ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თქმით, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინის მიერ იმპერიისა თუ გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობის გეგმა მოიცავს დასახელებულ სამ ქვეყანას. „რუსებმა დაიპყრეს ყირიმი, შექმნეს კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, რათა შეექმნათ იქაც ინტერვენციის საბაბი. ეს იყო 2014 წელი და გადამწყვეტი მომენტი. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. მანამდე კი რუსეთმა დატოვა თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ამ ქვეყნების რუსეთის ორბიტაზე შენარჩუნების მცდელობას ემსახურება“, – განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: იან კელი: ვფიქრობ, პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს

50 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც „ბუსტერ“ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. როგორც ღიბრაძემ განაცხადა, დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება. „გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ღიბრაძემ. ასევე წაიკითხეთ: 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 634 ადამიანი აიცრა

თამარ გაბუნია: პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს

"პანიკის საფუძველი არ არის. სისტემა არის მზად", - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ამტკიცებს, რომ „ომიკრონი“ ხშირ შემთხვევაში მსუბუქი ფორმით მიმდინარებს. „ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენც ვაკვირდებით, შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში არ გვაქვს მატება. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა“, - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ

"სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება სკოლების მუშაობას, განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები, როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე, სწავლის გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით“, - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

ამირან გამყრელიძე: პირველი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან განმარტა, რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ. „დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ისინი გადავიდნენ იზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ადამიანები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ „მწვანე პასპორტს“ მიიღებენ

ადამიანები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კოვიდგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ ადამიანი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში „მწვანე პასპორტისთვის“ ან მოგზაურობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები, დაწესების შემთხვევაში, სკოლებს ბოლოს შეეხოს

ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე გახსნილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ

ამირან გამყრელიძე: უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ

უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ყოფილიყვნენ აცრილი. არის უნივერსიტეტბი, რომლებშიც კარგად არიან აცრილები ორჯერადად. ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გახსნასთან დაკავშიორებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: ამირან გამყრელიძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები, დაწესების შემთხვევაში, სკოლებს ბოლოს შეეხოს

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე , ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კოვიდრეგულაციების გამო, დედაქალაქ იაუნდეში მდებარე პოლ ბიიას სახელობის სტადიონზე, რომელიც 60 000 ადამიანზეა გათვლილი, გულშემატკივრების რაოდენობა შეზღუდული იყო - საერთო ტევადობის მხოლოდ 80%-ის დაკავება იყო ნებადართული. ამასთან, მომხდარის მიუხედავად, კამერუნსა და კომორის კუნძულებს შორის დანიშნული მატჩი მაინც ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით (2-1) დასრულდა.

დმიტრო კულება: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ახლაც შეიძლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აქვთ საფუძველი, დააწესონ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების უკანონო გაცემის გამო. „ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს: გმადლობთ, რომ მოამზადეთ სანქციები ესკალაციის ახალი ტალღის შემთხვევაში, მაგრამ არის რაღაცები, რისთვისაც რუსეთი ახლა შეიძლება დაისაჯოს სანქციებით, კერძოდ, პასპორტიზაცია [ოკუპირებულ ტერიტორიებზე]“, - აღნიშნა კულებამ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განზრახვაზე, განიხილოს კომუნისტების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "LPR" და "DPR" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების აუცილებლობის შესახებ, მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება ნორმანდიის ფორმატის ლიდერების მიერ. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. პენტაგონი: 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის, მოკავშირეების ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას. „კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან („საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“) მიმართებით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას. ამასთან, მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელთა განხორციელებისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამსახურის დამოუკიდებლობა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. უწყების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევითი ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია. სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს. ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლად შექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც", - ვკითხულობთ განცხადებაშიი. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით: პრეზიდენტის შეშფოთებას ვიზიარებ

საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობის გამო საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ძლიერი თოვლის გამო, ათობით ავტომობილი ღამის განმავლობაში გზაზე ჩაიხერგა. ავტომობილის მძღოლებს სასმელი წყალი, საკვები და პლედები დაურიგეს. ტერიტორიაზე გზის გასაწმენდად მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობამ შეაფერხა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც. გავრცელებული ინფორმაციით, 15 მგზავრი დაშავდა, როდესაც თოვლში გაჩერებული მატარებლის სარკინიგზო ბუქსირით გადაყვანას ცდილობდნენ. სულ კი მატარებელში 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა. 15 დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებში.

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდიბარეობს

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია „არა მილიციას“ იმართება. აქციის მონაწილეები მეტროსადგურში მომხდარი ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით,​ მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევაა და სისტემაში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს. ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ასევე წაიკითხეთ: მეტროში ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს

ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც სამართალდამცავ ორგანოში განაცხადეს, პოლიცია შეისწავლის „კოვიდრეგულაციების ყველა პოტენციურ დარღვევას“, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 19 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება გაიმართა. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში ლოკდაუნი იყო გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. კერძოდ, ორზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში აკრძალული იყო.

წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილეებადაც ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის ორ მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენლები აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრია, პირველი მოადგილის კანდიდატურაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ავთანდილ გაბელია დაასახელა. ამ თანამდებობაზე ენმ-ის წევრი ოპოზიციამ 15 ხმით, ერთხმად აირჩია. ასევე, მეორე მოადგილის თანამდებობაზე ერთხმად აირჩიეს საკრებულოში “ლელოს” ერთადერთი წევრი გიორგი დარსალია. ამასთან, “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მათ უარი განაცხადეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც. თქვეს, რომ არ აპირებენ ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილ “მასკარადში” მონაწილეობის მიღებას.

პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი

ყაზახეთში განვითარებულ პროცესებს პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მმართველობის ცენტრის დირექტორი ჯენიფერ ბრიკი Europetime-თან ინტერვიუში აჯამებს. რა შედეგის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა, როგორ დასრულდა შიდა სახელისუფლებო ბრძოლა და როგორ იკვეთება იქ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ამ საკითხებს ინტერვიუში ჯენიფერ ბრიკი განიხილავს, რომლის საქმიანობის სფერო სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს ცენტრალურ აზიას. _რა სურათი გვაჩვენა ყაზახეთში მომხდარმა აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის როლების თვალსაზრისით ცენტრალურ აზიაში? აშშ-ს არ აქვს მკაფიო სტრატეგია ცენტრალურ აზიაში. ამჟამად უცნობია, რა ინტერესები აქვს მას. მას შემდეგ, რაც გავიდა ავღანეთიდან, გაუგებარია, რა არის აშშ-ის პოლიტიკა. რუსეთს და ჩინეთს აქვთ ძლიერი საერთო ინტერესები ცენტრალურ აზიაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამას შეჯიბრს და კონკურენციას ვერ დავარქმვეთ, ამ ქვეყნებს აქვთ ორმხრივი ინტერესები. რუსეთი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ჩინეთი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ განვითარებას. _ექსპერტები შიდა ბრძოლაზე მიუთითებენ, რა მოიტანა პროტესტმა და რა იყო მისი სათავე? ეს იყო შიდა საკითხებთან დაკავშირებული პროტესტი, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი აქციით საწვავის ფასებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თოყაევმა მოუწოდა რუსეთს, დაეცვა მისი პოზიციები, რადგან ის არ ენდობოდა უსაფრთხოების სამსახურებს. უსაფრთხოების სამსახურები ნაზარბაევის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასე რომ, ჩვენ ვნახეთ ერთგვარი პატარა ბრძოლა ნაზარბაევისა და თოყაევის ჯგუფებს შორის და მათ ისარგებლეს საპროტესტო აქციებით. _რა მიიღო ყაზახეთმა ამ პროცესებით და როგორია თქვენი დასკვნა? შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა. მან უსაფრთხოების სამსახურებზე კონტროლი დაამყარა. თავისი პოზიციების გასაძლიერებლად კი რუსეთი მიწვია. ახლა ის ხელისუფლების სხვადასხვა პოზიციიდან ნაზარბაევის ოჯახის წევრებს ანაცვლებს. მოგეხსენებათ, ისინი აკონტროლებენ უამრავ სიმდიდრეს და რესურსს. ვიცით, რომ ყაზახეთი ნავთობისა და გაზის ქვეყანაა... ნაზარბაევის ოჯახის წევრები კი სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. თოყაევმა თავისი ჯგუფი მოიყვანა, თუმცა ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიწვია CSTO, რუსული ჯარები. ახლა თოყაევი სათავეებშია, მაგრამ რუსეთის წინაშე ვალშია. _გულისხმობთ იმას, რომ რუსეთის გავლენის ზრდა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა? აბსოლუტურად. რუსეთის გავლენა იზრდება ცენტრალურ აზიაში. მათ ჰყავთ 7000 ჯარისკაცი ტაჯიკეთში, ათასობით სამხედრო ყირგიზეთში, და უკვე ყაზახეთში. არ მგონია, რომ რუსეთი ამ შესაძლებლობის ძიებაში იყო. ეს მოულოდნელად მოხდა, მაგრამ შეერთებული შტატების გასვლა ავღანეთიდან, ახლა ქმნის კონკურენტულ გარემოს, აშშ-ის მიერ დატოვებული სივრცე რუსეთმა და ჩინეთმა სწრაფად იგრძნეს.      

ბიძინა კულუმბეგოვი: „მწვანე პასპორტებს“ მიიღებენ კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი ბაზაში ასახული არ არის

„მწვანე პასპორტებს“ მიიღებენ კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზაში ასახული არ არის", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. „მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის. საკითხმა გამოიწვია გაუგებრობა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. ასევე წაიკითხეთ: ადამიანები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ „მწვანე პასპორტს“ მიიღებენ

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართეს. განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა 282-მა დეპუტატმა. „უმაღლესი რადა მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადებისა და მოდელის განსაზღვრას“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრას რეკომენდაცია გაუწია

ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრას რეკომენდაცია გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფში აცხადებენ, რომ მეოთხე დოზით ვაქცინაცია მესამე დოზის მიღებიდან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან, სულ მცირე, ხუთ თვეში უნდა მოხდეს. ცნობისთვის, 3 იანვარს, ისრაელის მთავრობამ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა.

კელი დეგნანი: საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევია

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. „წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. დღეს მსურს გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. 30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდგეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ რთულ წლებს ქართველმა ხალხმა მედგრად გაუძლო და მრავალი სირთულე გადალახა, რათა ჩამოეყალიბებინა თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია მისი ევროპული ისტორიის საფუძველზე, კოლხეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაბადებიდან მოყოლებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსა ბათუმში, ხოლო ჩვენი განახლებული პარტნიორობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის მმართველობის დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით 1991 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოჰყვა ოფიციალური დიპლომატიური კავშრების დამყარება 1991 წლის 24 მარტს, და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენი საელჩოს გახსნა „შერატონ მეტეხი პალასში“. მომდევნო წელს საელჩო ორბელიანის სასახლეში გადავიდა, სანამ საბოლოოდ საელჩოს ახალ შენობაში, დიღომში გადაინაცვლებდა. მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საერთო ხედვისკენ, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციასა და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წევრობას გულისხმობს. ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებასა და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. წლების განმვალობაში აშშ-მ, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოჰყო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ. დასაწყისში, ამერიკის მხარდაჭერა ძირითადად ჰუმანიტარული სახის იყო და საკვებსა და მედიკამენტებსაც მოიცავდა – ვცდილობდით რა, საქართველოს დახმარებას 1990-იან წლებში მასობრივი დევნილობის გამკლავებასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. სიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად, ჩვენი დახმარება იმ პრორიტეტების განხორციელებას მოვარგეთ, რომლებიც ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა და კოლეგებმა განსაზღვრეს. ჩვენ დავიწყეთ განვითარებისა და ეკონომიკის სფეროს დახმარება საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რაც არსებითია კეთილდღეობისა და ადამინური ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად. წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებასთან ერთად იცვლებოდა ჩვენი დახმარებაც, რაც ყოველთვის პირდაპირ შესაბამისობაში იყო საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან. ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია დღეს, ვიდრე უწინ. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც დამოუკიდებლობის ადრეულ წლებთან შედარებით, საქართველომ განავითარა უნარი და რესურსები ქვეყნის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. წლებთან ერთად ჩვენი როლი შეიცვალა და უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა, რაც ქართულ ორგანიზაციებთან მათ შორის, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს ძლიერი და წარმატებული საქართველოს საერთო მიზნების მისაღწევად. მაგალითისთვის, დასაწყისში ამერიკა საქართველოს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნის ელექტრო სისტემის აღდგენისკენ მივმარეთ. დღეს, კი, მხარს ვუჭერთ ტექნიკურ რეფორმებს გამჭვირვალე და ეფექტური ენერგო ბაზრების შექმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ენერგეტიკულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს ენერგო ხარჯების შემცირებასა და უფრო საიმედო სისტემის შექმნაში, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. ნათლად ჩანს, თუ როგორი დრამატული ცვლილება განიცადა საქართველოს ენერგოსისტემამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და როგორ შეიცვალა ჩვენი დახმარების შინაარსი საქართველოს გაზრდილი შესაძლებლობების საპირწონედ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა, რაც დიდწილად ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორით არის განპირობებული: პირველი, ეს არის ამ ორი ერის მჭიდრო და ბუნებრივი მეგობრობა, რომელიც წინ უსწრებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენას. პირველი ამერიკელი ვიზიტორი საქართველოში 1804 ჩამოვიდა, მას მოჰყვა ჯოელ პოინსეტი 1807 წელს, რომელმაც მოგვიანებით გაითქვა სახელი, როგორც კონგრესმენმა და ამერიკის ელჩმა მექსიკაში, რომლის სახელსაც უკავშირდება „პოინსეტის“ მცენარის „აღმოჩენა“. პოინსეტი თავის დღიურებში ხოტბას ასხამდა ქართულ სტუმართმოყვრეობას და აღწერდა, თუ როგორ ივახშმა „მის უდიდებულესობა იმერეთის დედოფალთან მისი სახლის სახურავზე“. წლების განმავლობაში ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა იზრდებოდა. ეს კარგად არის წარმოჩენილი მე-19 საუკუნეში ჯორჯ კენანის საქართველოში მოგზაურობის აღწერაში, გურული მხედრების ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში მონაწილეობით, მკვლევარი უილიამ ოსგუდის საველე მოგზაურობით საქართველოში 1929 წელს; ჯონ სტეინბეკის ვიზიტით საქართველოში 1950 და 60-იან წლებში; ბენი გუდმენის კონცერტებით თბილისში 1962 წელს. და კიდევ ისეთი სახელგანთქმული ადამიანებით, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბალანჩინი, ჯორჯ ქობი, პრინცი მაჩაბელი, ალექსანდრე ქართველი – რომლებიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაურზე. ამ კავშირებს განასახიერებენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბობ უოლში, სიეტლის ანტერპრენერი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩამოიტანა საქართველოში და დააფინანსა კრიტიკულად აუცილებელი ოპერაციები ბაშვებისთვის. ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენელია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს. ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს დატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები“-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც ვოიაჟერისგან მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც ჩაკრულო და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა. ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა. როდესაც საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, ელჩის თქმით, დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოვეწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში. „რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა საქართველოს სხავადასხვა რეგიონში. მათ მტკიცე მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვიათარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ. ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო , თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.