ძებნის რეზულტატი:

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით COVID19-ის 4278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 63 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით COVID19-ის 4278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 51 298-ს შეადგენს. COVID19-ისგან კი 4154 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს. „სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.9 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.0 და 0.4 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო

"2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.4 პროცენტი შეადგინა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 520.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 481.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 443.4 მლნ. აშშ დოლარით. "მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 418.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 812.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 705.2 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 655.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 377.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 373.3 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 706.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 651.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 564.8 მლნ. აშშ დოლარით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით სერგეენკო: ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას

"ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს", - განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა შეაჩერა.

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს. მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, შიმშილობის მე-17 დღეს მინიმალურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ცნობისათვის, ელენე ხოშტარია უკვე მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, დღეს კი უარი თქვა მედიკამენტურ მკურნალობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დასაცავად

"მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად", - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, კარგი იქნება რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს: მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, გამოძიებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერება, ექსპერტიზების დანიშვნა და ა.შ. გამოძიების წარმოების პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი პატივი, ღირსება და უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში) გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის შემდგომ, დაუყოვნებლივ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (2021 წლის 11 ნოემბერს) წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტის არარსებობაზე და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ბოლო ანგარიშშია მითითებული - ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული პროცესის მონაწილეთა დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება” (გვერდი 194). მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადვოკატი: ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას

"ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც საძაგლიშვილი აღნიშნავს, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და ცენტრი „ემპათია“ ერთსულოვნად მიუთითებენ ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე. „სამწუხაროდ, ჩვენთვის დამატებით არაფერი არ არის ცნობილი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გუშინ ღამე გავრცელდა მედიით. ერთი მხრივ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, მეორე მხრივ, ცენტრი „ემპათია“ და მისი ექსპერტები ერთსულოვნად მიუთითებენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანის აუცილებლობაზე. ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე, ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით, შესაბამისად ამ დღის წესრიგს მიყვებიან“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა. პლენარულ სხდომაზე საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება 89 ხმით მიიღეს. ჰერმან საბო პარტია “გირჩის“ საარჩევნო სიაში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იყო. ჰერმან საბო საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს “გირჩს“ შეუერთდება.

ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და მოითხოვეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პარლამენტარი ექიმებს შეურაცხყოფას აყენებს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება

ამერიკის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში. როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ენდობა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს და მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს, როგორც ამას რეკომენდაციები ცხადყოფს. „ჩვენ ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი. მას უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფს მედიკოსებისა. მათი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ესაჭიროება მაღალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამის დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა. ამ საკითხის მიმართ ჩვენი საელჩოს მხრიდან დიდია ყურადღება, ასევე - ვაშინგტონში. ამასთან, საქართველოს მეგობრები, მათ შორის იან კელიც, ამაზე საუბრობენ, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და მთავარობამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. 19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა. 18 ნოემბერს, საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“. დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა. მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყრას და გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს

სახალხო დამცველი სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტროს შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ აფრთხილებს

სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახეზეა უფრო საშიში გართულების - ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის, ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. "სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო N18 დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა. 18 ნოემბერს, გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება - ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა. ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს. მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების - ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყნის საავადმყოფოში გადაყვანა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყნის საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება სააკაშვილის რეაბილიტაცია შიმშილობის შემდეგ. ამის შესახებ დენისოვამ ბრიფინგზე განაცხადა. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს,“- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

კელი დეგნანი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს საკითხები გადაიჭრას

ამერიკის ელჩმა ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მოშიმშილეებმა უარი არ თქვან წამლების მიღებაზე. „რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ორი კვირაა, შიმშილობს და მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებით შეუწყობს ხელს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. ამასთან, იმედოვნებს, რომ შეძლებს ღრმა პოლარიზაციის გადალახვას, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამისთვის მიმართავს უკიდურეს ზომას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, ისევე როგორც ყველა მოშიმშილემ იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებაზე. მესმის, რომ ეს ყველაფერი მათი მოსაზრებებიდან გამომდინარე ხდება, მაგრამ უარი არ უნდა თქვან სამედიცინო მომსახურებაზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები მალე გადაიჭრას. შეიძლება, ჩვენი საქმიანობის ნაწილი საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს საკითხები გადაიჭრას“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დედამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა მისი შვილის, სიცოცხლე საფრთხეშია - „ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს სწირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქეების გულისთვის“. ამავე თემაზე: პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას დღეს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა. „არ ვიცი, ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა დილიდან რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ბუნებრივია, ვერაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ გვახსოვს, ადრე პენიტენციური სამსახურის მოქმედებები. არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა, ცხადია არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ესკორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, რაც მედიაში გავრცელდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამერიკის ელჩი: ზოგადად, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობაა და სახალხო დამცველი სწორედ ამას ავსებს

ამერიკის ელჩის შეფასებით, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, როდესაც მის მიერ გავრცელებული ცნობები ყოველთვის ზუსტი და მიუკერძოებელია. კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი თავდასხმა ან ასეთი მცდელობა სახალხო დამცველის ოფისზე, მიუღებელია. „სახალხო დამცველი და მისი გუნდი კონსტიტუციით განსაზღვრულ საქმიანობას ასრულებენ და ეს გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვას. ამას ის ძალიან მაღალპროფესიონალურ დონეზე, მიუკერძოებლად, ზუსტად აკეთებს. ზოგადად, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობაა არსებობს და სახალხო დამცველი და მისი გუნდი სწორედ ამას ავსებენ. ისინი შთამბეჭდავ საქმიანობას ეწევიან და ჩვენ გვაქვს ნდობა მათი ანგარიშების თუ დასკვნების მიმართ. ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია, ვენდოთ. როგოც ადრე ვთქვი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კელი დეგნანმა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“. თემაზე კომენტირებისას ამერიკის ელჩმა მაშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს. მორიგი განცხადება ირაკლი კობახიძემ 18 ნოემბერს გააკეთა: „წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს“. საპასუხოდ, სახალხო დამცველმა საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირება სთხოვა. Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია

უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს. „უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, გადაიყვანოს ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,“- აღნიშნულია განცხადებაში. უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. „პატიმარი მიხეილ სააკაშვილი #12-ე დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც ესაჭიროებოდა, მას მიეწოდა, მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი თითოეული მოქმედების კორექტულობასა და ერთგულებას ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებისადმი. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ დესტრუქციულ ოპონენტებს ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრომერკანტილური, პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა. 18 ნოემბერს, საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“. დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა. მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყრას და გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ომბუდსმენის, როგორც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უფლებების დამცველისა და მისი მეთვალყურე ინსტიტუტის საქმიანობას

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ომბუდსმენის, როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველისა და მისი მეთვალყურე ინსტიტუტის საქმიანობას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მე ვეყრდნობი მნიშვნელოვან აქტორებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ცნობებს თვალი მივადევნო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის საქმიანობას, მათ შორის მის როლს, როგორც მეთვალყურეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, ჩემი აზრით, დროა, რომ ვიფიქროთ გადასვლაზე ჩიხიდან და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე, რათა ვუპასუხოთ სიტუაციას იმგვარად, რომ საქმე წინ დაიძრას და ეს ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო უფლებებსა და ვალდებულებებს“,- განაცახდა კარლ ჰარცელმა.

გიგი უგულავა: სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება

"ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება. ყველას გავაფრთხილებთ, პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამ არ იყოს", - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. უგულავას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. "როგორც კი სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება. პირიქით, ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოლიგარქის წინააღმდეგ",- განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის პასუხს წარმოადგენენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პირველ რიგში, მის პასუხზეა დამოკიდებული. როგორც კობახიძემ განაცხადა, გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მის პასუხს წარმოადგენენ. „შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რაც არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.