ძებნის რეზულტატი:
12 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს
სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 12 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. ამ ეტაპზე, 12 წლის მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში COVID19-ით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში COVID19-ით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი შარშან არ იყო. ინფიცირებულთა რაოდენობაში ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ასეთი ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია, გადაიტანოს, არასწორია. ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ირაკლი კობახიძე: წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს
„რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია", - ამით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა შეაფასა. ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს. „წამოვიდგინოთ, რომ ამ „ფეიკდასკვნას“ გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია - ამ შემთხვევაში, ეს მორიგი „ფეიკი“ ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს. სინამდვილეში მათ დასკვნა შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინათ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს, ის პოლიტიკური მოთხოვნით აღარ შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, თუ მას შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა უზრუნველყოფილი ექნება, შიმშილობას წყვეტს. ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გაკეთდა, კონსილიუმის პოლიტიკური მიკერძოებულობის მარტივი დასტურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ
"მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია. სააკაშვილს რომ კაცობა და ღირსება ჰქონდეს "ფეიკ" შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. "მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მას შეუძლია შეწყვიტოს თავის "ფეიკ" შიმშილობა და ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, რადგან შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, ამის გამო შეწყვეტდა მარტო ამ შიმშილობას, მაგრამ მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანების ჯამრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთე. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს,"- განაცხადა კობახიძემ.
ივანე ჩხაიძე: წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება
"წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება, ასევე არ მოუმატია იმუნიზაციის მაჩვენებელს. „ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, - განაცხადა ჩხაიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 3 კანდიდატურა წარუდგინა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი. სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება. სამუშაო ჯგუფში 13 წევრი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფში კვოტები, ასევე, განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, პერიოდულად, ახდენს კოვიდ ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. სააგენტოს მიერ, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც. „ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.
პიტერ სტანო: ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს
ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ექსკლუზიურად Europetime-ს განუცხადა. პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას უჭერს მხარს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა ივლისში წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. პიტერ სტანოს თქმით, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, საინვესტიციო გეგმის განხორციელების საკითხი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბერს ბრიუსელში განიხილა. ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით
მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოკითხვები დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების მიზნით გამოკითხვები დაიწყო. ამ დროისთვის, უწყებაში ელოდებიან ექიმ ზურაბ ფაღავას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმში მონაწილეობდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ახლა გლდანის ციხის თანამშრომელი პასუხობს. გამოძიებას უკვე უპასუხა რუსთავის „ზონის“ თანამშრომელმა. მისი განცხადებით, მუშაობს „ზონაზე“ და არა ციხეში. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მათ შორის არც რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანისას.
ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში, განზრახ თუ გაუთვალისწინებლად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებებისას ადამიანის უფლებების საკითხი წამოჭრა. თავის მხრივ, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს „ძველი მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი მრავალი გამოწვევის წინაშე ერთად დგანან და უნდა გაზარდონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებები ბაიდენის ინიციატივით შედგა. მხარეებმა ბოლოს მოლაპარაკებები ტელეფონით სექტემბერში გამართეს. აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას COVID19-ის წარმოშობისა და სავაჭრო საკითხებზე უთანხმოების გამო გამწვავდა.
აშშ-მ რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უხეშად ირღვევა
შეერთებულმა შტატებმა დაასახელა 10 ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, პაკისტანი, რუსეთი და საუდის არაბეთი, რომლებიც აღმსარებლობის თავისუფლებების დარღვევის გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევენ. ოთხი ქვეყნის გარდა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შავ სიაში ასევე შეიყვანა ერიტრეა, ირანი, მიანმარი, ჩრდილოეთ კორეა, ტაჯიკეთი, პაკისტანი და თურქმენეთი, „რელიგიის თავისუფლების სისტემატურ, მიმდინარე და უხეში დარღვევის“ გამო. „აშშ არ უღალატებს თავის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას ყველასთვის და ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. „მსოფლიოში, ძალიან ბევრ ადგილას, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ მთავრობები ავიწროებენ, აპატიმრებენ, ემუქრებიან და კლავენ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ ცდილობენ, იცხოვრონ თავიანთი რწმენის შესაბამისად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ყოველწლიურად, სახელმწიფო მდივანს ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოავლინოს მთავრობები და არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც რელიგიური თავისუფლების დარღვევის გამო იმსახურებენ აღნიშვნას რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო აქტის მიხედვით.
კახა კალაძის განცხადებით, მე-18 დაწესებულებას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, თუ როგორ უნდა უმკურნალოს შიმშილობის შემდეგ პატიმრებს
"ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს", - განცხადა კალაძემ.
ამირან გამყრელიძე: აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღები გვექნება, რომელიც რიგ შემთხვევებში ფატალურად დამთავრდება
ყოველდღიურად, 4-5 ათასი შემთხვევა საქართველოსთვის ძალიან მაღალია, ამავე დროს დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება, 9%-ს ჩამოსცდა, თუმცა ბოლო 7 და 14 დღის ისევ 9-1-%-ის ფარგლებშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეულწილად დამაიმედებელია რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც 1-ს ჩამოსცდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ინდიკატორი ისევ მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთული და დაძაბულია. ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარების კიდევ უფრო მეტად გაუარესებას ვაქცინაციის და წესების დაცვის გარდა არაფერი შეაჩერებს. მისივე ცნობით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსული. „ბოლო დღეებში აცრების რაოდენობამ მოიმატა და იყო დაახლოებით 7300-ის ფარგლებში. გაზრდილია პირველ დოზაზე აცრილთა რაოდენობა და გარკვეულწილად იმუშავა წამახალისებელმა აქციებმა“, - აღნიშნა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ვაქცინაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიურდება. მისივე თქმით, „აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღები გვექნება ასეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ფატალურად დამთავრდება“. „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის აცრას, რადგან სიკვდილიანობის 85% 60 წელს გადაცილებულებშია. ამიტომ, პირველი სამიზნე სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 790 000 ამ ასაკის მოსახლეობაა, იქედან მხოლოდ 300 000-მდეა აცრილი და სრულად კიდევ ცოტა ნაკლები. ამიტომ, საჭიროა კიდევ 400-დან 500 ათასამდე ამ ასაკის ადამიანების აცრა. ამიტომ გთხოვთ, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, მივიდეთ სამედიცინო პუნქტებში და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი. 17 ნოემბერს აიცრა 7 307 ადამიანი. 18 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 074 270 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 092 918 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.5 %. სრულად ვაქცინირებულია 973 796 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.1%.
სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირებას სთხოვს
სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს, ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. ნინო ლომჯარიას თქმით, პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე. „საქართველოს სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას (https://bit.ly/3DuqpO5), რომლითაც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა (https://bit.ly/3x7au60). აღნიშნულის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს, ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს. მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება (https://bit.ly/3qPJ17Q). ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება (https://bit.ly/3qPJ17Q). ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, „მოსხლეტით წაიქცა“
საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს. „სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ახლა არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯფუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მისმა ადვოკატმა სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა. სხვა ცნობები მისთვის უცნობია და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, გაასაჯაროოს ინფორმაცია ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე. პარალელურად, პენიტენციური სამსახური ავრცელებს მოკლე ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის. „სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ახლა არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს. „სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ახლა არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან
სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრს ხვდება. ამის შესხებ ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. ექიმ რეანიმატოლოგის ცნობით, სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა და მცირე ხნით გონება დაკარგა, ახლა მე-18 დაწესებულებაში, რეანიმაციაშია, თუმცა კონტაქტურია და რეაგირებს ყველა შეკითხვაზე. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეა შესული/
რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციაშია
რეანიმატოლოგის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. მისი თქმით, ოქსიგენაციის, სუნთქვისა და სხვა პარამეტრები ნორმაშია. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან.
გლდანის მე-18 დაწესებულებასთან პოლიციაა მობილიზებული
გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები,. პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე არიან როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. ამ მოვლენებს წინ უძღვის ექსპრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმება. ის მე-18 დაწესებულებაში არსებულ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შედის. ახლა მასთან პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება. ამავე თემაზე: ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, „მოსხლეტით წაიქცა“ რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციაშია
ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და ხვალ მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდება
ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და ხვალ მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე, 15:00 საათზე ელოდება. ამის შესახებ „ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, სამი ლოკაციიდან უნდა გამართულიყო მსვლელობა, თუმცა როგორც ცნობილია, დღეს დამძიმდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. მან გონება დაკარგა და ახლა რეანიმაციაშია. რეანიმატოლოგის ცნობით, ის პაციენტის მოსანახულებლად მივიდა და ასეთი ფაქტი მოხდა. თავდაპირველად, ინფორმაცია მედიას სააკაშვილის მდგომარეობაზე მისმა ადვოკატმა მიაწოდა. ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ წაიქცა.