებითი განხილვის დაწყებას. ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც გამოვკითხავთ. საქმის კიდევ ხელახლა დაწყება მეორე ტურების წინ, არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეს, თუმცა ამის გარეშეც ძალიან დიდი შინაარსი აქვს პოლიტიკური, რაც ძალიან ბევრ განცხადებებში გამოვლინდა,“ - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. საქმეში შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება. 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.

პრემიერი: აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. „აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია. აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა. ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას; საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მისი გადარჩენისა და დაცვის, განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი და მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ უნიკალური ენის შესწავლით. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәаერთად დავიცვათ აფხაზური ენა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

სტიქია იტალიაში: წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ისევ ეძებენ

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ კატანიას ძლიერი შტორმის გამო სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი კაცი ავტომობილის ქვეშ იპოვეს. მაშველები კვლავ ეძებენ მის 54 წლის მეუღლეს, რომელიც კვირას, ასევე კატანიასთან ახლოს, ქალაქ სკორდიაში წყალმა წაიღო. უშუქობის გამო სახლები და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სკოლები კი ქალაქსა და მიმდებარე ქალაქებში დაკეტილია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. „რამდენჯერმე მოგვიწია უკან დაბრუნება და ალტერნატიული მარშრუტების პოვნა, როცა ქუჩები მდინარეებად და ტბებად გადაიქცა. ზოგიერთი სანიაღვრე სისტემა კვლავ გადაფარულია ახლომდებარე ეტნას ვულკანური ფერფლით, რომელიც წელს 52-ჯერ ამოიფრქვა. რაც შეიძლებოდა, მალე დავბრუნდი სახლში, ვნერვიულობდი ჩემს საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობდნენ კატანიის ცენტრში. ვიცი, რომ ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა უსაფრთხოდ დარჩენა სამუშაო ადგილზე, სამუშაო საათების შემდეგაც კი, დაელოდა ქარიშხლის გავლას“, - იხსენებს Reuters-თან ადგილობრივი მცხოვრები. BBC-ის ცნობით, რამდენიმე დღეა, რაც კუნძულზე სტიქიურ უბედურებას აქტიურად ებრძვიან. იტალიის მთავრობა მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სიტუაცია ძალიან რთულია ქალაქ კატანიაში, წყალდიდობამ საავტომობილო გზები და სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა. კატანიაში ყველა ბიზნეს ობიექტი დაიხურა, გარდა ძირითადი სერვისებისა, ზომა 27 ოქტომბრის შუადღემდე მოქმედებს. „მოვუწოდებ მოსახლეობას, გადაუდებელი მიზეზების გარდა, სახლიდან არ გავიდნენ, რადგან გზები წყალმა გადაფარა“, - წერს ქალაქის მერი სალვო პოგლიესი. იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება მთელი კვირის განმავლობაში, ხუთშაბათსა და პარასკევს კი უფრო ძლიერ წვიმას და წყალდიდობას პროგნოზირებენ.

4 337 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი და ინფიცირების 50 681 მიმდინარე აქტიური შემთხვევა

53 434 ტესტის შედეგად, კორნავირუსით ინფიცირების 4 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 3 137 ადამიანი. თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა - 179, იმერეთი - 933, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 378, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 658, მცხეთა-მთიანეთი - 166, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 50 681 საიდანაც, 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1 542 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პაციენტი. 43 457 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 703 281. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 642 701-მდე. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის - 8.91%, 7 დღის - 8.80%. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 38 206 ადამიანი.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მასშტაბით კვლავ კოვიდ შეზღუდვებს აანონსებს

„ჩვენი დაცვის კედლები უნდა ავწიოთ“, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის გამო, სხადასხვა სახის შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში 29 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, ასევე მოსახლეობამ პირბადეები უნდა ატარონ კაფეების, რესტორნებში. ცნობისთვის, ბელგიაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში 75%-ით გაიზარდა.

თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა - რომელ ქუჩებზეა გადაადგილება შესაძლებელი

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ "რუსთაველის" ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ. ავტობუსები - N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ "რუსთაველს" დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები - N2, N31, N72, N120, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მ. ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ "რუსთაველამდე" გადაადგილდებიან. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსები - N50, N71, N344 და მიკროავტობუსები - N140, N176, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). რაც შეეხება N124-ს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N124 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ "რუსთაველამდე" გადაადგილდება,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ მასშტაბურ აქციას მართავს, რომელზეც მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენმა მოინახულა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენმა მოინახულა. როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აღნიშნავს, მისი მიზანია, გაარკვიოს, რამდენად არის დაცული ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებები. "გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად, მინდა გავეცნო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტვისთვის არის საჭირო, მე მზად ვარ, შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, გავარკვიო, რამდენად არის დაცული აქ მისი უფლებები". - ამბობს ის ფორმულას თარგმანის მიხედვით. დენისოვას ინფორმაციით, უკრაინელი ადვოკატი, რომელის საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად მოდიოდა, საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-მაც გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. "გუშინ იყო ჩამოსული ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო, რა უნდა მიხეილს, რათა შემდეგ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ". - განაცხადა დენისოვამ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 26 დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მისი ჯანმრთელობის მონიტორინის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა. კონსილიუმში შედის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. რადენიმე დღის წინ კოსილიუმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას თანხდება. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს

ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში დიალას პროვინციის სოფელ ალ-ჰავაშაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები სამართალდამცველებთან აღნიშნავენ, შეიარაღებულმა პირებმა ადამიანების წინააღმდეგ ნახევრად ავტომატური იარაღი გამოიყენეს.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრი: ერთადერთი ვარიანტი რჩება - სრული ჩაკეტვა და ეკონომიკური ცხოვრების შეჩერება

„თუ გარკვეული სახის ზომები არ იმუშავებს, ერთადერთი ვარიანტი რჩება: სრული ჩაკეტვა და ეკონომიკური ცხოვრების შეჩერება“, - ამის შესახებ ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა სტოიჩო კაცაროვიმ განაცხადა. ბულგარეთში, ბოლო ერთ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 813 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, დახურულ საჯარო ადგილებში შესვლისთვის ჯანმრთელობის საშვის წარდგენა გასული კვირის ხუთშაბათიდან სავალდებულო გახდა. ამის შემდეგ ვაქცინის მიმღები პირების რაოდენობა ქვეყანაში გაოთხმაგდა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სტოიჩო კაცაროვის ინფორმაციით, საავადმყოფოებში მდგომარეობა კრიტიკულია და ბულგარელებს შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა.

ხარკოველმა ბიზნესმენმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნო და განაცხადა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს

ხარკოველმა ბიზნესმენმა, რომელიც 26 ოქტომბერს მოწმის სახით ბერლინში გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნო. Deutsche Welle-ს ცნობით ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. "მოწმემ ივარაუდა, რომ ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურების პოლკოვნიკია. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. მისი თქმით ეს არის მისი მეუღლის ნათესავი ვადიმ ნიკოლაის ძე კ.", - წერს გამოცემა. ხარკოველმა ბიზნესმენმა ივლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არ არის დარწმუნებული, რომ მის წინაშე მისი მეუღლის ნათესავია. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მან აღიარა, რომ პროცესზე იცრუა, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით იძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.