ძებნის რეზულტატი:

ოპოზიცია კოალიციის იდეის გამარჯვებასა და ქვეყანაში გარდატეხაზე მიუთითებს, „ქართული ოცნება“ კი გამორიცხავს რისკს, რომ „გორბის“ შედეგები შეიცვლება

ბათუმსა და ქუთაისში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით „ქართული ოცნების“ კანდიდატები მცირე სხვაობით იგებენ, ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში ფიქსირდება. ბათუმის შემთხვევაში სხვაობა დაახლოებით, ერთ პროცენტს შეადგენს, ქუთაისის - დაახელობით ორი, ამ ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი კი 2.5%-ია. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა ანზორ მელიამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველას მერი იქნება, „იმედის“ დაკვეთით კვლევა არ ჩატარებულა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით კი „იმედის“ კვლევით, თბილისში კახა კალაძე 57,2-ით იგებს. შემდეგ მოდის რუსთავში, ნინო ლაცაბიძე - 53,8%. “მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით ხუთ ქალაქში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს. ამ კვლევაში კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი - 53%-იანი მხარდაჭერა, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში აქვთ. თბილისსა და ბათუმში კი ოპოზიციის კანდიდატებს 51% აქვთ. მმართველ პარტიაში ტრადიციულად, ოფისთან მოწყობილ სცენაზე, „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე იზეიმეს გამარჯვება. მომხრეებს მიმართეს და გამარჯვება მიულოცეს პარტიის ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა. „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომელ მუნიციპალიტეტს გულისხმობდა, როდესაც საუბრობდა, რომ ოპოზიცია მიახლოებულია 50%-იან ზღვარს და „არსებობდა გარკვეული რისკები“, ასეთად მან ბათუმი დაასახელა. „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, აქ კანდიდატს მმართველი პარტიიდან, არჩილ ჩიქოვანს - 50,8% აქვს. გიორგი კირთაძეს - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %. ირაკლი კობახიძის თქმით, „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები იძლევა სწორედ იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. სხვა წყაროების ინფორმაციას ირაკლი კობახიძეს არ დაყრდნობია. „ჩვენ 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ ამ არჩევნებს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უნდა დაველოდოთ საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა ოპოზიციაში. „ბევრ ადამიანს სჯეროდა, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, მაგრამ კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი. დაარწმუნა 10 000-ობით დამატებითი თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც ისტორია დაიწერებოდა და ჩვენ მათთან ერთად ისტორია დავწერეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. თბილისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, ოპოზიციამ კრწანისის რაიონში ფონიჭალის სამივე უბანი მოიგო. მისი თქმით, ეს უბნები ოპოზიციას ერთად არასდროს მოუგია. „კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება მჯერა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება", - აცხადებს ნიკა მელია. „ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის გაყალბებული მომავალი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად იყავით ყურადღებით, მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ახლა გავალთ უბნებზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა იყოს ჩავლილი, ყველა ის უბანი, რომელსაც შეეცდებიან, რომ გააყალბონ, უნდა იყოს სასწრაფო წესით აღკვეთილი. ნებისმიერ ადგილას გავჩნდებით, სადაც საჭიროა. მინდა, მივულოცო საქართველოს ნამდვილად ისტორიული შემოტრიალება იმიტომ, რომ დღეიდან იწყება შემოტრიალება ამ ქვეყანაში და ეს მოხდება ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ. ამასთან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიცხვები, რომლებიც ორმა ეგზიტპოლმა დაწერა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ გამარჯვება არის კოალიციის მხარეს. „ქვეყანაში საბოლოოდ გაიმარჯვა თავისუფლებამ - ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. თავის მხრივ, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ამომრჩეველმა მოახერხა და დაამაარცხა ძალადობა. „ეს არის გარდატეხა ქვეყანაში“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. ოპოზიცია „გორბის“ კვლევებს ნდობას არ უცხადებს, ამის თქმის საფუძველს კი მათ პირველი ტურის დროს ჩატარებული კვლევა და დაფიქსირებული ცდომილება აძლევს. მაგალითად, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ეს კვლევა პირველ ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ცესკოს მიერ გამოხადებული შედეგების შემდეგ გაირკვა, რომ მეორე ტური გახდა საჭირო. დღის ბოლოს ბრიფინგი გაიმართა ცესკოში, სადაც პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის II ტურზე - 49.09%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ I ტურზე აქტივობა 51,92% იყო. ცესკოს ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი.

რომში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ „დიდი ოცეულის“ სამიტი ერთიანობის შესახებ გზავნილით გახსნა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ჩვენი უთანხმოება“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ. მარიო დრაგისთან ოფიციალური დახვედრის შემდეგ, დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები „საოჯახო ფოტოებისთვის“ შეიკრიბნენ. ლიდერებმა ფოტო გადაიღეს წლის გმირებთან, ექთნებთან, ექიმებთან და მეხანძრეებთან ერთად, რომლებმაც წვლილი შეიტანეს პანდემიის წინააღმდეგ ბროლაში. კლიმატის ცვლილება და Covid19 სამიტის დღის წესრიგშია. G20 სამიტი წინ უსწრებს გლაზგოში, კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტს, რომელიც ორშაბათს იწყება.

ცესკოს პირველადი შედეგებით, კახა კალაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს. თბილისში არსებული 769 უბნიდან ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია 78 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე ლიდერობს. კერძოდ, 78 უბნის მონაცემებით, კახა კალაძეს 56,523 % აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას - 43,477%.

ცესკო: რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. რუსთავში, 88 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 25 საარჩევნო უბანი. მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. მას 54,654%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს - 45,346% აქვს. ქუთაისში, 124 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 26 საარჩევნო უბანია დათვლილი. „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 52,516%„ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს - 47, 484%. ფოთში 33 უბნიდან ამ დროისთის დათვლილია 11 უბანი, რომლის შედეგების მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძეს 59,173%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიგი უგულავას - 40,827%. ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 13 უბანი. ამ მონაცემებით კი ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი - 52,824%-ით. გიორგი კირთაძე - 47,176%. ზუგდიდი მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია ლიდერობს. ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 52.506 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას - 47.494 პროცენტი. 109 უბნიდან დათვლილია 22 (20.183%) უბანი. ამავე თემაზე: ცესკოს პირველადი შედეგებით, კახა კალაძე ლიდერობს

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, 2024 წლის არჩევნებს დაელოდოს, თუმცა ვარაუდობს, რომ მანამდე, ეს პარტია „დამთავრდება“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს დასრულდა საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე. მან მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“, დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. „მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიასა და ასე შემდეგ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება არის მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. არეულობა და ქაოსი არავის წაადგებოდა ამ ქვეყანაში, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება, აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული დარღვევები უფრო მრავალფეროვანი გახდა

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული დარღვევები უფრო მრავალფეროვანი გახდა. მათი ცნობით, დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება-შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ გრძელდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტები. ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ისეთი შემთხვევები როდესაც, ამომრჩეველს შესაბამის ველში მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა. რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა დაძაბული გარემო. ამასთან, უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები, მათ შორის ავტომანქანებში. ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვაც. დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის ფაქტები, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. საყურადღებოა, რომ თბილისში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 შემთხვევა. საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები (14:00-20:00) 14:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #72-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ გამოირჩევიან აგრესიით, უზღუდავენ დაკვირვების უფლებას, ემუქრებიან უბნიდან გაძევებით და უბანში თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევენ; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეეზღუდა დამკვირვებლის უფლებები, მას არ მიეცა მარკირების სითხისა და მარკირების შესამოწმებელი ფანრის დათვალიერების უფლება. ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარე იჩენდა განსაკუთრებულ აგრესიას, უყვიროდა მას და ქმნიდა მტრულ გარემოს; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #1 უბნის თავმჯდომარე და მდივანი არიან ნასვამ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიით "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ. მას არ მიეცა უბანზე დაკვირვების განხორციელებისა და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. მის მიმართ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ჰქონდა უკიდურესად მწვავე ხასიათი, რის გამოც დამკვირვებელმა გამოიძახა პოლიცია; ზედმეტი კონვერტის ჩაგდება ყუთში #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში, ყუთის ზედამხედველმა სპეციალური კონვერტი ჩააგდო. ამ ფაქტს უბანზე მოჰყვა შეხლა-შემოხლა და არეულობა, რის გამოც შეფერხდა საარჩევნო პროცესი და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა. უბანზე არსებული დაპირისპირების გამო თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. განმეორებით ხმის მიცემა #59 ქუთაისის სარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ორჯერ - როგორც გადასატანი ყუთის მეშვეობით, ასევე საარჩევნო უბანზეც; #67 ზუგდიდის #92 სარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო #36 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში, ხმა მისცა როგორც #36-ე საარჩევნო უბანზე, ასევე #92-ე უბანზეც. ხმის მიცემის წესის დარღვევა #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე. პასუხისმგებელი რეგისტრატორი კომისიის წევრის განცხადებით, მას დაავიწყდა მარკირების სითხის დასხმა; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მარკირების შემმოწმებელი ფანარი მარკირებას არ აფიქსირებს. სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავებისას კი, მარკირების კვალი თითქმის სრულად იშლება; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ფანარი სათანადოდ არ მუშაობდა. ნაკადის მომწესრიგებელმა არაერთხელ მიუთითა თავმჯდომარეს ფანრის ხარვეზებზე, თუმცა თავმჯდომარე რეაგირებას არ ახდენდა. საბოლოოდ, საარჩევნო უბანმა ფანარი 15:40 საათზე შეცვალა, რის შემდგომაც მარკირების შემოწმება შესაძლებელი გახდა; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე მეორე რეგისტრატორის მარკირების სითხე ხელის დამუშავების შედეგად შორდება; #3 საბურთალოს #26 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი ეტყობოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს; #20 რუსთავის #39 საარჩევნო უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს მარკირების შესამოწმებელი ფანრით შემოწმებისას დაუფიქსირდათ მარკირება, თუმცა მათ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #5 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ემჩნეოდა მარკირების კვალი. ამის მიუხედავად, მას კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცეს; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც უფიქსირდებოდა მარკირება, თავმჯდომარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მიაცემინეს ხმა. მან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელი რამდენჯერმე და ამტკიცებდა რომ ხელზე ჰქონდა ალერგია და არა მარკირება; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა მარკირებული ამომრჩეველი, თუმცა მას მაინც მიაცემინეს ხმა; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უკვე მარკირებული ამომრჩევლების მხრიდან უბანზე შესვლის მცდელობა (5 შემთხვევა). არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები #5 ისნის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა და სამაგიდო სიაში ხელი მოაწერინა ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი უბნიდან გააბრუნეს ისე, რომ მას ხმა არ მიუცია. ამავე უბანზე მისულ ამომრჩეველს თავის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა სხვის მიერ, თუმცა მისი სახელით, აღსანიშნავია, რომ ამ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლის გრაფაში სთავაზობდნენ ხელის მოწერას. ამავე უბანზე კიდევ ორი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა; ამომრჩევლებს ხელი მოწერილი დახვდათ სხვის მიერ, თუმცა მათი სახელით; #67 ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა აღმოაჩინა მისი ხელმოწერის გასწვრივ სხვა პირის ხელმოწერა; #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #28-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ სიაში სხვა პირის ხელმოწერა დახვდა; #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სხვის ნაცვლად მოაწერინა ხელი. ამავე უბანზე ორ ამომრჩეველს ხელმოწერების ნაცვლად დასმული აქვთ ჯვრები. მათი ახსნა-განმარტებით არ იცოდნენ ხელმოწერა. ორივე ამომრჩეველს გადასცეს ბიულეტენები და მიაცემინეს ხმა; #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების პირადი ნომრები მითითებული იყო შეცდომით. ასევე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ბიულეტენებთან შედარებით ერთით ნაკლები ხელმოწერაა. ამომრჩევლის აღრიცხვა #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორები ახორციელებენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ცალკე ფურცელზე აღრიცხვას მათი სახელისა და გვარების მითითებით. აგიტაცია საარჩევნო უბანზე #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელსაც უბანზე შესვლისას არ ჰქონდა სამკერდე მოწმობა. ამასთან, იგი უბანზე ღიად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციას. მოგვიანებით ამ პირმა ხმა მისცა იგივე უბანზე და კაბინაში გადაიღო ფოტო. მითითების მიუხედავად, კომისიის წევრებს დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ; #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე შევიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა“, „ახალგაზრდა თაობათა ლიგა“; „ანტიკორუფციული მედია-ცენტრი“ დამკვირვებლები, რომლებმაც კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოთქვეს ბრალდება, რომ მან ერთ-ერთ ამომრჩეველს უკარნახა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. აღნიშნულს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ დამკვირვებლების მიმართ შეადგინა გაძევების ოქმი, თუმცა კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ. უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროებით შეფერხდა. საბოლოოდ, დამკვირვებლები უბნიდან პოლიციამ გაიყვანა. სხვა დარღვევები #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ჯიბეში ჩაიდო მერის საარჩევნო ბიულეტენი; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე სისტემატიურად ირღვევა წესრიგი, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა. თავმჯდომარე არ ახდენს სათანადო რეაგირებას. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, რეგისტრატორებს ხელი ეშლებათ ფუნქციის შესრულებაში; #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #110 საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შევიდა მოქალაქე, რომელსაც „ანტიკორუფციული მედია ცენტრის“ სამკერდე მოწმობა ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა რეგისტრაციის გავლა. მისი მოწმობა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა მითითებული QR კოდით. აღმოჩდა, რომ სამკერდე მოწმობის მფლობელი რეალურად არის სხვა პირი; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე თითქმის არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, იმყოფება განცალკევებულ ოთახში და არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესს. დაახლოებით 1 საათის წინ მან საერთოდ დატოვა საარჩევნო უბანი და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (14:00-20:00) 14:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში) #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 10 მეტრში შეინიშნებოდა საეჭვო პირების შეკრება მსუბუქი ავტომობილებით; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა დაახლოებით 10 პირის შეკრება; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო სამი მიკროავტობუსი, რომლებშიც იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” კოორდინატორები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებით და აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბნიდან 80-90 მეტრში შეკრებილი იყო პირთა ჯგუფი ავტომობილით, რომლებიც დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #3 უბანთან დიდი ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო მანქანა, რომელშიც იჯდა ორი მგზავრი; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხუთამდე ე.წ. "ძველი ბიჭი", რომლებიც ეკონტაქტებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა კავშირის" უბანზე მყოფ წარმომადგენლებთან. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები გამოდიოდნენ საარჩევნო უბნიდან და ინფორმაციას აწვდიდნენ ე.წ. "ძველ ბიჭებს". პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ) #2 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრის რადიუსის გარეთ. დროდადრო პირები რადიუსს შიგნითაც შემოდიოდნენ; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #110 უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება, სამ სხვადასხვა მანქანაში. სავარაუდო მოსყიდვა #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ, პირისთვის ფულის გადაცემის ფაქტი გარე პერიმეტრზე ხანგრძლივად მყოფი პირის მიერ. მოცემული პირი დღის განმავლობაში კომუნიკაციაში შედიოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებთან. დაფიქსირდა იმავე პირის მიერ ამომრჩევლისთვის ლურჯი ფერის გაურკვეველი ბარათის გადაცემის ფაქტი; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელმა დაინახა, რომ ნაკადის მომწესრიგებელს დაურეკა ტელეფონმა, რა დროსაც ეს უკანასკნელი გამოვიდა გარეთ და ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელიც უკვე ტოვებდა კენჭისყრის შენობას, ხელიდან ხელში გადასცა დაკეცილი ქაღალდი, რომელიც, დიდი ალბათობით, იყო ფული. ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება #2 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსის მოშორებით მობილიზებულ პირებსა და საარჩევნო უბნის აკრედიტებულ დამკვირვებელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ფოტოს გადაღება სცადა. სიტუაცია განიმუხტა პოლიციის ჩარევის შემდეგ; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან კომისიის წევრის მიერ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. აღნიშნული მოჰყვა დამკვირვებლის მიერ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული “ქართული ოცნების” კოორდინატორის მიერ ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტის დაფიქსირებას. დამკვირვებლის მიმართ ზეწოლა განხორციელდა უცხო პირების მხრიდანაც, რომლებიც დამკვირვებელს ფოტოს გადაღებაში სდებდნენ ბრალს; #79 საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე 100 მეტრამდე მანძილზე უბნის მახლობლად დილიდან მდგარ მიკროავტობუსში მყოფ პირებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ერთ-ერთმა პირმა დამალა ფურცლები, რის შემდეგაც, დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან შეკრებილი ე.წ. “ძველი ბიჭები”, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ქმნიდნენ მის სამუშაოსთვის დამაბრკოლებელ და დამაშინებელ გარემოს. ამომრჩეველთა აღრიცხვა #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან ორი საეჭვო პირი, რვეულით ხელში, აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. დამკვირვებლის მიახლოებისას, მათ ადგილი დატოვეს ავტომობილით; #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანთან არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა ინიციატივა დემოკრატიისთვის" აკრედიტებული დამკვირვებელი, დროდადრო გამოდიოდა კენჭისყრის ოთახიდან გარეთ და ფურცელზე ინიშნავდა სახელსა და გვარებს, სავარაუდოდ, აწარმოებდა ამომრჩეველთა აღრიცხვას; #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნიდან გამოვიდა დამკვირვებელი, ტელეფონის მეშვეობით პირს უკარნახა რიცხვები, პირის სახელი და გვარი და საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პირი უკვე მოვიდა არჩევნებზე. ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდნენ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო უბანზე აცილებდნენ მოხუც პირებს. Მათ ჰკითხეს თუ რომელი კანდიდატის შემოხაზვას აპირებდა ამომრჩეველი. აღნიშნული პირები, იმყოფებოდნენ უბანთან მობილიზებული 7-8 მსუბუქ ავტომობილში; #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #87 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირების მიერ ამომრჩევლების ერთი და იმავე მანქანით მობილიზება. მანქანის მძღოლს ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ,,ქართული ოცნების" აკრედიტებულ წარმომადგენელთან საარჩევნო უბანზე; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ავტომობილმა ოთხჯერ მიიყვანა სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩეველი ადგილზე. # 7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი გამოდიოდა კენჭისყრის შენობიდან და სატელეფონო კომუნიკაციით აორგანიზებდა ამომრჩევლების უბანზე მობილიზებას. კერძოდ, ურეკავდა პირებს და ეუბნებოდა, რომ დაბალი აქტივობის გამო, მოეყვანათ ამომრჩეველი ხმის მისაცემად. იმავე უბანზე 5-6 ჯერ ორმა სხვადასხვა მანქანამ მოიყვანა ამომრჩევლები; #79 საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე ავტომანქანა ახდენდა ამომრჩევლების ორგანიზებულ ტრანსპორტირებას; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანთან ორ ერთსა და იმავე ავტომანქანას მოჰყავდა ამომრჩევლები საარჩევნო უბანთან. მანქანის მძღოლები შედიოდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში. ერთ-ერთ მანქანას ჰქონდა დაკრული სტიკერი “41” ნომრით, რომელიც დამკვირვებლის მიერ ფაქტის იდენტიფიცირების შემდეგ მოაშორეს. კოორდინატორების მობილიზება უბანთან #79 საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში შეკრებილი იყო 3 კოორდინატორი, რომლებიც ამომრჩევლებს სატელეფონო კომუნიკაციით ხმის მისაცემად უბანზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ. "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს განუცხადეს, რომ ისინი “ქართული ოცნებიდან” იყვნენ და ამის უფლება ჰქონდათ; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბნიდან “ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი ხშირად გამოდიოდა და კომუნიკაციას ამყარებდა უბნის მოშორებით, ავტომობილში მყოფ პირთან. საეჭვო პირის გადაადგილება საარჩევნო უბანთან #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირი ამომრჩეველთა სიით. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პირს ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაუსვა კითხვა ვინაობის შესახებ, პირი გაიქცა. საჩივრები, განცხადებები ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 63 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 58 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ოპოზიცია ამ დროისთვის არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ლეგიტიმურად არ თვლის და ხმების დაცვას გეგმავს

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის, თუმცა თითოეული ხმა უნდა იყოს დაცული. „ის ოქმები და დარღვევები შედგეს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, რომ რეალურად გვქონდეს სურათი. საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით ყველა ამ დარღვევას, ყველაფერი გროვდება. თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და მოვაპარინებთ „ქართულ ოცნებას“, ეს გამორიცხულია! სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ყველა მხარდამჭერს, დამკვირვებელს მოვუწოდებთ, რომ ბოლომდე, არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში იტყვიან თავის სიტყვას, თუ რა ხდება. „ფეიკ“ პრესკონფერენციები, რომლებიც მოვისმინეთ იმისთვის არის, რომ თითქოს არჩევნები მორჩა. არჩევნები მიმდინარეობს და დამთავრდება სამართლიანად. ამ სამართლიანობის გარანტორები ვიქნებით ჩვენ“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე. თავის მხრივ, პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. „ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს, წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც მე აღვწერე, ყველგან, ყველა უბანზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები და იცავენ თითოეულ ხმას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლებას ამ შედეგით, მათ შორის, რაც გამოაქვეყნეს ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. შეუძლებელია დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. უახლოეს მომავალში მივაღწევთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება“, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე. სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს მმართველ გუნდს „დროას“ ლიდერიც. მისი თქმით, სიცრუეა, თითქოს დიდი ქალაქების უმეტესობას „ქართული ოცნება“ იგებს. „მოვისმინეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესი ქალაქები მოიგო - ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია. თავის მხრივ გიგი უგულავა თვლის, რომ ფოთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაყალბდა და შედეგებს არ ცნობს. ამ დროისთვის არსებული შედეგები „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თელავში 55 უბნიდან დათვლილია 9 საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნნების“ კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი ლიდერობს - 59,261%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 40,739% აქვს. თიანეთში: 21 უბნიდან დათვლილია 14, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან წიკლაური ლიდერობს - 55,023%-ით, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს - 44,977% აქვს. ქარელში 40 უბნიდან დათვლილია 20 უბანზე. ამ შემთხვევაშიც ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა გულიაშივლი - 60,571%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 39,429% აქვს. ხაშურში 53 უბნიდან დათვლილია 34 უბანი. ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 58,924% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 41,076%. ცაგერში 42 უბნიდან დათვლილია 25 საარჩევნო უბანი და აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 64,286%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 35,714% აქვს. ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია 27 უბანი. „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 561%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიუორგი რობაქიძეს 39,439%. წყალტუბოში 69 უბნიდან 18 უბანია დათვლილი, აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე ლიდერობს 54,624%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან, ზაზა მეტრეველს 45,376% აქვს. ოზურგეთში 63 უბნიდან დათვლილია 17 საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს 56,925% აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს 43,075%. მარტვილში 40 უბნიდან დათვლილია 25, მონაცემებით კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 52,921% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 47,079%. ხობში 33 უბნიდან დათლილია 18 უბანი. „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 58,934% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 41,066%. ზუგდიდში 109 უბნიდან 24 უბანია დათვლილი და ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 52,443% აქვს, ხოლო „მნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 47,557%. წალენჯიხაში 29 უბნიდან დათვლილია 8 უბანი. აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს - 57,506%-ით, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 42,494%. ჩხოროწყუში 28 უბნიდან 8 უბანია დათვლილი და ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი დათო გოგუა - 56,828%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბადრი ქარჩავას კი - 43,172% აქვს. ხელვაჩაურში 47 უბნიდან დათვლილია 20 უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ლიდერობს - 57,26%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 42,74% აქვს.

საქართველოს 15 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგები - ხმების 100%-ია დათვლილი

საქართველოს 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების შედეგების 100%-ია დათვლილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა: მარტვილი თეიმურაზ ჯანაშია - ნაციონალური მოძრაობა - 48.15% თორნიკე ჯანაშია - ქართული ოცნება - 51.84% ხაშური იოსებ ბუაძე - ნაციონალური მოძრაობა - 40.91%თენგიზ ჩიტიაშვილი - ქართული ოცნება - 59.08% ბაღდათი გიორგი რობაქიძე - ნაციონალური მოძრაობა - 39.30%კახა ენუქიძე - ქართული ოცნება - 60.69%. თელავი გიორგი ბოტკოველი - ნაციონალური მოძრაობა - 43.10%ლევან ანდრიაშვილი - ქართული ოცნება - 56.89% ცაგერი ბესარიონი ბენდელიანი - ნაციონალური მოძრაობა - 37.12%გიორგი ნემსაძე - ქართული ოცნება - 62.87%. წყალტუბო ზაზა მეტრეველი - ნაციონალური მოძრაობა - 42.83%გენადი ბალანჩივაძე - ქართული ოცნება - 57.16% ხელვაჩაური მიშა ბოლქვაძე - ნაციონალური მოძრაობა - 44.99%ზაზა დიასამიძე - ქართული ოცნება - 55%. ხობი ბესიკი შენგელია - ნაციონალური მოძრაობა - 43.22%დავით ბუკია - ქართული ოცნება - 56.78%. ზუგდიდი ანზორ მელია - ნაციონალური მოძრაობა - 48.36%მამუკა წოწერია - ქართული ოცნება - 51.63% ქარელი ნიკოლოზ ახალკაცი - ნაციონალური მოძრაობა - 43.26%ზაზა გულიაშვილი - ქართული ოცნება - 56.73%. ჩხოროწყუ ბადრი ქარჩავა - ნაციონალური მოძრაობა - 49.11%დათო გოგუა - ქართული ოცნება - 50.88% თიანეთი თამარ მეჭიაური - თამარ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 45.17%ლევან წიკლაური - ქართული ოცნება - 54.82%. ოზურგეთი კონსტანტინე შარაშენიძე - დამოუკიდებელი - 44.59%ავთანდილ თალაკვაძე - ქართული ოცნება - 55.40%. სენაკი კობა ნაყოფია - ნაციონალური მოძრაობა - 46.92% ვახტანგ გადელია - ქართული ოცნება - 53.07% წალენჯიხა გიორგი ხარჩილავა - ნაციონალური მოძრაობა - 51.10% გოგა გულორდავა - ქართული ოცნება - 48.90% თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

კახა კალაძე 55.61%, ნიკა მელია 44.39%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი. ცესკო-ს მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 768 (99.87%) უბნის მიხედვით. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - 51.018% ; გიორგი კირთაძე - 48.982%; დათვლილია ხმების 100%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა ხმების 51.018% მიიღო და გაიმარჯვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ - 48.982% აიღო. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - 53.72 %, დავით კირკიტაძე - 46.28 %

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იმარჯვებს. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს ხმების 53.72 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 46.28 პროცენტი. ცესკო-ს მონაცემებით, 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 88-ვე (100%) უბნის მიხედვით.

ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი - 51,64 %, ხატია დეკანოიძეს 48,36% - დათვლილია ხმების 100%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იმარჯვებს. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 48,36 პროცენტი. ცესკო-ს მონაცემებით, სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 124 (100%) უბნის მიხედვით. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

ზუგდიდი: ანზორ მელია - 48.36%; მამუკა წოწერია - 51.63% - დათვლილია ხმების 100%

ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების 100%-ია დათვლილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 48.36% ( 25 863 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, მამუკა წოწერიას - 51.63% (27 607 ხმა). ზუგდიდში სულ 109 უბანი იყო. 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

ფოთი: გიგი უგულავა - 42.65%, ბექა ვაჭარაძე - 57.35%; დათვლილია ხმების 100%

ცესკოს წინასწარი მონაცმებით, ფოთის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გახდა. დათვლილია ხმების 100%. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმების 42.65% მიიღო, ბექა ვაჭარაძემ - 57.35%; ხმების საბოლოო დათვლამდე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არ ცნობს ცესკოს შედეგებს.

ნიკა მელია: ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ბრძოლა იქნება, გპირდებით

"ნურავინ, ნურავის ნუ მოვატყუებთ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მოპოვებული გამარჯვებები, ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა. „თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში, ივანიშვილის პირობებში არჩევნები ჩატარდება, ვერანაირად ვერასოდეს მე მის მოსაზრებას, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვერ გავიზიარებ, რადგან არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვებები, ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა, ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო, მოიპარა. რა გზით, რა შესაძლებლობებით, ეს ყველაფერი კარგად დაინახეს. მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი 14 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე, ყველაფერი იქნება მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა ის. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და მან დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. პასუხი იქნება ადეკვატური. არჩევნები არის გაუქმებული, არასოდეს მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებ არ ვდგებოდი მედიის წინაშე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არის გაუქმებული. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვიწროპარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვივდა. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კოალიცია უფრო ფართო გახდეს და ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების ინჟინრების, ვინც არის შეწუხებული ფაქტით, რომ არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარ ჩატარდება. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება, გპირდებით, როგორც ერთი გულანთებული მოქალაქე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ჩვენ სიტყვებს უბრალოდ არ ვისვრვით. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა, ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან და მე მათ არ დავულამე ის, რასაც ახლა ვამბობ. მე მათ ვუთხარი, რომ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. არ არსებობს ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. აქ აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი, ჩვენი სურვილია, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ფართო კოალიციური მოძრაობით. მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლები, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის და ბრძოლა იქნება, ვიდრე ჩვენ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

წალენჯიხის მერი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა

წალენჯიხის მერი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%. გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.90%. წალენჯიხა, ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. ამავე დროს, წალენჯიხის საკრებულოში ქართულმა ოცნებამ დაკარგა უმრავლესობა. კერძოდ: ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას - 18.96% ლელოს - 3.35%; 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა. საქართველოს 15 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგები - ხმების 100%-ია დათვლილი

ცესკოს შემაჯამებელი მონაცემები: როგორ გადანაწილდა ხმები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 5 თვითთმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ხმები ასე გადანაწილდა. თითქმის ყველა ოლქში დათვლილია ხმების 100%. 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინ თბილისი "ქართული ოცნება" კახა კალაძე 55.61%, "ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელია 44.39% ბათუმი "ქართული ოცნება" არჩილ ჩიქოვანი - 51.018%; "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი კირთაძე - 48.982%; ქუთაისი "ქართული ოცნება" იოსებ ხახალეიშვილი - 51,64 %, "ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძეს 48,36% ზუგდიდი "ნაციონალური მოძრაობა" ანზორ მელია - 48.36%; "ქართული ოცნება" მამუკა წოწერია - 51.63% ფოთი "ნაციონალური მოძრაობა" გიგი უგულავა - 42.65%, "ქართული ოცნება" ბექა ვაჭარაძე - 57.35%; რუსთავი "ქართული ოცნება" ნინო ლაცაბიძე - 53.72 %, "ნაციონალური მოძრაობა" დავით კირკიტაძე - 46.28 % მარტვილი თეიმურაზ ჯანაშია - ნაციონალური მოძრაობა - 48.15% თორნიკე ჯანაშია - ქართული ოცნება - 51.84% ხაშური იოსებ ბუაძე - ნაციონალური მოძრაობა - 40.91%თენგიზ ჩიტიაშვილი - ქართული ოცნება - 59.08% ბაღდათი გიორგი რობაქიძე - ნაციონალური მოძრაობა - 39.30%კახა ენუქიძე - ქართული ოცნება - 60.69%. თელავი გიორგი ბოტკოველი - ნაციონალური მოძრაობა - 43.10%ლევან ანდრიაშვილი - ქართული ოცნება - 56.89% ცაგერი ბესარიონი ბენდელიანი - ნაციონალური მოძრაობა - 37.12%გიორგი ნემსაძე - ქართული ოცნება - 62.87%. წყალტუბო ზაზა მეტრეველი - ნაციონალური მოძრაობა - 42.83%გენადი ბალანჩივაძე - ქართული ოცნება - 57.16% ხელვაჩაური მიშა ბოლქვაძე - ნაციონალური მოძრაობა - 44.99%ზაზა დიასამიძე - ქართული ოცნება - 55%. ხობი ბესიკი შენგელია - ნაციონალური მოძრაობა - 43.22%დავით ბუკია - ქართული ოცნება - 56.78%. ზუგდიდი ანზორ მელია - ნაციონალური მოძრაობა - 48.36%მამუკა წოწერია - ქართული ოცნება - 51.63% ქარელი ნიკოლოზ ახალკაცი - ნაციონალური მოძრაობა - 43.26%ზაზა გულიაშვილი - ქართული ოცნება - 56.73%. ჩხოროწყუ ბადრი ქარჩავა - ნაციონალური მოძრაობა - 49.11%დათო გოგუა - ქართული ოცნება - 50.88% თიანეთი თამარ მეჭიაური - თამარ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 45.17%ლევან წიკლაური - ქართული ოცნება - 54.82%. ოზურგეთი კონსტანტინე შარაშენიძე - დამოუკიდებელი - 44.59%ავთანდილ თალაკვაძე - ქართული ოცნება - 55.40%. სენაკი კობა ნაყოფია - ნაციონალური მოძრაობა - 46.92% ვახტანგ გადელია - ქართული ოცნება - 53.07% წალენჯიხა გიორგი ხარჩილავა - ნაციონალური მოძრაობა - 51.10% გოგა გულორდავა - ქართული ოცნება - 48.90% თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო. მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.

ინფიცირების 48 658 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, 3 382 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი

36 193 ტესტის შედეგად, ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 389 პაციენტი, გარდაიცვალა 42 ადამიანი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 658 საიდანაც 6 468 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია - 1 594, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 ინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 719 247-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 660 518. საქართველოში კორონავირუსს უკვე 10 045 ადამიანი ემსხვერპლა. ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.68%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. 1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 41 097 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.

დღეს, იაპონიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

იაპონიაში, დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიაზე 46 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. კორონავირუსული პანდემიის პერიოდში ეს არის იაპონიის პირველი საყოველთაო არჩევნები. ამომრჩევლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 სთ-მდე პერიოდში შეეძლებათ. ადგილობრივი პარლამენტის ქვედა პალატის 465 ადგილიდან 289 ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 176 პროპორციული წესით იქნება არჩეული ქვეყნის 11 რეგიონში. მიმდინარე არჩევნებში სულ ცხრა პოლიტიკური პარტიის 1 051-მა პოლიტიკოსმა წარადგინა საკუთარი კანდიდატურა.

მეორე ტურში, სად რამდენი მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა ოპოზიციამ

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საქართველოს 24 მუნიციპალიტეტის 42 მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიციამ 15 ოლქში გაიმარჯვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 27 ოლქში. ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინა. ოპოზიციური პარტიებიდან 7 მანდატი მოიპოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 6 მანდატი პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ და თითო-თითო „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“. მარტვილის სამ ოლქში სამი სხვადასხვა პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა - „ევროპელი სოციალისტების“, „ნაციონალრი მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“. ჩხოროწყუს ხუთი ოლქიდან სამში „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხის ხუთი ოლქიდან სამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა. „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა ლენტეხის ოლქში. საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია: თბილისის საბურთალოს მესამე მაჟორიტარული ოლქი - ავთანდილ ცინცაძე 55%-ზე („ქართული ოცნება“) და ბორის ყურუა 44%(„გირჩი - მეტი თავისუფლება“); რუსთავის მეექვსე მაჟორიტარული ოლქი - გრიგოლ ვეფხვაძე 53%(„ქართული ოცნება“) და ერეკლე დოლიძე 46%(„გახარია - საქართველოსთვის“); ახმეტის მესამე ოლქი - ელდარ ბაღაკაშვილი 61%(„ქართული ოცნება“) და მალხაზ მაჩალიკაშვილი 38%(„ნაციონალური მოძრაობა“); ყვარლის მეცხრე ოლქი - მამუკა ბერიაშვილი54%(“ქართული ოცნება“) და რატი ტურაშვილი 45%(„გახარია-საქართველოსთვის“); თიანეთის პირველი ოლქი - ზვიად ზვიადაური 50%(„ქართული ოცნება“) და ნანა ცალუღელაშვილი 49%(„მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის); დუშეთის პირველი ოლქი - გიორგი ინაშვილი 78%(„ქართული ოცნება“) და იოსებ ბუჩაშვილი 21%(„ნაციონალური მოძრაობა“); კასპის მეხუთე ოლქი - ბადრი ჯანიაშვილი 62%(„ქართული ოცნება“) და ვალერი ბაკიძე 37%(„ნაციონალური მოძრაობა“); ქარელის პირველი ოლქი - ყარამან როინაშვილი 54%(„ქართული ოცნება“) და თემურ ხოსრუაშვილი 45%(„ნაციონალური მოძრაობა“); ქარელის მესამე ოლქი - მურთაზ ცისკაძე 52%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი გრიგალაშვილი 47%(„ქართული ოცნება“): ხაშურის მეშვიდე ოლქი - დავით მეტრეველი 62%(„ქართული ოცნება“) და თემურ ვარდოშვილი 37%(„ნაციონალური მოძრაობა“); ონის მეოთხე ოლქი - მადლენა მეტრეველი 56%(„ქართული ოცნება“) და თამაზ მეტრეველი 43%(„გახარია-საქართველოსთვის“); ონის მეშვიდე ოლქი - მამუკა ყავლაშვილი 60%(„ქართული ოცნება“) და თეიმურაზ დევიძე 40%(„ლელო“); ჭიათურის მეთორმეტე ოლქი - ვახტანგ ცუცქირიძე 57%(„ქართული ოცნება“) და რემი ბიწაძე 42%(„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა); წყალტუბოს მეთერთმეტე ოლქი - რევაზ დიდავა 58%(„ქართული ოცნება“) და ლადო ყაველაშვილი 41%(„ნაციონალური მოძრაობა“); სამტრედიის მერვე ოლქი - პაატა კოხრეიძე 56%(„ქართული ოცნება“) და ალექსანდრე კოხრეიძე 43%(„ნაციონალური მოძრაობა“); ჩოხატაურის მეათე ოლქი - ზვიად მამალაძე 51%(„ქართული ოცნება“) და მამუკა ჯინჭარაძე 48% („გახარია - საქართველოსთვის“); ოზურგეთის პირველი ოლქი - გიორგი სირაძე 54%(„გახარია-საქართველოსთვის“) და ლელა საჯაია 45%(„ქართული ოცნება“); ოზურგეთის მეექვსე ოლქი - რაინდი დუმბაძე 54%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი ჩაგანავა 45%(„ქართული ოცნება“); ოზურგეთის მეთერთმეტე ოლქი - ნინო მახარაძე 53%(„ქართული ოცნება“) და დათა მიქელაშვილი 46%(დამოუკიდებელი); ოზურგეთის მეორმეტე ოლქი - ტიტე მგელაძე 57%(„ქართული ოცნება“) და შალვა თავდიშვილი 42%(„ნაციონალური მოძრაობა“); ხელვაჩაურის მეხუთე ოლქი - ელიზბარ ზოიძე 51%(„ქართული ოცნება“) და მამუკა ჯევაიში 48%(„ნაციონალური მოძრაობა“); ხელვაჩაურის მეექვსე ოლქი - შოთა ფუტკარაძე 51%(„ქართული ოცნება“ და დავით დუმბაძე 48%(„ნაციონალური მოძრაობა“); ქედის მეორე ოლქი - ოთარ ხარაძე 50%(„ქართული ოცნება“) და ევგენ ცინცაძე 49%(„ნაციონალური მოძრაობა“); ხულოს პირველი ოლქი - ირაკლი ბოლქვაძე 57%(„გახარია-საქართველოსთვის“) და ლევან მახარაძე 42%(„ნაციონალური მოძრაობა“); ხულოს მეორე ოლქი - ნადიმ დეკანაძე 53%(„ქართული ოცნება“) და თენგიზ შანთაძე 46%(„ნაციონალური მოძრაობა“); სენაკის მესამე ოლქი - გიგა წურწუმია 53%(„ქართული ოცნება“) და ლაშა კუჭავა 46% (“ნაციონალური მოძრაობა“); სენაკის მერვე ოლქი - შაქრო კოკაია 53%(„ქართული ოცნება“) და მამუკა აბშილავა 46%(„ნაციონალური მოძრაობა“); მარტვილის მესამე ოლქი - კობა ასაბაშვილი 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი გაბუნია 49%(„ქართული ოცნება“); მარტვილის მერვე ოლქი - მინდია გაბისონია 50%(„ქართული ოცნება“) და ზურაბ ბიგვავა 49%(„გახარია-საქართველოსთვის“); მარტვილის მეცხრე ოლქი - გიორგი ჯიჯელავა 50%(„ევროპელი სოციალისტები“) და გოგი ბასილაია 49%(„ქართული ოცნება“); ჩხოროწყუს პირველი ოლქი - ჯანო პერტაია 52%(„ქართული ოცნება“) და რამაზ გულუა 47%(„ნაციონალური მოძრაობა“); ჩხოროწყუს მეორე ოლქი - ვარლამ სიჭინავა 51%(„ნაციონალური მოძრაობა“) და მამუკა ფიჩხაია 48%(„ქართული ოცნება“); ჩხოროწყუს მეხუთე ოლქი - შოთა წურწუმია 57%(„გახარია-საქართველოსთვის“) და დათო კვირტია 42%(„ქართული ოცნება“); ჩხოროწყუს მეექვსე ოლქი - ტარიელ შენგელია 56%(„გახარია-საქართველოსთვის“ და ნუგზარ ჯალაღონია 43%(„ქართული ოცნება); ჩხოროწყუს მეშვიდე ოლქი - აჩიკო ცირამუა 50%(„გახარია-საქართველოსთვის“) და გოგა თოლორდავა 49%(„ქართული ოცნება“); წალენჯიხის პირველი ოლქი - გელა აბულაძე 53%(„გახარია-საქართველოსთვის“ და ვალერიანე კვარაცხელია 46%(„ქართული ოცნება“); წალენჯიხის მეოთხე ოლქი - მამუკა მიქავა 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ლირა ღურწკაია 49%(„ქართული ოცნება“); წალენჯიხის მეხუთე ოლქი - ნანა კეკუა 53%(„ქართული ოცნება“) და ბელა კვირკვია 46%(„ნაციონალური მოძრაობა); წალენჯიხის მეექვსე ოლქი - რომან კვარაცხელია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ვლადიმერ კვარაცხელია 49%(„ქართული ოცნება“)’ წალენჯიხის მეცხრე ოლქი - დათო მესხია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ბაკურ სონგულია 49%(„ქართული ოცნება“); ზუგდიდის მეოთხე ოლქი - ირაკლი ჯანაშია 52%(„ქართული ოცნება“) და ზვიად ჯღარკავა 47%(„ნაციონალური მოძრაობა“); ლენტეხის მეხუთე ოლქი - გიორგი შავრეშიანი 54%(„თავისუფალი საქართველო“) და ბერდია ზურაბიანი 45%(„ქართული ოცნება“); (შენიშვნა: პროცენტული მაჩვენებლები მოტანილია მეასედის, ან მეათასედის გარეშე. ცესკოს ოფიციალური მონაცემები იხილეთ აქ) 30 ოქტომბერს, საკრებულოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდნენ კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს, პირველ ტურში ვერ გადალახეს 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში ბარიერი არ არსებობს და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს. 30 ოქტომბერს, 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტურიც. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. ცესკოს შემაჯამებელი მონაცემები: მერობის კანდიდატებს შორის, როგორ გადანაწილდა ხმები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში