ძებნის რეზულტატი:

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევს. ელენე ხოშტარიასთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალი აბსოლუტურად მისაღებია. „მე ახლა ექიმს ველოდები და გავყვები მის რეკომენდაციებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი დაეთანხმება სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას, რაც არა კრიზისიდან, თუმცა გადაჩეხვიდან გამოსვლის გზაა. მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი: ბრიუსელში, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, თუ გინდათ, ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ

საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ოფიციალურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, წუხილი კულუარულად გამოითქვა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, 15 ნოემბერს ვიყავი, დავიფიცებ, თუ გინდათ - ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა იმ შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. არ ყოფილა ნახსენები არც ერთი პოლიტიკოსი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, შემდეგ, კულუარულ საუბრებში, გარკვეულ მეგობრებთან იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით და წუხილი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რაიმე გართულება არ მოჰყვეს და ყველანაირად უზრუნველვყოთ. ამაზე ჩვენც ხომ ვამბობთ და ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებული. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძეს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მე-18 დაწესებულებაში მიყვანა სთხოვა. „გადაყვანასთან დაკავშირებით, როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ვიდრე ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს გამოცდილება, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ტყუის და შეუძლიათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ თუ ვინმე ამას შეუკვეთავს, აქედან გამომდინარე მას ამ ადამიანების არანაირი ნდობა არ გააჩნია. ამიტომ, აღნიშნული ადამიანების თანდასწრებით უნდა შესრულდეს გადაყვანის აქტი, თუ დაიგვიანებენ ვითარება გაუარესდება, თუ იჩქარებენ. მალე მოხდება ეს პროცესი“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. ნიკა გვარამია ადგილზე უკვე მივიდა. დაწესებულებაში ასევე ელოდებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. გავრცელებული ცნობებით, კონსული იზოლაციაშია. მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება, ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. ნინო ლომჯარია ექიმების ნათქვამს ეყრდნობა, რომლის თანახმად, შიმშილობის გაგრძელება, ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს „ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება, ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს. ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში“, - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და ადგილზე ჩასვლის შემდეგ შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მედიას განუცხადა. „იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია, ყველა მათგანის თანხმობა იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება მოგვიანებით განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს. „მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა, ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ, არ გამოვა რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

ეკატერინე ტიკარაძე: ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა

"ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება. "მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იყვნენ ჩართულები, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს. პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი. ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში

პრეზიდენტი მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან მისი თქმით, ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში. „მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა, არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის ტექსტსაც ადმინისტრაცია ავრცელებს. იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

ჯანდაცვის მინისტრი: ბოლო პერიოდში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია

„სააკაშვილმა დადო პირობა, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას, შესაბამისად, ასევე შეწყდება ის „შიმშილობის კასკადი“, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრისას. ეკატერინე ტიკარაძეს იმედი აქვს, რომ შემდგომში პოლიტიკოსები მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, რითაც თავს აარიდებენ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შესაძლებელი გახდება დიალოგის წარმოება. პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რაც ნამდვილად იყო დაუშვებელი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა რამდენიმე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, მესამე პრეზიდენტი გადმოგვეყვანა გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმებისგან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას, შესაბამისად, ასევე შეწყდება ის კასკადი, რომელიც მიღებული გვაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე: კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი

საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ვინც არ უნდა იყოს ის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „ხშირად მეგობრებს შორისაც არის ხოლმე ასეთი საუბრები და უთანხმოება. ეს უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს და აქედან გამომდინარე, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული. ხშირად არის ხოლმე, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ეს. მათ ინფორმაციის მიწოდების წყარო ძალიან ბევრი ჰყავთ - მათი ყოფილი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც წლებია ურთიერთობა აქვთ“, - აღნიშნა ზალკალიანმა და დაამატა, რომ ეს ურთიერთობები ყალიბდება წლების განმავლობაში და ხანდახან სუბიექტივიზმშიც გადადის. მოსმენის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი. „მეუბნებით, რომ დასავლეთის კურსს გადავუხვიეთ და ის ხელოვნური კრიზისი, რა კრიზისშიც ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო შევიდა, ანტიდასავლური არ იყო?! - ასე ყოფნა არ შეიძლება, წარმოუდგენელია, ანტიდასავლურია, ანტიდემოკრატიულია ყველაფერი ის, რაც ხდება“, - განაცხადა მინისტრმა. „ჩვენთვის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის შიგნით კრიზისის დაძლევას და გამოსავლის გზების ძიებას უკავშირდება. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უფლებები იყოს დაცული. ამიტომაც მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაწეული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, სპეციალური კონსილიუმი შეიქმნა, რომ მათ შორის მისი პირადი ექიმები ყოფილიყვნენ ჩართული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოფილიყო დაცული და არ მივსულიყავით რაღაც გაუთვალისწინებელ შედეგამდე. სწორედ ამ კონტექსტში ვუყურებ პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს. ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ქვეყანა დეპოლარიზაციისკენ და დეესკალაციისკენ. როგორ შეიძლება ამდენი ხანი, წელიწადნახევარი ვიყოთ დიკუსიაში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან, ბოიკოტთან, არჩევნების შედეგების მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. თუკი ქვეყანა გვიყვარს, ვიწროპარტიული ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით კამალა ჰარისი შეასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადასცემს, კოლონოსკოპიის რუტინული პროცედურის დროს ანესთეზიის ქვეშ იქნება. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. „როგორც 2002 და 2007 წლებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შემთხვევაში მოხდა, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი უფლებამოსილებას მცირე ხნით ვიცე-პრეზიდენტს გადასცემს, როდესაც ის ანესთეზიის ქვეშ იქნება“, - განაცხადეს თეთრ სახლში. პრეზიდენტი ბაიდენი პროცედურას უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაივლის.

ეკატერინე ტიკარაძე: სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, რომელიც პაციენტს სთავაზობს მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ტიკარაძის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებშიც მიეწოდებოდა, თუმცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზი, ქვეყანაში „შიმშილის ეპიდემიისა“ და დაპირისპირების დასრულებაა. "გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსული არის წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აფდეითი“ და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება. პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებოდა. გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც იყო. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ. სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება კვლევები. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

მამუკა მდინარაძე: ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას ფაქტორით ახსნა. მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი დომინატური ფაქტორი სწორედ ეს იყო. მდინარაძემ აქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მართვა გლდანის ციხეშივე იყო შესაძლებელი. „მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგ ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოვიდა ისე, რომ ელენე ხოშტარია და სხვა მოშიმშილეებიც ამ სიტუაციურ მოცემულობაში, სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ და სახელმწიფომ არ გაწირა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს 50 დღეა, შიმშილობს სააკაშვილი და ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დრო, ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. შეიძლება სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, მაგრამ არ მგონია, ამას ალბათ თქვენც ხვდებით“, - განაცხადა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა და მისი გუნდის ლიდერებმა გაწირეს ის, ჩვენ არ გავწირეთ

ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს

როგორც კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო. „რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ზალკალიანმა საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, ბათუმის პორტში ამერიკული TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმდინარე წელს ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით სვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და მაღალი უცხოური საინვესტიციო კაპიტალისთვის, ასევე სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებისა და ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოებისთვის. დავით ზალკალიანის თქმით, ამ მიზნის რეალიზაციის კუთხით, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად: მიმდინარე წელს, საქართველოში გაიმართა 15 ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი და ბიზნეს-ფორუმი, ასევე, 12 ონლაინ ბიზნეს შეხვედრა/ფორუმი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის პორტში, ამერიკული კომპანია TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნასა და PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის დაწყებაზე. „მიღწეულია შეთანხმება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ჩინეთთან, კორეასთან, იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან, ჩვენს რეგიონში მეტი ტვირთების მოსაზიდად და შესაბამისად ამ ქვეყნების მხრიდან არის მზაობა, ჩვენი რეგიონის დერეფნის გამოყენებით გაზარდონ ტვირთბრუნვა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 ივნისს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

ევროპარლამენტარები ითხოვენ, ევროკავშირმა სერიოზულად განიხილოს სანქციები პირების მიმართ, რომლებმაც სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობა დაუშვეს

23 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა, „სერიოზულად განიხილონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა“ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მიმართ. სერიოზულად განიხილონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა“ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მიმართ. ევროპარლამენტარებმა 19 ნოემბრის წერილში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა სააკაშვილი „დამნაშავე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, მისი, უფლებები და ღირსება უნდა იყოს დაცული“. მათივე შეფასებით, ევროკავშირმა ასევე უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ“, - აღნიშნულია წერილში. ევროპარლამენტარების შეფასებით, ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, ასევე დიდ შეშფოთებას იწვევს. „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე

საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელიც გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოდან, დღეს უნდა გადაიყვანო გორის სამხედრო ჰოსპიტალში, წერილს ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის წერს, რომ მიუხედავად იმისა, „ყოველთვის სჯეროდა ხალხის, გაოგნებულია ამ დღეებში საზოგადოების ამგვარი კონსოლიდაციით, გვერდით დგომის უნარით და ჰუმანურობით“. „მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები თავისუფალი. როგორც კი თავისუფალი ვიქნები, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში. სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში.ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს და არც რეჟიმის მუქარას. არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ? ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თვალი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა.არც ერთი გარიყული ადამიანი!არც ერთი დაკარგული წამი! არც ერთი ნაბიჯი უკან“, - წერს ექსპრეზიდენტი.

ნიკა მელია: ბრძოლა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება

„ბრძოლა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გააცნობენ მხარდამჭერებს მომდევნო სამოქმედო გეგმას. „რომ არა არაძალადობრივი პროტესტი, ის არაერთი მართლაც სახიფათო დღე, სადაც ხაფანგი და მახე ჰქონდა დაგებული და ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ ხელისუფლების ორგანიზებულს, დღევანდელი დღე არ დადგებოდა და არ მიეცემოდა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა, შიმშილობა შეეწყვიტა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერები ვართ, ადამიანურად, ვიცით, რა რომ არ ემუქრება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას და ჩვენს მეგობრებს, რომლებიც შიმშილობდნენ. ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია, რაც შეეხება პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ სიხარულს, ჯერჯერობით ვერ განვიცდით, სანამ ვიცით, რომ ქვეყანას ყავს უზურპატორი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, არჩევნები და ცდილობს, ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა. ბრძოლა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილი: დავთანხმდი, ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით

„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას“, - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებიდან მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა. „მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები თავისუფალი. როგორც კი თავისუფალი ვიქნები, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში. სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში. ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა კონსოლიდაციის დროა“, - აღნიშნულია წერილში. ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობდა.

ექიმმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

„დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობს. ექიმები სამედიცინო კვლევების პასუხებს ელოდებიან. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგი, ალექსანდრე მხარგრძელი აცხადებს, რომ ეს შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. „რეაბილიტაცია მოიცავს ინტრავენულ გადასხმებს, ვიტამინოთერაპიებს, ელექტროლიტურ კორექციას და ა.შ. პრევენციული ღონისძიებები უკვე მიმდინარებს, ველოდებით ანალიზებს და ამის მიხედვით მოხდება ანალიზებს კორექცია. [რეაბილიტაციის პროცესი] შესაძლოა, იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, გააჩნია ანალიზებს“, - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა. ცნობისათვის, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა. ხოშტარია სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვეტა.

ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვეტა. დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვდნენ და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დაეთანხმა. შიმშილობა შეწყვიტა გიორგი ბარამიძემაც. „ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც გვქონდა იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ და ვწყვეტთ შიმშილობას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც პარლამენტში შიმშილობდა. შიმშილობა შეწვიტა ელენე ხოშტარიამაც.