ძებნის რეზულტატი:

COVID19-ის სერტიფიკატით სარგებლობაში მოქალაქეებს აპლიკაცია Georgia e-Health-ი დაეხმარება

„საქართველო მიუერთდა ციფრული COVID19-ის პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. ღიბრაძის თქმით, COVID19-ის სერტიფიკატით სარგებლობისთვის, უნდა გადმოვწეროთ App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც Georgia e-Health ჰქვია. „დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ევროკავშირმა საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

2022 წლიდან მართვის მოწმობის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება სავალდებულოა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი ითვალისწინებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდა რეალურ პირობებში ჩაბარდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.

სტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინის მიმართ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებს რიგის მინისტერიალზე საუბრისას განუცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და ამავე დროს ვაფასებთ, რომ ახლოს, აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არამხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია NATO-ს მოკავშირეებისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, NATO-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების გზით უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს რა თქმა უნდა ალიანსისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც NATO-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობას NATO დიდად აფასებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამავე თემაზე: NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში. უწყების ცნობით, მისი ორი ჯარისკაცი დაშავდა, როდესაც სომხურმა სამხედრო ნაწილებმა საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციის წინააღმდეგ ნაღმტყორცნები და არტილერია გამოიყენეს. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მისი 4 ჯარისკაცი დაშავდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფს, ჩაერიონ და მიიღონ ზომები, სომხეთის ტერიტორიიდან „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების „მოსაშორებლად“. „მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიო პასუხი გასცენ აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას და გადადგან აქტიური ნაბიჯები სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. გასული წლის, 44-დღიანი ომი დასრულდა, როდესაც რუსეთის შუამავლობით დადებულმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავმა აზერბაიჯანს მიანიჭა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის კალბაკარისა და ლაჩინის ოლქებზე, რომლებიც ადრე ეთნიკური სომხების ხელში იყო.

შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ. რეგიონში გამოწვევების ფონზე, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირი მოწოდებულია, იმუშაოს პარტნიორებთან, დაძაბულობის განსამუხტად, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - წერს შარლ მიშელი. აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

ნინო ლომჯარია გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს. „ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს თხოვნას. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად წარვადგენთ. ჩვენ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი. დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს ჩვენ დაბრკოლება არასდროს შეგვქმნია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მისი რეკომენდაციით შეიქმნა, გასინჯავს პაციენტს და გაეცნობა ციხის კლინიკაში არსებულ ვითარებას. მისივე თქმით, ახალ სამედიცინო ჯგუფს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლა. „არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა, იმის გამო, რომ 7 დღეა, რაც გადმოყვანილია მიხეილ სააკაშვილი ციხის ჰოსპიტალში და ამ ხნის განმავლობაში ვერ უზრუნველეყო კონსილიუმის შესვლა და იქ მუშაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა, მანდატის ფარგლებში, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული სამედიცინო დასკვნა. ისინი შევლენ ჩემი რწმუნების საფუძველზე, არანაირი ბიუროკრატიული თუ სხვა ტიპის ბარიერის შექმნა მათთვის არ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა შევიდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. სახალხო დამცველი არასდროს არ იღებს თანხმობას სამინისტროსგან, ან პენიტენციური სამსახურიდან, შევიდეს ციხეში. ჩვენ ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი, დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. ისინი არიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ექსპერტები, ეს არის ბერკეტი, რომელიც სხვა პატიმრების მიმართებითაც გამოგვიყენებია, ჩაგვიტარებია სამედიცინო ექსპერტიზა და დღესაც ამის საშუალებას იძლევა კანონი, ეს არ არის რაღაც „ნოუჰაუ“, რომელიც ახლა გამოვიგონეთ“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

დიმიტრი ხუნდაძე: ხშირად ფარმაცევტული კომპანიებისა და მკურნალი ექიმების ფინანსური დაინტერესების გამო, დანიშნულებაში ძვირიანი მედიკამენტების სიჭარბეა

ხშირია შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიებისა და მკურნალი ექიმების ფინანსური დაინტერესების გამო, დანიშნულებაში ძვირიანი მედიკამენტების სიჭარბეა. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტ ლუკა ვუნჩინოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დღეს პირველი რიგის პრობლემას, განსაკუთრებით ხანდაზმულებისათვის, მედიკამენტების მაღალი ფასი წარმოადგენს. ქართული ბაზრის ანომალიაა, როდესაც ქვეყანაში ფასები ნახტომისებურად იზრდება და ხშირად საერთო ევროპულ მაჩვენებელს, ანუ ევროპულ ფასებს ასწრებს. არის შემთხვევები, როდესაც ჯენერიკული მედიკამენტების ღირებულება ბრენდულს აჭარბებს და მოსახლეობის დანახარჯები არაადეკვატურად იზრდება. ხშირია შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიებისა და მკურნალი ექიმების ფინანსური დაინტერესების გამო, დანიშნულებაში ძვირიანი მედიკამენტების სიჭარბეა. მიუხედავად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზარდი საბიუჯეტო დაფინასებისა, ეს საკითხი მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის პრობლემად რჩება. კომიტეტი ამ საკითხებზე უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ვფიქრობ, რეალური შედეგის დადგომის დრო მოვიდა, რომ ქვეყანაში მედიკამენტები იყოს ეფექტური, ხარისხიანი და ფინასურად მისი ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია: გენადი ბესტაევის საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით

ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) ოკუპირებულ ცხონვალში პატიმრობაში მყოფი „გენადი ბესტაევის საქმეს ყურადღებით აკვირდება“. მოხდა ინფორმაციის გაცვლაც და ამ მიზნით ცხელი ხაზიც გააქტიურდა. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში განუცხადეს. „მისია ყურადღებით აკვირდება გენადი ბესტაევის საქმეს. საქმის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ინტენსიურად გამოიყენება ცხელი ხაზი“, - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სუს-ი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გენადი ბესტაევის გადმოყვანის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ წუთებში, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს. სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. „გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ წუთებში გენადი ბესტაევის გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს. უკანონო დაკავებები არამარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს. მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ევროკავშირის მონიტორინგის მისია: გენადი ბესტაევის საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ანატოლი ბიბილოვმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გენადი ბესტაევი შეიწყალა

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ცხინვალიდან გენადი ბესტაევის გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა. გენადი ბესტაევი ამ წუთებში გადმოჰყავთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა

გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში. განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპა, რომელიც თავისი გაზის მესამედს რუსეთიდან იღებს, ებრძვის მზარდ ფასებს, რადგან კონტინენტი ზამთრის სეზონს უახლოვდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ Nord Stream-ი გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ბაიდენის მრჩეველი: რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიისგან პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვას ითხოვენ

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფებმა ევროკომისიას მიმართეს და პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვა მოითხოვეს, ვიდრე ვარშავა კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას პატივს არ სცემს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 23.9 მილიარდ ევროს გრანტს და 12.1 მილიარდ ევროს ოდენობის იაფ სესხს ევროკავშირის ეკონომიკური აღდგენის ფონდი უზრუნველყოფს, რომლის მიღებაც ვარშავას პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად შეუძლია. ფულის მისაღებად მან რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის კანონის უზენაესობის პატივისცემის კრიტერიუმი. პოლონეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული $1,2 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა BBC: პოლონელები მასობრივი საპროტესტო აქციებით უჭერენ მხარს ევროკავშირს, შიშის ფონზე, რომ ქვეყანას შეუძლია, ბლოკი დატოვოს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:43 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, სოფელ გორასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური ბრძოლების შესახებ დღეს შემაშფოთებელი ცნობები შევიტყვეთ. მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ ან მის შედეგად გამოწვეულ ყველა გადაუჭრელ საკითხზე, ყოვლისმომცველი გადაწყვეტის გზები იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში. ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იტყობინება. განახლება ამავე თემაზე სომხური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა და ვითარება შედარებით დასტაბილურდა

სომხური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა და ვითარება შედარებით დასტაბილურდა

სომხური მედიის ცნობით, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 18:30 საათიდან. სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სროლა შეწყდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდა. სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. „პრემიერმა პუტინს დეტალურად გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენები. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნავს მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროისთვის გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი. ზუსტდება დაჭრილების რაოდენობაც. ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იტყობინება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სომხეთმა პროვოკაცია მოაწყო და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები გამოიყენეს.

ლუდმილა დენისოვა: მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია დიპლომატებს მივაწოდე

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა. „უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 230 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 19.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 48.1 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი კომატოზურ მდგომარეობაშია

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ცხინვალიდან გენადი ბესტაევის გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სპეციალური განცხადება გუშინ გავრცელდა. მათი ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა. სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ენტონი ბლინკენი: შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო

"შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ცნობით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოსაგვარებლად“, - წერს ბლინკენი. 16 ნოემბერს, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდა.

კოვიდსერტიფიკატის აპლიკაცია Georgia e-Health-ი უკვე ხელმისაწვდომია

COVID19-ის სერტიფიკატით სარგებლობისთვის, App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაციის Georgia e-Health-ის გადმოწერა უკვე შესაძლებელია . ცნობისთვის, გუშინ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაო, დაერთებასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდებოდა. „დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.