ძებნის რეზულტატი:

თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა - ჰარცელი

თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა, - განუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც ევროკავშირმა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო საგნები გადასცა. ​„ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ასევე, შევხვდი ამ ჰოსპიტლის თანამშრომლებს და ბედნიერი ვარ იმით, რომ დახმარებას ვუწევთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის წინაშე, დახმარებას უწევენ პაციენტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდების მთავარი სპონსორია და თებერვლის ბოლოს პირველ პარტიას უკვე ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ეკონომიკის მინისტრი: დახურული სივრცეები მალე გაიხსნება, თუ ინფიცირების ამ სტატისტიკას შევინარჩუნებთ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თუ ქვეყანაში კოვიდინფიცირების ასეთი პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნდა, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე, რესტორნების შიდა სივრცეების გახსნის საკთხს განიხილავენ. ამის შესახებ მინისტრმა სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ამ მომენტისთვის რეგულაციების მკაცრად დაცვით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ მომენტისთვის, როდესაც სარესტორნე ინდუსტრიის შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ. ამ მომენტს მივუახლოვდით. თუ ეპიდსიტუაცია ისევ კონტროლის ქვეშ იქნება. თუ ასეთივე პოზიტიური ვითარება იქნება, როგორც დღეს, არ გამოვრიცხავთ, მომდევნო საკოორდინაციო საბჭოზე, დახურული სივრცეების გახსნის თემა განვიხილოთ. ამისთვის აუცილებელია დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს ეს სფერო. ამიტომ ჩვენ დღეს გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, გავიარეთ დამატებითი რეგულაციები. ისეთ დეტალებში ჩავედით როგორიცაა კვადრატულობაზე რამდენი სტურმარი უნდა იყოს, სავალდებულო ტესტირება როგორ უნდა იყოს წარმართული. განსაკუთრებული მოთხოვნა არის და სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ სოციალური ღონისძიებების მიმართ. როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც აკრძალულია დღესდღეობით", - განაცხადა ნათია თურნავამ. "წისქვილ ჯგუფის" წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები შეხვედრას დადებითად აფასებენ და პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მისი თქმით, რესტორნები გამკაცრებული რეგულაციებით შეძლებენ შიდა სივრცეების ფუნქციონირებას. შეგახსნებთ, რომ რესტორენებს და კაფე-ბარებს, ღია სივრცეებში მუშაობის უფლება 15 თებერვლიდან მიეცათ.

ნათია თურნავა: Ryanair-ზე ჯერ არ ვიცით, მაგრამ Wizzair აპრილიდან დაიწყებს ფრენებს

აღადგენს თუ არა Ryanair-ი წელს საქართველოში ფრენებს, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჯერ არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ Wizzair-თან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გარკვეულია. მინისტრის განცხადებით, Wizzair საქართველოში ფრენებს აპრილიდან განაახლებს. „რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია, ბოლო ერთ წელიწადში სერიოზულად დაზარალდა. Ryanair-საც აქვს თავისი სირთულეები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას. Ryanair-თან გვაქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება საქართველოში ფრენა. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით, რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად Wizzair-ი მზადაა აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც ბოლო ეტაპზე გვექნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, სამინისტროს მოლაპარაკება აქვს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან, რომლის დასახლეებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მოლაპარაკებების ინტერესის გათვალისწინებით. საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოიხსნა, მაგრამ მგზავრთა ნაკადის სიმცირის და გამკაცრებული რეგულაციების გამო, საავიაციო მიმოსვლა პასიურად მიმდინარეობს.

ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, შეეცვლება თუ არა ნიკა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით. პროცესზე საქმის განხილვა თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ნიკა მელია: დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო

„დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გამოაცხადა. „ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს“, - აღნიშნა მელიამ, რომელიც სასამართლო პროცესს დღეს არ ესწრებოდა. შეგახსენებთ, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორი: იმედი გვაქვს, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში აღსრულდება

"სასამართლომ შესაბამის ორგანოს დაავალა ნიკა მელიას შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება, აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებებს შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში", - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადების შემდეგ, პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იყო დასაბუთებული, კანონმდებლობიდან გამომდინარე და მოსამართლემ მოთხოვნა გაიზიარა. "როგორც არა ერთხელ აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, მომდინარეობდა კანონმდებლობიდან. კანონისმიერი იყო შესაბამისად. სასამართლომ გაიზიარა როგორც ჩანს ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ბუნებრივია, გადაწყვეტილების წერილობით მივიღებთ და უფრო მეტ არგუმენტაციას ვნახავთ, თუმცა ცალსახად შეგვიძლია, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არგამოცხადება საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, მთელი ამ პროცესებისადმი მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარე, გირაოს შეგნებულად არ გადახადა და სხვა გარემოებები, ბუნებრივია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამისი აღსრულების არ არსებობს,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ. დღეს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კასრები და შეშა მიიტანეს ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

ამერიკის საელჩო: ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევთ ხელს

ამერიკის საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადება საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა. „მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტოლტენბერგი: გლობალური გამოწვევების წინაშე ვართ, რომელთაც მარტო ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოაგვარებს

„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა მსოფლიოში, თანამოაზრე დემოკრატიებთან“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინისტერიალის ფარგლებში ეს არის პირველი შეხვედრა ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან და მნიშვნელოვანი ეტაპი სამიტის წინ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავხსნათ ახალი თავი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ურთიერთობებში. ჩვენ გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელთა მოგვარებაც მარტო არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია. სწორედ ამიტომ გამოვედი NATO2030-ის ინიციატივით. ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი მომავალთან შესაბამისი უნდა იყოს. მე ასევე გამოვედი არაერთი ამბიციური წინადადებით ჩვენი სამიტისთვის მოსამზადებლად. ისინი მოიცავს ძირითად სფეროებს, მათ შორის შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ასევე უნდა განვამტიკოცთ ჩვენი მიზნები, როდესაც საქმე ეხება მდგრადობას, რაც ჩვენი თავდაცვის უპირველესი ხაზია. ჩემი წინადადებები ასევე მოიცავს NATO-ს პარტნიორ ქვეყნებში ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების უნარის გაუმჯობესებას, რადგან ეს არის უფრო მდგრადი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობას და ტერორიზმთან ბრძოლას. მოკავშირეთა პოლიტიკური კოორდინაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა NATO2030 - სთვის, რათა ალიანსი გამოვიყენოთ კონსულტაციისა და კოორდინაციის პლატფორმისთვის, სხვა საკითხებსა და სხვა ფორმატებში. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა მსოფლიოში, თანამოაზრე დემოკრატიებთან. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ წესები, რომლებსაც ძირს უთხრიან ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, მაგალითად, რუსეთი და ჩინეთი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იან კელი: მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია

„მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და ხელახლა დაიწყოს მოლაპარაკებები“, რომელიც მიმართულია მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობისკენ“, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი Twitter-ზე წერს. „მელიას დაპატიმრება/დაკავება გაამძაფრებს უკვე დაძაბულ ვითარებას და შემდგომ შეაჩერებს მოლაპარაკებებს, მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობისთვის. მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და ხელახლა დაიწყოს ეს მოლაპარაკებები“, - წერს იან კელი. შეგახსენებთ, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია მივიდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისსი პოლიცია მივიდა. მათ ნიკანორ მელიასთვის სასამართლო განჩინების გადაცემა უნდოდათ. ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პოლიციელებს უთხრა, რომ მისთვის ჩაებარებინათ განჩინება, მაგრამ არ ჩააბარეს. პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფი აქტივისტები ამის უფლებას არ აძლევდნენ. მას შემდეგ რაც მელიას მხარდამჭერებმა სამართალდამცველები ოფისში არ შეუშვეს, მათ ტერიტორია დატოვეს და აღნიშნეს, რომ აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველაზე ზომა, უფრო ვრცელი განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება. როგორც მელიას ადვოკატი აცხადებს, მან არ იცის , ზუსტად რა დოკუმენტის გადაცემა სურდათ მელიასთვის.

შსს: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს მოვუწიდებთ, პოლიციას  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელი არ შეუშალონ

"მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში", - შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია მივიდა, თუმცა შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფი აქტივისტები ამის უფლებას არ აძლევდნენ.

აშშ-ის საელჩო: სახიფათო ვითარება, რომელიც  მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემებიდან

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემებიდან", - ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. "არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება Twitter-ზე ვრცელდება. "ქართული ოცნების მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, დააკავოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების დრამატულ ესკალაციაზე მიუთითებს. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და არ გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი, წამოიწყო ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ახლა მმართველმა პარტიამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა და რიგშია საქმეები სხვა პოლიტიკური, სამოქალაქო, თუ მედია ლიდერების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ ნიკა მელიას ბრალი დასდეს, შეთითხნილ საქმეში, რაც 2019 წლის 20 ივნისს გამართულ აქციას უკავშირდება. მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მოიწვია სესიის თავმჯდომარედ საქართველოს პარლამენტში. ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიან სოლიდარობას უცხადებს ბატონ მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ სვლას ტოტალური ავტორიტარიზმისკენ", - წერია განცხადებაში, რომელიც Twitter-ში ვრცელდება.

ომბუდსმენი: ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა

"ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა", - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებას. "ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა! არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას დაადასტურებს. იმედი მაქვს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას." - აცხადებს სახალხო დამცველი.

გიორგი გახარია გადადგა

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახბე მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. "გუშინ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, განვითარებისა და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების, მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სენატორი რიში: მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა არის კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა

"დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან", სასამართლოს მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას. "ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა არის კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიჩი. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

პრემიერის გადადგომის გამო, შსს-მ მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგმოასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. „იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ. გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.

გიორგი გახარია: მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი გადადგომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას

"მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი გადადგომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. „იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

კონსტიტუციონალი: თუ პარლამენტმა 4 კვირაში ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება

კონსტიტუციონალი ვახუშტი მენაბდე იმ საკონსტიტუციო პროცედურებს განმარტავს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, თუ პარლამენტმა 4 კვირაში ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. "პრემიერი გადაგა. ამის შემდეგ რას პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია: 1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე; 2. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა; 3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის. 3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - აცხადებს კონსტიტუციონალი. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახბე მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. გუშინ სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.

გიორგი გახარია: ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ კანონის აღსრულება, თუ ის რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, არის მიუღებელი

"ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. "გუშინ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი", - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.