ძებნის რეზულტატი:

"გირჩი" ზურაბ ჯაფარიძის მეოთხე მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს

“გირჩი” პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პარტიის ყოფილი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს. თუმცა მანამდე "გირჩის" წევრები იმედოვნებენ, რომ საარჩევნო ბარიერზე ხელისუფლებასთან შეთანხმების შემთხვევაში, ზურა ჯაფარიძე საკანონდებლო საქმიანობაში ჩაერთვება. "გირჩმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევენბში ოთხი მანდატი მოიპოვა. საარჩევნო სიის ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ზურა ჯაფარიძის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, პარტიის სხვა წევრს შეუძლია. "ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს პარლამენტში, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების პირობას დადებს. ზურა ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის იქნება ტესტი,. თუ უმრავლესობა ამ პირობას დადებს, ზურა ჯაფარიძეს მორალურად ევალება, პარლამენტში შემოსვლა. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, რომ ეს არის როგორც მარსზე ნაკვეთიო. და თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს?!. ჯერ ახსნას, რატომ არ შემოვა ასეთ პირობებზე და მერე საარჩევნო სიის მეოთხე ადამიანი პარტიას გვეკუთვნის”, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. საარჩევნო ბარიერის შესასცვლელად საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა არის საჭირო. "ქართულ ოცნებას" 90 მანდატი აქვს. "პატრიოტთა ალიანსის" სიით 4 დეპუტატი შევიდა, "მოქალაქეებიდა" 2 დეპუტატი. იმ შემთხვევაში თუ გირჩი "პარლამენტში ზურა ჯაფარიძის გარეშე სამი წევრით შევა, მხოლოდ 99 ხმა გროვდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის. ვახტანგ მეგრელიშვილის მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან უბარიერო სისტემის შემოღების პირობის დადების შემთხვევაში, "გირჩი", სხვა პარტიების ოპოზიციონერ დეპუტატებსაც დაარწმუნებს, პარლამენტში შესვლით საარჩვენო რეფორმას მხარი დაუჭირონ. “ქართული ოცნების” განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში უმრავლესობა უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამ საკითხს სერიოზული.

პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს

„ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები შეაფასა. პოლ გობლს სჯერა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება. „მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

უკრაინას სურს, რომ NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთან ერთად მიიღოს

„ჩვენ გვსურს ძალიან არ ჩამოვრჩეთ საქართველოს, ხოლო, იდეალურ შემთხვევაში, სქართველოსთან ერთად მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი), რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ-მდივან, იენს სტოლტენბერგთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა და მოუწოდა კიევს, რომ მოახდინოს ძალისხმევის კონცენტრაცია რეფორმებზე, რომლებიც „აახლოებს უკრაინას ალიანსის წევრობასთან“. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავი აარიდა ვარაუდს, თუ როდის შეიძლება გახდეს უკრაინა ნატოს წევრი, მაგრამ აღნიშნა, რომ „ალიანსი დაეხმარება უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და მხარს დაუჭერს უკრაინის მიერ НАТО-სკენ აღებულ გეზს“. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა 2008 წელს NATO-ში რომ მიეღოთ, აღარ იქნებოდა ესკალაცია დონბასში და არ დაიღუპებოდა ამდენი ადამიანი.

იტალიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციების დროს 55 ქართველი დააკავეს

იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია. „კანონიერი ქურდების“ დაჯგუფებას ადგილობრივმა პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შედეგად მიაკვლია. იტალიური მედია ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციების შესახებ იუწყება. მათივე ინფორმაციით, კრიმინალური ორგანიზაციის ეპიცენტრი რეჯო-ემილია იყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველა ქურდობა „ქართული მეთოდებით“, სპეციალური ხელსაწყოებით ერთი ხელწერით ხორციელდებოდა, რომ არ დაეტოვებინათ სხვადასხვა შენობებსა და სეიფებში შეღწევის კვალი. ამასთან აღნიშნულია, რომ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი მეორე დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით უკრაინაში იგზავნებოდა. სამართალდამცველების მუშაობის შედეგად,

ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით

„პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს განუცხადა. მიტჩელი ბაიდენის წინამორბედთან ავლებს პარალელს. „პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

დღეიდან სკოლაში ონლაინ სწავლების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

სკოლაში 15 თებერვლიდან სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ყოველ ოთხშაბათს მშობელს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს მოსწავლე განათლების სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე online. emis.ge. ასევე განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი. შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს.

თურქეთი მთვარეზე პირველი მისიის შესრულებას 2023 წლისთვის გეგმავს

თურქეთი მთვარეზე მისიის შესრულებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „პირველი მისია შესრულდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. გასულ თვეში, ერდოღანი ესაუბრა Tesla-ს და SpaceX- ის უფროსს, ელონ მასკს, თურქულ კომპანიებთან კოსმოსურ ტექნოლოგიებში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

შსს: იტალიის გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ქართველები საფრანგეთშიც დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას საქაღთველოს შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს ცენტრალური ოპერატიული სამსახურის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის რეჯიო ემილიას სამხარეო პოლიციისა და ინტერპოლის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით. ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა, 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად, იტალიურ მხარესთან საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით, არაერთხელ გაცვალეს ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ. საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ. ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ. ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა. ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ - კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია.

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

აშშ-ის სენატის თქმით, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი კონსტიტუციურია, რაც სრული პროცედურების დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, 56 სენატორი, მათ შორის 6 რესპუბლიკელი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციას არ არღვევს, ხოლო 44 რესპუბლიკელი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. იმპიჩმენტის პროცესი 10 თებერვალს გაგრძელდება. მხარეები შესავალი დებატებით გამოვლენ, თითოეულ მათგანს ამისთვის 16 საათამდე დრო ექნება. ტრამპი სენატში გამოსვლას არ გეგმავს, მის პოზიციას ადვოკატები წარადგენენ. ცნობისთვის, თუ სენატის წევრები ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევენ, ის მომავალში სახელმწიფო თანამდებობებს ვერ დაიკავებს. შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება. სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი გუშინ დაიწყო. როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 544 ადამიანს დაუდასტურდა, 469 გამოჯანმრთელდა, 5 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 244 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 255 385, გარდაიცვალა 3 311 პაციენტი. 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია. ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%. 544 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. მძიმე პაციენტები: 471. მათგან თბილისში მკურნალობს 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე:133. მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 კი ბინაზე მკურნალობს. კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 094. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 მოქალაქე.

ამნისტიის შედეგად 189 პატიმარი გათავისუფლდა

ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189-მა პატიმარმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა. „170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან. 53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო. 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა. ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. აღსანიშნავია, რომ ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი). საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია. 2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა. 4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4 055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

​3 790 მგზავრს, პირბადის არასწორად ტარების გამო, გაფრთხილება მიეცა

524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქმოქმედებიდან მესამე დღეს, კახა კალაძემ სტატისტიკა წარმოადგინა. „524 მგზავრი შეეცადა პირბადის გარეშე ასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. ​3 790 მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორად ტარების გამო. ძირითადად, ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. ჩამოწეული პირბადთ იყვნენ და გაფრთხილება მიეცათ. საპატრულო პოლიციის გამოძახება მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდა, რადგან პირბადეს არ იკეთებდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ შემთხვევაში არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის "ურბანული გენოციდის“ მაგალითი

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის "ურბანული გენოციდის“ მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. "მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე. არანაირად არაა განსაზღვრული გზების განვითარება, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ არაა საუბარი. ​ელემენტარულად, ​რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები. ტყვარჩელის ქუჩის N5-ში, სადაც ბარაკული ტიპის სახლები იყო განთავსებული. განხორციელდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა, ამ დღეებში დაიწყება ბარაკების დემონტაჟი და ამ ფართობზე სკვერის მოწყობა. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. ამ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დღეიდან ისევ ამოქმედდა

"საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა პანდემიის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ავტომფლობელებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა. რადგან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა, საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება“, - განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ იმ არეალებში ამოქმედდება, რომლებიც აქამდე იყო განსაზღვრული. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირზე, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეულ ნაწილსა და ვაკის რაიონში.

პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე თ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყება აცხადებას, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისში თ.ჭ., დაზარალებულს დაჰპირდა, რომ თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 5 500 აშშ დოლარს. "თ.ჭ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

გურიაში ავტომობილი ხევში გადავარდა

გურიაში, აცანა-მამათის გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცოლი და ოთხი შვილი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იენს სტოლტენბერგი: NATO-მ შავი ზღვის რეგიონში თავისი როლი გააძლიერა

„NATO-მ შავი ზღვის რეგიონში თავისი როლი გააძლიერა“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიჰალასთან, ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. გენერალურმა მდივანმა და პრემიერ მინისტრმა სხვა საკითებთან ერთად განიხილეს უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს სრული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. ამავე თემაზე: უკრაინას სურს, რომ NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთან ერთად მიიღოს

450 დაღუპული და 6 640 დაშავებული - საქართველოში 2020 წელს 4 999 ავარია მოხდა

2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 4 999 შემთხვევიდან 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სულ 6 640 მოქალაქე დაზიანდა, ხოლო 450 ადამიანი გარდაიცვალა. ცნობისთვის, 2019 წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. 2019 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 5 839 იყო, დაზარალებულთა რაოდენობა – 7 921, დაღუპულთა რაოდენობა კი – 481.

მოსწავლეებმა სკოლაში გადაადგილებისას 1-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებისთვის, პანდეემიისგან დასაცავდ, ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს. უწყების ცნობით, სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა: ► მოსწავლის ტრანსპორტირება: სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება ► სკოლაში შესვლამდე: თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას. სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე; თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად. ► მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში: სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით. მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია. საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით. გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში. საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით. ► რეკომენდაცია მშობლებს: შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას; მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში. ► რეკომენდაცია მასწავლებლებს: სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით; სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი; კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით; მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით; მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით; მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად. ► ასევე, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

ლევან იოსელიანი: პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მე თვითონ ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი

"პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი", - აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერტი წევრი, ლევან იოსელიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს. როგორც იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში აღნიშნა, პარლამნტის ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება... "პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაშია ეკონომიკა, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება... მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე", - განაცხადა იოსელიანმა.