ძებნის რეზულტატი:
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. როგორც საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს. საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არცერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. იმუნიტეტის შეჩერებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების გამო სხდომას ვერ ესწრებოდა თეა წულუკიანი. კენჭისყრაზე სულ 94 დეპუტატი დარეგისტრირდა. მათგან ორმა, მოქალაქეების წევრებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ევროპელმა სოციალისტებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ფრიდონ ინჯიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს: გიორგი ამილახვარი გია ბენაშვილი ირაკლი ბერია ირაკლი (დაჩი) ბერაია რამინა ბერაძე მაია ბითაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე მაკა ბოჭორიშვილი ანა ბუჩუკური ელგუჯა გოცირიძე ბექა დავითულიანი ალექსანდრე დალაქიშვილი ზაურ დარგალი ისკო დასენი მიხეილ დაუშვილი ზაალ დუგლაძე ქეთევან დუმბაძე გოჩა ენუქიძე გია ვოლსკი ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაია რატი იონათამიშვილი აბდულა ისმაილოვი დავით კაჭარავა ვლადიმერ კახაძე გიორგი კახიანი კახა კახიშვილი შალვა კერესელიძე პაატა კვიჟინაძე სუმბატ კიურეღიანი ირაკლი კობახიძე ლევან კობიაშვილი ირაკლი კოვზანაძე რესან კონცელიძე კახაბერ კუჭავა მარიამ ლაშხი ნინო ლაცაბიძე ბექა ლილუაშვილი ზაზა ლომინაძე დავით მათიკაშვილი სამველ მანუკიანი გურამ მაჭარაშვილი ლევან მგალობლიშვილი მამუკა მდინარაძე ირაკლი მუზურნიშვილი მაია მენაღარიშვილი გოგი მეშველიანი ირაკლი მეძმარიაშვილი სავალან მირზოევი გივი მიქანაძე ზაალ მიქელაძე ალექსანდრე მოწერელია ანტონ ობოლაშვილი ბექა ოდიშარია ანრი ოხანაშვილი შალვა პაპუაშვილი დიმიტრი სამხარაძე ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე მიხეილ სარჯველაძე დავით სერგეენკო ირაკლი სესიაშვილი ეკა სეფაშვილი დავით სონღულაშვილი სოზარ სუბარი ალექსანდრე ტაბატაძე თამარ ტალიაშვილი ნოდარ ტურძელაძე ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ქარუმიძე ალუდა ღუდუშაური მიხეილ ყაველაშვილი გოდერძი ჩანქსელიანი ვლადიმერ ჩაჩიბაია ვასილ ჩიგოგიძე ირაკლი ჩიქოვანი როსტომ ჩხეიძე ნინო წილოსანი ხატია წილოსანი გივი ჭიჭინაძე შოთა ხაბარელი ირაკლი ხახუბია გიორგი ხელაშვილი გიორგი ხოჯევანიშვილი დიმიტრი ხუნდაძე ვიქტორ ჯაფარიძე
სლოვაკეთი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, მარტინ კლუსი Twitter-ის პირად გვერდზე ზაზა გახელაძის დაკავებას გამოეხმაურა. "სლოვაკეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე არ შეცვლილა. მე ვგმობ, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვ",- აცხადებს სახელმწიფო მდივანი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა მელია: გავრილოვის დავალება შესრულებულია. მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა
"გავრილოვის დავალება შესრულებულია. მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას. "ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი, ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მე-5 კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, განაჩენი გამოუტანეს ყველას, ვინც იყო იმ კონკრეტულ დღეს მოძალადეების მსხვერპლი, ვისაც ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ეს განცდა დაეუფლა ყველას და განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ავდექით და მივედით რისთაველის გამზირზე", - განაცხადა ნიკა მელიამ. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის არ შეეგუება სამშობლოს დამცირებას და გავრილოვის განაჩენს. მისი თქმით, ის არა აპირებს უსამართლობას თავი დაუხაროს და იბრძოლოს ბოლომდე. "მინდა საქართველოს ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. ახლა არაა პარტიული პოლიტიკის დრო. ერთ მხარესაა ქართული ეროვნული მოძრაობა, მეორე მხარეს ოკუპანტები და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება, მეორე მხარეს - მონობა. ერთ მხარესაა საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავალი, მეორე მხარეს კი საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია, უსამართლობას თავი დაუხარო. ეს არ მოხდება. და ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვიდრე არ უზრუნველყობთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. მე გული მწყდება, მონურ მორჩილებაში მყოფ 88 ადამიანზე, რომლებმაც მეორეჯერ გამასამართლა და ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ვერ მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული. ვგრძნობ, რომ ეს ადამიანებიც უნდა ვიხნათ მონური მორჩილებისგან", - განაცხადა ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს. ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას
დემოკრატი კონგრესმენი დონალდ ტრამპს უჩივის
კონგრესმენმა ბენ ტომასმა კაპიტოლიუმზე შტურმისთვის და ადვოკატებთან და ექსტრემისტ ჯგუფთან ერთად სენატის გადაწყვეტილების გამოტანაში ხელის შეშლისთვის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალური სარჩელი შეიტანა.ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს. ტრამპის წინააღმდეგ საქმეში ბრალდებულებად ყოფილი პრეზიდენტის პირადი ადვოკატი და ექსტრემისტი ჯგუფები "Proud Boys"-ი და "Oath Keepers"-იცაა. გამოცემა ტრამპის პირად მრჩეველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპი არ ყოფილა რაიმე სახის შეთქმულების მონაწილე". გამოცემის ცნობით, ეს საქმე არის მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ სამართლებრივი საქმეებისა, რომლებსაც კონგრესმენები ტრამპს ედავებიან. აღსანიშნავია, რომ კაპიტოლიუმზე შტურმში სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. ტრამპი 43-მა სენატორმა გაამართლა, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.
რან გიდორი: საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ
ისრაელის ელჩი რან გიდორის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. ელჩის ცნობით, 2020 წელს ხელმოწერილი პროტოკოლის ამოქმედება COVID-19-თან ერთად ორივე მხარეს არსებულმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა შეაფერხეს, თუმცა ახლა უკვე ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ მალე დაიწყება. "რამდენიმე თვის წინ საქართველომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების შესახებ. ამ შეთანხმების შემდგომ განისაზღვრა პროტოკოლი, რომ ლეგალური დასაქმება მოხდება მხოლოდ ერთი კატეგორიის - მომვლელების მიმართულებით, ანუ მათთვის, ვინც ხანდაზმულებს უვლიან როგორც სპეციალურ ინსტიტუციებში, ასევე მათ სახელბში. დღესდღეობით, ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ქართველი აპლიკანტებისთვის დასაქმების შეთავაზება შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ პროტოკოლის იმპლემენტაცია გადაიდო, რაც როგორც COVID19-ის სირთულეებს, ასევე ორივე მხარეს არსებულ ბიუროკრატიულ სირთულეებს უკავშირდებოდა. თუმცა, ახლა ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ ფაზასთან, როდესაც შეგვიძლია, დავიწყოთ ამ პროექტის იმპლემენტაცია და მოვიწვიოთ შესაბამისი კანდიდატები ისრაელში," - განუცახადა bm.ge-ს რან გიდორმა. ამასთან, ისრაელის ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო უწყებები არიან ჩართული, შესაბამისად, მოქალაქეები არ უნდა ენდონ განცხადებებს კერძო კომპანიების მხრიდან, რომლებიც დასაქმებისთვის შუამავლობის სერვისს სთავაზობენ. რან გიდორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროა. საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართველები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას დროებით, კონკრეტული მიმართულებით შეძლებენ. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.
მიანმარის სამხედროები მოსახლეობას ახალ არჩევნებს დაჰპირდნენ
Reuters-ის ცნობით, გადატრიალების გზით მოსული სამხედრო მთავრობა მოსახლეობას ახალ არჩევნებს ჰპირდება, ხოლო ამის პარალელურად დაპატიმრებულ ლიდერს დამატებით ბრალდებებს უყენებს. მმართველმა რეჟიმმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ პირველი თებერვლის მოვლენები სინამდვილეში გადატრიალება არ ყოფილა და რომ მათ ახალი არჩევნები სურთ. "ჩვენი მიზანია ახალი არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა",- აცხადებს ბრიგადის გენერალი, ზაუ მინ ტუნი. არჩევნებზე დამატებითი ინფორმაცია არაა ცნობილი, ქვეყანაში წლის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაკავებული პრეზიდენტის შესახებ სამხედრო ლიდერმა განაცხადა, რომ ის ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული ლიდერი აუნგ სან სუ ჩაი, არ არიან დაკავებულნი და რომ მათივე უსაფრთხოებისთვის ისინი შინა პატიმრობაში არიან. აუნგ სანის ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალდებას კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს და კონტრაბანდის შემოტანის პარალელურად მას, ბუნებრივი კატასტროფის მართვის კანონის დარღვევაშიც ედავებიან. განცხადება მმართველმა რეჟიმმა სამხედრო ტელევიზიისა და სოციალურ ქსელ Facebook-ის გზით გაავრცელა. მიანმარში ამ დროისთვის Facebook-ი დაბლოკილია.
კახი კავსაძე პნევმონიის დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება
კახი კავსაძე რამდენიმე დღეა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს. ექიმების თქმით, კავსაძის მდგომარეობა შეყვანის მომენტში უკვე მძიმე იყო. კახი კავსაძემ კორონავირუსი 2020 წლის დეკემბერში გადაიტანა.
კონგრესი კაპიტოლიუმის შტურმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოს თქმით, კონგრესი 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. "სიმართლე უნდა გავიგოთ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი", - აცხადებს პელოსი. "ჩვენი შემდგომი ნაბიჯი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა იქნება, რათა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის კომპლექსზე შიდა ტერორისტული თავდასხმის ფაქტები და მიზეზები გამოვიძიოთ". კომისია 2001 წლის მაგალითზე მოდელირდება, რომელსაც ნიუ-იორკსა და პენტაგონზე თავდასხმის გამოძიება ევალებოდა. კაპიტოლიუმზე შტურმში სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. ტრამპი 43-მა სენატორმა გაამართლა, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო. დემოკრატი კონგრესმენი დონალდ ტრამპს უჩივის.
ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი საქართველოს თან სდევს - იან კელი
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზე Twitter-ზე წერს. „ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი თან სდევს საქართველოს“, - წერს იან კელი. დიპლომატმა ომბუდსმენის განცხადებაც გააზიარა საკუთარ გვერდზე და შემდეგი კომენტარი დაურთო: „პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტის შეკრებას, რომელიც ქართველ ხალხის ნებას გამოხატავს. მთავრობამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, წაადგება თუ არა ეს ამ მიზნის მიღწევას". პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
ლიეტუვის პარლამენტის წევრი: თუ საქართველოს ნამდვილად სურს, დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება
ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ზიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შესაძლო დაპატიმრებას Twitter-ზე ეხმაურება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ თუ საქართველოს ნამდვილად სურს, დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება. „მხოლოდ ხიდების აშენებით, ერთად წინსვლით შეძლებთ თქვენი ტრანსატლანტიკური მომავლისკენ კონსოლიდაციას. ამ გზიდან არ გადაუხვიოთ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის წევრი. პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. ამავე თემაზე: ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი საქართველოს თან სდევს - იან კელი
საქართველოში პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია
საქართველოში პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია. Agenda.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ინვესტორების შეფერხება გამოიწვია, რის გამოც მათ ვერ დაიწყეს ელექტრომობილების წარმოება. კომპანიას დამატებითი დრო მიეცა ვალდებულებების შესასრულებლად. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვავითაროთ მწვანე ეკონომიკა, ამავე დროს გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, - განაცხადა თურნავამ. 2019 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. კომპანია „აიგრუპმა“ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის გეგმები გადაიხედა. „ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის, რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - განაცხადეს მაშინ კომპანიაში.
ისტორიაში პირველად, ბიტკოინის ღირებულება 50,000 დოლარს ასცდა
ბიტკოინის ღირებულება პირველად ასცდა $50,000, 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ კი, ღირებულება 73%-ით არის გაზრდილი. კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორთა ინტერესს ხელს უწყობს Tesla-ს მიერ ერთი კვირის წინ განხორციელებული ინვესტიცია, რაც $1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინში დაბანდებას წარმოადგენდა. მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 20%-ით გაიზარდა.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი მესამე დღეა დაკეტილია
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მესამე დღეა, დაკეტილია. მეორე დღეა გადაუღებლად თოვს კავკასიონის ქედის ორივე მხარეს და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ორშაბათს ღამით დაკეტეს და როდის გაიხსნება, დე ფაქტო სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. „ავტომაგისტრალის, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ მონაკვეთებზე ძლიერი თოვა არ წყდება. გუშინდელი დღის შემდეგ თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრზე მეტით მოიმატა“, - განაცხადეს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამორიგეო ნაწილში და პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, რადგან მომდევნო დღეების ამინდი არაკეთილსაიმედოა. ტრანსკავკასიური მაგისტრალი გადის მაღალ მთებში, კვეთს ოთხ ქედს და ათ ხეობას. ზამთარში ტრანსკასიური მაგისტრალი ხშირად პრობლემურია, ძლიერი ნალექებით გამოწვეული მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელი ზვავების გამო. ხშირად, ამის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე დღის განმავლობაში მოწყვეტილია გარესამყაროს. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ გადასასვლელები ჩაკეტილია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენაც.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. როტერდამში მიმდინარე შეჯიბრებაზე, დეიან სტანოევიჩის გუნდმა საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის (10:11) შემდეგ, დღეს მეორე თამაში ჩაატარა. 14:11-ით მოგების შემდეგ ნაკრებმა თითქმის გაინაღდა ექვსგუნდიანი ჯგუფის ოთხეულში მოხვედრა. ამ შედეგით ქართველი წყალბურთელები პლეი ოფში გააგრძელებენ ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას, თუმცა იქამდე, ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი მატჩი ელით - 17 თებერვალს ბრაზილიასთან და 18-ში - მონტენეგროსთან. ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე სულ თორმეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფში გადაანაწილეს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, გაირკვევა რვა საუკეთესო, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან და ოლიმპიადის სამი საგზურისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება. მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან: ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი.
პუტინმა სერიოზულად უნდა მიიღოს ბაიდენის გაფრთხილება, რომ მისთვის საფასური გაიზრდება - ვერშბოუ
შეიცვლის თუ არა კრემლი პოლიტიკას ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, ამ კითხვით ამერიკის ხმამ ანალიტიკოსებს მიმართა. ალექსანდრ ვერშბოუ, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეც იყო, ამბობს, რომ ამ დრომდე ხანგრძლივი, ჩიხში შესული მოლაპარაკებები რუსეთს ძვირი არ დასჯდომია. „თუმცა ვფიქრობ, პუტინმა სერიოზულად უნდა მიიღოს პრეზიდენტ ბაიდენის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მისთვის საფასური გაიზრდება. ის [ბაიდენი] აპირებს ევროპელი მოკავშირეების, დიდი შვიდეულის ქვეყნების, პარტნიორების მობილიზებას, და თუკი ვლადიმერ პუტინი დაინახავს უფრო დიდი პოლიტიკური წნეხისა და უფრო მკაცრი სანქციების საშიშროებას, მან შეიძლება, როგორც ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირველ პერიოდში ვნახეთ, გამოამჟღავნოს მზადყოფნა გამოსავლის მოსაძებნად. ასეთ დროს სამშვიდობო მოლაპარაკებები, იდეები თუ შეთავაზებები, შესაძლოა კვლავ რელევანტური გახდეს", - მიიჩნევს ვერშბოუ. თუმცა, დიპლომატი კრემლის სხვა გამოწვებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ახლა პუტინს სისუსტის გამოჩენა შესაძლოა, დამღუპველადაც კი მიაჩნდეს: „არ ვვარაუდობ, რომ ეს [სასიკეთო] ცვლილებები ახლო მომავალში მოხდება. რუსეთი კვლავ აგრძელებს და აძლიერებს გამომწვევ საქციელს: ალექსეი ნავალნის, ბელარუსის და ასევე უკრაინის საკითხებში". "ეს არ არის დრო, როდესაც ვლადიმირ პუტინს სურს სისუსტის ან მოქნილობის გამოჩენა. მაგრამ თუკი მასზე წნეხი გაიზრდება, შეიძლება გამოსავლის ძებნა დაიწყოს კიდეც. და მე მართლაც ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად მუშაობით, შეძლებს შეამოწმოს, შესაძლებელია თუ არა ამ გაჭიანურებული ჩიხური მდგომარეობის შეცვლა მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინაში", - ამბობს ალექსანდრ ვერშბოუ.
დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - დევიდ კრამერი
ანალიტიკოსების ნაწილი იმედოვნებს, რომ ამერიკული დიპლომატია უფრო პროაქტიული გახდება. უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოების ხელშეწყობით კი, კრემლი დაინახავს, რომ განგრძობითი ოკუპაცია და აგრესია ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას არ გამორიცხავს: „ის, რაც 2008 წელს მოხდა, იმის მაცნე იყო, რაც 2014 წელს უკვე უკრაინაში ვიხილეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები პუტინის რეჟიმისთვის, მის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო. არ გვაქვს სანქციები იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებასა და მცოცავ ანექსიას", - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი „ვფიქრობ, მეზობლების მიმართ მთელი მისი ქმედებების გამო კრემლზე მეტი წნეხია საჭირო. ბატონი პუტინი თავად ახერხებს მეზობლების თავის წინააღმდეგ განწყობას. ერთადერთი გზა, რომლითაც მეგობრებს ვერასდროს შეიძენ, მათ ტერიტორიებზე შეჭრაა... ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვა ქვეყნების ოკუპაციის გაგრძელება არც მისი ინტერესებისთვისაა სასიკეთო", - აღნიშნავს დევიდ კრამერი.
თეთრი სახლი: ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა
"რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა", განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნავებ, გაზსადენი ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. „რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ მიზნებს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. მისი თქმით, ვაშინგტონი ამ ეტაპზე რუსული გაზსადენის საკითხს განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს, მის შესაჩერებლად სანქციების ამოქმედების საჭიროების კუთხით. ამავე თემაზე:რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა. გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა:გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი. ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. აშშ-ის სენატორები ბაიდენს მოუწოდებენ, გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" სანქციები აამოქმედოს
იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო
იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი 40 ათასი ექიმისა და 100 საავადმყოფოს ექთნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გაკეთებით დაიწყება. იაპონიამ ჯერჯერობით ეს ორი ვაქცინა დაამტკიცა. ტოკიოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი კაზუჰირო არაკი იყო პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა. "ვაქცინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიკორონავირუსულ ზომებში. ამიტომ ვფიქრობდი, რომ როგორც ხელმძღვანელს, პირველი დარტყმა მე უნდა მიმეღო", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.