ძებნის რეზულტატი:

სერგეი ლავროვი: NATO-ს გეგმა, შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს არ აკმაყოფილებს

"აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დროშის დემონსტრირება შავ ზღვაში მსოფლიოში არსებულ ვითარებას სტაბილურობას არ მატებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, დიდი 20-ეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ აქვს და ქვეყანა ნებისმიერ საფრთხესთან გასამკლავებლად მზადაა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, NATO-ს გეგმა, რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, არ აკმაყოფილებს რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს NATO. ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ NATO-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთქმედება არ სურს. მას სურდა, როდესაც ჯერ კიდევ გვყავდა ჩვენი წარმომადგენლები რუსეთ-NATO-ს საბჭოში, მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-NATO-ს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინა“. ეს იყო მათი მთელი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ლავროვმა. ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

ლევან დავითაშვილი: თუ USDA საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს, მოხარული ვიქნებით

"მოხარული ვიქნებით, თუ USDA საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტადაა კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს სოფლის მეურნეობის საკითხებში, ქრისტინა მუმმასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, განსაკუთრებით კი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) წლების განმავლობაში, საქართველოში აგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარული ვიქნებით, თუ USDA გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს USDA-ის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. ამასთან, საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის და ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები.

არჩევნები იაპონიაში: პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მმართველი LDP-ის გამარჯვება გამოაცხადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) გამარჯვება გამოაცხადა. კიშიდა ერთი თვის წინ გახდა პრემიერ-მინისტრი, მისმა პარტიამ ქვედა პალატაში 233-ზე მეტი ადგილი, უმრავლესობა მოიპოვა. ამის შესახებ BBC წერს. LDP ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა იაპონიის პოლიტიკაში, მაგრამ გააკრიტიკეს პანდემიის მართვის გამო. კიშიდას წინამორბედის იოშიჰიდე სუგას გადადგომა მისი რეიტინგის მკვეთრ დაცემას მოჰყვა. 64 წლის ფუმიო კიშიდა 2012-დან 2017 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

თურქეთის პრეზიდენტი: ჯო ბაიდენს გადავეცი თურქეთის წუხილი აშშ-ის მიერ, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „პოზიტიური დამოკიდებულება“ გამოავლინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „წინა პლანზე წამოიწია ჩვენი „F-16“-ის განახლების ან ახალი „F-16“-ის შეძენის საკითხი. პროცესს ჩვენი თავდაცვის მინისტრები აგრძელებენ“, "შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგას გადავეცი თურქეთის წუხილი იმ აშშ-ის იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც იღებენ "ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა, „ქურთისტანის მუშათა პარტია“, „დემოკრატიული კავშირის პარტია“ და „სახალხო დაცვის შენაერთი“ ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის განცხადებით, ასეთი დახმარება აზიანებს ორ ქვეყანას შორის სოლიდარობას. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ სირიის ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა აღარ გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქურთების ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად „დიდი ქურთისტანის“ იდეა - განსაკუთრებით, თურქეთისა და ირანისთვის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ერაყის ფედერაციის ტერიტორიაზე - 8 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რაც ერაყის მთელი მოსახლეობის 20%-ია. თურქეთში ქურთთა რაოდენობა - 16 მილიონს აჭარბებს (მოსახლეობის 19%), ირანში - 8 მილიონს (10%) და სირიაში - 2 მილიონს (9%). ცნობისთის, თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს. მისივე თქმით, შესაბამისი ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია. ცნობისთვის, აშშ-მ თურქეთს F-35-ის პროგრამაში ინვესტიციების ნაცვლად F-16 ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა. Reuters-ის ცნობით, როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთს კვლავ სურს, „F-35“-ის პროგრამაში მონაწილეობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მიაჩნია რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული F-16-ების შეძენა ქვეყნის საჰაერო დაცვის პოტენციალს მნიშნელოვნად გააძლიერებს. F-35-ის 100 ავიაგამანადგურებლის შესაძენად, თურქეთმა აშშ-ს 1,4 მილიარდ დოლარის ინვესტიცია გადაურიცხა, თუმცა აშშ-მ თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა. აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს სანქციებით, თუ კვლავ შეისყიდიდა რუსული წარმოების იარაღს, თუმცა ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენას კვლავ გეგმავს.

ტაილანდი ვაქცინირებული ტურისტებისთვის გაიხსნა

კოვიდშეზღუდვების დაწესებიდან 18 თვის შემდეგ, ტაილანდი ვაქცინირებული ტურისტებისთვის გაიხსნა. ტაილანდი მოგზაურებს 60 ქვეყნიდან მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს. კერძოდ, ვაქცინირებულ ტურისტებს 60-ზე მეტი „დაბალი რისკის“ ქვეყნიდან უფლება აქვთ, შევიდნენ ქვეყანაში და თავიდან აიცილონ კარანტინი. თუმცა, ქვეყნის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ემუქრება შეზღუდვები, რადგან მოსახლეობის მხოლოდ 42%-ია სრულად ვაქცინირებული. ტაილანდი დღეში თითქმის 10,000 კოვიდინფექციას აღრიცხავს.

თეთრი სახლის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიცალურ წარმომადგენელ, ჯენ ფსაკის კორონავირუსი დაუდასტურდა. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბოლოს პრეზიდენტი სამშაბათს ნახა, თუმცა პირბადე ეკეთა. ბრიტანული სააგენტოს ცნობით, ჯო ბაიდენის კოვიდტესტის პასუხი უარყოფითია. ჯენ ფსაკის თქმით, ის ვაქცინირებულია და მსუბუქი სიმპტომები აქვს.

პოლონეთში ვაქცინაციის მობილური პუნქტები სასაფლაოებთან განათავსეს

პოლონეთის სასაფლაოებთან მობილური ვაქცინაციის პუნქტები მოაწყვეს, Johnson & Johnson-ით და Pfizer-ით ვაქცინაციაა შესაძლებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა ან ვინც გეგმავს მესამე დოზით ვაქცინაციას. ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ცენტრი დღეიდან ამუშავდა და ის დილის 9 საათიდან 16:00 საათამდე იფუნქციონირებს. აქვე შესაძლებელია როგორც სწრაფი ტესტის, ასევე ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება.

დღეს Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზით აცრის ბოლო ვადაა

ოფიციალურად Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზით აცრის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ. როგორც ცნობილია, ამ ვაქცინაზე მოთხოვნის შემცირების გამო, საქართველო მის ადმისტრირებას აღარ ახდენს. „სამწუხაროდ, ვაჩერებთ Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება რეგისტრაცია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა Astrazeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, COVAX-ი თუ მოგვაწვდის Astrazeneca-ს", - განუცხადა ამირან გამყრელიძემ მედიას 5 სექტემბერს.

BioNTech-ის დამფუძნებლები: COVID19 უფრო მართვადი ვირუსი გახდება

გერმანული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლებმა DW-სთან ინტერვიუში ისაუბრეს ვირუსისა და ვაქცინაციის მომავალზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ COVID19 უფრო მართვადი ვირუსი გახდება. მაინცში დაფუძნებული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლებს ოზლემ ტურეჩს და იგურ შაჰინს 2021 წლის 13 ოქტომბერს საბერძნეთის პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პირველი ვაქცინის შექმნაში გაწეული სამუშაოსთვის. Europetime ინტერვიუს სრულ თარგმანს გთავაზობთ. _რა მოხდება COVID19-თან დაკავშირებით და როდის დასრულდება პანდემია? ოზლემ ტურეჩი: ეს რთული კითხვაა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს ვირუსის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თანდათან ახალი ნორმა მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალი ხარისხი მოდის. იქმნება ვითარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ უფრო თავისუფლად, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნურია. რა თქმა უნდა, ვირუსთან კიდევ რამდენიმე წელი გვექნება საქმე. ასევე იქნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დაუზუსტებელია. მომავალი გვიჩვენებს, გამოჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ და საჭიროა თუ არა მათი განახლება. წლების განმავლობაში ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ აიცრება. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება. _ხომ არ მუშაობთ ახალი თაობის ვაქცინაზე სხვა ვირუსის მუტაციების წინააღმდეგ? უგურ შაჰინი: დიახ, ჩვენ ამჟამად ვამოწმებთ ვარიანტულ ვაქცინებს მოხალისეთა შედარებით მცირე ჯგუფში. სამხრეთ აფრიკის ბეტა ვარიანტის კვლევა თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს კვლევა დელტას ვარიანტზე, ძირითადად მონაცემთა შეგროვების მიზნით. ამ დროისთვის ვაქცინის შეცვლა არ არის საჭირო. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ახალი ვარიანტის ვაქცინები და შევამოწმოთ ისინი კლინიკურად. თუ ვარიანტი გამოჩნდება მომდევნო რამდენიმე წელიწადში და ვაქცინის შემუშავება გახდება საჭირო, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ, რადგან უკვე ვიცით შესაბამისი პროცედურა. ჩვენ ძალიან მშვიდად შეგვეძლება, მოვემზადოთ იმისთვის, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოხდეს ახალი ვირუსის მუტაციებისადმი ადაპტირება. _აუცილებელია ბავშვების აცრაც? უგურ შაჰინი: ჩვენ ვერ ვიტყვით, საჭიროა თუ არა ეს. ჩვენ ვაწარმოებთ მონაცემებს და ვაწვდით მას პასუხისმგებელ ორგანოებს. მათ უკვე დაამტკიცეს ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (გერმანიაში - რედაქტორის შენიშვნა). ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. ვაქცინების დამტკიცების შემდეგ, ინდივიდების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ვაქცინაცია. _იმედგაცრუებული ხართ, რომ ამდენი კვლევის შემდეგ კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე? უგურ შაჰინი: ჩვენ სულაც არ ვართ იმედგაცრუებული. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ინფორმაციის მიწოდების გამჭვირვალეობა. ვფიქრობ, კარგია, რომ ექსპერტები ამ აზრს მედიაში გამოხატავენ. ამ გზით ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გაიგოს რეალური ინფორმაცია. ერთადერთი, რასაც ყველას ვურჩევდი, ისაა, რომ არ გაეცნონ მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას. რაც შეიძლება ფართოდ მიიღეთ ცნობები, რათა მივიდეთ კარგ გადაწყვეტილებამდე. _როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის ახალი ტექნოლოგია და რომ ჩვენ არ ვიცით პოტენციური მომავალი შედეგები, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? უგურ შაჰინი: ვაქცინები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვაქცინების გარეშე ჩვენი საზოგადოება ვერ განვითარდებოდა ისე, როგორც დღეს არის. და ჩვენი ვაქცინა შეიძლება ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიას, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვესმის, რადგან ის უკვე 30 წელია, არსებობს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამეცნიერო საფუძველი, რადგან საჭირო კვლევები ტარდება 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სწორედ ამიტომ იყო შესაძლებელი ჩვენი ვაქცინის ასე სწრაფად შემუშავება. _მთელ მსოფლიოში მთავრობები ცდილობენ, დაარწმუნონ მეტი ადამიანი ვაქცინაციის აუცილებლობაში. მეტის გაკეთება შეეძლოთ? ოზლემ ტურეჩი: ყველა მთავრობა ცდილობს და მათ შეიმუშავეს ჭკვიანური და საინტერესო საშუალებები ხალხის სურვილის გასაძლიერებლად, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ყველა მთავრობამ უნდა გაიზიაროს სხვების გამოცდილება, მსოფლიოს სხვა რეგიონებში. კიოლნის მერმა გვითხრა, რომ ის თავად მიდის გარკვეულ რაიონებში, როდესაც ვაქცინა შემოდის. ეს არის ის, საიდანაც სხვა გადაწყვეტილების მიმღებებმა შეიძლება, მაგალითი აიღონ. ამავე თემაზე: პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების თარიღი დაადგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიიგე ჯგუფები. უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15 მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. "სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც. დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენთიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება. თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მომხდარ მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქ. სსკ- ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი", - ვკითხილობთ ინფორმაციაში.

ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში, ხელისუფლებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა

ცესკო-ს წინასწარი მონაცმეების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ხელისუფლებამ ექვსი ქალაქის და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა. ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში. "ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. 35 წევრიან ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიურ პარტიებს 19 წევრი, აქედან 15 დეპუტატი გართიანებულ ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, 3 გიორგი გახარიას პარტიას 1 კი, "ლელოს". აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში. მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ზუგდიდშიც. "ნაციონალურ მოძრაობას" 45 წევრიან ზუგიდის საკრებულოში 23 დეპუტატი ეყოლება. "ქართულ ოცნებას" 19 დეპუტატი. გიორგი გახარიას პარტიას 3 დეპუტატი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოში, პროპორციულ სიით 14 წევრს შეიყვანს, „ქართული ოცნება“ – 14 წევრს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 3 წევრს. ზუგდიდის საკრებულო 45 წევრისგან შედგება, მათგან 30 წევრი შევა პროპორციული სიით და 15 წევრი მაჟორიტარული სიით. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 15 სამაჟორიტარო ოლში 10 ოლქი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მოიგეს და 7 ოლქი „ქართული ოცნების“ წევრებმა. გაერთიანებული ოპოზიციას. რაც შეეხება თბილისს, თბილიის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა. "ქართული ოცნება“ - 40.3% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%„გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%„ლელო“-3.63%„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%„ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%. აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 29 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს „ნაციონალური მოძრაობა“, რვა მანდატს სხვა პარტიები. 27 წევრიან წალენჯიხის საკრებულოში მმართველ პარტიას მხოლოდ 10 დეპუტატი ეყოლება, 17 მანდატი ოპოზიციამ მოიპოვა. აქედან 11 მანდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო. გახარიას პარტიამ - 5, ხოლო "ლელომ" -1. .

აშშ-ის საელჩო: ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე

„არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“, - ეს ამერიკის საელჩოს შეფასებაა საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურზე. „ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრნენ მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე. როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით. თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ. ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული რეფორმები განახორციელონ

"მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით. "ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე. როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. .საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით. თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში, მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 1 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 978 857 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 036 464 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 % სრულად ვაქცინირებულია 940 546 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9% 31 ოქტომბერს აიცრა. 2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს ჯამში 10 089 ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადასცდა. საქართველოში კორონავირუსის 721 388 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიო მასშტაბით კი Covid-19-ით 247.464.037 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.415.153 აღწევს. loomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთშია ვაქცინირებული. სრულად ვაქცინირებულია, ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 %, აშშ-ში კი მოსახლეობის 57,8 %, ჩინეთში - 76.3 %-ზე მეტი. როგორც Bloomberg-ი იუწყება, მსოფლიოს მასშტაბით, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება, სხვადასხვა ვაქცინით. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის მხოლოდ 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

გერმანიამ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები გადასცა

გერმანიის მთავრობამ საქართველოს გადასცა ფირმა Roche-ს წარმოების კოვიდის საწინააღმდეგო წამლების Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა. წამლები, რომლებიც ფირმა DB Schenker-მა ჩამოიტანა საქართველოში, გასულ კვირას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ოფიციალურად გადასცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. „მაღალი ხარისხის ეს მედიკამენტები განკუთვნილია კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წამლების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ კოვიდთან ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ვირუსის საწინააღმდეგო აცრა“, - განაცხადა წამლების გადაცემისას გერმანიის ელჩმა. ცნობისთვის, კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.

დიდი ოცეულის ქვეყნები ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფენ, კლიმატთან ბრძოლის მიზნით

დიდი 20-ეულის გადაწყვეტილებით G-20-ის ქვეყნები, წლიურად 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ. დიდი 20-ეულის ორ დღიანი სამიტი 31 ოქტომბერს დასრულდა. დღეს კი გლაზგოში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. რომში გმართულ G-20-ის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადსადგმელად. სამოქმედო გეგმის მიზანს 2050 წლისთვის ნახშირბადის რაოდენობის შემცირება წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორია, გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს

საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის მიერ კოვიდსაწინააღმდეგი წამლების გადაცემისას განაცხადა. ქვეყანამ გერმანიის მთავრობისგან ფირმა Roche-ს წარმოების კოვიდის საწინააღმდეგო წამლების Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა მიიღო. „საქართველოს, გერმანიის მთავრობის მხრიდან, გადმოეცა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების მკურნალობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.

ენერგოექსპერტი: მაშინ როცა, გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება, კაშხლიანი ჰესების მშენებლობა უნდა შემცირდეს

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. როგორც Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილი აღნიშნავს, შესაბამის კვლევას საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum” აქვეყნებს, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორია. "მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ასიათასობით ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. დიდი ოცეულის ქვეყნებმა 30-31 ოქტომბრის სამიტზე ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად, ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად 100 მილიარდი ევრო გამოყონ", - აღნიშნავს გიორგი ჭარიაშვილი. ენერგოუსაფრთხოების საკითხი აქტუალურ თემას საქართველოში დიდი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობასაც ეხმაურება კლიმატური ცვლილებების კონტექსტში და აცხადებს რომ დიდი წყალსაცავიანი ჰესები მწვანე ენერგეტიკად არ მოიაზრება და ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს კლიმატურ ცვლილებებზე. მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც მთელი მსოფლიო კლიმატური ცვლილებების მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად ერთიანდება, საქართველოში ასეთი ჰესების მშენებლობა, ალტერნატიული ენერგო პროექტებით უნდა ჩანაცვლდეს. "21-ე საუკუნის დასაწყისიდან, კლიმატის გლობალური ცვლილების შერბილებისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების კვალდაკვალ, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სათბური გაზების გაფრქვევა წყალსაცავებიდან. მიმდინარე საკითხი ძირითადად ეხება წყალსაცავებიდან სათბური გაზების გაფრქვევის მოცულობას და მათ გავლენას კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობაზე. ეს თემა ასევე აქტუალური ხდება საქართველოში განსახორციელებელი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გარშემო მიმდინარე ხმაურიანი დებატების ფონზე. და მაინც? არის თუ არა დიდი ჰიდროენერგეტიკა მწვანე ენერგეტიკა? წყალსაცავებიდან სათბური გაზების გაფრქვევის წყარო არის ბიომასის ხრწნა. ეს ბიომასა წარმოიქმნება შემდეგი გზით:1. ბიომასა რომელიც იტბორება წყალსაცავის გავსებისას – ეს შეიძლება იყოს ტყეები;2. ბიომასის უწყვეტი შემოდინება წყალშემკრები ფართობებიდან – მდინარეების მიერმოტანილი ნაშალი (ხეები და სხვა მცენარეები);3. ახალი ბიომასა რაც წარმოიქმნება წყალსაცავში – წყალმცენარეები, ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი და სხვა. სათბური გაზების ყველაზე დიდი რაოდენობით გაფრქვევა ხორციელდება წყალსაცავის გავსებიდან პირველი 10–15 წლის განმავლობაში, შემდეგ ეს მაჩვენებელი მცირდება ან უმნიშვნელო დონეს აღწევს. ამიტომ კაშხლიან-წყალსაცავიანი ჰიდროელექტრო სადგურები, ზოგადად მწვანე ენერგეტიკის კლასიფიკაციიდან უნდა ამოვიღოთ. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ გაეროს მიერ 2012 წლის შემდეგ ჰიდროელექტრო სადგურები „კარბონ კრედიტებით“ ვეღარ სარგებლობენ (სათბური ემისიების შემცირების კონპენსაცია ორგანიზაციებს) რაც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ“, – განმარტავს Europetime-თან საუბარში გიორგი ჭაღიაშვილი. დიდი 20-ეულის გადაწყვეტილებით G-20-ის ქვეყნები, წლიურად 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ. დიდი 20-ეულის ორ დღიანი სამიტი 31 ოქტომბერს დასრულდა. დღეს კი გლაზგოში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. მიუხედავად გარემოზე გარკვეული ზემოქმედებისა, კაშხლიანი ჰესების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტების ნაწილი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ქვეყანა ელექტრომომარაგების კუთხით რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული. როგორც Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა, 2021 წელს, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. მიმდინარე წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. "მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო", - აღნიშნავს ირაკლი ერაძე და დასძენს რომ "ნამახვანჰესის" მსგავსი კაშხლიანი ჰესები საქართველოში აუცილებლად უნდა აშენდეს. Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. "ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა. ენერგოუსაფრთხოების პეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილის თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები. „რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი. ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული ურსულა ფონ დერ ლაიენი: სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა, ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშეს გახდის

კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს

"საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას უფლებაა აქციები ჩაატარონ. „ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას", - განაცხადა კალაძემ.

სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღადგინა

სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღადგინა. ოკუპირებული გალიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გამშვები პუნქტის გავლით გამოსვლა მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ. 28 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების გამო, ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა და ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და სამედიცინო საჭიროების მქონე პირებს ატარებდნენ.