ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: კიევში დიპლომატების ოჯახები უკრაინას დატოვებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვირა საღამოს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის “რუსეთის ტაქტიკა და ტექნიკა”, რომლის განხორციელებასაც რუსეთი შეძლებს უკრაინის მთავრობის ძირის გამოსათხრელად. მაგრამ ამერიკა დიპლომატიას გააგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების იმედით. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. კვირასვე, გვიან საღამოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრძანება გასცა, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დიპლომატების ოჯახებმა სურვილისამებრ დატოვონ ქვეყანა. ბლინკენმა ცალკე კომენტარში დასძინა, რომ ეს ზომა არ არისს ევაკუაცია, რადგან საელშო და უკრარინაში მომუშავე დიპლომატები მუშაობას განაგძობენ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე: ჩვენ ამ ტაქტიკის შესახებ ვსაუბრობდით

საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდება. გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გააცნოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარება. „ალბათ, ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და მივაწვდი მათ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით. არის ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საქმის მიმართაც. ლომჯარიას ინფორმაციით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გააცნობს თავის პოზიციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაინც მაღალია

"იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე კვირაში მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ქვეყნის შესაბამისი სექტორები მზადყოფნაშია, ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდპარამეტრების მონიტორინგი და მათი უწყვეტი ანალიზი. „ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილი იქნა დაინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია, რაც საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაშიც ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, მიუხედავად ახალი შემთხვევების გამოვლენილი მზარდი დინამიკისა, ეს ჯერჯერობით არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის, ამბულატორიული ქსელის დონეზეა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ვისაუბრეთ და ჩვენი სურვილია, გაფართოვდეს ვაქცინაცია. ზოგადად, რეგიონებსა და სოფლებში გვინდა უფრო აქტიურად და ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე, 50 წლის ასაკის ზემოთ ჩვენ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით მოქალაქეებს. გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები. იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 7947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

პრემიერმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დაპირებისამებრ გახსნა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, რაც მათი ვარაუდით, საქართველოში მკვეთრად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს. „დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ჩვენ ახლა იმპორტიორებისგან მოლოდინი გვაქვს, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჩართულია აქტიურად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.ზ ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, რატომ?

ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა

„ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემიას ბოლო მოუღოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. „ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. COVID19 წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება. დაავადებები ენდემურია, რომელთა დინამიკის პროგნოზირება შესაძლებელია. ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა კლუგემ.

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად კომისია შეიქმნა

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად 2 საკონკურსო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს ჰქონდეს მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. „როგორც იცით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, პირველი მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება - პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურთა ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელში მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს მართმლსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდეს. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. უკვე ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 550 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 550-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 658 343 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი აქვს. ამ მიზეზით ისინი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ. კორონავირუსი დაუდასტურდათ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს;ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს;თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს; განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს. გასულ 24 საათში ჩატარებული 35 082 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 7 947 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიის გავრცელებიდან, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში აღრიცხულია 1 059 392 შემთხვევა. მათგან 967 585 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 14 732 ადამიანი.

NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის, მოკავშირების ძალები მზადყოფნის რეჟიმში არიან

NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. ამ მიზნით NATO დამატებით ხომალდებსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის. NATO-ს განცხადებით, ალიანსის მიზანია შეკავების შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერება, რადგან რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინასა და მის გარშემო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები მიმდინარე ან დაგეგმილი ზომების შესახებ. მაგალითად, დანია გზავნის ფრეგატს ბალტიის ზღვაში და აპირებს, განათავსოს ოთხი F-16 გამანადგურებელი ლიეტუვაში, რეგიონში NATO-ს საჰაერო პოლიციის ხანგრძლივი მისიის მხარდასაჭერად. ესპანეთი გზავნის გემებს და განიხილავს ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას. საფრანგეთმა გამოთქვა მზადყოფნა, NATO-ს მეთაურობით რუმინეთში ჯარები გაგზავნოს. ამასთან, აპრილიდან, ნიდერლანდები გზავნის ორ F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭიროს NATO-ს საჰაერო პოლიციის საქმიანობას რეგიონში და განათავსებს გემებსა და სახმელეთო დანაყოფებს NATO-ს რეაგირების ძალებისთვის მომზადების რეჟიმში. შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ განაცხადა, რომ განიხილავს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდას. „NATO თავდაცვითი ალიანსია. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, NATO-მ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში. ეს დანაყოფები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და შეერთებული შტატები, მრავალეროვნული ჯგუფია და ის საბრძოლო მზადყოფნაშია. მათი იქ ყოფნა ცხადყოფს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე. 2014 წლამდე NATO-ს ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არ იმყოფებოდა“, - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა შეძლოს თავის დაცვა. და ასევე ნათელია, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი“, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. „ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელების 25 პროცენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ახლა ეს დაახლოებით 60 პროცენტია. 2014 წლის შემდეგ, NATO იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიის გამო მეტი ძალები და მეტი აღჭურვილობა განელაგებინა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთთან ახლოს. ამრიგად, პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმედებებით აჩქარებს იმას, რისი მიღებაც არ სურს. პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ დავუბრუნდებით“, - აღნიშნა ბლინკენმა. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.

ირაკლი ზარქუა ევროდეპუტატების ვიზიტის გაუქმებაზე: თუ ვინმეს უცხოეთში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია

„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმების შესახებ განაცხადა, რომ მიუღებელია სამიდ დღით ადრე შეხვედრის მოთხოვნა, როდესაც ჯერ პირველი პირებიც არ შეთანხმებულან ასეთ ფორმატზე. მისი თქმით, „ვიზიტზე შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტს კი ახალი თავმჯდომარე ჰყავს“. „თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას. მიუღებელია „მოწერა სამი დღით ადრე, რომ - „იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა, და შევხვდეთ, ეს არის მიუღებელი და არაადეკვატური. მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა და თუ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ და მათ პირადად დავპატიჟებ. ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე და ევროპარლამენტარები გამორბიან, დაკავდნენ სხვა საქმით, თუ აქვთ. მგონია, რომ ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. არსებობს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობის ფორმატს გულისხმობს. ბოლო წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციისგან ობსტრუქციას, დესტაბილიზაციას და დესტრუქციას ვხედავდით. ამ ფორმატს ასეთ შემთხვევებზე იყენებენ. შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გვყავს. შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ დროს ევროპარლამენტართა მოწერა: - იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდოდა და არ შეგხვდნენ, არის მიუღებელი და არაადეკვატური. მოვუწოდებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ვიზიტის გაუქმებაზე ევროპარლამენტარების განცხადებას პასუხობს

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს

"ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აგვიხსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ ანალოგიურად მოქცევას, რადგან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები. ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინა უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: კიევში დიპლომატების ოჯახები უკრაინას დატოვებენ

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე ევროდეპუტატებს მოუწოდებს, გაასაჯაროონ სრული კომუნიკაცია, რომელიც მის კაბინეტთან შედგა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმების ვიზიტი მისი მოუცლელობა არ ყოფილა. „ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, რომ ეს შეთანხმება შედგეს მანამ, სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, ამ ჯგუფსაც. ახალი თავმჯდომარე ჰყავს ევროპის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტს, ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის. ფორმალურად ამას სჭირდება სწორედ ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შორის მემორანდუმის გაფორმება. სწორედ ეს მიზეზები მოვახსენეთ შესაბამის ჯგუფს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ვიზიტის გაუქმებაზე ევროპარლამენტარების განცხადებას პასუხობს

ევროპარლამენტარი რიო ტერასი: გერმანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი ბოროტი დიქტატორია და არა ბიზნესპარტნიორი

ევროპარლამენტარი, ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური რიო ტერასი გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურის გადადგომის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე შემდეგ ტექსტს ურთავს: „გერმანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი ბოროტი დიქტატორია და არა „ბიზნესპარტნიორი“. თუ პატარა ქვეყნებსაც კი შეუძლიათ რუსეთს დაუპირისპირდნენ, ევროკავშირის უდიდეს ქვეყანასაც შეუძლია, ეს გააკეთოს“, წერს რიო ტერასი. გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ ყირიმი არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება უკრაინას და რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებდა. ამავე თემაზე: გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი აზრი გერმანიის პოზიციას არ ასახავს

უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს

ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისინიუსი“, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებმა, პრეზიდენტ ბაიდენს წარუდგინეს სხვადასხვა წინადადება აშშ-ის სავარაუდო საპასუხო ქმედებების შესახებ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ასევე უკრაინაში შესაძლო შეჭრამდე აშშ-ის თავდაცვის ძალების გადაადგილების შესაძლო ვარიანტები. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, წინადადებების წარდგენა აშშ-ის პრეზიდენტის „კემპ-დევიდის“ რეზიდენციაში, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართული შეხვედრის დროს მოხდა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა

იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

„NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. „NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ალიანსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა შეძლოს თავის დაცვა. და ასევე ნათელია, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი“, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. „ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელების 25 პროცენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ახლა ეს დაახლოებით 60 პროცენტია. 2014 წლის შემდეგ, NATO იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიის გამო მეტი ძალები და მეტი აღჭურვილობა განელაგებინა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთთან ახლოს. ამრიგად, პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმედებებით აჩქარებს იმას, რისი მიღებაც არ სურს. პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ ვუბრუნდებით“, - აღნიშნა ბლინკენმა. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.

გერმანიის კანცლერი: აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას

აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში. უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ვითარება ძალიან სერიოზულია. „ევროპაში უსაფრთხოება და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გავლენის ზონების იდეა არ არის, რომელიც ქვეყნებს საკუთარი განვითარების განსაზღვრას უკრძალავს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. „რუსეთის ტაქტიკა ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მათი ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანაა. ეს არის გამარჯვება, რომელიც რუსებს არ უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია უნდა დავიკავოთ

შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა

"დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა, ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისი თქმით, დასავლეთის ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახალი ომი არ დაუშვან. „მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში. აქ მნიშვნელოვანია და კრიტიკული დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

ჯანმოს დირექტორი: სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია

"სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლა შესაძლებელია. „მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვის“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ასევე წაიკითხეთ: ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა

მირზა ხინიკაძე: მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით ნაკლები გართულება აქვს

სტატისტიკური მონაცემებით, შეიძლება ითქვას, პიკზე ვართ. შაბათ-კვირას მომართვიანობა გაიზარდა. თერაპიულ განყოფილებაში წევს 90-მდე პაციენტი, რეანიმაციულში - 30, - ამის შესახებ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ განაცხადა. მისივე ცნობით, სტაციონარებში თავისუფალი ადგილები კვლავ არის. „მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, სტაციონარში თავისუფალი ადგილები მაინც რჩება. მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ნაკლები გართულება აქვს. ამის მიუხედავად, ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც იზრდება და ამ რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც რჩება სტაციონარული პაციენტების საკმაოდ მაღალი ციფრები“, - განაცხადა ხინიკაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი.