ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის წინასაახალწლო მიღება გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში. „ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ“, - მიმართა მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს. ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ამ რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქე გათავისუფლდა

14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი ომის დასაწყებად საბაბს ეძებს

სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, რომ უარყონ რუსეთის პირობები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წამოაყენა. რადიო თავისუფლების ცნობით, სენატორი რიში აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი შეეცდება ეს უარი სამხედრო აგესიის საბაბად გამოიყენოს. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ამბობს, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის თავმოყრით გამოწვეული დაძაბულობის შესანელებლად მოსკოვის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების წინადადებები, აშკარა ნიშანია, რომ რუსეთი „ომის დასაწყებად საბაბს ეძებს“. „რუსეთის ფედერაციას სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ შეუძლებელია იმ წინადადებების მიღება, რომელიც მან წამოაყენა. პუტინმა იცის, რომ აშშ და მისი 29 NATO-ელი მოკავშირე არ აწარმოებენ და არც შემდგომში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის მსგავსი სუვერენული სახელმწიფოების მომავალზე, რომლებსაც თავად უნდა შეეძლოთ საკუთარი არჩევანის გაკეთება", - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

შრომის ინსპექციის განცხადებით, კლუბების გახსნის გადაწყვეტილებას ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრის საფუძველზე მიიღებენ

შრომის ინსპექციის განცხადებით, კლუბების გახსნის გადაწყვეტილება ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრის საფუძველზე მიიღებენ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ღამის კლუბების ფუნქციონირება არის შეზღუდული. აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის, თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატერება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები, იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე, რის შემდეგაც განხორციელდა დაანონსებული ღონისძიების გაუქმება. მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად“, - აღნიშნულა განცხადებაში. შეგახსენებთ, კლუბების ხელმძღვანელები 17 დეკემბერს იუწყებოდნენ, რომ უნდა გაეხსნათ ობიექტები, თუმცა მოგვიანებით შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

ევროკავშირი BioNTech/Pfizer-ისგან ვაქცინის 180 მილიონზე მეტ დოზას ელის, რომელიც „ომიკრონზე“ იქნება მორგებული

ევროკომისიის პრეზიდენტმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შეუკვეთა BioNTech/Pfizer ვაქცინის 180 მილიონზე მეტი დოზა, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონზე“ იქნება მორგებული“. ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვაქცინის მწარმოებლებთან კონტრაქტები გააფორმეს, რაც მათ საშუალებას აძლევთ, მოითხოვონ ადაპტირებული ვაქცინის შექმნა 100 დღის განმავლობაში. რაც შეეხება კოვიდსერტიფიკატის ვადას, რომელიც მოგზაურობის დროს გამოიყენება, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რეკომენდებულია ე.წ. გამაძლიერებელი დოზით აცრა სრული ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ. მანვე განმარტა, რომ სერტიფიკატები ძალაში იქნება დამატებით სამი თვის განმავლობაში, ვიდრე გამაძლიერებელი აცრა ჩატარდება. BioNTech/Pfizer-მა კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, "ომიკრონზე" მორგებული ვაქცინის შემუშავება ნოემებერში დაიწყო. პრეპარატი მზად მარტში უნდა იყოს. ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა ეფექტიანია. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ევროპის მედიკამენტების სააგენტო.

„3+3“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დაანონსდა

სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა კვირას ისლამაბადში, პაკისტანში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომის მე-17 სესიის შემდეგ, იტყობინება TASS. „[აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა] ბატონმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და მე განვიხილეთ [აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ] ალიევისა და [სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ] ფაშინიანის შეხვედრა ბრიუსელში, ასევე, მოსკოვში „3+2“ პლატფორმის შეხვედრა, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველო არ დაესწრო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაესწრება შემდეგ შეხვედრას, რომელიც, როგორც ვვარაუდობთ, თურქეთში გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი: ვიდრე ახალი სადისკუსიო პლატფორმების შესახებ ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა. საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა, 163 ქულით. მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს. ქართველი კონსურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.

ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე ადგილი დაიკავა

საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა, 163 ქულით. მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს. ქართველი კონსურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.

ჯანმოს წარმომადგენელმა პანდემიის დასრულების სავარაუდო პერიოდი დაასახელა

ეპიდემიოლოგი, კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ჯგუფის ლიდერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) მარია ვან კერხოვე აცხადებს, რომ პანდემიის დასრულება 2022 წელს შესაძლებელია. „2022 არის ის წელი, როცა ჩვენ შეგვიძლია, პანდემია გლობალურად დავასრულოთ. ხელში ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს. მისივე თქით, „ომიკრონი“ შემაშფოთებელი ვარიანტია და კიდევ იქნება სხვა შტამებიც, თუ ვირუსის ცირკულაცია გაგრძელდება. „მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. 2022 წელს ძალიან იმედიანად შევყურებ“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

ვაზისუბანში აფეთქება მოხდა

ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუებრივი აირის დაგროვება გახდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და ხანძარი უკვე ლოკალიზებული. განახლება ისნის რაიონის გამგებლის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანება წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა მიიღო, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოჭში სერგეი ლავროვს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სოჭში ჩავიდა, სადაც 20 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან თემებსა და ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის შესახებ იმსჯელებენ. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი 17 ნოემბერს მოაწერა. 31 წლის ინალ არძინბა სოხუმში დაიბადა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. წყარო - რადიო თავისუფლება

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების დეტალები ცნობილია

ვაზისუბანში მე-15 კორპუსის პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შემდეგ მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაშავდა. ერთმა დამწვრობა, ხოლო სამმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო. მედიას შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. "ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა. რამდენად უსაფრთხოა ახლა კორპუსი საცხოვრებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ "მუნიციპალური სამსახური შეაფასებს სიტუაციას, ამ დროისთვის კი უსაფრთხოების ზომები მიღებულია". ამავე თემაზე: ვაზისუბანში აფეთქება მოხდა

ლიეტუვა მზადაა, უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ლეტალური საბრძოლო იარაღია გადასცეს უკრაინას, რომელიც რუსეთის მზარდი აგრესიის საფრთხის წინაშე იმყოფება. „უკრაინას ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროება და ლიეტუვა მზად არის ამისათვის, მათ შორის ლეტალური იარაღის გადაცემისთვისაც“, - განაცხადა ანუშაუსკასმა 19 დეკემბერს რუკლეში ყოფნის დროს. ამავე დროს ლიეტუველ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და რა სახის საბრძოლო იარაღის გადაცემა აქვს უკრაინისათვის ლიეტუვას განზრახული. „ახლა მე პირდაპირ არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, რომელიც მრავალმხრივ შეთანხმებას საჭიროებს, ვინაიდან მასში არა მხოლოდ დონორი და შეიარაღების მიმღები, არამედ სხვა, მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნებიც უნდა იყვნენ ჩართულები“, - განუცხადა ანუშაუსკასმა. ლიეტუვის მზადყოფნაზე, რომ გადასცეს ლეტალური შეიარაღება უკრაინას, ანუშაუსკასმა კვირას, ლიეტუვაში სტუმრად მყოფ გერმანიის თავდაცვის მინისტრ, კრისტინა ლამბრეხტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, საშობაო მოგზაურობები “ომიკრონის"  გავრცელებას გაზრდის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი, “ომიკრონ“ ვარიანტის, გავრცელებას გაზრდის. ამის შესახებ ფაუჩიმ უცხოურ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამასთან, ფაუჩიმ მოსახლეობას ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზის მიღებისკენ მოუწოდა. „ეჭვი არ არის, რომ „ომიკრონს“ გავრცელების გამორჩეული შესაძლებლობა აქვს. ის მთელს მსოფლიოში ძლიერდება. „განსხვავება ვაქცინირებულ და „ბუსტერ“ დოზით აცრილ დაინფიცირებულ პირებსა და იმ ინფიცირებულებს შორის, რომლებიც არასდროს აცრილან, დიდია და ეს არის მძიმე დაავადების განვითარების რისკი", - განაცხადა უცხოურ მედიასთან ფაუჩიმ. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

დონალდ ტრამპი: ჩინეთმა COVID19-ის წარმოშობისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „მკვლელია“ და პეკინმა COVID19-ის წარმოშობისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა COVID19-ისგან მსოფლიოსთვის მიყენებული ზარალი 60 ტრილიონ დოლარად შეაფასა. „მათ უნდა გადაიხადონ რეპარაციები, მაგრამ ჩინეთს არ აქვს ფული ამ რეპარაციებისთვის. მე მჯერა და ეს ეხება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ზარალი 60 ტრილიონი დოლარია. ჩინეთს არ აქვს 60 ტრილიონი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთოს ზარალის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.

ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 195 კილომეტრს აღწევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ზარალის მასშტაბის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე რაიონთან კომუნიკაცია შეწყდა. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მეწყრული ზონების გააქტიურებამ და წყალდიდობამ შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაზარდოს.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 001 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის - 6.93% ხოლო 7 დღის - 6.39%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა - 122, იმერეთი - 197, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 56, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც: 5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 328, აჭარაში - 539, იმერეთში - 1 218. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 125, იმერეთში - 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პაციენტი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 34. 1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში. 27 393 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.

სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს ხვალ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს ხვალ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამასთან, ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ეწვევა

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ამასთან, სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.