ძებნის რეზულტატი:

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკატერინე ტიკარაძე სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანას დაეთანხმა

ჯანდაცვის სამინისტრო ალბათ იმუშავებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრს, გიორგი გრიგოლიას ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის შესაძლებელი გლდანის მე-18 დაწესებულებაში და ის უნდა გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. მისი თქმით, ყველა ექიმი აბსოლუტურად ერთ აზრზეა. „ორივე ჯგუფმა შეძლო არგუმენტების მოყვანა და ალბათ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატაერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორიც ნებისმიერი ექიმის, ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე. ის ყველა არგუმენტს დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა კლინიკაში“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. ჯანდაცვის მინისტრი მისივე ინიციატივით შეხვდა როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს. ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ლოიდ ოსტინი: უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით

აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს მოუწოდებს, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს. „რაც შეეხება უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრაციას, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტ პუტინს, თუმცა ძალების გადაადგილება ჩვენს ყურადღებას იპყრობს. რუსეთს მოვუწოდებ, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“ , - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია

სახელმწიფო მინისტრი: 2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება

2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს. კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. გარდა ჩვენ არ შეგვიჩერებია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა, ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულს.

ჯანდაცვის სამინისტრო: 200-ლარიანმა დანამატმა, 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 60 წელს გადაცილებული 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 332,41%-ით მეტია. სამინისტროს ცნობითვე, მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებულები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. მოქალაქეები განსაკუთრებული აქტივობით რეგიონებში გამოირჩევიან. „თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი იცრება”, - აცხადებენ სამინისტროში. რამდენ ადამიანს დაერიცხა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია და როდის ამოიწურა თანხის გაცემის ვადა

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

პაციენტი მიიღებს ყველა სერვისს, რაც მისთვის საჭირო იქნება. უახლოეს საათებში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, გადაიყვანენ მას სამოქალაქო კლინიკაში თუ ადგილზე გაუწევენ დახმარებას. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ცნობით, დაიგეგმა 5 კონსულტაცია, ერთი უკვე დასრულდა. გლდანში, სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ადგილზე იმყოფებოდა დავით სერგეენკო. 18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის დედაქალაქში მიშუსტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) მთავრობათაშორის საბჭოს სხდომას დაესწრება. „ამ შეხვედრის დღის წესრიგში დგას EEU-ს ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალური საკითხები“, - წერს მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ისმოდა მოწოდება: „რუსეთო, წადი სახლში! ამერიკა, ამერიკა!“. 16 ნოემბერს, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ, რაც ასევე გააპროტესტეს აქციაზე.

უზბეკეთმა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბელარუსში საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა

უზბეკეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის, სირიის, იემენის, ლიბანის, ლიბიისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის უზბეკეთის გავლით ბელარუსში ფრენა შეჩერებულია. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე ან იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ბელარუსში ბინადრობის ნებართვა. გასულ კვირას თურქეთის მთავრობამ ანალოგიური ნაბიჯები გადადგა. ცნობისთვის, ევროკავშირი ბელარუსს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების გადაყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი უბიძგებს მათ, არალეგალურად გადაკვეთონ პოლონეთთან საზღვარი. ევროკავშირი მის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ თავდასხმაზე“ მიუთითებს. ბელარუსი კრიზისის გაღვივებას უარყოფს. ექსკლუზივი: NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება

კანადის დასავლეთ პროვინციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დასავლეთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ძლიერმა შტორმმა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. შედეგად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კანადის დასავლეთ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა. კანადის შეიარაღებული ძალები ათასობით ჩაკეტილი მცხოვრების დასახმარებლად განლაგდა. BBC-ს თვითმხილველმა განუცხადა, რომ ქარიშხლის შემდეგ სცენები „არმაგედონს“ ჰგავდა მეწყერს ერთი ქალი ემსხვერპლა, ორი კი დაკარგულად ითვლება. გზების განადგურების გამო ადგილზე საკვები ვერტმფრენით მიაქვთ. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქალაქ ტულამინში 400-მდე ადამიანია ჩარჩენილი. ამასთან, დაახლოებით 1,500 მოგზაური დარჩა ქალაქ ჰოუპში გზების დაკეტვის შემდეგ.

დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ: ქმნის აურზაურს და ქვეყანა დაძაბა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილი აურზაურს ქმნის. „პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ პროცესს უწყობს ხელს და რა თქმა უნდა, თვითონ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქმნის აურზაურს და რომელმაც მთელი ქვეყანა დაძაბა მისი ამ აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან. 18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

იუსტიციის მინისტრი N18 დაწესებულებაში მივიდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში მივიდა. დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო. 18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

იან კელი: ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ სააკაშვილი წყეულ სამოქალაქო კლინიკაში

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter-ზე ეხმაურება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. „ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ სააკაშვილი წყეულ სამოქალაქო კლინიკაში. მან თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას. მოათავსეთ პერიმეტრის ბარიერი მის გარშემო, თუ არეულობაზე ღელავთ. უბრალოდ მოიქეცით პასუხისმგებლიანად და გააკეთეთ ეს“, - წერს ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter-ზე. 18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია

Amnesty International-ი სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმებს გმობს. ორგანიზაცია ომბუდსმენის მხარდამჭერ პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს. „მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები, როდესაც ის ადამიანის უფლებებს იცავს. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების საქმიანობა. ასევე უნდა განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რომ პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, - წერია Amnesty International-ის ტექსტში. ნინო ლომჯარიამ 18 ნოემბერს მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ“ განცხადებებზე. მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს“. ამავე თემაზე: სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირებას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი: თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონში ყველა პროდასავლური ლიდერისთვის

ციხეში მყოფმა და მოშიმშილე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისთვის მიმართა აშშ-ს და გააფრთხილა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უხვევს პროდასავლურ გზას, რომელსაც 18 წლის წინ დაადგა. Bloomberg-ი ასე წარადგენს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს. „თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისთვის და მოსახლეობისთვის“, - აცხადებს სააკაშვილი Bloomberg--თან წერილობით ინტერვიუში, რომელიც ადვოკატების მეშვეობით შედგა.

საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ კიდევ ერთ მოქალაქეს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია 19 ნოემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა გაიმართა. „დღევანდელი შეხვედრა განვითარდა გენადი ბესტაევის მძიმე მდგომარეობის ფონზე, ჩვენ დავაყენეთ საკითხი რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია წინა დღეების შესახებ , რაც წინ უძღოდა გენადი ბესტაევის ინსულტს. დავაფიქსირეთ პოზიცია რომ გენადი ბესტაევი არის ოკუპაციის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ასეთი მსხვერპლი გვყავს არაერთი, ამავე კონტექტსში გაჟღერდა არჩილ ტატუნაშვილი. ბაშარული. გარდა ამისა ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა უკანონო, ე.წ ბორდერიზაციის საკითხებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც ვითარდება კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და ასევე საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს და მოგეხსენებათ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია იქ განთავსებულ პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ. მიმდინარე წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გელა გოჭოშვილი დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. აგვისტოში გოჭოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია, ქართულ მხარეს ერთთვიანი დაგვიანებით მიაწოდეს. შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა. ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 2022 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

„ემპათიას“ დირექტორი: სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია

ცეტრ „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის, შესაბამის დაწესებულებაში დაუყოვნებლივ, დღესვე გადაიყვანონ. მისი თქმით, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტს ვერ უმკურნალებენ. „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა არ ხორციელდება. მისი მკურნალი ექიმი იმ უნარებს არ ფლობს, რომ მართული იყოს პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის კრიტიკულად მძიმე. გარდა ამისა, იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ, აკეთებენ არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმ ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, პაციენტი შეემოწმებინა, ასევე ჩვენ ექიმ ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა. მხოლოდ მე და რეანიმატიოლოგმა შევამოწმეთ. ჩემი მონაცემებით, გონების დაკარგვის ეპიზოდი გამოწვეულია როგორც მწვავე ნიშნებით, ასევე ცერებრო-ორგანო დისფუნქციით. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეული იყო სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი-ნევროლოგი. რაც შეეხება სხვა ორგანოთა ფუნქციის შესრულებას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალებში შესწავლის საშუალება. რა თქმა უნდა გამოთხოვილია სამედიცინო ბარათი. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, დღესვე იყოს სასწრაფო წესით გადაყვანილი ეს პაციენტი სამოქალაქო ტიპის, შესაბამის დაწესებულებაში. იქნება ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილება თუ რეანიმაცია, გადასაწყვეტია. სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გუნდური მუშაობის გამოცდილების მქონე შტატი, სადაც იქნება პასუხისმგებელი მკურნალი ექიმი, რომელსაც ექნება შესაბამისი ცოდნა და არა მორიგე ექიმები, რომლებიც პრაქტიკულად ინფორმაციას არ ფლობს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მიხეილ სარჯველაძე: სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის. ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის“, ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა, ვიდრე პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. მიხეილ სარჯველაძის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი უნდა იყოს გასათვალისწინებელი. „მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება, შიმშილობის შეწყვეტა იქნება, რაც შეეხება გადაყვანა-არგადაყვანას, ეს საკითხი არ მინდა ის წარმოჩინდეს, რომ პოლიტიკურ იდეაფიქსად იქცეს ვინმესთვის, ეს არ არის მიზანშეწონილი. საჭიროების შესაბამისად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს. #18 დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად იუსტიციის მინისტრიც იმყოფებოდა. ამავე თემაზე: დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა კატასტროფული

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა კატასტროფული. #18 დაწესებულების დატოვების შემდეგ ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა მისი გადაყვანა, არც ამაზე იტყვის უარს ხელისუფლება, თუმცა ეს კონსულტაციების და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შემდეგ უნდა გადაწყდეს. „არ დავუშვებთ მძიმე შედეგის დადგომას და არც არეულობის შემოტანას, რომელიც ოპოზიციის შეძახილებში იგრძნობა“, - განაცხადა ხუნდაძემ. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.მან კონსილიუმის შემოთავაზებას, რომ ექსპრეზიდენტი გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, საყურადღებოა. მანვე ვარიანტებს შორის, სააკაშვილის გადაყვანა არ გამორიცხა. მიხეილ სარჯველაძე: სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის. ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყრას და გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყრას და გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას პირველ ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს დამოუკიდებელი სამედიცინო გუნდის ჩამოყალიბებაში, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და საპატიმროს საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობის შეფასების მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მის შესაბამის მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ კი ის ამას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში „ტოცილიზუმაბის“ 2 000 დოზა და „რონაპრივის“ 500 დოზა ჩამოვიდა

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა. 2000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და 500 დოზა “რონაპრივი” სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა. “Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. “ტოცილიზუმაბი” აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ“,- აღნიშნავენ უწყებაში. შეგახსენებთ, “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო. “Roche”-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

ელენე ხოშტარია: ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას

"ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადავისხამ და მივიღებ", - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, უმოქმედოდ ვერ იჯდება იმ დროს, როცა სააკაშვილი „კრიტიკულ რამდენიმე საათში ბოლომდე გამოკვლეულიც კი არ არის“. „გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ. მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ“, - წერს ელენე ხოშტარია.