ძებნის რეზულტატი:
მიხეილ ჩხენკელი: 24-ე სკოლას მივმართეთ, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებამ 24-ე სკოლას მიმართა დისციპლინური საბჭოს ფორმატში განიხილოს სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება: “რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას შესაბამისმა დისციპლინირმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება” – განაცხადა განათლების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის, ეკა ბროლაძის პოსტი. ის მასწავლებლებს ეუბნებოდა, რომ ორი პარალელული კლასისთვის ახალ ცხრილს გააკეთებდა, გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა. დილით მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ ჩაატარებდა, ერთი მასწავლებელი კი მოვიდოდა და ორ გაკვეთილს ჩაატარებდა – “დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე” – წერდა დირექტორის მოადგილე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ზაზა გახელაძის დაკავებაზე: უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი
ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხში, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი, ზაზა გახელაძის დაკავებას აკრიტიკებენ და ე.წ "სასამართლოს" გადაწყვეტილება გმობენ. "ეს უკანონო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაა. მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გახელაძე. ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რუსეთის პასუხისმგებელობა საქართველოს საპარატისტულ რეგიონებში კონტროლზე, რაც ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს დაასკვნა",- ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის შესანახად 12 დაწესებულებიდან მოთხოვნები ცხრამ დააკმაყოფილა
"რეგულირების სააგენტომ, ამ დროისთვის, 12 დაწესებულება შეაფასა, მათგან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვისაა დადგენილი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დაწესებულებებში ტრენინგი ამ კვირაშივე დაიწყება. "დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა". – აღნიშნა თამარ გაბუნია.
მიხეილ სარჯველაძე წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნაზე: თუ ასე მოხდება, ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში
კულტურის სფეროს დიდი პერსპექტივები გაუჩნდება, თუ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად თეა წულუკიანი დაინიშნება, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა მოიაზრება. "იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში, ვინაიდან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეძლებს, რომ ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება განაპირობოს", — განაცხადა სარჯველაძემ. ამჟამად, თეა წულუკიანი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. როგორც დაგეგმილია, განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და კულტურის სამინისტრო შეიქმნება, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებიც გაერთიანდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს. თუმცა, არც თვითონ წულუკიანი და არც მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
კორონავირუსის ვაქცინაზე შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტია "ლელოს" მოთხოვნას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი წესი, რომლითაც გასცემს საჯარო ინფორმაციას. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, Covax-თან, ისევე, როგორც სხვა მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას სამინისტრო არ აპირებს. მისივე თქმით, ყველას შეუძლია, სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია. "ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ Covax-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ისევე, როგორც მწარმოებლებთან შეთანხმებით გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის, რაც საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, გასააჯაროვოს Covid-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჯარო მიმოწერა. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას შეეცდება, პარტია სამართლებრივ გზებს მიმართავს.
აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთს ევროსასამართლოში უჩივლა
აზერბაიჯანი სომხეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის, ასევე 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი კონფლიქტისთვის ევროსასამართლოში უჩივის. აზერბაიჯანი სომხეთს ასევე ბრალს დებს იმაში, რომ სომხეთმა არაფერი იღონა იმისთვის, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე უგზოკულოდ დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედროები ეპოვნა. 10 ნოემბერს, მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.
ირანმა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო
France 24-ის ცნობით, ირანმა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. 80 მილიონიანი მოსახლეობის იმუნიზაცია ქვეყანამ რუსული Sputnik V-ის ვაქცინით დაიწყო. ირანი რუსული ვაქცინის რამდენიმე პარტიას კიდევ მიიღებს. ქვეყანას ასევე დარეზერვებული აქვს ბრიტანული AstraZeneca-ს ვაქცინაც, რომელსაც Covax-ი მიაწვდის. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის 636 ცენტრი გაიხნსა.
ფინანსისტი: 8 ბანკის ზარალის შესახებ, მონაცემები ბუღალტრული გატარებაა და რეალურ მოგებას არ ასახავს
საყოველთადო ცნობილია, რომ საბანკო სექტორის სტაბილურობაზეა დამოკიდებული იმ ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობა, რომლებსაც საბაზრო ეკონომიკა აქვთ. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ბანკის გაკოტრების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა პანდემიის ფონზე, ბანკები კრიზისის საფრთხეზე უკვე ალაპარაკდნენ. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორის 2020 წლის წლიურმა ფინანსურმა შედეგებმა აჩვენა რომ სექტორის წმინდა მოგება 8.6-ჯერ შემცირდა და 2019 წლის 853 მილიონი ლარის ნაცვლად 99 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოში მოქმედი ბანკებიდან, 8 ბანკმა, არა თუ მოგება, მილიონობით ლარის ზარალი ნახა. 2020 წელს ფინანსური ზარალი მიიღეს შემდეგმა ბანკებმა: 1) "ქართუ ბანკი" - -24,751,630 ლარის ზარალი; 2) "სილქ როუდ ბანკი" - -1,182,511 ლარის ზარალი , "ფინკა ბანკი საქართველო" - -2,887,850 ლარის ზარალი ; "ტერაბანკი" - -13,830,949 ლარის ზარალი ; "ვითიბი ბანკი ჯორჯია" - -14,776,340 ლარის ზარალი, / "ლიბერთი ბანკი" - -15,173,231 ლარის ზარალი, "პაშა ბანკი საქართველო" - -23,193,879 ლარის ზარალი / "ხალიკ ბანკი საქართველო" - -12,894,496 ლარის ზარალი. რაც შეეხება ბანკებს, რომლებმაც პანდემიის ფონზე მოგება ნახეს: "თიბისი ბანკი" - 123 მილიონის წმინდა მოგება. "საქართველოს ბანკი" - 57,108,880 ლარის წმინდა მოგება; "კრედო ბანკი" - 13,950,614 ლარის წმინდა მოგება ; "ბაზისბანკი" - 5,972,349 ლარის წმინდა მოგება, "პროკრედიტ ბანკი" - 3,534,386 ლარის წმინდა მოგება. მიანიშნებს თუ არა საბანკო სექტორის კრიზისზე აღნიშნული სტატისტიკა? პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც საბანკო სექტორმა ისე ხელისუფლებამ, ამ საკითხებზე Europetime ფინანსების სპეციალისტს, ირაკლი ერაძეს ესაუბრა. როგორც Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუმარტა, ბანკების მოგების ასეთი კლება ერთი შეხედვით საგანგაშოა, თუმცა მხედველობაში მისაღებია ის, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 1.2 მილიარდი ლარის ოდენობის ფულადი სახსრები დაარეზერვეს, რაც მომავალში სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. ფინანსისტის თქმით, სტატისტიკა, რომლის თანახმად 2020 წელს საქართველოში 8 ბანკმა მილიონობით ლარის ზარალი ნახა, ბუღალტრული გატარებაა და საბანკო სექტორის რეალურ მოგება\ზარალს არ ასახავს. "მაგალითისთვის ავხსნი. თუ ბანკმა მოგება ნახა 100 ლარი მაგრამ აქედან დაარეზერვა 80 ლარი, ფინანსურ მაჩვენებლებში მოგება გამოჩნდება რომ აქვს 20 ლარი", - აღნიშნავს ირაკლი ერაძე. აღნიშნულ სტატისტიკის შეფასებისას, ფინანსისტის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ესე ვთქვათ უბრალოდ ბუღალტრული გატარებაა და არ ასახავს საბანკო სექტორის რეალურ მოგება\ზარალს, თავის მხრივ ცალსახად მაჩვენებელია იმისა რომ საბანკო სექტორი ვარაუდობს კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფინანსო სექტორზე გადაცემის შესაძლებლობასაც. "საყურადღებოა უმოქმედო სესხების ზრდის ტენდენცია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში 4.5%-დან გაიზარდა და ამჟამად 8.4%-ს შეადგენს. ეს ის სესხებია რომლებზეც საბანკო სექტორი მიმდინარე შემოსავალს ან ვერ იღებს ან გართულებულია და საბოლოო ჯამში მათ საბალანსო უწყისს აუარესებს. როგორც წლიური მონაცემებიდან ირკვევა "ქართუ ბანკს" ესეთი უმოქმედო სესხის წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში 35%-ს შეადგენს, რაც მთლიანად საბანკო სექტორში ყველაზე მაღალია და სწორედ ეს იყოს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ამ ბანკის ცუდი ფინანსური შედეგისა. ზოგადად, იმისათვის რომ გავარკვიოთ ის თუ რა იყო მიზეზი კონკრეტული ბანკის კარგი თუ ცუდი ფინანსური შედეგისა საჭიროა მათი ყველა ძირითადი ფინანსური უწყისის ანალიზი. ჩემი დაკვირვებით 2020 წლის მაჩვენებლები საერთო ჯამში ნორმალურია იმ კრიზისის გათვალისწინებით რაც კოვიდპანდემიას მოყვა. ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლიდან 2019 წლის ბოლომდე გატარებული მაკროპრუდენტული ზომების დიდი წვლილიცაა, ის რომ ჩვენი საბანკო სექტორი მეტწილად მომზადებული დახვდა პანდემიის მიერ გამოწვეულ სიძნელეებს. სეგმენტის მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროდ ვთვლი რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს ფისკალური წესრიგი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართულებით და მაქსიმალურად შეეცადოს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი ხარჯები, იქნება ეს სუბსიდიის, თუ სხვა სახით. თავის მხრივ ბანკებმა უნდა მოახერხონ: თითოეული უმოქმედო სესხის ინდივიდუალურად განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მათ მიმართ მიღებულ იქნას კონკრეტული მსესხებლის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 2021 წელს ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან და საბანკო სექტორთან ერთობლიობით საბანკო სეგმენტის მდგრადობის შენარჩუნებას, რადგან მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ბანკებზე გადაცემის საშიშროება ესეთ ვითარებებში ყოველთვის არსებობს, რისი დადგომაც დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად ეკონომიკისთვის", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ. ეროვნული ბანკის მონაცმეებით, ქართული ბანკების ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია რომ 2019 წელს "თიბისი ბანკის" მოგებამ 392 მლნ ლარი შეადგინა. მისი აქტივების ღირებულება 18 მლრდ ლარი იყო და ამ მხრივაც ეს კომერციული ორგანიზაცია საქართველოში პირველ ადგილს იკავებს. 2020 წელს კი მონაცმეები ასე გამოიყურება - "თიბისი ბანკი" - 123,180,649 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 21,727,528,822 ლარი. "თბისი ბანკში" აღნიშნავენ რომ ხვა ბანკებისგან განსხვავებით 2020 წლის მოგება მხოლოდ ტრანზაქციებით იყო განპირობებული. დიდი ბანკებისგან განსხვავებით, 2020 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება, 2019 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების ზომა 7.1%-ით გაიზარდა და ამჟამად ჯამური მოგება 2020 წელს 44.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს არსებულ 0.1 მილიონიან მოგებას ბევრად აღემატება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქართველოში ჯამურად 1.18 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული.
შსს-მ "დაუმორჩილებლობის აქციაზე" მყოფი 19 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის "დაუმორჩილებლობის აქციაზე" 51 პირი ამოიცნო და მათ მიმართ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოება დაიწყო. როგორც ცნობილია, იდენტიფიცირებული 51 პირიდან 19-ის წინააღმდეგ გადაადგილების აკრძალვის განმეორებითი დარღვევის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო; 8 მონაწილე დაჯარიმდა 2 000 ლარით; 24 პირის მიმართ კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და, სავარაუდოდ, ისინიც დაჯარიმდებიან 2 000 ლარით. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აქციას მართავენ
სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამაინები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, მაგრამ საზღვრის დაკეტვის შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაცია კი ერთჯერადად მიიღეს. ისინი საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას მოითხოვენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში ჰესის მშენებლობის დროს კარმიდამო დაუზიანდათ, კომპენსაცია კი არ მიუღიათ. აქციაზე არიან ე.წ ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულები, რომლებიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გარანტიას ითხოვენ. აჭარის მთავრობის სახლან შეკრებილები 15 თებერვალს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.
საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები: ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე
ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. ამასთან, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი. ანგარიში გამოქვეყნდა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება და ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. „ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. „ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე კარგად ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდან ქართველ ხალხს გვერდში ედგა. „გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტების სახით მობილიზება მოვახდინეთ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოყო. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, იმისთვის, რომ მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის”. ძირითადი დასკვნები საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით“, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად
„გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, რათა მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის“, განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას. „ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდან ქართველ ხალხს გვერდში ედგა. გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტების სახით მობილიზება მოვახდინეთ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოყო. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, რათა მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის”, - აღნიშნა ევროკიმისარმა. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, რათა მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის”. ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე.
ჟოზეპ ბორელი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში იმოქმედოს
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში იმოქმედოს“, - განაცხადა,ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის ანგარიშის წარდგენისას. „ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე კარგად ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ”, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა. ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე.
უკრაინის ელჩი: სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ გვეხმარება საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში
„სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩის შეფასებით, დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მოწოდება არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. მათივე ცნობით, იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში „დაუმორჩილებლობის აქციები“ დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის წარმომადგენელი: ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო
ქართული მხარე „გახელაძის საქმეს“ პროპაგანდისა და მიზანმიმართული სიცრუისთვის იყენებს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტის“ წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა „ეხო-კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის მისჯილ უკანონო, 12-წლიან პატიმრობასთან დაკავშირებით საუბრისას ჯიოევმა განაცხადა, რომ „ეს ყველაზე მსუბუქი სასჯელია.“ მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ გამუდმებით მოუწოდებენ, ჰუმანურობა გამოიჩინონ, თუმცა ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე „სამხრეთ ოსეთის“ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც 2008 წლიდან არიან დაკარგულები. „საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთს, გამოიჩინოს ჰუმანურობა, მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლიდან დაკარგულები არიან და საერთაშორისო ექსპერტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ჯიოევმა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება"ბერლინალეს" ერთ-ერთი სექციის მონაწილე გახდა
სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. 2 თებერვალს კი ფილმი ფესტივალის ფარგლებში ხელმეორედ აჩვენეს. სალომე ჯაშის ნამუშევარზე წერდნენ ისეთი გამოცმები როგორიც არის: cineuropa.org „სქრინ დეილი" flickeringmyth, The film stage’’ , Modern Times Review . "მოთვინიერება" დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანის დოკუმენტურ კადრებს ასახავს და უცხოურ პრესაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. უცხოური მედია ზღვაში მცურავ და გზებზე მოგზაური ხეების უნიკალურ კადრებთან ერთად, ფილმის სიღრმეზე და რეჟისორის ხედვაზე ამახვილებდა ყურადღებას. წელს "ბერლინალე" სხვა ფესტივალების მსგავსად ონლაინ გამართება. წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველი ეტაპი ონლაინ რეჟიმში 1-დან 6 მარტის ჩათვლის გაიმართება. მონაწილეთა სრული სია 11 თებერვალს გახდება ცნობილი. მეორე ეტაპი, მოგვიანებით, ივნისში არის დაგეგმილი.
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ Covid-19 უხანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ Covid-19 უხანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა უხანში გამოძიების შედეგებზე ისაუბრა. ექსპერტებმა ასევე ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებზეც. მათი თქმით, ეს ჰიპოთეზა ნაკლებად სავარაუდოა და ამ მხრივ არ იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება. Covid-19–ის პირველი შემთხვევა უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში სამეცნიერო გამოძიებას 27 იანვრიდან აწარმოებდნენ. ექსპერტთა ჯგუფს რამდენჯერმე უარი უთხრეს ჩინეთში შესვლაზე.
რუსეთში „დამამცირებელი“ ვიზიტისთვის 70-ზე მეტ ევროპარლამენტარს ჟოზეპ ბორელის გადადგომა სურს
70-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ჟოზეპ ბორელის გადადგომა მოითხოვა. მას მოსკოვში „დამამცირებელი ვიზიტისთვის“ აკრიტიკებენ. 73-მა პარლამენტარმა ესტონელი პარლამენტარის, რინო ტერასის წერილს ხელი უკვე მოაწერა. წერილში პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ „შეშფოთებულნი არიან რუსეთში ვიზიტის დამამცირებელი განვითარების გამო“. „ბორელმა არასწორად შეაფასა მოსკოვში ვიზიტის გადაწყვეტილება და მისი ვიზიტის დროს ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების დაუცველობამ სერიოზული ზიანი მიაყენა ევროკავშირის რეპუტაციას”, - ნათქვამია წერილში. პარლამენტარებს არ ეთახმება ევროკომისიის პრეზიდენტი, მისი თქმით, ბორელის მისი სრული მხარდაჭერა აქვს და რომ ბორელის ვიზიტს კომისართა კოლეგია განიხილავს. ამავე თემაზე: „რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა“ - ბორელი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ.
ცოფის გამო ქობულეთის სამ სოფელში კარანტინია
ცოფის გამო ქობულეთის სამ სოფელში კარანტინია. შესაბამისმა სამსახურმა ადგილობრივებს შინაური ცხოველის საძოვარზე გაყვანა და რძის ნაწარმის რეალიზაცია აეკრძალათ. ცოფის შემთხვევა პირველად სოფელ ჯიხანჯურში გამოვლინდა, მოგვიანებით კი სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაშიც დაფიქსირდა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ პრევენციული ზომები უკვე მიღებულია. ე.წ. კარანტინი 60 დღიანია და, ამ პერიოდის განმავლობაში, სამივე სოფელში დაწესებული შეზღუდვების შესრულება ყველა ადგილობრივს მოუწევს.
ჟოზეპ ბორელი მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს
ჟოზეპ ბორელი მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოსკოვში თავის ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთი დაადგა „საგანგაშო, ავტორიტარულ გზას“ და „დაუნდობლად ებრძვის დემოკრატიულ ალტერნატივის შექმნისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას.“ ბორელმა გუშინ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა.