ძებნის რეზულტატი:

აშშ-ში იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრა შეეძლებათ

აშშ-ში იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრა უკვე შეუძლიათ. აშშ-ის დაავადებათა კოტროლის ცენტრმა (CDC-მ) აგვისტოში დაუშვა მესამე დოზით აცრა 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. CDC-ის ცნობით, მეოთხე დოზთ ვაქცინაცია მესამე აცრიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. „ადამიანებმა, რომლებიც ზომიერად და მძიმედ იმუნოდეფიციტურნი არიან, შეუძლიათ მიიღონ COVID-19 ვაქცინის სულ ოთხი დოზა“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის განახლებულ გაიდლაინებში. ბოლო ცნობებით, აშშ-ის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 58% სრულად არის აცრილი.

COVID19-ის სამკურნალო წამალი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck-მა გამოაცხადა სალიცენზიო შეთანხმებს შესახებ, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა კოროვირუსის სამკურნალო წამალ „მოლნუპირავირზე“. Medicines Patent Pool-თან შეთანხმება 105 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანას მისცემს წამალზე წვდომის შესაძლებლობას. აშშ-ის ფედერალურ უწყებას (FDA), მედიკამენტების და სურსათის უსაფრთხოების მაკონტროლებელს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა პარტნიორ კომპანია Ridgeback Biotherapeutics-თან ერთად, COVID-19-ის სამკურნალო წამლის, „მოლნუპირავირის“ დამტკიცების თხოვნით 12 ოქტომბერს მიმართა. EMA-მ, ევროპის წამლების სააგენტომ წამლის შესწავლა 26 ოქტომბერს დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. FDA-ს მიერ მხარდაჭერილი ყველა სხვა სამკურნალო საშუალება წვეთოვანი გზით მიიღება ან ინექციას მოითხოვს. უფრო მეტი ცნობა პრეპარატის შესახებ, Europetime-მა სხვადასხვა წყაროში მოიძია. დი­ა­ბე­ტი, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა - ამ კატეგორიაში ცდე­ბმა, რომელშიც 762 აუცრელი პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენეს, რომ აბის მიღების შემდეგ, და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა აღარ იყო სა­ჭი­რო, ხოლო ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა კი 50%-ით შემ­ცირ­და. 14%-მა პროცენტმა პრეპარატის ნაცვლად, პლა­ცე­ბო მიიღო, მათგან 8 გარდაიცვალა, ხოლო არავინ გარდაცვლილა მათ შორის, ვინც კაფსულა მიიღო. გასულ კვირას, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე CDC-ს დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პრეპარატმა გაიაროს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ფრთხილი შემოწმება და ეს აუცილებელია როგორც ეფექტურობისთვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. FDA-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოლოდინში, Merck-მა უკვე დაიწყო პრეპარატის წარმოება. ამავე თემაზე COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს

კახა კალაძე: ვაკის პარკის კასკადი იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს

"ვაკის პარკის კასკადი იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს გვახსოვს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვაკის პაკი, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო მოწესრიგებული და განახლებული მსგავს იერ-სახეს დაიბრუნებს. „რითიც გამოირჩეოდა ვაკის პარკი, ეს იყო იქ არსებული კასკადი, რომელიც დღეს ამორტიზირებულია, დანგრეული, განადგურებულია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. განახლების სამუშაო დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც და იქნება როგორც ეს წლების წინ - საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. თავისი განათების სისტემებით, ყველანაირად იქნება განახლებული და მოწესრიგებული. უახლოეს მომავალში ესეც იქნება დამთავრებული და მთლიანად შეიკვრება პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი: ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი

რუსეთში, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი, - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში "კოლექტიური იმუნიტეტის" მაჩვენებელი 45.7%-ია. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 80%-ის აიცრაა საჭირო.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ზემო ამირნთან, ტყეში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული და ცეცხლის ჩაქრობის აქტიური სამუშაო მიმდინარეობს.

მედია: კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ. ამასთან, „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღსაკვეთად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა. ჩრდილოეთ კორეაში ყოველდღიურ საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება და მოთხოვნამ მიწოდებას უკვე გადააჭარბა.

მედია: რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო

რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო. მუზეუმის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ ქალაქის მიერ შეთავაზებულ ფართობზე. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა ToT-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი წმინდად კომერციული ხასიათისაა და უსარგებლოა ქალაქისა და კულტურის განვითარებისთვის. "ერმიტაჟის" ფილიალის გახსნის თაობაზე კატალონიის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჯერ კიდევ 2012 წელს მიაღწიეს. მაგრამ ბარსელონის მერიამ 9 წლის განმავლობაში არ გასცა მშენებლობის უფლება. ვარაუდობდნენ, რომ რუსული მუზეუმისთვის ახალი შენობა აიგებოდა 16,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, საიდანაც საგამოფენო ფართობი 4 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა. ხოლო დანარჩენი ფართობი რესტორნებსა და კაფეებს უნდა დათმობოდა.

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5177 პირი. ამასთან, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.89%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და 647 878 გახდა. ბოლო 24 საათში COVID 19-ით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 732, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 523, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი - 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც: 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 500, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 128, იმერეთში - 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პაციენტი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 42 201 პაციენტი კი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პაციენტი. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 37 752 ადამიანი იმყოფება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის აღმსარებლობის თავისუფლება თანაზიარი ღირებულებაა

რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩომ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვირტუალურ სპიკერთა პროგრამას უმასპინძლა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის აღმსარებლობის თავისუფლება და სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა პატივისცემა თანაზიარი ღირებულებაა. "გასული 23 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული ფოკუსი რელიგიის თავისუფლების დაცვა იყო. რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩომ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვირტუალურ სპიკერთა პროგრამას უმასპინძლა, რომ ისინი უკეთ გაცნობოდნენ ადამიანის ამ უფლებას. მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის აღმსარებლობის თავისუფლება და სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა პატივისცემა თანაზიარი ღირებულებაა. პოლიტიკური მრჩეველი მაიკ ჰონიგშტაინი და ბექა მინდიაშვილი ტოლერანტობის ცენტრიდან მოსწავლეებსა და სტუდენტებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად საქართველოსა და შეერთებული შტატების ძალისხმევებზე ესაუბრნენ", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

სენატორი ჯინ შაჰინი: რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებია

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ამის შესახებ შაჰინიმ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. "მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან", - განაცხადა სენატორმა. როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა. მისივე თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად. „რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, - განაცხადა შაჰინმა.

შს მინისტრი შვედეთის სამეფოს ელჩს სამომავლო ურთიერთობზე ესაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს, იოჰან გრენფორს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს დანიშვნა ურთიერთობის შემდგომი განვითარების ნათელი წინაპირობაა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შერიფი: იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო

"იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო", - ამის შესახებ სანტა ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შერიფმა ადან მენდოზამ აღნიშნა, გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ თვითკმაყოფილი დამოკიდებულება ჰქონდათ. როგორც Reuters-ი წერს, იარაღმა 2 ადამიანის ხელში გაიარა მანამ, სანამ ალეკ ბოლდუინს გადასცემდნენ. "მესაჭურვლე ჰანა გუტიერესის, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსის, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, დაიჭრა ფილმის რეჟისორი, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. „სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში.

რასა იუკნევიჩიენე: ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობაში

Europetime-თან ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასაიუკნევიჩიენე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საერთო მიზნებზე საუბრობს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ამ საკითხზე ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ სხვა პოლიტიკოსები დაარწმუნონ ამ სტრატეგიის სიკეთეებში. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ აქ, ევროპარლამენტში, რათა დავარწმუნოთ პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მაგრამ ეს ძირითადად ქვეყნებზეა დამოკიდებული. დღეს ვხედავ, რომ მოლდოვა ხდება ლიდერი თავის მისწრაფებებში, აქვს ძალიან ძლიერი მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, გახდეს ევროპული ქვეყანა რეფორმების გატარებით. ისინი ევროპელები არიან, მაგრამ სურთ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან. საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო, საქართველო ლიდერი იყო რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში, მაგრამ ახლა ბევრი მეგობარი მწვანეებში, ლიბერალებში, სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებსა და ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით შარლ მიშელის წინადადების შემდეგ, როდესაც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამა უარი თქვა, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გააუქმა. მოდით, შევხედოთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის? იმის გამო, რომ უმაღლესი დონის წინადადება უარყოფილია, ახლა ყველა ყოყმანობს რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ასოცირების ტრიო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედგაცრუება ამძიმებს სიტუაციას. მეტის გაკეთებაა საჭირო. ევროკავშირის მისწრაფებები განუყოფელია ქვეყნის დემოკრატიზაციისგან, სამართლიანობისგან, კანონის უზენაესობისგან, კორუფციასთან ბრძოლისგან, აუცილებელი რეფორმებისგან“, - აღნიშნავს ევროდეპუტატი. ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევში, 17 მაისს გააფორმეს. ინტერვიუ სრულად.

ირაკლი კობახიძე აქციაზე: ნახეთ, როგორი მუხტი იყო, მათ შორის შეძახილები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას“. „ჩვენ ვთქვით, რომ აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებისთვის დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი, რამდენიც მათ საკუთარ აქციაზე ჰყავდათ გამოყვანილი. ეს მარტო სიტყვის მასალად არ იყო ნათქვამი. რეალურად ამდენი მძღოლი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, როდესაც ადამიანებს აიძულებენ ხოლმე, იქ მუხტი არ იქმნება. ნახეთ, როგორი მუხტი იყო, მათ შორის შეძახილები, საქართველოს გაუმარჯოს. თქვენს აქციაზე კი, როდესაც იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები, თავისუფლება მიშას. იქეთ იდგა - მიშა, დამნაშავე ბელადი, აქეთ - საქართველო. ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე ინფორმაციით, აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო. „რაც შეეხება ზიზღის ენას, ჩვენ ღირებულებები ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და კეთილდღეობა. მათი ღირებულება არის ძალადობის მცდელობა და ისინი დამარცხდებიან“, - დაამატა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე: თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა

საია-მ არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა. ანგარიში 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა. „როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა და დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვხედავდით იმას, რომ იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით ძალადობის ფაქტები იყო. ასეთი ფაქტები ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს", „საქართველოსთვის", ასევე, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ამ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" კანდიდატის და მათი კოორდინატორის მისამართით. ვნახეთ, იყო ტენდენცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებითაც. იყო სხვადასხვა ბანერების, პლაკატების დაზიანების ფაქტები. ჩვენი დაკვირვების ქვეშ მოექცა 14 ოქტომბრის აქციაც, როცა თბილისისკენ მოემართებოდნენ კოლონები და მათ ე.წ. ცოცხების კორიდორი მოეწყვეს. ვნახეთ, შეკრებილი პირები თბილისისკენ მომავალ ადამიანებს აგინებდნენ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამდნენ და ჩვენი შეფასებით ეს არის წვრილმანი ხულიგნობა. იქ მობილიზებული იყო პოლიზიცია და მათ შეეძლოთ შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია „ალმამ", რომელიც თბილისში რეკლამის განთავსებაზეა ავტორიზებული პირი, უარი უთხრა „ევროპულ საქართველოს" რეკლამის განთავსებაზე, მაშინ როცა ე.წ. სისხლიანი ბანერი იყო გაკრული. ასეთი უარი დისკრიმინაციული მიდგომა იყო. ასევე, დავაიდენტიფიცირეთ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, პირადობის მოწმობის წართმევის ფაქტი ზუგდიდში. ვფიქრობ, რომ აუცილებლია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს რეაგირება", - აცხადებს სიმონიშვილი.

რასა იუკნევიჩიენე: საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პოლიტიკურ მხარეებს ერთობლივად შემუშავებულ განცხადებაზე ხელმოწერით შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე Europetime-თან ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუში აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ იპოვოთ საერთო საკითხები ამ ძალიან ლამაზი ერისთვის, მისი მომავლისთვის, საბოლოოდ NATO-ში გაწევრიანებისთვის, და საერთო განცხადებაზე ხელმოწერის სახით, მაგალითად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რათა შემუშავებული იყოს აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას რეფორმების კუთხით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. ამ შეთანხმების გარეშე, ასეთი ბრძოლებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როცა მართლმსაჯულების საკითხი შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ, სათითაოდ გააკეთოთ მიმართვა, როგორ გსურთ გახდეთ NATO-ს წევრი, მაგრამ თუ ამას საქართველოდან ცუდი ამბები მოჰყვება, დარწმუნებული არ ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი სიამოვნებით მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს MAP-ის ან წევრობის შესახებ. შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება NATO-ს, ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ვერ ვხედავ პასუხისმგებელ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას ამაზე. რუსეთი, კრემლი კი თავის საქმეს აკეთებს. ამ ქაოსის შენარჩუნებას ცდილობენ“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ერთგვარი გადატვირთვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ახალი ბიძგი. ინტერვიუ სრულად.

ირაკლი კობახიძე: შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით“ 30 ოქტომბრამდე „პატარა შოუ“ იქნება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება. კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით 30 ოქტომბრის შემდეგ კითხვებს პასუხები აღარ გაეცემა. მისივე თქმით, შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე - როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. მაგრამ სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა, იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება. მაგრამ, გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. „კომუნიკაციის უფლების წართმევა რას ემსახურება, არ ვიცი. მათ რაღაც ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა და წერილი მიგვეწოდებინა. დღეს ეს შეუძლებელია. ვიდრე შეხვედრების ოთახი არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და არ აღდგება მისი უფლებები, ის არ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას და ანალიზების ჩაბარებას", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა. ადვოკატის განცხადებით, ანალიზების ჩაბარებით პროგნოზირებადი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონტროლი, მაგრამ რადგანაც ამის საშუალება აღარ არსებობს, „ყოფილმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გონება დაკარგოს“.

თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი: თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს

თბილისის 119-ე სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის განცხადებით, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ბრეგაძემ Europetime-ს განუცხადა. ბრეგაძე გათავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას უკავშირებს. "სკოლის დირექტორი შარშან მოიხსნა და მე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გავხდი. ერთი წელი ფაქტიურად ვაგრძელებდი ამ მოვალეობას. გუშინ კი მოვიდა წერილი, რომ ახალი მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა. გაჩნდა პროტესტი! პოლიტიკური ნიშნით დევნაა ნამდვილად, რატომ ვფიქრობ ასე?! რადგან გახლავართ, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გლდანის რაიონის გამგგებლის კანდიდატის დეიდა. ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით მოხდა", - განაცხადა თეა ბრეგვაძემ. აღნიშნულ ფაქტს, განათლების სამინისტრო გამოეხმაურა და როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება სიმართლეს არ შეესაბამება. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა. სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე. ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“,- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

სუს-ი: ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილების უკანონოდ შეზღუდაზე იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა. მათივე ცნობით, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, - აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვია. სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრს კალე ლაანეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. „ესტონეთი ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა, რაც ხდება კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ არის მოქცეული. რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის“, - განაცხადა კალე ლაანეტმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ გატარებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკასა და დეზინფორმაციაზე.