ძებნის რეზულტატი:

ნიკა მელია: გიორგი გახარიამ არ გარისკა მეორეჯერ სისხლისღვრაზე წასვლა, მისასალმებელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, მის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტს აფასებს. მისი თქმით, დღეს ნამდვილად არ ელოდა გახარიას გადადგომას და მისი აზრით, ეს მისასალმებელია. "გახარიას გადადგომა შემთხვევით არ მომხდარა, ბატონმა გახარიამ მეორე ჯერ უარი თქვა თავლების დათხრაზე, დარბევაზე და ძალადობაზე. ივნისის ტრაგედია ძალიან მძიმე დამღად გაყვება მას. ივნისის ღამე ეს არ იყო ჩვეულებრივი ტრაგედია, ჩვენი ერისთვის, მითუმეტეს შეიცავდა სახელმწიფო საფრთხეებს. როგორც ჩანს მეორეჯერ არ გარისკა სისხლისღვრაზე წასვლა და ასეთი ნაბიჯი გადადგა. მისასალმებელია", - განაცხადა ნიკა მელიამ. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახბე მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. გუშინ სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.

ელენე ხოშტარია გახარიას გადადგომაზე: ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა

"ძალიან სწორი და დასაფასებელი გადაწყვეტილება!", - ასე გამოეხმაურა ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასში გამართულ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა

"გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თუ არა თავისი სახე. გუნდის დანარჩენი ნაწილის პასუხი ამაზე იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არაა უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები მას ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულება შეუწყობს ხელს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ლუის ნავარო მელიას საქმეზე: არსებობს შერჩევითი სამართლის მაგალითი

„როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის განცხადებები მიუთითებს, არსებობს შერჩევითი სამართლის მაგალითი, რომელშიც მოქმედი და წინა მთავრობები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას. „როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის განცხადებები მიუთითებს, არსებობს შერჩევითი სამართლის მაგალითი, რომელშიც მოქმედი და წინა მთავრობები მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა მიჰყვება პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გამოხატულ სურვილს, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტია გამქრალიყო სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გზით. ეს ქმედება ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ვალდებულებას სასამართლო რეფორმისადმი და ბიძინა ივანიშვილის ჩარევას სახელმწიფო საკითხებში“, - აღნიშნა ლუის ნავარომ.

ლიეტუვის ელჩი: გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს

"გამოვხატავ სოლოდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს", - განაცხადა ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ქვეყანაში მინდინარე მოვლენების შეფასებისას. ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. “მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ასევე გამოვხატავ სოლოდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს", - განაცხადა ელჩმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "რაც შეეხება ახალ მთავრობას, სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი"- განაცხადა კობახიძემ. გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

სალომე სამადაშვილი: გახარიას გადადგომით დავამარცხეთ რუსეთი

"ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მორაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერის გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა. "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის გამარჯვება. ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა. უნდა შესრულდეს ყველა ის მითითება, რაც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მინდა მივულოცო ყველას ვინც 20 ივნისს გამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად. გახარიას გადადგომით დავამარცხეთ რუსეთი, დავამარცხეთ გავრილოვი", - განაცხადა სამადაშვილმა. გიორგი გახარიამ თანამდების დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს

"რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რეჟიმი იშლება. "რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე. რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17188, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7322. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,7%, ბოლო 7 დღის - 2,3%. ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმშია - 252 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1869, კლინიკურ სასტუმროში კი - 248 კოვიდინფიცირებული. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 260 266, გარდაიცვალა 3 399 პაციენტი.

რამაზ საყვარელიძე: ძნელი დასაჯერებელია, რომ მელიას თემა იყო წამყვანი გახარიას გადადგომის მოტივაციაში​

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, გახარია არ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომელიც თანამდებობიდან გადადგებოდა. როგორც Europetime-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ნიკა მელიას თემა იყო წამყვანი გახარიას გადადგომის მოტივაციაში. „ელემენტარულად, მას ადრეც შეეძლო, განეხილა ეს საკითხი თავის გუნდთან ერთად. ბოლო დროს ისედაც უამრავი ვერსია ჰქონდათ ჟურნალისტებს შიდა დაპირისპირებაზე. ხელისუფლების შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ. ვერ ვიტყვი ზუსტად. საერთო მდგომარეობისთვის რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დარტყმა არის არამარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთვისაც. გახარია არ ტოვებდა ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას რომელიც, ასეთ მდგომარეობაში, როცა ივანიშვილი წასულია, დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ამიტომ თქმა იმისა, რომ მესმის რა ხდება, ნამდვილად არ შემიძლია. ველოდები მეტ ინფორმაციას", - განუცხადა პოლიტოლოგმა Europetime-ს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. „იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ. გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.

ვახტანგ ხმალაძე: „ოცნებამ“ თავიდანვე შესაძლოა, იმიტომ დაიწყო მელიას პოლიტიკურად წამგებიანი საქმე, რომ გახარია გადამდგარიყო

„თუ მელიას საქმის დაწყებას თავიდანვე მიზნად არ ედო, ის რომ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას გადადგომისთვის მიეღწია, მაშინ ამ პროცესის დაწყება იყო სრულიად უგუნური გადაწყვეტილება და ამით „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი", - ამის შესახებ Europetme-ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომის შეფასებისას ხმალაძემ განაცხადა, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანას ისეთი ცუდი ხელისუფლება ჰყავს, რომ იმასაც კი ვერ აცნობიერებს, მელიას საქმით, პირველ რიგში საკუთარ თავს მიაყენა ზიანი. „პარლამენტი და სასამართლო დააკმაყოფილებდა თუ არა, პროკურატურის მოთხოვნას, ეს საქმე ყველა შემთხვევაში უარყოფითად იმოქმედებდა, თვითონ „ქართული ოცნების იმიჯზე“. შესაძლოა, გახარია თავიდანვე ამ პროცესის დაწყების წინააღმდეგი იყო და სწორედ იმიტომ განავითარეს შემდგომ ეს პროცესი, რომ გახარიას მხრიდან გამოეწვიათ ეს მოქმედება, გადადგომა; რომ შემდგომ გახარიას მოწინააღმდეგეებს „ქართულ ოცნებაში“, თავისი პრემიერ-მინისტრი ჰყოლოდათ. ვფიქრობ, ეს არ იყო პროკურატურის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პროცესი დაწყებულიყო", - განუცხადა Europetime-ს ვახტანგ ხმალაძემ. მისივე თქმით, ვნახეთ რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ქვეყნის შიგნით კი ამის გამამართლებელი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ და ქვეყნის გარედანაც, როგორც უკვე ჩანს, მხოლოდ მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა ამას. „თუ არ დააკმაყოფილებდნენ პროკურატურის მოთხოვნას, ამას ქვეყნის გარეთ, სწორ გადაწყვეტილებად შეაფასებდნენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში გაჩნდებოდა განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ვერ გაბედა, ბოლომდე მიეყვანა“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. „იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ. გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.

სოზარ სუბარი გახარიაზე: რატომ გადადგა, ვერ გავიგე

„გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა", - განცხადა საპარლამენტო უმრავლესობს წევრმა, სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას გადადგომაზე კითხვის საპასუხოდ. „რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის დაკავება თუ დასაკავებელია, აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა სუბარმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასში გამართულ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო უწყება: შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარებით

"ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარებით", - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის გადაწყვეტილება ლეგალური იმუნიტეტი შეუჩეროს ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მისი შესაძლო დაკავება, ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას, აჩენს კითხვებს საქართველოში შერჩევით სამართალთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. "ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარებით. პარლამენტის გადაწყვეტილება მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას კანონიერი იმუნიტეტის გაუქმებისა და პოლიტიკოსის შესაძლო დაპატიმრების შესახებ ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შერჩევითი სამართლიანობისა და ქვეყანაში კანონის უზენაესობა. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს შესაძლებლობა უთანხმოების გადასაჭრელად, რომლიც შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და საზოგადოებაში დაყოფას გააღრმავებს. სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია დააზიანებს ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებში, როგორც არსებული გამოწვევების, ისე რეფორმების იმპლემენტაციის კონტექსტში, რომლის გატარებაც გაწერილია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს უკან დაიხიოს წითელი ხაზებიდან, გამოიყენოს შესაძლებლობა სიტუაციის დეესკალაციისთვის და ეძებოს გზები სიტუაციია ნორმალიზაციისთვის, ასევე დაუბრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გარიელიუს ლანდსბერგისმა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: დამწუხრებული ვარ. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო

"დამწუხრებული ვარ. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო", - ასე ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენეს. ის განცხადებას Twitter-ის გვერდზე აკეთებს. "დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო. არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპასა და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები „ყოფილი საბჭოთა კავშირის“ ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად მხარდაჭერად არ ღირხართ“, - წერს ყოფილი პრეზიტენდი.

უცხოური მედია: საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრების გეგმის გამო გადადგა. ამ სათაურით Deutsche Welle სტატიას აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც თან ახლდა გაყალბების შესახებ ბრალდებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის ლიდერის დაკავების საკითხის გამო გადადგა - ეს კი Euronews-ის სათაურია. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისის შუაგულშია. „არჩევნების გაყალბების ბრალდებების ფონზე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უარი თქვეს პარლამენტში ადგილების დაკავებაზე“, - წერს Euronews. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს“, - ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ამ ნაბიჯს ოპოზიცია ზეიმობს. „გასულ წელს, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხმები გაყალბდა“, - წერს Reuters-ი. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: საქართველოს სხვებისათვის სამაგალითო ქვეყანა იყო. ახლა 90-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება

"საქართველოს სხვებისათვის სამაგალითო ქვეყანა იყო. ახლა 90-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება", - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა. "შეშფოთებული ვარ საქართველოდან მომავალი ახალი ამბებით. ეს ქვეყანა სხვებისათვის სამაგალითო იყო და ახლა 1990-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია". - წერს ევროპარლამენტარი.

"ქართული ოცნების" ოფისთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, აქცია იმართება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა "საქართველოს" აქტივისები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, აქციას მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მარტო გახარიას გადადგომა არ არის საკმარისი. აქტივისტებმა აქციაზე ყვავილები მიიტანეს და სამგლოვიარო მუსიკა ჩართეს. ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. პოლიტსაბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობენ.

საქართველოში Covid19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში Covid19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ნიმუშების სეკვენირება მიმდინარეობს. ცნობისთვის, Covid19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად შეფასდა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი: საქართველო გზაჯვარედინზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა

"საქართველო გზაჯვარედინზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა", - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის. "საქართველო გზაჯვარედინზეა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა. ყველა, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და ეროვნული ერთობის დიალოგი დაიწყონ. ყველა მათგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე". – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

ჩანს იმის პერსპექტივა, რომ ივანიშვილმა გახარიას, როგორც ოპოზიციის ლიდერს, მხარი დაუჭიროს - ზაზა ფირალიშვილი

ანალიტიკოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, პოლიტიკური სიტუაცია იმდენად ჩიხური და იმდენად უნაყოფო იყო, რომ გახარიას გადადგომა უთუოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. ფირალიშვილი არ გამორიცხვას პრემიერის გადადგომა ივანიშვილის სცენარში ჯდებოდეს და მომავალში მან გახარიას, როგორც ოპოზიციის ლიდერს, მხარი დაუჭიროს. პრემიერის წასვლის რეალურ მიზეზებზე Europetime-ს ანალიტიკოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა. _თქვენი აზრით, რა იყო პრემიერის გადადგომის მიზეზი? მხოლოდ ნიკა მელიას საქმე, რომელიც მან დაასახელა, თუ მანამდეც ჰქონდა ამ დაპისირპირებას თავისი ფონი? ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენად გონივრული იყო ხელისუფლების მხრიდან? ძალინ ძნელი წარმოსადგენია, რომ ნიკა მელიას საქმე ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მიზეზია. თვითონ გიორგი გახარიამ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ შესაძლოა დაპატიმრებამ დესტაბილიაზია გამოიწვიოს და პოლიტკური ჩიხი კიდევ უფრო გააღრმაოს; სჯობს, რომ გადაიდოს ეს საქმე და ა.შ. ზოგადად, მედიაში იყო მითქმა-მოთქმა შიდა დაპირისპირებაზე. ლაპარაკი რომ არც ყოფილიყო, ვინც ვაკვირდებოდით პროცესებს, ვგრძნობდით აშკარად დისონანსს, გიორგი გახარიას ქცევასა და რიტორიკას და „ოცნების“ რამდენიმე ახალგაზრდის ქცევასა და ხისტ რიტორიკას შორის. ბუნებრივი იყო, რომ ეს ყველაფერი რაღაც შედეგს გამოიღებდა. _უკვე ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაური, ვერ ახერხებს, გაატაროს მისი პოლიტიკური შეხედულება თავის კაბინეტში და ირკვევა, რომ მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიას დაკავება, თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს გარემოება? როგორც ჩანს, დიდ როლს თამაშობდა ის ფაქტი, რომ გახარიას სრული გავლენა არ ჰქონდა თავის კაბინეტზე. შეიძლებოდა, ვიღაცები ჩარეულიყვნენ მის საქმეში პარლამენტიდან. თუმცა კი, მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი, მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას სცილდება და ზოგადი პოლიტიკური საკითხია, არამხოლოდ სამართალდამცველების საკითხი. ეს არის მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის პრობლემა. ეს იყო პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება და გახარიამაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო თავისი გადადგომით. _თქვენი აზრით, რატომ იყო ასეთი პრინციპული „ქართული ოცნებისთვის“ ნიკა მელიას დაკავება? ვერ აცნობიერებდა, რომ ამით შესაძლოა, ოპოზიციის კოსოლიდაციას და ე.წ პოლიტიკური დევნილის, „გმირის" შექმნას შეუწყობდა ხელს? თავიდანვე იყო რისკი იმისა, რომ საქმე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის რადიკალური ინტერესების სასარგებლოდ წარმართულიყო. ოპოზიციას კონსოლიდირება რამდენად შეუძლია, ბოლო 2-3 წელია, კარგად ჩანს. ამ კონსოლიდირებას რომ შედეგი არ მოაქვს, ამასაც ვხედავთ. რეალურად, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას დააკარგინა ოპოზიცია და ეს ვნახეთ NDI-ს კვლევებში, რამდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა და კიდევ უფრო დაბალი ოპოზიციისადმი ნდობა. ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისის მანიშნებელია, როცა ოპოზიცია მცირე ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არის უბედური. _ივანიშვილის წასვლის ფაქტორი რამდენად ჩანს, ამ პროცესებში? ივანიშვილის წასვლამაც შეიძლება იქონია გავლენა, რადგან „ქართული ოცნების“ წიაღში, განსაკუთრებით აქტიური ფასადური ფიგურები ვინც არიან, მათ მოინდომეს ივანიშვილის კომპეტენციის ხელში აღება. ერთი შესაძლებლობა ეს არის. მეორე შესაძლებელობაა, რომ გახარიას გადადგომა, თვითონ ივანიშვილის სცენარში ჯდებოდეს. მან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, საქართველოში. _გულისხმობთ იმას, რომ გახარია შესაძლოა ოპოზიციაში ვიხილოთ და ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს? ზედმეტი სითამამე იქნება, ახლა ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის პერსპექტივა ჩანს. რომელი სცენარიც არ უნდა იყოს განხილული შესაძლებლობებიდან, გახარიას გადადგომა უთუოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს ჩვენს პოლიტიკურ განვითარებაში. სიტუაცია იმდენად ჩიხური და იმდენად უნაყოფო იყო, როგორც ერთი მხრიდან ისე მეორე მხრიდან. ხაზს ვუსვამ, ხელისუფლების პრობლემა მაშინ გამოჩნდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები. ამოწურა რესურსი დასავლეთთან პოზიტიური კონტაქტისა. ამ სიტუაციაში მე სწორედ ოპოზიციასთან მაქვს პრობლემა, რომ ისევ ვერ ახერხებს ნაყოფიერი პოლიტიკური პლატფორმის პოვნას. ისევ 1991 წლის და 2003 წლის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობაშია. ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სრულიად აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ 200 წლის შემდეგ ჩვენს რეგიონში შემოვიდა თურქეთი. აზერბაიჯანში თურქი სამხედროების შესვლას ვგულისხმობ. დასავლეთისათვის ეს არის ძალზედ შემაშფოთებელი სიტუაცია. რეგიონს ერთმანეთში ინაწილებენ რუსეთი და თურქეთი. ჩვენ განზე ვერ გავდგებით. დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენ გავუხსნათ ყველა გზა. ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტის არსებობა. _თუ გახარიას გუნდის ნაწილი გაჰყვა, თვითონ ხელისუფლების ნაწილი ხომ არ შექმნის პარლამენტში ოპოზიციას? არ მგონია ასეთი დიდი რაოდენობით დეპუტატები გაყვნენ გახარიას. ჩვენ ვხედავთ რამდენად აგრესიულად მორჩილი უმცირესობა ჰყავს „ოცნებას“ პარლამენტში, თუნდაც იმ ოპოზიციური ძალის სახით, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები დაირქვეს". არ მგონია ასე მოხდეს. თუმცა ჩვენთან ხშირად გათამაშებულა ასეთი სცენარები, როდესაც ხელისუფლების შიგნით ჩნდება ოპოზიცია და შემდეგ ისევ პოზიცია მოდის ხელისუფლებაში. ასე მოხდა 1991-92 წლებში. „ნაციონალური მოძრაობაც“ მოქალაქეთა კავშირს გამოეყო. არ არის გამორიცხული ახლაც ეს გათამაშდეს.