ძებნის რეზულტატი:

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი NATO-სთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი NATO-სთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო ფრაქციებს დაეგზავნა და მის სულისკვეთებაზე თანხმობა არსებობს. “ხვალ ბრიუსელში მივემგზავრებით. შეხვედრები გვაქვს NATO-ში. გვინდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან კონსულტაციები გავმართოთ. პარლამენტის რეზოლუცია ყველას მხარდაჭერით უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოს მხარდაჭერა ურყევია. მისივე თქმით, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა უკრაინაში არ მოხდეს ხელახალი ომი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამ შემთხევაში არანაირი ორაზროვნება და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა

დიმიტრი პესკოვი: რუსი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან NATO-ს აქტიურობას ვერ უგულებელყოფენ

"რუსი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან NATO-ს აქტიურობას ვერ უგულებელყოფენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მსგავსი ქმედებები და ჩვენს საზღვრებთან NATO-ს გაზრდილი აქტიურობა არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება

"უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს

საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. ამასთან, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა

შსს მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, განცხადებას ავრცელებს

24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს." "შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელმა მეტროსადგურში ახალგაზრდა კაცი სცემა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 84.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.3 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7,621 ტონა), გერმანიაში (3,533 ტონა), ესპანეთში (522 ტონა), ჩეხეთში (467 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (339 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,290 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (339 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), ერაყში (168 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა) ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს

ევროკავშირის საბჭომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დოკუმენტი დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, „გავლენის სფეროების“ შესახებ ცნებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ევროპის უსაფრთხოება განუყოფელია და მისი ნებისმიერი სახით გამოწვევა გავლენას ახდენას ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს. ევოკავშირის საბჭომ დაგმო რუსეთის უწყვეტი აგრესიული ქმედებები და მუქარა უკრაინის მიმართ და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და საერთაშორისოდ დამტკიცებული მექანიზმების გამოყენებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა. ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ფორმატებში ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგები და დიდი საფასურის გადახდა. ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთიანი მიდგომისადმი და შეერთებულ შტატებთან,NATO-სთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.

იან კელი: ვფიქრობ, პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს

დასავლეთის „უპრეცედენტო სანქციების“ შესახებ ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთმა უკვე გამოიმუშავა ნაწილობრივი იმუნიტეტი სანქციების მიმართ და პუტინს ვერ შეაჩერებს. ამ შეკითხვას ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხობს. იან კელი ფიქრობს, რომ პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს. „ამ შიშს ბევრი ჩვენგანი იზიარებს...პუტინმა სანქციები საკუთარ ნარატივს მოარგო - რომ დასავლეთი რუსეთს ძირს უთხრის, რომ დასავლეთს სანქციებით რუსეთის დაქცევა სურს, და ვფიქრობ, ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღო - რუს ხალხს ჩააგონა, რომ ლიდერის გვერდით უნდა იდგნენ გარედან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ რუსეთისთვის ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ასეთი - ეს ყირიმი არ არის, ეს არ არის 2014 წელი. ყირიმი იმიტომაც იყო პუტინისთვის ტრიუმფი, რომ მან ეს უსისხლოდ მოახერხა. ახლა ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაციის წინაშე ვდგავართ. თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელები იბრძოლებენ, ამას სისხლისღვრა მოჰყვება. ეს არ იქნება ისეთივე ტრიუმფალური სვლა გამარჯვებისკენ, ამას ახალგაზრდა რუსების სიცოცხლე შეეწირება“, - აღნიშნავს იან კელი. ამერიკელი დიპლომატის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მთელ ევროპაზე მოახდენს გავლენას, არამხოლოდ საქართველოზე. „ეს გავლენას მოახდენს სავაჭრო საკითხებზე, შავი ზღვის აუზზე. ვფიქრობ, პუტინი არ არის დაინტერესებული მრავალ ფრონტზე გახსნილი ომით, ასე რომ, არ მგონია, პარალელურად საქართველოს წინააღმდეგაც მიმართოს სამხედრო აგრესია. რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუ ვაშინგტონისა და მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, კარგი ისაა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაზე საუბრისას, ხაზგასმით ახსენებს საქართველოსაც. ის ამბობს - ჩვენ არასდროს მივუკეტავთ კარს უკრაინასა და საქართველოს. ცუდი ისაა, რომ არც რუსეთს ავიწყდება საქართველო, როდესაც აცხადებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ უნდა გაწევრიანდნენ. არა მგონია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეამციროს - ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, მშვიდად იყოს. ვფიქრობ, უკრაინის კრიზისი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის მხარდაჭერაზე, მაგრამ ქართველების ადგილზე დიდ ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები - ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან“, - აღნიშნავს იან კელი. „საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს - ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ. თავჩაქინდრული თბილისი - ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ - რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად? ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას“, - აცხადებს იან კელი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

იენს სტოლტენბერგი: კონფლიქტის საფრთხე რეალური რჩება. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ

ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები. ალიანსის კარი ღიაა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, NATO თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არც რუსეთს ემუქრება და არც რომელიმე სხვა ქვეყანას, თუმცა ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. „ამავე დროს, NATO კვლავ მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად. ამ თვის დასაწყისში NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ, მე ახლა ყველა წევრი მოვიწვიე შემდგომ შეხვედრებზე. ევროპული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის უკრაინასა და მის გარშემო არსებულ ვითარების განსახილველად და იმისთვის, თუ როგორ შევამციროთ რისკები და გავზარდოთ გამჭვირვალობა. NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, გონივრულ დიალოგში და მოიძიონ კონსტრუქციული შედეგები“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, კონფლიქტის საფრთხე რეალური რჩება. „კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ“, - დაამატა სტოლტენბერგმა. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.

უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხზე რუსეთთან დათმობაზე წასვლა მიუღებელია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დმიტრო კულებასა და დავით ზალკალიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ დმიტრო კულება და დავით ზალკალიანი შეთანხმდნენ საერთო პოზიციაზე: უკრაინისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხზე რუსეთთან დათმობაზე წასვლა მიუღებელია. „უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა კიევში საქართველოს საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის განზრახვის არარსებობა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან და შსს-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აცია გამართესლოზუნგით - „მწამებელი სისტემა“. „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, უნდა დადგეს იმ პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის მხრიდანაც თბილისის მეტროპოლიტენში, სავარაუდო დანაშაულს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. შს სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, განცხადებას ავრცელებს

პენტაგონი: 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი

პენტაგონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადასროლისთვის, 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გამოსცა ბრძანება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს არის უახლესი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მ გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.

ევროკომისია უკრაინისთვის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

ევროკომისია უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პაკეტი უკრაინას კონფლიქტით გამოწვეული დაფინანსების საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ პაკეტს რაც შეიძლება მალე მიიღებენ. გასულ პარასკევს პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული სიტუაცია შევაფასეთ. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას ამ რთულ ვითარებაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი: ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთი და ევროპული უსაფრთხოება იყო. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი ჩვენს სხვა პარტნიორებთან, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ შიდა მდგრადობის გაძლიერება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე მნიშვნელოვანია გარე საფრთხეებთან გამკლავების მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს მიმდინარე რეფორმებზე მუშაობა“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს

მეტროში ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები", - განაცხადა გამეზარდაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: შსს მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, განცხადებას ავრცელებს

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 160 ადამიანი. გუშინ საქართველოში 74 200 ტესტი ჩატარდა.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 634 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 634-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 667 808 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 075 154 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 972 745, გარდაიცვალა 14 774 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება, რათა მას დეესკალაციის გზა შესთავაზოს“, - აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის სივრცე არსებობს. ასევე წაიკითხეთ: NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის, მოკავშირეების ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობის გამო და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს არსებული დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის საერთო სურვილი. ლიდერებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად, მათ შორის რუსეთისთვის ასეთი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესება და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციებს ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ნატოსთან და ეუთოსთან მუშაობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს