ძებნის რეზულტატი:
ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობის მიერ დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო
ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობის მიერ ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიდერლანდების სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ ზომას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რადგან მთავრობამ მკაფიოდ არ განმარტა, რატომ იყო აუცილებელი პანდემიის ამ ეტაპზე კომენდანტის გამოყენება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ უკვე მიმართა სასამართლოს, აპელაციის განხილვამდე შეაჩეროს გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს. ცნობისთვის, ნიდერლანდების ხელისუფლებამ 21:00 საათიდან დან 04:30 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი 3 მარტამდე გაახანგრძლივა.
ერაყში, აშშ-ის სამხდრო ბაზაზე თავდასხმისას 1 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა
ერაყის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. ამის შესახენ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ერბილის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. სამი 107 მმ სიგრძის რაკეტა სამხედრო საჰაერო ბაზის შიგნით დაეცა. აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით დაშავებულთა შორისაც 8 სამოქალაქო კონტრაქტორია, 1 კი აშშ-ს სამსახურის წევრი. მისი თქმით, გარდაცლილია სამოქალაქო კონტრაქტორი. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ თავდასხმით „აღშფოთებულია“. ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდა და თავდასხმის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში მხარდაჭერა გამოუცხადა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო, რომელიც საკუთარ თავს „სარაია ავლია ალ-დამ“-ს უწოდებს. მათი თქმით, თავდასხმა ერაყში „ამერიკული ოკუპაციის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორინავირუსი კიდევ 486 ადამიანს დაუდასტურდა, 499 გამოჯანმრთელდა, 13 კივიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 259 727 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 390 გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელ: 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.8%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%. 486 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში გამოვლინდა., აჭარა - 32, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 36, გურია - 37, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 74, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421. მძიმე პაციენტი: 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 103, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 748 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 878 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1 159.
თურქეთში ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის განცხადებაზე გამოძიება დაიწყეს
თურქეთის პროკურატურამ ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერის, გეერტ უილდერსის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უილდერსმა სოციალურ ქსელ Twitter- ში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტერორისტი უწოდა და ქვეყნის პრემიერ მარკ რუტეს მოუწოდა, ქვეყნიდან თურქეთის ელჩი გააძევოს. როუილდერსის თქმით, თურქეთი ნატო-ს რიგებიდანაც უნდა გარიცხონ. უილდერსი ნიდერლანდების „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი და ცნობილი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია.
კახა კალაძე მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
"კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ცალკეულ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. მინდა კიდევ მოვუწოდო ასეთ მძღოლებს, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, ვინაიდან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „დედაქალაქში გაგვითოვდა, შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული „თბილსერვისის“ ტექნიკა მუშაობდა და ახლაც მუშაობს. მიმდინარეობს გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა და გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად ჩაერთვებიან გამგეობები შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება. კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ცალკეულ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. მინდა კიდევ მოვუწოდო ასეთ მძღოლებს, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, ვინაიდან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას, ამიტომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ზამთრის სეზონის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან“, - განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის ელჩი: საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, აშშ და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს
„საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, აშშ და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი, ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, უსაფრთხოების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებს. "გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა ხაზი გაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებების ფაქტებს, განიხილეს კონკრეტული ინციდენტები, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტი. „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია. ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე“ - განაცხადა კელი დეგნანმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონი დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, რომელიც ისლამისტური ექსტრემიზმის და სეპარატიზმის წინააღმდეგაა მიმართული, მხარი დაუჭირა. ამის შესახბე ინფორმაციას France24 ავრცელებს. როგორც ცნობილია, კანონპროექტს მხარი 347 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 151 დეპუტატი იყო, 65-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა. მიღებული კანონი გააფართოებს ქვეყნის მთავრობის უფლებებს, დახუროს რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც შემჩნეული იქნებიან ძალადობის ან სიძულვილის გაღვივებისაკენ მიმართული იდეებისა და თეორიების გავრცელებაში. კანონი ყველა გაერთიანებას დაავალდებულებს, წერილობით დაადასტურონ, რომ დაიცავენ რესპუბლიკის ლიბერალურ ღირებულებებს, რათა სახელმწიფოსაგან დახმარების მიღება შეძლონ. ისინი ასევე ვალდებული იქნებიან, დეკლარაციებში ასახონ 10 000 ევროზე მეტი დონაციები და ჰქონდეს სერტიფიცირებული ანგარიშები. ახალი კანონის მიხედვით, დაჯარიმდებიან ან პატიმრობა დაემუქრებათ იმ ექიმებს, რომლებიც ქალებს ე.წ. "ქალიშვილობის ტესტს" ჩაუტარებენ. გამკაცრდება აკრძალვა პოლიგამიაზე. მსგავს აპლიკანტებს საფრანგეთში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ. გარდა ამისა: კანონი ამკაცრებს შეზღუდვებს ონლაინ სიძულვილის ენაზე და კრძალავს ინტერნეტის გამოყენებას სხვა ადამიანების პირადი ინფორმაციის ბოროტი განზრახვით გავრცელებას. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია რეგულაციების გამკაცრება ბავშვებისათვის სკოლის გარეთ განათლების მიცემაზე. აიკრძალება საიდუმლო სკოლები, რომლებიც ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება. ქორწინებისას ოფიციალური დოკუმენტის გაცემამდე წყვილს ცალ-ცალკე ინტერვიუს ჩაუტარებენ, რათა აღიკვეთოს იძულებით ქორწინების შემთხვევები. აკრძალვა, რომელიც მოქმედებს ოფიციალურ პირებზე და მათ სამსახურში რელიგიური ატრიბუტებით გამოცხადებას უკრძალავს, გავრცელდება ტრანსპორტის, მაღაზიების და საცურაო აუზების თანამშრომლებზე. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანონი მუსლიმების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს კანონი მუსლიმებს რადიკალების ზეწოლისაგან დაიცავს. ის ირწმუნება, რომ კანონი მიმართული არ არის რელიგიების, კონკრეტულად კი ისლამის წინააღმდეგ. კანონს თავდაპირველად ერქვა "ანტისეპარატისტული" კანონი. ამ ტერმინს მაკრონი იმის აღანიშნავად იყენებდა, რომ რადიკალი ისლამისტები საზოგადოებისგან განდგომას ცდილობდნენ. კრიტიკის შემდეგ სახელი შეცვალეს და ახლა მას ჰქვია "კანონი რესპუბლიკური ღირებულებების გასაძლიერებლად", რაშიც სეკულარიზმი და გამოხატვის თავისუფლება მოიაზრება.
სასამართლომ, "ბირჟა მაფიას" საქმეზე უკანონო დაკავების გამო, პროკურატურას 36 815 ლარის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალურ პროკურატურას "ბირჟა მაფიას" ერთ-ერთი წევრის უკანონო დაკავებისთვის, პატიმრობისთვის და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. პროკურატურას გიორგი ქებურიასთვის 36 815 ლარის გადახდა მოუწევს. აქედან მორალური ზიანისთვის 10 ათასი ლარი. ქებურიას ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა და ამ საქმეზე ინფორმაციას ეს ორგანიზაცია ავრცელებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ადასტურებენ. "საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა", - ნათქვამია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" განცხადებაში. „ბირჟა მაფიის“ წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა. საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა. პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ. საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველად შავკანიანი ქალი აირჩიეს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ, პირველად ისტორიაში, ორგანიზაციის ლიდერად პირველი ქალი და პირველი აფრიკული წარმოშობის ადამიანი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნიგერიელი ეკონომისტი, ნგოზი ოკონჯო-იუეალა, 66 წლისაა. ახალმა დირექტორმა, ორგანიზაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, როდის შეუდგება მუშაობას და დაიწყებს რეფორმებს ორგანიზაციის წესების შეცვლისა და უფრო მეტი მოდერნიზებისთვის. "მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, არა მხოლოდ როგორც ქალს და აფრიკელს, არამედ ნდობისთვის, რომელიც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გამოუცხადეთ",- თქვა ნგოზი ოკონჯო-იუეალამ. როგორც ნოზი ოკონჯო-იუეალამ აღნიშნა, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი Covid-19 იქნება. მათ შორის "კოვაქსის" და "აქტის" პლატფორმების უფრო სწრაფად და გამართულად მუშაობა.
22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება
22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს - არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, კომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ოპერირებს, მიკროავტობუსების გამოსყიდვის პროცესი დროულად დაასრულოს. „ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს დასრულებული იქნება. ავტობუსები უკვე შესყიდული გვყავს, ველოდებით მათ შემოსვლას და ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. პარალელურად, მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. როგორც გითხარით, მერიამ ვალდებულებით 300 ერთეული შეიძინა, რომ კომპანიამ, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება, მიკროავტობუსები გამოისყიდოს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, რომ გამოსყიდვის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რათა ჩვენ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა
თვითმხილველების ინფორმაცით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვმა ნეკნები დაიზიანა. შემთხვევას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. მათი ინფორმაციით მოზარდი, კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევა დიდთოვლობამ გამოიწვია. "დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს, 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. "ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხობრებელ ბინას, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. მოხდა კორპუსის ევაუაცია. მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპივნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილოზებული არის 9 ეკიპაჟი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.
ნათია თურნავა დღეს რესტორატორებს შეხვდება
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს 17:00 საათზე რესტორატორებს შეხვდება. ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი ინფორმაცით, განსახილველ საკითხებს შორის იქნება რეგულაციები, რომელთა დაცვა რესტორნებს მოუწევთ. შოთა ბურჯანაძის თქმით, 15 თებერვალს გამართული შეხვედრა სამუშაო იყო, ხოლო დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იქნება ორიენტურებული. „ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნება რესტორნებისთვის განკუთვნილი რეგულაციები და ასევე, დარგის ეტაპობრივი გახსხნის გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რესტორნებმა შიდა სივრცეების ამოქმედებაც შეძლონ, რადგან დღეისთვის მიღებული გარე სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება, მინიმალურია. მნიშვნელოვანია, ასევე, კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევის და შაბათ-კვირას ამოქმედების საკითხიც“, - აცხადებს ბურჯანაძე. ცნობისთვის, რესტორატორები ორშაბათს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, ბიზნესომბუდსმენსა და შრომის ინსპექციის უფროსს შეხვდნენ.
კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე: მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება
"ვშიშობ, რომ მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ნიკა მელიას შესაძლო დაკავების საკითხს. კარ ლარცელმა ორი საკითხი გამოყო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ხარისს. მისი თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი დამანგრეველია საქართველოს დემოკრატიისთვის. "იურიდიულ პროცესზე ვერაფერს ვიტყვი, ეს მიმდინარე საკითხია და ყველას მხრიდან, ამ პროცესებისადმი პატივისცემაა საჭირო. რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკსს, მოვლენების ასეთი განვითარებითა და ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას. რაც შეეხება ამ პროცესის შემადგენლბას, ორი საკითხი მინდა წამოვწიო - სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია დამანგრეველია საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს სახიფათო ტრაეტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს,რომ გადადგან ნაბიჯები, რათა არსებული ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს", - განაცხადა ელჩმა. კარ ჰარცელის თქმით, ნიკა მელიას საქმე დიალოგთან დაბრუნების და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს. მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაძლოა მე-5 რაუნდის თარიღმაც გადაიწიოს. "ვშიშობ, რომ მელიას საქმეს უფრო ფართო შედეგი ექნება. ეს დიალოგთან დაბრუნების და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს. ეს ჩემი შიშია. მე არ მაქვს ბროლის ბურთი და მოდი, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმეტყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები. ჩვენ ახლა სინათლის სიჩქარით მე-5 რაუნდისკენ არ მივდვართ. უკანასკნელი კრიზისიდან და მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გადაწევს მე-5 რაუნდის თარიღს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა .
ჯო ბაიდენის თქმით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა ამერიკელი ივლისის ბოლომდე მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენი თქმით, ყველა ამერიკელი Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ივლისის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ”ივლისის ბოლოს ვაქცინის 600 მილიონზე მეტი დოზა გვექნება, რაც საკმარისია თითოეული ამერიკელის ვაქცინაციისთვის”, -განაცხადა ჯო ბაიდენმა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მისი გაპრეზიდენტების დროს, ვაქცინის მხოლოდ 50 მილიონი დოზა იყო ხელმისაწვდომი. აშშ-ისპრეზიდენტმა განმარტა, რომ ვაქცინის ინექციის მიღების ერთ- ერთი მთავარი დაბრკოლება ვაქცინატორების ნაკლებობაა. ბაიდენის თქმით, მან უკვე გამოსცა ბრძანება ვაქცინატორების რაოდენობის გაზრდის შესახებ.
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე დაკავებულ ბაბუას. 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურამ პატიმრობა მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლისა და ზემოქმედების საფუძველზე მოითხოვა. პროცესს მხარეები ონლაინ დაესწრნენ. გამოძიება 75 წლის სოლომონ ცეცხლაძეს სამ ეპიზოდში სდებს ბრალს - მან არასრულწლოვან შვილიშვილზე ორჯერ, დეკემბერსა და იანვარში ფიზიკურად იძალადა. მესამე ეპიზოდში კი არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოტივია ის, რომ მან ტაკიძის მიერ განხორციელებული ქმედება ღირსების შელახვად მიიჩნია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალი დაუსაბუთებელია. როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებული მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს, რომელიც ჩადენილია 2020 წლის დეკემბერში. დაცვის მხარემ მოსამართლეს 10 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. მომავალი სასამართლო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის ნინი ცეცხლაძის საქმეზე დაკავებული 23 წლის ნიკა ტაკიძის პროცესიც. მას გამოძიება არასრულოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.
ნიგერიაში სკოლიდან ათობით მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს, დაღუპულია ერთი ბავშვი
ნიგერიაში, ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დაუდგენელი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ათობით მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შემთხვევა ნიგერის შტატის კაგარას რაიონში მოხდა. CNN-ის ცნობით, სკოლაზე თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გატაცებული თანამშრომლებისა და მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დღევანდელი ინციდენტი, ნიგერიაში, მოსწავლეების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის.ორი თვის წინ შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი სკოლიდან 350 მოსწავლე გაიტაცეს, რომლებიც მოგვიანებით სპეცრაზზმა გააათავისუფლა.
ევროკავშირმა და ჯანმო-მ საუნივერსიტეტო კლინიკას, COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა სამკურნალო ინვენტარი გადასცეს
ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის, 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "მოხარული ვარ, რომ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გადავცემთ ამ აუცილებელ აღჭურვილობას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეკონომიკური, სოციალური და ვაქცინაციის მიმართულებით გაწეულ დახმარებასთან ერთად, აღნიშნული მხარდაჭერაც ევროკავშირის სოლიდარობის ნაწილია საქართველოს მოსახლეობის მიმართ ამ რთულ პერიოდში"- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმ
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება. სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.