თეგი: სამხედრო წვრთნები
რუსეთი, ბელორუსთან ერთად, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს
რუსეთი, ბელარუსთან ერთად, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ათდღიანი იქნება და მასში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ბელარუსში იმყოფება რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ლუკაშენკომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაახანგრძლივეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაახანგრძლივეს სამხედრო წვრთნები, რომლებიც კვირას უნდა დასრულებულიყო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბელორუსმა ამის მიზეზად აღმოსავლეთ უკრაინაში „სიტუაციის გაუარესება“ დაასახელა და ამიტომ რჩება მის ტერიტორიაზდ 30 000 ჯარისკაცი. NATO-ს განცხადებით, ბელორუსში რუსეთს 30 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული, რომელთა გამოყენებაც მოსკოვს უკრაინაზე თავდამსხმისთვის შეუძლია, რასაც თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს. 19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ რუსეთის ატომური ძალების წვრთნებს, რომლებიც უახლეს ჰიპერბგერით და საკრუიზო რაკეტებს მოიცავდა, კრემლიდან მიადევნეს თვალი. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი ხმელთაშუა ზღვაში განთავსდა
NESH22 აძლიერებს ალიანსის ყველა წევრს, რომ წვლილი შეიტანონ ევროპის კონტინენტის კოლექტიურ დაცვაში. ალიანსის ქმედებები ყოველთვის პროპორციულია და თავდაცვით ხასიათს ატარებს NESH 22: სამხედრო წვრთნების სერიის ფარგლებში, ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი, მისი დამრტყმელი ჯგუფი და აშშ-ის სხვა საზღვაო ხომალდები ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაში განლაგდნენ. ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფი წელს უკვე მეორედ მოექცა NATO-ს მეთაურობის ქვეშ. ეს არის აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე გადაყვანა ცივი ომის დასრულების შემდეგ. Kearsarge Amphibious Ready Group-ი ასევე განლაგდა ალიანსის მეთაურობის ქვეშ და ამჟამად ოპერირებს ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წვრთნების სერიისთვის. NATO-ს მეთაურობის ქვეშ სამხედრო წვრთნების სერია NESH 22 მრავალი ქვეყნის მონაწილეობას მოიცავს, მათ შორის არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს სტოლტენბერგი ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე: NATO თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს აქტივობა ფოკუსირებულია გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფის, ამფიბიების მზა ჯგუფის და საზღვაო საექსპედიციო განყოფილების ინტეგრაციის მართვასა და კონტროლის სირთულეების დაძლევაზე. „ეს აქტივობები აძლიერებს ჩვენს უნარს, შეუფერხებლად ვმართოთ საზღვაო დარტყმის შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ალიანსის დასაცავად“, - აღნიშნა გენერალმა ტოდ ვოლტერსმა ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის მეთაურმა (SACEUR). წვრთნები ბალტიის, ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაში 17-30 მაისს ჩატარდება.
ყარსში თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
ყარსში, სახმელეთო სწავლება „ჰეიდარ ალიევი 2022“ (თურქეთი აზერბაიჯანი) მიმდინარეობს. ინფორმაცია და ფოტომასალა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები წარმატებულად მიმდინარეობს“, - წერს Anadoly. გამოცემის ცნობით, წვრთნებში თურქეთის შეიარაღებული ძალების და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობებია ჩართული. მანამდე, 20 მაისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთში, იზმირში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში Efes-2022 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
17-28 ოქტომბერს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. Eternity (Eternity)-2022-ის დაგეგმვის შესახებ პირველი შეხვედრა თურქეთში, პირველი არმიის სამეთაურო შტაბში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2021-ის სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობისამაღლებას ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 გასულ წელს ჩატარდა. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ზღვაში რაკეტების გასროლით „მიბაძა“
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთმა კუნძულის მახლობლად მდებარე წყლებში რაკეტების გასროლით ჩრდილოეთ კორეას „მიბაძა“. ტაივანის საგარეო უწყება მკაცრად გმობს ჩინეთის ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ერთობლივად დაგმომ ჩინეთის სამხედრო საფრთხე. მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, განაგრძონ დემოკრატიული ტაივანის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისადმი მხარდაჭერა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს
ჩინეთი ამერიკელი პოლიტიკოსის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს ტაივანის გარშემო. BBC-ის ცნობით, ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოკლე, მაგრამ საკამათო ვიზიტით იმყოფებოდა ტაივანში, რომელსაც ჩინეთი სეპარატისტულ პროვინციად თვლის. წვრთნები პეკინის მთავარი პასუხია, თუმცა ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტიც შეაჩერა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც - რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ჩინეთმა ახალი ერთთვიანი სამხედრო წვრთნები დააანონსა
ჩინეთმა კვირას გამოაცხადა, რომ მორიგ სამხედრო წვრთნებს ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ჩაატარებს. ბოხაის ზღვაში სწავლება 8 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება, მეორე კი, ყვითელ ზღვაში - 7-დან 15 აგვისტომდე, ნათქვამია საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებაში. პეკინმა დაიწყო მასიური სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პალატის სპიკერი ნენსი ტაივანს ეწვია. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაივანის მახლობლად ძირითადი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ყველაზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის სრუტესთან. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. კიდევ რა ზომებს მიმართა ჩინეთმა, Europetime-მა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით შეკრიბა. 5 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. 2 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანაც შეწყვიტა. 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო ზღვებში. BBC-ის ცნობით, სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო. ნენსი პელოსიმ საკამათო ვიზიტის შემდეგ, ჩინეთი 3 აგვისტოს დატოვა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო. ამასთან, ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მობილიზდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებიც და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო სისტემები, რომლებიც ტაიბეის აშშ-ისგან აქვს მიღებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. 5 აგვისტოს კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს, 4 აგვისტოს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებს. რუსეთი ბელორუსში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს - უკრაინის დაზვერვა „წვრთნები ორ ეტაპად, 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით - ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით კი, რუსეთის ტერიტორიაზე - აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და სასაზღვრო საჰაერო სივრცეში ჩატარდება“, - იუწყება ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „წყალქვეშა შეტევა“ მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სწავლება - „წყალქვეშა შეტევითი და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, „ბრძოლა საცხოვრებელ ადგილებში“ და სანაპირო შეტევა“ აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ტარდება.
რუსეთი და ყაზახეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
რუსეთი და ყაზახეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ, სოჭში, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. სოჭში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სოჭის შეხვედრის ღია ნაწილში, განცხადებები გააკეთეს. „რუსეთსა და ყაზახეთს შორის სასაქონლო ბრუნვა გასულ წელს 34,4 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს, პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ტვირთბრუნვა თითქმის 9, - 8,8 პროცენტით გაიზარდა. ინვესტიციები ორივე მხრიდან იზრდება: რუსულმა ინვესტიციების მოცულობამ ჩემი აზრით, ყაზახეთში $17 მილიარდს მიაღწია. ყაზახური ინვესტიციები რუსეთში - დაახლოებით $4,5 მილიარდს შეადგენს. რუსეთი ყაზახეთის სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ასევე ვავითარებთ დიდ კარგ პროექტებს, ვმუშაობთ მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მათ შორის კოსმოსში. ზოგადად, მუშაობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, პოზიტიურად“, - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წელი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია: „ეს წელი განსაკუთრებულია. ჩვენ ოქტომბერში აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ამ თარიღისთვის არაერთი სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აქტიურად მუშაობენ ჩვენი სამინისტროები და დეპარტამენტები. სამთავრობათაშორისო კომისია აქტიურად მუშაობს, საგარეო საქმეთა სამინისტროები, თავდაცვის სამინისტროები ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის ერთობლივ წვრთნებს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში“. თავის მხრივ ყასიმ ჟომართ თოყაევმა, ვლადიმერ პუტინს თბილი დახვედრისთვის მადლობა უთხრა. „გასულ წელს ვაჭრობის მოცულობამ 24,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთი ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზეა. წელს კი ვაჭრობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ძირითად პლატფორმებზე. წელს დსთ-ს თავმჯდომარეობს ყაზახეთი, ოქტომბერში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენს პირად მონაწილეობაზე, მით უმეტეს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს ნამდვილად არის ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო ფორმატში“. „ყაზახეთსა და რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვთ. ეს საზღვარი სრულად არის განსაზღვრული“, - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, სოჭში 19 აგვისტოს გაიმართა.
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ საუდის არაბეთის და კვიპროსის ძალები. ინფორმაციას ეგვიპტური მხარე ავრცელებს. Hercules-2022 რამდენიმე დღის განმავლობაში ეგვიპტეში, მოჰამედ ნაგიბის სამხედრო ბაზასა და ჩრდილოეთ სამხედრო ზონის სხვა სასწავლო ზონებში გაიმართება. ტრენინგში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბაჰრეინი. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების პირველი ეტაპი კონცეფციების გაერთიანებას ისახავს მიზნად და მოიცავს ტრენინგში გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენას, ასევე, ლექციებს კიბერუსაფრთხოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში. Hercules-2021 გასული წლის სექტემბერში ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალების მონაწილეობით, საბერძნეთში გაიმართა.
აშშ-მ და სამხრეთ კორეამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, საველე სწავლების განახლებით დაიწყეს. Reuters-ის ცნობით, მოკავშირეები ცდილობენ, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციური ცდების ფონზე მზადყოფნა გააძლიერონ. ყოველწლიური საზაფხულო წვრთნები, (Ulchi Freedom Shield) პირველ სექტემბერს უნდა დასრულდეს. წვრთნები ყველაზე მასშტაბურია 2017 წლის შემდეგ. სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინამორბედი მოლაპარაკებებს ცდილობდა ფხენიანთან, რომელმაც სამხედრო მანევრებს შეჭრის მიზნით რეპეტიცია უწოდა. ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროდან ორი საკრუიზო რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა წვრთნებისთვის წინასწარი მზადება დაიწყეს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსის წვრთნებს, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მინსკის უშუალო ჩართვა მოჰყვეს
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსის მიმდინარე სამხედრო წვრთნებს, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მინსკის უშუალო ჩართვა მოჰყვება. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბელორუსის ტერიტორიას იყენებდა კიევში შეჭრის დასაწყისში, წარუმატებელ წინსვლაში, ბელორუსის ძალებს აქვთ შეზღუდული შეტევითი შესაძლებლობები და არსებობს შემდგომი შანსი, რომ მათ ძალები უკრაინაში განათავსონ“, - წერს დაზვერვა მორიგ განახლებაში.
პოლონეთში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
პოლონეთში „ვიშეგრადის ჯგუფის“ ქვეყნების (V4, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი) ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები Puma-2022 დაიწყო. სამხედრო წვრთნები ნოვაია დემბას პოლიგონზე, პოდკარპაკის სავოევოდოში (პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მიმდინარეობს. სამხედრო მანევრებში 2000-მდე სამხედრო და 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნებში V4 ქვეყნების ქვედანაყოფების გარდა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დანაყოფებიც მონაწილეობენ. წვრთნებში ძირითადად ჯავშანტექნიკის და მექანიზებული ჯარების ქვედანაყოფები, ასევე არტილერისტები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და დაზვერვის ოფიცრები მონაწილეობენ. Puma-2022-ის წვრთნების პარალელურად, System-22-ის, Gepard-22-ისა და San-22-ის სამეთაურო-საშტაბო წვრთნებიც ჩატარდება. სამხედრო წვრთნები 9 ნოემბერს დასრულდება.
პოლონეთმა ვიშეგრადის ქვეყნების მონაწილეობით, მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლა
პოლონეთი სამხედრო წვრთნებს - Puma-22 უმასპინძლა. წვრთნებში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მასში 300-მდე ტექნიკა იყო ჩართული. პოლონეთში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო სწავლება ფოკუსირებული იყო პოლონეთის სახმელეთო ჯარების ჯავშანტექნიკაზე და მექანიზებულ დანაყოფებზე, მაგრამ ასევე ჩართულნი იყვნენ მსროლელები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და სკაუტები. პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან სწავლების მიზანს მონაწილე ძალების თავსებადობის გაუმჯობესება, ასევე მოკავშირეებთან თანამშრომლობით ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და მისი ჩატარების უნარის შემოწმება წარმოადგენს.
შვეიცარია, 1989 წლის შედეგ, ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს
შვეიცარიის შეიარაღებული ძალები, 22-დან 29 ნოემბრის ჩათვლით PILUM 22-ის ფარგლებში, ერთობლივ წვრთნებს გამართავენ, რომელშიც ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მედიის ცნობით, ეს ქვეყანაში 1989 წლის შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იქნება. „ჩვენი მიზანია, კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყნის და მისი მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობა შემოწმდეს“, - განმარტავს შვეიცარიის მთავრობა. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად ნეიტრალურ შვეიცარიაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ NAT0-სთან უფრო ღრმა პარტნიორობისა და არმიის გაძლიერების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. სექტემბერში, შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირთან და NATO-სთან მჭიდრო თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირებს მოიძიებენ. ამავდროულად, ტრადიციულ ნეიტრალიტეტსაც შეინარჩუნებენ.
აზერბაიჯანი და თურქეთი ფართომასშტაბიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ტარდება. სამხედრო წვრთნები ბაქოს, ასტარას, ჯაბრაილისა და იმიშლის რეგიონებში მიმდინარეობს. წვრთნებში აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარები, საჰაერო ძალები, სპეცრაზმი, საინჟინრო ჯარები, სარაკეტო და საარტილერიო ჯარების ნაწილები მონაწილეობენ.
ვაშინგტონი, ბერლინი და ვარშავა ერთობლივი სამხედრო მანევრების გამართვაზე მოლაპარაკებებს მართავენ
ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში NATO-ს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია, თუმცა დამატებით დეტალებზე პისტორიუსმა არ ისაუბრა. „უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება, ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის NATO-ს მოკავშირეებს, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, იცავენ თავდაცვით ვალდებულებებს“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. "სამხედრო წვრთნები საბრძოლო მომზადების შემოწმებით დაიწყო, რის შემდეგაც სამხედროები პოლიგონებზე და უცნობ ტერიტორიაზე გაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.
შვედეთში 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც უკრაინაც მონაწილეობს
17 აპრილს შვედეთში სამხედრო წვრთნები - Aurora 23 იწყება. შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 2600 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან ქალებიც. სწავლებაში შვედეთის გარდა მონაწილეობას მიიღებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, დანია, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი. წვრთნების მიზანია შვედეთის ჯარების პოტენციალის გაძლიერებააა. სწავლება ჩატარდება ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე შვედეთის რამდენიმე მხარეში. „წვრთნები კარგი გზაა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და შესამოწმებლად. ამრიგად, ფართომასშტაბიანი და გაფართოებული წვრთნების ჩატარება არის გასაღები უფრო ძლიერი თავდაცვის შესაქმნელად“, - აცხადებენ შვედეთის შეიარაღებულ ძალებში. ტრენინგი მაისში დასრულდება.
სომხეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა სურს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის არმიის სარდლობის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში - KFOR, და Saber Junction. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება. ეს კომენტარი მოჰყვა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში - „დამცველი 2023“ მონაწილეთა სიიდან სომხეთი ამოიღეს. სომხეთი თავდაპირველად მოხვდა იმ 26 ქვეყანას შორის, რომლებიც პენტაგონის თქმით, მიიღებენ მონაწილეობას Defender 23-ში, რომლის მიზანია, „შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნიან ევროპაში მშვიდობას და ასევე, დაიცვას კონტინენტი აგრესიისგან“. განახლებული პრესრელიზის მიხედვით, სომხეთი ამოღებულია სიიდან და, ამერიკის შეერთებულ შტატების ჩათვლით, ჩამონათვალში 25 მონაწილე სახელმწიფოა. მათ შორის მოლდოვა და საქართველო. ამასთან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურიც წერს, რომ პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხუთშაბათს დარედაქტირდა, რათა სომხეთი სიიდან ამოღებულიყო. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ არ გაკეთებულა. ამაზე კომენტარი არც სომხეთის ხელისუფლებას გაუკეთებია. ამდენად, გაურკვეველია, დათანხმდა თუ არა ერევანი თავდაპირველად მონაწილეობას. ამავე მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა მონაწილეობა ორთვიან წვრთნებში, რომელიც 22 აპრილს დაიწყება. განახლება: „ამერიკის ხმის“ სომხური რედაქცია იტყობინება, რომ პენტაგონიდან მისწერეს, რომ ეს იყო „მედიის შიდა ჯგუფის შეცდომა“ და სომხეთი „არ უნდა ყოფილიყო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში“. Defender 2023 არის ყოველწლიური, დაახლოებით ორთვიანი წვრთნები, რომელიც, თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებაზე და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობაზე“. (KFOR) „კოსოვოს ძალა“ არის NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალა კოსოვოში, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს. მისიაში NATO-ს 29 წევრი თუ არაწევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები მონაწილეობენ. სომხეთს იქ 2004 წლიდან ჰყავს სიმბოლური წარმომადგენლობა: 40 ჯარისკაცი. Saber Junction კი, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპა-აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც სამხრეთ გერმანიაში ტარდება. სომხეთს ამ წვრთნებში აქამდეც მიუღია მონაწილეობა.
აშშ-ის ხელმძღვანელობით, მასშტაბური წვრთნები - „დამცველი 23“ მიმდინარეობს
22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები დაიწყო. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით, 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით, 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს. პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი პოტენციური აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „დამცველი 2023“ - აშშ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას „წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. განახლება: პენტაგონის ვებგვერდზე აღარ არის მითითებული მონაწილე ქვეყნების სია. განმარტებულია, რომ მასალა რედაქტირებულია. „ბოდიშს ვიხდით იმ შესაძლო გაურკვევლობის გამო, რაც შეიძლება, ამას გამოეწვია“, - წერს პენტაგონი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, ეს განმარტება ეხება თუ არა საქართველოსაც. სწავლებაში ამ დროისთვის მონაწილე ქვეყნების სიაში კი, საქართველო არ წერია: კერძოდ, ამჟამად, წვრთნებში მონაწილე სახელმწიფოებში შედიან, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები, თუმცა სია მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ევროპასა და აფრიკში აშშ-ის არმიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები დინამიკური და ხშირად ცვალებადი მოვლენაა, მონაწილე ქვეყნები კი, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო. ასევე წაიკითხეთ: დაბნეულობა სომხეთის მონაწილეობის შესახებ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში განახლება: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო წელს ოც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ამაში პრობლემას [ვერ ვხედავთ და] ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს საქართველო „Defender 23“-ში. „ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა 30 აპრილს, ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შემდეგ, მედიასთან საუბრისას. „ევროპის დამცველი 21“ – ში აშშ-ის პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში 25 სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი“ პირველად, 2020 წელს ჩატარდა. 2021 წლიდან, წვრთნები ოფიციალურად, ყოველწლიურად იმართება. ბმულზე ნახეთ „ევროპის დამცველი 22“-ის მონაწილეთა სიაც.
კიევში სამხედრო წვრთნები ჩატარდება
23-25 მაისს დედაქალაქსა და კიევის რეგიონში, კიევის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები ჩატარდება. ამის შესახებ სახმელეთო ძალების სარდლობა იტყობინება. სწავლების დროს პერსონალი შეიმუშავებს პრაქტიკულ მოქმედებებს, მათ შორის მძიმე სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით. ასევე, თავდაცვითი ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების დროს, საბრძოლო ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა. პრესსამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის მოახლოებული გადაადგილების ფონზე, ასევე, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში მსგავსი მანევრების ამსახველი ფოტოსა და ვიდეოს გაზიარებისგან.
რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
რუსეთმა იაპონიის ზღვაში 20 ივლისს ჩინეთთან ერთად დაიწყო სამხედრო-საზღვაო მანევრები, რომელთა მიზანიც მოსკოვის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. სწავლება 23 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის განცხადებით, წვრთნების მიზანია „სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის გამტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.“ 2019 წლის შემდეგ ეს რუსეთ-ჩინეთის უკვე რიგით მეექვსე ერთობლივი პატრულირებაა ამ რეგიონში. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა მას მერე, რაც რუსეთი შარშან უკრაინაში შეიჭრა და პეკინმა კრემლის ეს მოქმედება არ დაგმო.
აზერბაიჯანი და უზბეკეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის თანახმად, კომპიუტერული ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები - UZAZ-2023 დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტაშკენტის რეგიონის ჩირჩიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარებული ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სამხედროებმა სპეციალური საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და დაგეგმვის ამოცანები შეასრულეს. წვრთნების ძირითადი მიზანია გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ორივე სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება, შტაბის ოფიცრების უნარების გაუმჯობესება გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მათი პროფესიონალიზმისა და მომზადების დონის შემდგომი ამაღლება.
ავსტრალიაში წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი
ავსტრალიაში სამხედრო წვრთნების (exercise Predators Run) დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ავსტრალიის მელვილის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, სულ 20 ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, წვრთნებში აშშ-დან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან და ინდონეზიიდან 2500 ჯარისკაცი მონაწილეობდა. თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ამერიკელი პერსონალი იმყოფებოდა. ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის შტატში ვერტმფრენი ივლისშიც ჩამოვარდა.
მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ჩინეთის გადაწყვეტილება, გუშინდელ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა, რომელსაც პროდუქტები გადაჰქონდა, საზღვართან ახლოს ცეცხლის ალში გაეხვა. ჩინეთის სამხედრო წვრთნების მიზანს ჯარების სწრაფი მანევრირების, საზღვრების დაცვისა და შეიარაღების გამოცდა წარმოადგენს. მიანმარის სახელმწიფო მედიამ ინციდენტში აჯანყებულები დაადანაშაულა, ჩინეთმა კი, მომხდარის მიმართ შეშფოთება გამოხატა. 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს. უკანასკნელ პერიოდში ხუნტა აჯანყებულების გახშირებულ კოორდინირებულ შეტევებს ებრძვის, რის შედეგადაც, მიანმარის არმიამ რამდენიმე ქალაქსა და სამხედრო პუნქტზე კონტროლი დაკარგა.
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ზექი აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. აქთურქის თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთაქტივობის განმტკიცებას.
ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება
ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დღეს ლიეტუვაში ბუნდესვერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები Grand Quadriga 2024 იწყება. ბუნდესვერის სამხედრო წვრთნებში ლიეტუვის არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო