ძებნის რეზულტატი:
თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანაზე რეკომენდაცია არ გამიცია
„ბოლო დღეებში ცალკეული მედიასაშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება", – ამის შესახებ განცხადებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე ავრცელებს. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მას არ გაუცია რეკომენდაცია ჩინური ვაქცინის შემოტანაზე და ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. „ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი: 1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი. 2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელმძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა, გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს. 3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისთვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -800 ან -200 რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით „tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ). 4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა, იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს თენგიზ ცერცვაძე.
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც 2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს 2020 წლის ტურიზმის შემაჯამებელი სტატისტუკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და 1,749,308 შეადგინა. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი საქართველოს პირველი ლოქდაუნის დაწესებამდე სტუმრობდა. შესაბამისად, საქართველომ გასულ წელს დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს. ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში რეგიონის ქვეყნებიდან იმყოფებოდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი სიის პირველ ათეულში ადგილს საერთოდ არ იკავებენ. ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა ვიზიტები: 1 თურქეთი - 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,0% ; 2 აზერბაიჯანი - 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,7% ; 3 სომხეთი - 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,9% ; 4 რუსეთი - 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელან -85,8% ; 5 საქართველო (არარეზიდენტი) - 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,2% ; 6 უკრაინა - 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელან -79,6% ; 7 ისრაელი - 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,4% ; 8 ირანი - 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელან -88,0% ; 9 უზბეკეთი - 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელან -13,8% ; 10 ბელარუსი - 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელან -78,3% ; 11 ყაზახეთი - 13 779 ვიზიტორი, კლება წინა წელან -86,7% ; 12 პოლონეთი - 10 690 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,9% ; 13 გერმანია - 9 338 ვიზიტორი, კლება წინა წელან -89,5% ; 14 ინდოეთი - 8 364 ვიზიტორი, კლება წინა წელან -84,7% ; 15 აშშ - 7 400 ვიზიტორი, კლება წინა წელან -84,1%. სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველომ ვიზიტორების 80.5% სახმელეთო საზღვრის გავლით მიიღო, საჰაერო ტრანსპორტით ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 95%-ით იკლო.
CNN-ი: დემოკრატებმა, ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, ოფიციალურად წარადგინეს თავიანთი რეზოლუცია პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ, რომელსაც ბრალი დასდეს "აჯანყების წაქეზებაში" ,რომელიც გასულ კვირას აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრას უკავშირდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იმპიჩმენტის რეზოლუციის თანახმად, დამტკიცების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის გზით ორჯერ მიეცა პასუხისგებაში. იმპიჩმენის ტექსტში ნათქვამია, რომ “ის საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული სისტემის მთლიანობას, ერეოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაში”, ტექსტის თანახმად- “ამით მან უღალატა საკუთარ ნდობას, როგორც პრეზიდენტმა, რამაც აშკარა ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების ხალხს“. რეზოლუციაში ასევე მოყვანილია კონსტიტუციის მე -14 შესწორება, სადაც ნათქვამია, რომ „პირი, რომელმა აჯანყება, ან აჯაყების საშიშროება შექმნა, აშშ-ის წინააღმდეგ, დაუშვებელია შეერთებული შტატების თანამდებობა დაიკავოს “. საბოლო პასუხი არის ვიცე-პრეზიდენტზე, თუ ის გადაწყვეტს 25-ე ჩასწორების გამოყენებას და ტრამპს გადააყენებს თანამდებობიდან, მაშინ დემოკრატები აღარ დაიწყებენ იმპიჩმენტის პროცესს. დემოკრატებმა ულტიმატუმი წაუყენეს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, რომ ტრამპი თეთრ სახლს ჩამოაშორონ. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.
გერმანიაში ხვალიდან Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას იწყებენ
გერმანიაში ხვალიდან Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „დღეს Moderna-ს ვაქცინის მოწოდება მიმდინარეობს, ხოლო ხვალიდან არნიშნული პრეპარატით ვაქცინაციას დავიწყებთ“, -განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა. მისი განცხადებით, ქვეყანა 2021 წლის პირველ კვარტალში 2 მილიონ დოზა Moderna-ს ვაქცინას მიიღებს, ხოლო წლის განმავლობაში 50 მილიონ დოზას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად გერმანიას BioNTech/Pfizer-ის 300 მილიონი დოზა და Moderna-ს 160 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს. Moderna-ს ვაქცინას ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ავტორიზაცია გასულ კვირას მიანიჭა
გიორგი ღოღობერიძე: კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს
„კოვიდგატანილმა პაციენტებმა ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ, რადგან ისინი შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ და სხვა დააინფიცირონ“,- განაცხადა Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ. გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს. ექიმი ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს მოუწოდებს რომ ატარონ პირბადე. „ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომედაცის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შედმეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაძე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.
ილჰამ ალიევი: სომხეთი რუსეთსა და ირანს აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რუსეთსა და ირანს დაუკავშირდება. ალიევმა განცხადება, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე მონაწილეობა , რუსეთის პრეზიდენტმა, აზრბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხრეთი პრემიერ-მინისტრმა მიიღო. "სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება რუსეთსა და ირანს. ამასთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით გვექნება გასასვლელი თურქეთის ბაზარზე და თურქული და რუსული სარკინიგზო არტერიები შეერთდება",- განაცხადა ალიევმა. მოსკოვში ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ განცხადებას. ამ განცხადების მიხედვით, საკითხზე იმუშავებენ სამუშაო ჯგუფები, რომელთაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ. ვლადიმერ პუტინის თქმით,ყარაბაღის სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს.
თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელი: სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება
თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელი: სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება "სავაჭრო ცენტრების გახსნა არ მოხდება პირველ თებერვლამდე, რაც ნამდვილად ვიცით. თუმცა, პირველ თებერვალს რა იქნება, მაგას დრო გვაჩვენებს", – ამის შესახებ თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა. ყარალაშვილის თქმით, გახსნის წინაპირობაა თანამშრომლების ტესტირება თვეში ერთხელ. „რაც შეეხება გახსნის წინაპირობებს, ეს არის სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების ტესტირების საკითხი. თვეში ერთხელ უნდა მოხდეს ყველა თანამშრომლისთვის ტესტირების ჩატარება „კოვიდ-19“-ზე, თუმცა ეს რამდენად ეფექტური იქნება, ამის ახსნა ჩვენ ვერ მოვისმინეთ. იმის მიუხედავად, რომ კოვიდტესტირება მოსახლეობისთვის არის უფასო, ჩვენ, როგორც სავაჭრო ობიექტებმა ჩვენი თანამშრომლები უნდა გავტესტოთ და ეს თავად უნდა გადავიხადოთ. ის რაც დღეს შეხვედრის დროს მოვისმინეთ და გავიგეთ, ის არის, რომ ეს სექტორი არანაირ სახელმწიფო დახმარებას არ იღებს საგადასახადო და სუბსიდირების კუთხით. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ ტესტირების ხარჯი ჩვენი გასაწევია და ამაშიც არანაირი შეღავათი არ იქნება. ასევე, არ არსებობს პასუხი, პირველი თებერვლიდან ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ სექტორმა, თავად უნდა მოიფიქროს როგორ უშველოს თავს, რაზეც შიდა კონსულტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და ჩვენ მივმართავთ სახელმწიფოს ჩვენი წინადადებით, როგორც ეს ადრეც გავაკეთეთ, რომ იქნებ რაიმე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ რატომ არ იხსნება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა სექტორები, ამაზე პასუხი დღეს არ არსებობს“, – განაცხადა ყარალაშვილმა.
მედია: FBI სამართალდამცველებს მემარჯვენე ექსტრემისტების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს
ფედერალური ხელისუფლება აფრთხილებს სახელმწიფო და ადგილობრივ სამართალდამცველებს მემარჯვენე ექსტრემისტების მხრიდან შესაძლო ძალადობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ მედია FBI დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ანგარიში, რომელიც მინეაპოლისში FBI- ს საველე ოფისის მიერ მომზადდა, ეყრდნობა ე.წ. „ერთობლივი წყაროების“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და გამოქვეყნდა ერთი კვირით ადრე, ვიდრე ტრამპის მომხრეები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანახმად, ექსტრემისტთა ჯგუფის ნაწილს მიაჩნდა, რომ ისინი „ომში არიან მთავრობასთან“, ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა მიზნით სურდათ მათ კაპიტოლიუმში შეღწევა და არეულობის მოწყობა, მოხსენების თანახმად „Boogaloo“-ს ექსტრემისტთა ჯგუფის, „მოძრაობის მომხრეები თვლიან, რომ მოსალოდნელია მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება და ზოგი ფიქრობს, რომ მათ უნდა დააჩქარონ ვადა შეიარაღებული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვება“.
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ინექცია ბაიდენმა მარცხენა მკლავზე დელავერში, ნიუარკის ChristianaCare -ის საავადმყოფოში გაიკეთა. Pfizer-BioNTech -ის ვაქცინა გათვალისწინებულია ორ ინექციაზე, სამკვირიანი ინტერვალით. ჯო ბაიდენმა პირველი დოზა 21 დეკემბერს გაიკეთა. არჩეულმა პრეზიდენტმა, მადლობა გადაუხადა ექიმებს. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ შეძლებენ 50 მილიონი ამერიკელის ვაქცინაციას, მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში. მისივე თქმით, ვაქცინის დანერგვა საწყის ეტაპზეა და გააფრთხილა ამერიკელები ხანგრძლივი ვადის შესახებ. ”ამას დრო დასჭირდება”, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი
"ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი", - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა ჟურნალ Entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. _გასული წლის 30-31 დეკემბერს, თქვენს მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ უპრეცედენტო მასშტაბის აქტივების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი განმარტებები არ მოჰყოლია. იქნებ დაგვიზუსტოთ, რასთან გვაქვს საქმე? თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი. თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება. გასული წლის 30-31 დეკემბერს, თქვენს მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ უპრეცედენტო მასშტაბის აქტივების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი განმარტებები არ მოჰყოლია. იქნებ დაგვიზუსტოთ, რასთან გვაქვს საქმე? თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი. თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება. _არათუ მაშინ, დღესაც, მედიის და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ქველმოქმედების ესოდენ მასშტაბური აქტი, რომელიც 30-31 დეკემბერს განხორციელდა, რის გამოც, იგი, თავისი ფორმით, გრანდიოზულ საახალწლო საჩუქარს მაგონებს. უხეში დათვლით, ამ აქტივების ჯამური ღირებულება, მილიარდი დოლარი თუ არა, მილიარდ ლარს ნამდვილად აღემატება. როგორც უკვე გითხარით, მე ეს ტრანზაქციები სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და მას მერე დაგიკავშირდით. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ოპოზიციურმა მედიამ ერთი პირობა კი სცადა, ნეგატიურ კონტექსტში წარმოეჩინა ერთ-ერთი აქტივის ფონდისთვის გადაცემის ამბავი, მაგრამ ამ თემას მედიაში გაგრძელება აღარ მოჰყოლია. გულწრფელად მიკვირს, რომ არც ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს და არც ნეიტრალურ მედიას ამ თემის აწევა არ უცდიათ. რით ხსნით ამას? ეს კითხვა მეც მაქვს და მეც თქვენსავით არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ესაა რეალობა და ამ რეალობას, თქვენგან განსხვავებით, გიორგი, მშვიდად ვუსწორებ თვალს. რაც შეეხება ოპოზიციურ მედიას, მათ, რასაკვირველია, საქველმოქმედო ფონდისთვის 30-31 დეკემბერს გადაცემული აქტივების სრული სია აღმოაჩინეს, ისევე, როგორც თქვენ. მასშტაბიც გააცნობიერეს და პოზიტივის პოტენციალიც დაინახეს, მაგრამ ინფორმაცია გაავრცელეს მხოლოდ იმ აქტივის გადაცემაზე, რაც, მათი მოკლე ხედვით, საკითხის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის და უხეში სპეკულაციის მინიმალურ სივრცეს ტოვებდა. დანარჩენზე კი, თვალი დახუჭეს. აბა, საკუთარ პრინციპებს ხომ არ უღალატებდნენ და ჩემზე კარგს ხომ არ იტყოდნენ (იღიმება)? თუმცა, იპოდრომის თემაზე ხელდამწვარები, მალევე მიხვდნენ, რომ ფულის გათეთრების თემის ყურით მოთრევა, მათ ძალებსაც აღემატებოდა და სწორედ იმიტომ მინავლდა მალევე ის აჟიოტაჟი, რაც თქვენც სწორად შენიშნეთ. _თქვენ განაცხადეთ, რომ საბოლოოდ ტოვებთ პოლიტიკას და უბრუნდებით ცხოვრების იმ წესს, რომლითაც 2011 წლამდე ცხოვრობდით, ანუ პერიოდს, როდესაც საჯაროობას, რბილად რომ ვთქვათ, არ სწყალობდით. მეტიც, ქართულ პოლიტიკაში მოსვლამდე, საჯარო სივრცეში თქვენი ერთადერთი ინტერვიუ იძებნება, რომელიც 2005 წელს „ვედომოსტს“ მიეცით. ამ ინტერვიუში, რომლის ერთი ეპიზოდი, ქართულ მედიაშიც დაიბეჭდა, საუბრობთ იმაზე, რომ თქვენი ხედვით, ქველმოქმედი ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან – ისინი, ვინც ახმაურებენ საკუთარ ქველმოქმედებას, მატერიალური დივიდენდების მოპოვების მიზნით და ისინი, ვინც ჩუმად სჩადიან სიკეთეს. თუმცა, ჩუმ და ფარულ ქველმოქმედებასაც, საბოლოოდ, სიკეთის გამცემის სასარგებლო მდგომარეობად მიიჩნევთ, რუსთაველის ცნობილი აფორიზმის თანახმად – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“. თუ სწორად გავიგე, გულისხმობთ იმას, რომ გაწეული ქველმოქმედების საბოლოო ბენეფიციარი მაინც მისი გამცემია, რადგან ქველმოქმედ ადამიანს ეს დიდ სულიერ კმაყოფილებას ანიჭებს. რამდენად სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი? დღეს, როცა ამ ინტერვიუდან 15 წელზე მეტი გავიდა, თქვენ კი ქველმოქმედების დიდი ხნის გამოცდილება დაგიგროვდათ, ისევ ასე ფიქრობთ? სხვათა შორის, „ვედომოსტმა“ ეს აქცენტები ჩემთან შეუთანხმებლად ამოიღო მაშინ ინტერვიუდან და არ დაბეჭდა, რის გამოც, იმავე პერიოდში, „კვირის პალიტრას“ ვთხოვეთ შეევსო დეფიციტი და როგორც ჩანს, თქვენ სწორედ იმ პუბლიკაციას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, იგივეს ვფიქრობ და განვლილმა წლებმა და გამოცდილებამ ეს რწმენა გამიმყარა კიდეც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას. აქ საქმე მხოლოდ მატერიალურ რესურსში არ არის და არც უანგაროდ გაცემული სიკეთის მასშტაბი განაპირობებს ადამიანის სულიერ კმაყოფილებას. გარემოებათა გამო, მე მომეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად და უწყვეტად დავხმარებოდი ადამიანების ფართო წრეს და ზოგადად ქვეყანას, მაგრამ არ ვთვლი, რომ რამით გამორჩეული ან ხარისხით აღმატებულია ის მორალური კმაყოფილება, რაც ამ პროცესმა მე და ჩემს მეუღლეს მოგვანიჭა, ვიდრე თუნდაც იმ ადამიანის განცდა, ვინც საკუთარი დრო დახარჯა, არ დაიზარა და გადასასვლელზე გადაიყვანა ხელჯოხიანი მოხუცი, რის გამოც, შესაძლოა, სადმე დაიგვიანა კიდეც. ასეა ადამიანი მოწყობილი – ნებისმიერი გულწრფელი ნაბიჯი, შეეხიდო და ყოფა შეუმსუბუქო სხვა ადამიანს, უდიდესი პოზიტიური ენერგიით მუხტავს მასვე, რადგან სიკეთის კეთების სურვილი ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუმცა, რასაც ვაკვირდები, თქვენს მრავალწლიან ქველმოქმედებას წითელი ხაზივით გასდევს ერთი თავისებურება, გნებავთ – ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ არც ადრე დაგიმალავთ და დღესაც დამიდასტურეთ, რომ დიდი ანგარიშით, ნებისმიერი ქველმოქმედების საბოლოო ბენეფიციარი თვითონ ქველმოქმედია, არასოდეს გიცდიათ, ფონდს ისეთი ხასიათის პროექტები დაეფინანსებინა, როდესაც, უხეშად რომ ვთქვათ, თავად პროექტი ასრულებს ქველმოქმედისთვის დადგმული ძეგლის ფუნქციას. თქვენ, ძირითადად, უკვე არსებულის, წინაპრების ან წინა თაობების მიერ უკვე შექმნილი, მაგრამ განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი კულტურული თუ მატერიალური მემკვიდრეობის მხარდაჭერაზე ზრუნავდით. ეკლესია-მონასტრები იქნებოდა ეს, განათლების და კულტურის კერები. ეს მიდგომა, თავმდაბლობის და ერთგვარი ანონიმურობის კომპონენტსაც შეიცავს, როდესაც აბრად უკვე არსებული ბრენდი რჩება და არა იმის სახელი, ვინც მის მხარდაჭერაზე იზრუნა. ვგულისხმობ ოპერას, თეატრებს, უნივერსიტეტებს. ამ მიდგომას „მომგებიანს“ ნამდვილად ვერ უწოდებ, თუ ქველმოქმედების სფეროს ეს ტერმინი საერთოდ მიესადაგება, რადგან მავანმა „პრაგმატიკოსმა“ შეიძლება ჩათვალოს, რომ ასე დახარჯული რესურსი საცერში გაშვებული წყალია. თქვენ ასობით კილომეტრი გზა გაქვთ დაგებული საკუთარი ხარჯებით, რომლებიც ბუნებრივ ცვეთას განიცდის, პერიოდულ განახლებას საჭიროებს და ამის გამო, „წარუშლელ კვალს“ არ ტოვებს. ალბათ ამიტომაც მოგიწიათ ზოგი მონაკვეთის ორ-ორჯერ დაგება. იგივე ითქმის საკანალიზაციო სისტემების მოწყობასა და ნაგვის უტილიზაციისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურის შესახებ, საჩხერის რაიონში 11 ათასი ოჯახისთვის გადახურულ სახლებზე... ინტერვიუსთვის მზადებისას სატელევიზიო არქივებში ჩემთვის აქამდე უცნობ რამდენიმე საინტერესო ამბავსაც გადავაწყდი, როდესაც, ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში, თქვენი ბიზნესსაქმიანობის გარიჟრაჟზე, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმი, სადაც აფხაზეთის ომგამოვლილ ჯარისკაცებს უნდა ეცხოვრათ, სახელმწიფოს კი მისი მოვლა-პატრონობის რესურსი არ გააჩნდა, საკუთარი სახსრებით გადახურეთ და ასე გადაარჩინეთ განადგურებას, ასევე სახნავ-სათესი აღჭურვილობით სრულად დაკომპლექტებული 400 ტრაქტორი გამოგზავნეთ საქართველოში, რომელთა შესყიდვისთვის ნახევარი ფულის სესხება დაგჭირდათ... სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაზეც საწყისი ეტაპიდან ვზრუნავდი და რაც მოგვიანებით, პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ შეუძლებელი გახადა, იყო საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირების მაქსიმალური გამორიცხვა. სხვა პრიორიტეტებს რაც შეეხება, დანარჩენი, თავისით, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოხდა – რესურსს მივმართავდი მაშინ და იმ მიმართულებით, როცა ვთვლიდი, რომ ამ რესურსის გარეშე, გადაუდებლად საჭირო საქმე ან ვერ გაკეთდებოდა, ან დაყოვნების გამო უკვე გაკეთებული განადგურდებოდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტიც მას მერე დავიწყეთ, რაც განათლების არსებული კერების რემონტზე ვიზრუნეთ. თქვენ ამ მიდგომას ხელწერა უწოდეთ, კი ბატონო, ერქვას ხელწერა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. _2020 წლის დასაწყისში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გამოქვეყნდა Global Citizen-ისა და Forbes-ის ერთობლივი კვლევა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ფილანთროპების შესახებ. სიის სათავეში არიან უორენ ბაფეტი და ბილ გეითსი მის მეუღლესთან ერთად. ბაფეტის მიერ ბოლო 5 წელიწადში ქველმოქმედებაზე გაცემული სახსრები მისი ქონების 16%-ს, ხოლო გეითსების წყვილის – 9%-ს შეადგენს. სიაში გვხვდება Facebook-ის თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლეც, რომლებმაც საკუთარი ქონების 1,2% გაიღეს. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ცოტა დამაბნეველია განცხადება იმის თაობაზე, რომ ქონების არანაკლებ 90%-ს, თქვენ და თქვენი მეუღლე, საბოლოო ჯამში, ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმართ. მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს ასეთ მასშტაბებს. იქნებ, მეტი სიცხადე შეიტანოთ თქვენი პირადი ქონების საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართვის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? გასაკვირი და დამაბნეველი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ მათთვის არის, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯიუტად არ სურს იმის დაჯერებაც კი, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და რაც, სურვილის შემთხვევაში, ძალიან ადვილი გადასამოწმებელია. გარდა ამისა, მე არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი სხვა ქველმოქმედებისთვის, რომ რაღაც საშუალო სტატისტიკურ თამასაზე გამეკეთებინა სწორება. ასეთი დეტალიზირებული ინფორმაციაც სხვების თაობაზე, ახლა თქვენგან მესმის პირველად. ყველას თავის გზა აქვს და როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე მთელი ცხოვრება ჩემი გზით ვიარე, ჩემი ღირებულებების, პრინციპების და სინდისის კარნახით. ასე იყო ბიზნესში, ასე იყო პოლიტიკაში და ასეა იმ საქმეში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე და არჩევანის ერთგული ვრჩები. მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო. ამიტომ სიტყვასიტყვით შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვენთან პირველ ინტერვიუში, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვთქვი – ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. _ვადაზე ადრე ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლაც, ჩემი აზრით, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პრეცედენტი, მე პირადად, ვერ მოვიძიე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების საფუძველზე ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის ტრადიცია ცივილიზებულ სამყაროში ბანალურ ყოველდღიურობად არის ქცეული, არჩევნებში დამარცხება, თავისთავად მოიცავს იმ დაშვებას, რომ დამარცხებულ ხელისუფალს გამარჯვება და, შესაბამისად, მმართველობის გაგრძელება სურდა, ძალაუფლება კი მხოლოდ იმიტომ დათმო, რომ ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და აღარ გაუგრძელა მანდატი. თქვენი შემთხვევა, ჩემი ხედვით, უნიკალურია იმითაც, რომ უკვე მეორედ, ნებაყოფლობით თმობთ ძალაუფლებას მაშინ, როდესაც დემოკრატიული, ანუ სახალხო ლეგიტიმაციის პიკში ხართ, მას არავინ გეცილებათ და კანონიერად გეკუთვნით. პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი. იმავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოსდაბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული. მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. თავს ვალდებულად ვთვლიდი, მომეხადა ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები. _მაშინ დავუბრუნდეთ ჩვენი ინტერვიუს ძირითად საკითხს – ქველმოქმედებას და მის მასშტაბებს. მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი სახუმარო გამონათქვამი, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად სხვისი ფულის თვლა უყვართ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ წლების განმავლობაში, ფონდ „ქართუს“, რომლის ერთადერთი შემომწირველი თქვენ და თქვენი ოჯახი ბრძანდებით, საქველმოქმედო პროექტებში უკვე დახარჯული აქვს სამ მილიარდ დოლარზე მეტი, რაც დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ დიდ ოთხეულად აღიარებული აუდიტორული კომპანიებიდან ერთ-ერთის Deloitte-ის ყოველწლიური ანგარიშებით. რამდენიმე დღის წინ, ფონდმა გამოაქვეყნა იმ აქტივების ვრცელი სია, რომლებიც თქვენი გადაწყვეტილებით, კერძო მფლობელობიდან საქველმოქმედო ფონდს გადაეცა შემოწირულობის სახით და, რასაკვირველია, ყველა ეს მატერიალური აქტივი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის საწესდებო მიზნებს უნდა მოხმარდეს და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება. ამასთან დაკავშირებით მაქვს ორი კითხვა, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული: შეიძლება ითქვას, რომ საქველმოქმედო ფონდს გადაეცით ყველა მატერიალური აქტივი, რომელსაც სხვადასხვა იურიდიული პირის მეშვეობით ფლობდით და დადებით შემთხვევაში, ამ ტრანზაქციების დასრულების შემდეგ, რა რაოდენობის ფინანსური რესურსი დაგრჩებათ თქვენ და თქვენს ოჯახს? მესმის ორივე კითხვის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ტაქტიან იუმორსაც გიფასებთ. აქტივებს რაც შეეხება, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში. _თქვენი ქონების კაპიტალიზაციას დაახლოებით 5,5 მილიარდ დოლარად აფასებდა რამდენიმე საერთაშორისო ბიზნეს მედია, მათ შორის „ფორბსი“ და „ბლუმბერგი“. ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს. აქტიური ბიზნეს საქმიანობა მე პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დავასრულე, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მივეცი „ვედომოსტს“. საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს – სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა. დანახარჯს რაც შეეხება, კალკულაცია აქაც მარტივია: 3 მილიარდი დოლარი, როგორც თავად აღნიშნეთ, საჯაროდ დადასტურებული ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა, ჩვენ ოჯახს წილად ხვდა კიდევ ერთი საპატიო მისია, რომლის თაობაზე საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია და თქვენი ეს კითხვა რომ არა, შესაძლოა, არც არასდროს გვესაუბრა. თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს. მოგეხსენებათ, უმუშევრობის, გამართული სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, მითუმეტეს, უფრო ადრეულ წლებში, რა ტიპის გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდა ეს ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, საცხოვრისის თუ ელემენტარული საარსებო პირობებით დამთავრებული. ჩვენ, რასაკვირველია, შეგვეძლო, ეს ხარჯი საქველმოქმედო ფონდის გავლით გაგვეღო, კანონმდებლობა ამას არ კრძალავდა, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ფონდს ეს ხარჯი არ შეხებოდა. არ მსურდა, საზოგადო მიზნებისთვის აკუმულირებული თანხების ხარჯვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი გაჩენილიყო, თუნდაც ფონდის დამფუძნებლის და ერთადერთი შემომწირველის მხრიდან. ფონდს აქვს მკაცრად დადგენილი საწესდებო კრიტერიუმები, რომლებსაც სკურპულოზურად იცავს. ფონდს აქვს რეპუტაცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შებღალულიყო და გამონაკლისები არ უნდა დაეშვა. ეს დამატებითი თამასა ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს, ხარჯი ფონდს არ შევახეთ და მას ცალკე ხაზით ვახორციელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ საკმაოდ მოცულობით ხარჯს თუ დავუმატებთ იმ ფინანსურ რესურსს, რაც პოლიტიკაზე დაიხარჯა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებსაც თქვენ „სოციალური მეწარმეობა“ უწოდეთ და რომლებიც ფონდის განკარგულებაში უკვე გადავიდა, ეს ხარჯი, ჯამურად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ხარჯი კლასიკურ ქველმოქმედებად, ამის განხილვაში არ შევალ, ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას. _სასტუმრო „პარაგრაფს“ გულისხმობთ? ჩვენს პირველ ინტერვიუშიც გვქონდა ამაზე საუბარი... არამარტო „პარაგრაფს“, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ეს პროექტი კარგი მაგალითია. მის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდი ამ ობიექტს საკუთარ აქტივად სწორედ საბაზრო და არა საინვესტიციო ღირებულებით მიითვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ აღემატება ამჟამინდელ სარეალიზაციო ფასს. დაახლოებით ამავე მასშტაბის დისპროპორცია იკვეთება „პანორამას“ პროექტში. აქაც, ჩადებული ინვესტიცია ორჯერ აღემატება მის დღევანდელ საბაზრო ფასს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობის გამოც ლამის კაცობრიობის მტრად გამომაცხადეს, კომერციულ პროექტად იმთავითვე არ განიხილებოდა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვებაზე განცხადებას ლუის ნავარო გამოეხმაურა
„ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გათვალისწინებით, ძნელია იმის შეფასება, თუ რას ნიშნავს მისი წერილი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას განაცხადა. „2013 წელს პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომა პოსტის მხოლოდ საჯაროდ დატოვებას ნიშნავდა. მისი ახალი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს ოპოზიციური ძალა მთავრობის წინააღმდეგ, მიანიშნებს, რომ მას კვლავ ძალიან აინტერესებს პოლიტიკა. ასე რომ, მომავალში ვნახავთ, როგორ წარმართავს ის მოვლენებს“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.
სან-დიეგოს ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა
სან-დიეგოს ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გავრცელებული იფორმაციით, ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა პეტერსონმა განაცხადა, რომ ზოგიერთ გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ხველა აღენიშნება. გორილების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომაც დაადასტურა. გორილებს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის დაინფიცირებული თანამშრომლისგან გადაედოთ. აღსანიშნავია, რომ ეს პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.
ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული. ინფორმაციას 9news ავრცელებს. „დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2021 წლის 11 იანვრიდან 24 იანვრამდე, 59-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შედეგად შექმნილი საგანგებო პირობების გამო, ოლქისთვის ფედერალური დახმარების გაწევის განკარგულება გასცა,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. გამოცემის ცნობით დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ვაშინგტონის მერის მურიელ ბაუზერის განცხადებით შემდეგ მიიღო, რომელმაც თქვა რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ ეს აუცილებელი ღონისძიებაა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე: ვითარება დასტაბილურდა. თუ ეს მაჩვენებლი შენარჩუნდა, მერე შეიძლება თქმა, რომ პიკმა გადაიარა
„საქართველოში კოვიდინფექციის 30 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა და ეს უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში - 5000-მდე ახალი ავადმყოფი. ყველა მოსავლელი და დასაბინავებელი იყო. მათგან უნდა აგერჩია, ვის აქვს მძიმე ფორმა, ვის ჰოსპიტალზიაცია სჭირდებოდა, ვის ბინაზე იზოლაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა. არ ჰყოფნიდათ სასწრაფოები, არ ჰყოფნიდათ ოჯახის ექიმები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველო ამ გამოწვევას გაუმკლავდა უკეთესად, ვიდრე ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა“, - აცხადებს Europetime - თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი. გადაიარა თუ არა პიკმა, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ოჯახის ექიმთან კონტაქტის დროს და რას ურჩევს კოვიდგადატანილებს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime-ს თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა. _იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდნფიცირების შემთხვევები შედარებით შემცირდა, შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ პანდემიის პიკმა გადაირა? ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. შემიძლია ვთქვა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუმჯობესებულია. თუ დეკემბრის დასაწყისში იყო 4-5 ათასი, ახლა არის ათასიდან 2000-მდე შემთხვევა იმ ფონზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა გაიზარდა. მაშინ იყო 10-12 ათასი, ახლა არის 18-20 ათასი ტესტი. მეტი ტესტი კეთდება და ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ვითარება დასტაბილურდა. თუ ეს მაჩვენებლი შენარჩუნდა, მერე შეიძლება თქმა, რომ პიკმა გადაიარა. _იზოლაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, რამდენად საშიშია სხვა ვირუსული ინფექციები და რა რეკომენდაციას მისცემდით გამოჯანმრთელებულ პაციენტებს? სასურველია, გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გასვლისგან. იგივე სიფრთხილით გააგრძელონ ცხოვრება, როგორც ინფიცირებამდე. ჰიგიენასთან და დისტანციასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები ძველებურად დაიცვან, რადგან ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია და სასურველი არ არის, რაიმე ტიპის გრიპით დაავადდეთ. _ხშირად ისმოდა სხვადასხვა პრეტენზია ექიმების მისამართით, მათ შორის ეს ეხებოდა ფილტვებზე კვლევის ჩატარებასაც. როგორ უნდა განისაზღვროს კატეს გადაღების საკითხი? რა შემთხვევაში უნდა მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია და მით უმეტეს კატეს გადაღება, პაციენტისთვის ძალიან ძნელი გასარჩევია. ეს მთლიანად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და თუ ექიმი სწორად არ გადაწყვეტს, პასუხს აგებს ამაზე. პაციენტს შეუძლია ერთი რამ - თუ მან ეჭვი შეიტანა, რომ ექიმი გაუმართლებლად ეუბნება უარს ჰოსპიტალიზაციაზე, ან კატეს გადაღებაზე, ან სხვა სახის მომსახურებაზე, უნდა აცნობოს ჯანდაცვის მონიტორინგის სამსახურს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევების მონიტორინგისთვის შეიქმნა. თუმცა იყო ცალკეულ შემთხვევები, პიკის პერიოდში, როცა ვერ ხერხდებოდა დროულად გადაღება დროული ჰოსპიტალიზაცია, დროული კონტაქტი, გამოძახებული სასწრაფო აგვიანებდა. იყო ოჯახის ექიმთან კომუნიკაციის დაგვიანებაც, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ შედარებით. ეს ყველამ უნდა იცოდეს. საქართველოში მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდებოდა - ყველაზე მეტი აქტიური ინფექცია დღეში. იყო დღეები, როდესაც კოვიდინფექციის 30 ათასი აქტიური შემთხვევა ჰქონდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ეს უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში 5000-მდე ახალი ავადმყოფი. ყველა იყო მოსავლელი, დასაბინავებელი. მათგან უნდა აგერჩია, ვის აქვს მძიმე ფორმა, ვის ჰოსპიტალზიაცია სჭირდებოდა, ვის ბინაზე იზოლაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა. არ ჰყოფნიდათ სასწრაფოები და ოჯახის ექიმები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ვისაც უნდა პოლემიკაში ჩამერთოს, დავუმტკიცებ, რომ საქართველო ამას გაუმკლავდა, უკეთესად ვიდრე ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, ან ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. იქ რომ არის რიგები და იქ რომ არის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა, იგივე კატეზე ზოგჯერ ამერიკაში და ევროპაშიც - 2, 3 კვირის მერე წერდნენ. ზოგჯერ - საერთოდ ექიმთთან კონტაქტსაც ვერ ახერხებდნენ განვითარებულ სახელმწიფოებში. იმის თქმა მსურს, რომ ის ყველა შეფერხება, ხარვეზები, სერიოზული ხარვეზები, რაც ჩვენთან იყო, გამოწვეული იყო ინფიცირებულთა ძალიან მაღალი რაოდენობით, იმ კონკრეტულ პერიოდში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. იგივე ხარვეზები გაცილებით მეტი მასშტაბებით იყო უცხოეთში. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ჰოსპიტალიზაციაზე არავის უარი არ უთქვამს, რაიმე პრიორიტეტული ნიშნით. შეიძლება დაგვიანებით, ერთი დღის, 2-3 დღის დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს ყველა მძიმე პაციენტი მაინც ჰოსპიტალიზებული იყო. ოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ, საკუთარ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში გარდაიცვალა სულ 33 პაციენტი. ჰოსპიტალიზაციის დაგვიანება რომ მასიური ყოფილიყო და ვთქვათ ავადმყოფებისთვის საკამრისი დახმარება ვერ გაეწიათ, როცა დღეში 30 ათასი პაციენტი იყო მოსავლელი, როგორ გგონიათ მთელი ერთი წლის განმავლობაში სულ 33 პაციენტი იქნებოდა?! ბრიტანეთში 7 ათასამდე პაციენტია გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ. ბინებსა და თავშესაფრებში. შეადარეთ ახლა ბრიტანეთი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო, ყველაზე წელში გამართული ქვეყანა და 7000 კაცი გარდაეცვალა ჰოსპიტალს გარეთ. იმიტომ, რომ არ ჰყოფნიდათ საწოლები. ჩვენთან ეს არის სულ 33 ადამიანი. მართალია, ბრიტანეთში ჩვენზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ პროცენტულად რომ გადაინგარიშო, მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა. _თუ პაციენტს ოჯახის ექიმის გულისხმიერების და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა, რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია,? რადგან იყო უნდობლობის გარკვეული შემთხვევები. თუნდაც ის, რომ რამდენიმე პაციენტის კლინიკაში გადაყვანა უკვე დამძიმებულ მდგომარეობაში მოხდა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დამძიმებამდე კი არ მოხდა ოჯახის ექიმის მხრიდან სიმპტომებზე დროული და სათანადო რეაგირება. საქართველოში 64 ონლაინ კლინიკაა, მაგრამ სამინისტროში ფუნქციონირებს ერთი ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომელიც ასეთ შემთხვვეებს ინიშნავს, იკვლევს და ექსპერტულ დონეზე ამოწმებს. მაშინ შესაძლოა, გადატვირთვის გამო სატელეფონო კომუნიკაციები ძნელდებოდა. ახლა არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. არავითარი დაბრკოლება ექიმებს არ აქვთ. ამიტომ უნდა მიმართონ მონიტორინგის სამსახურს, როგორც სასამართლოშია. თუ არ გაკმაყოფილებს გადაწყვეტიელბა და ეჭვი შეგეპარა, ასაჩივრებ ზემდგომ ინსტანციაში. ასეა ამ პროცესშიც. თუ სასწრაფოს ექიმი, ან ოჯახის ექიმი რაღაცას არასათანადოდ აკეთებს, პაციენტმა უნდა მიმართოს სამინისტროს ონლაინ კლინიკას, მონიტორინგის სამსახურს. _ეპიდემიოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ემოციური მდგომარეობა კოვიდის გადატანის დროს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიმართ ნდობის ფაქტორი. რა რეკომენდაციას მისცემთ ექიმებს, პაციენტებთან ურთიერთობისას, ნდობის ფაქტორის გასაჩენად? ერთადერთი - მივცემდი უნივერსალურ რეკომენდაციას. მუდმივად უნდა ახსოვდეთ, თუ რას ნიშნავს ექიმი. რა პასუხისმგებლობა აიღო პაციენტის ჯანმრთელობაზე. შესაძლოა ოჯახის ექიმების გამოცდილების ნაკლებობაც იყოს საქართველოში. ერთბაშად დაატყდა საქართველოს პაციენტთან დიდი ნაკადი, გაზრდილი რაოდენობა და ყველა ექიმი შეიძლება ამას თუნდაც მორალურად მომზადებული ვერ შეხვდა. მხედველობაში მაქვს ოჯახის ექიმები. კლინიკის ექიმები მანამდეც ძალიან კარგად უმკლავდებოდნენ. კარგად იყვნენ მომზადებულნი, მუდმივად უტარდებოდათ აკადემიური ტრენინგები. ოჯახის ექიმებმა ძალიან სერიოზული სკოლა გაიარეს ამ 2-3 თვეში. ჩემი პაციენტებისგან რაც ვიცი, ოჯახის ექიმების მიმართ, პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა. არასწორი გადაწყვეტილების რაოდენობებიც შემცირდა. ომშიც დაახლოებით ასეა, გამოუცდელებს როცა უშვებენ ბრძოლაში, იქ დანაკარგიც დიდია და წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებებიც. შემდეგ ომში გამოწრთობილ ბატალიონი ომის გარეშე გაწვრთნილ ბევრ ბატალიონს სჯობია. ჩვენთაც ასე მოხდა. რაც არ უნდა ტრენინგები ჩატარებულიყო; რაც არ უნდა სიტყვიერი რეკომენდაცია მიგეცა, ვიდრე მათ, ასე ვთქვათ „თოფის წამლის სუნი არ იგრძნეს“; უშუალოდ არ მოუწიათ ბრძოლაში ჩაბმა, ბევრ ოჯახის ექიმს აკლდა გამოცდილება. . _ბოლო ორ თვეში გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, ოჯახის ექიმების ახლიდან გადამზადების საჭიროება ხომ არ დადგა? გეგმა არის ჯანდაცვის სამინისტროში. გეგმიური გადამზადებები იქნება . ეხლა ეს ყველაფრი მოხდება მშვიდ გარემოში, როცა უკვე სერიოზული პოტენციალია შექმნილი. კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი. უცხოეთში ოჯახის ექიმია ძირითადი საყრდენი. ძირითადი ერთეული, ვისთანაც ავადმყოფს შეხება აქვს, არის ოჯახის ექიმი. მხოლოდ იშვიათ, აუცილებლობის შემთხვევაში ხდება კლინიკებში გადამისამართება. საქართველოში, როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, ოჯახის ექიმის რგოლი იყო სუსტი. ამ პირობებში კი მიმაჩნია, რომ მოსალოდნელზე უკეთ გაართვეს ყველაფერს თავი. უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას, რა რა საწყისი მოცემულობა გქვონდა. ახლა, იგივე, ეკონომიკა რომ აიღო, საწყისი მოცემულობა, საქართველო არის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყანა და უცბად რომ მოსთხოვო ევროკავშირის ქვეყნების დონეზე შეუქმნა ყველა მოქალაქეს ცხოვრების პირობები, ხომ ვერ შეუქმნის?! ახლა ექიმებისგან რომ ითხოვენ ამას, ექიმებიც იმ საზოგადოების და იმ ქვეყნის წარმომადგენლები არიან, სადაც ცხოვრობენ. არ იყოს ეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძლიერი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში მოხდა მათი მობილიზაცია და საკმაოდ ბრძოლისუნარიან რაზმად ჩამოყალიბება. პირადად ჩემს მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც საქართველოში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო კოვიდთან მიმართებით. კლინიკურზე არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ვიცოდი. პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან მე ამდენს არ ველოდი. ძალიან მოკლე დროში მოახდინეს მობილიზაცია არა უნაკლოდ, სერიოზული ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაართვეს თავი. ამისი ყველაფრის ჯამური შედეგი არის ციფრები, სტატისტიკა. უმეტესობას ეს ახარებს და მოსწონს, ზოგს ეს არ მოსწონს, ვისაც უნდა რომ ყველაფერი ცუდად იყოს და მაგრამ ოფიციალური ციფრები დევს რომ მიუხედავად ამ პიკისა და ერთდროულად ბევრი ინფიცირებისა, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტი არის 1.15 პროცენტი, რაც ევროპაში და ამერიკის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში 54 ქვეყნიდან სულ ექვს ქვეყანას ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელ, ლეტალობის სტატისტიკით. ყველა განვითარებულ ქვეყანას, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ბელგია, შვეიცარია ავსტრია, თუნდაც ჩვენს სამეზობლოში, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი. კოვიდპაციენტთა გარდაცვალების ჩვენზე მაღალი სტატისტიკა აქვს. მეორე, რაც ზემოთ აღვნიშნე, ბინაზე გარდაცვალების ძალიან დაბალი სტატისტიკა. რაც არ უნდა შიგნით ხდებოდეს, რაც არ უნდა ხარვეზები ყოფილიყო, ეს მაინც იქნება ერთეული და ჯამურად საქართველო სხვებზე უკეთ გაუმკლავდა ამ სერიოზულ გამოცდას. სამი დღის წინ, ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა კალიფორნიაზე. ლოს-ანჯელესში, ამერიკის უმდიდრეს ქალაქში, ექიმებმა ინსტრუქცია მიიღეს, რომ უიმედო პაციენტები სტაციონარში არ დააწვინონ. ასევე აქვთ მითითება, ჟანგბადი ლიმიტერებულად დახარჯონ ავადმყოფებზე, პრიორიტეტები დაალაგონ. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გაუჭირდეს ქვეყანის ჯანდაცვის სისტემას, რომ ასეთი რამ დაავალო ექიმებს. როცა პრიორიტეტების არჩევა გიხდება, ესე იგი ძალიან უჭირს იმ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. სერიოზული რაღაც მოხდა შვედეთში, როცა ოფიციალური ინსტრუქცია მისცეს ექიმებს 65 წელს ზემოთ პაციენტები საავდმყოფოში არ წაეყვანათ იმიტომ, რომ მათთვის ადგილი არ იყო. ასეთი ბევრი ფაქტი კატასტროფაა ნებისმეირი ქვეყნისთვის. ეს რომ საქართველოში მომხდარიყო და 65 წელს ზემოთ მყოფი პაციენტების მიღებაზე საავდმყოფოებს უარი განეცხადებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, რა ამბავი ატყდებოდა სრულიად სამართლიანად?! ამავე ინტერვიუდან ნაწილი შემდეგ ბმულებზე ნახეთ: რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ. საქართველოში სპეციალური პროტოკოლით გამოიკვლევენ იმ 500 პაციენტს, რომლებმაც კოვიდინფექცია რთულად გადაიტანეს. კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო ევროპაში მე-7 ადგილზეა
კორონავირუსი კიდევ 1857 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 993
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი. ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.
ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 2 820 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი. ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.
254 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდინფიცირებულებიდან 817 მძიმე პაციენტია. 254 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთვის აპარატზე. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი. ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.
ჯანმოს მთავარი მეცნიერი: ვაქცინაციის მიუხედავად, მსოფლიო კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მიაღწევს
მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს 2021 წელს ვერ მიაღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არაერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინა გვექნებოდა და მას ყველა ქვეყანა მიიღებდა, თუმცა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. მისივე თქმით, მიმდინარე წელს კვლავ მოგვიწევს ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 754 თბილისში, 334 იმერეთში, 158 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 820 მოქალაქე. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი. ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსული ინფექცია აქვს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, ტესტირების დადებითი პასუხი მიიღო, თავს ნორმალურად გრძნობს და თვითიზოლაციაშია. დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს. ბჟანიას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ანქვაბი კი ჯერ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9961 შემთხვევა, მათგან 7506 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 142 ადამიანი. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.