ძებნის რეზულტატი:
ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა. პროცესი 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდებოდა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. ამავე თემაზე: ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვა. რას ავალდებულებს კანონი პროკურატურას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრი: კომენდანტის საათი ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის გახანგრძლივების მომხრეა. მისი თქმთ, მოთხოვნა იმისა, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, არაადეკვატურია. მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ასეთ დროს რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია. გვესმის, რომ ყველას საკუთარი ბიზნესი სტკივა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი მთელ საზოგადოებაზე, ყველას ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა თურნავამ.
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება
საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება. ცნობისთვის, როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა პირველ ჯერზე 20 ლარით ჯარიმდება.
ენტონი ფაუჩი: გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურად დაგვჭირდეს
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, მეცნიერები უკვე მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტის მიმართ ეფექტური იქნება. თუმცა, მისი თქმით, გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლებელია, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს საჭირო. „იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს კონკრეტული აფეთქება და ყველა მისი განშტოება მთელ მსოფლიოზე იმგვარად შევაკავოთ, რომ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის ციკლური მონაცვლეობა არ მოხდეს. ასე, რომ თქვენ ყოველ წელს განსხვავებულად უნდა უპასუხოთ მას", - აცხადებს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი.
მთიანი ყარაბაღი რუსული ენისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებას აპირებს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა კრებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რუსულს, სომხურთან ერთად, ოფიციალური ენის სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი აწერს ხელს, პარლამენტის საიტზე უკვე გამოქვეყნდა. კანონპროექტის ავტორები მეორე ოფიციალური ენის შემოტანას ხსნიან აუცილებლობით, შეიქმნას დღის წესრიგი, რომელიც ასახავს "კულტურულ, სამხედრო, ეკონომიკურ კავშირებს" მთიან ყარაბაღსა და რუსეთს შორის, ისტორიულ მეხსიერებას და იმ გარემოებას, რომ მთიანი ყარაბაღის ბევრი მცხოვრებლისთვის რუსული მეორე ენაა. დოკუმენტის თანახმად, საქმეთა წარმოება მთიან ყარაბაღში განხორციელდება სომხურ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - რუსულზეც. ამავდროულად, წახალისდება ბეჭდური გამოცემების, სახელმძღვანელოების, ცნობარების, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების ორ ენაზე დაბეჭდვაც.
აშშ-ის ნაცვლად, ჩინეთი ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა
2020 წლის შედეგებით, ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის პოზიცია აშშ-ს ნაცვლად ჩინეთმა დაიკავა. 2020 წელს ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ $709 მილიარდი დოლარი შეადგინა, აშშ-ევროკავშირისამ კი – $671. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირთან ჩინეთის იმპორტი + 5,6%-ით გაიზარდა, ექსპორტის + 2,2%-ით. BBC-ის ცნობით, ჩინეთი ერთადერთი დიდი ეკონომიკაა, რომელმაც 2020 წელს პოზიტიური ზრდა დააფიქსირა. მისი სავაჭრო ბრუნვის ცვლილება კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდულმა მუშაობამ ჩინურ საქონელზე მოთხოვნა გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკაც გაჩერდა, ქვეყანა პანდემიამდელ მდგომარეობას დასავლეთზე სწრაფად დაუბრუნდა. ევროპიდან იმპორტის სახით ქვეყანამ, უმეტეს წილად, ავტომობილები და ძვირადღირებული პროდუქცია შეიძინა, ექსპორტის სახით კი სამედიცინო ინვენტარი და ელექტრონული საქონელი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა ევროკავშირთან სავაჭრო პოლიტიკას ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ამასობაში, ევროკავშირი და ჩინეთი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივებისკენ ილტვიან. IHS Markit-ის მიხედვით, 2020 წელს პანდემიით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს ამოისუნთქებს და 7.6%-ით გაიზრდება. 2020 წელს საერთაშორისო ვაჭრობა $16.4 მილიარდი დოლარით(13.5%) შემცირდა.
რუსეთის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების 19 წევრი დააკავა.ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების მომზადება ედებათ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დაკავებების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. საგამოძიებო უწყებამ დაკავებულების საცხოვრებლებიდან ავტომატური იარაღები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილა და სხვა საბრძოლო იარაღები ამოიღეს. გამოცემა ასევე იუწყება, რომ სავარაუდოდ, დაკავებულებს შორის დაჯგუფება Takfir wal-Hijra-ს წევრებიც არიან. აღნიშნული ორგანიზაცია კი, რუსეთში 2010 წლიდან აკრძალულია. რუსეთის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კრასნოდარის, როსტოვისა და ოკუპირებული ყირიმის მხარეებში დააკავეს. ”ჩვენ გავაგრძელებთ მკაცრი ზომების მიღებას ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობის იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით”, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
2021 წლის 16 თებერვალს, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლის პალატამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი. ინფორმაციას Navalny ავრცელებს. როგორც ევროპული სასამართლოს დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ზომა დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
საქართველოში ჰოლანდიური ტიპის საოჯახო პენიტენციური დაწესებულებები აშენდება
საქართველოში სამომავლოდ რამდენიმე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების აშენდება, სადაც ერთი და იმავე რისკის, მისწრაფების მქონე ბავშვები განთავსდებიან და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდიან. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ამ კუთხით ძალიან საინტერესოა არასრულწლოვნებისათვის ე.წ. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მოწყობასთან დაკავშირებული ჰოლანდიის გამოცდილება. შეხვედრაზე ისაუბრეს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც. იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით; დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა. მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის განმტკიცების გზაზე საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. იუსტიციის მინისტრმა მააიკე ვან კოლდამს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზრუნავს ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფაზე, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და კანონიერების უზრუნველყოფას, ემსახურება საზოგადოებას. საუბარი შეეხო მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობასაც. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში 2013 წლიდან არაერთი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის: კორუფციის აღმოფხვრა, კარგი მმართველობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით განხორციელდა.
დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა დაშვებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული ყველა სახის სერვისი დღეიდან განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. ეტაპობრივი განახლების პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყო და უკვე ყველა სერვისის მიწოდება აღდგენილია. 17 თებერვლიდან შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარება. "აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებულ, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ემსახურება. სერვისების მიწოდება განახლდა თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრშიც, ასევე ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებშიც. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში. მომსახურების სააგენტო მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილებზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით", - ნატქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან დამაკავშირებელი სარკინიზგო ხაზის მშენებლობა დაიწყო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რეგიონიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება ფუზულის რეგიონში გაიმართა და ალიევი მას მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ 100-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი ქალაქ ჰორადიზს აღბანდთან დააკავშირებს, რომელიც სომხეთის საზღვართან მდებარეობს. სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სავარაუდოდ ორი წელი დასჭირდება.
სამხრეთის გაზის დერეფნით, ევროპას გაზი შესაძლოა თურქმენეთმა და ისრაელმაც მიაწოდოს
„სამხრეთის გაზის დერეფანის“ გამოყენებით ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლო გაზი თურქმენეთიდან და ისრაელიდანაც მიიღონ. როგორც აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ვებინარზე განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს. ნასიროვის თქმით, „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია. თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი გაზის მილსადენების მეშვეობით ექსპორტირება შეძლო. აზერბაიჯანული გაზი ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით;ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) მეშვეობით თურქეთის გავლით;ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით. გაზსადენის სიგრძე 3500 კილომეტრი უნდა იყოს. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. .
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
ეუთოს თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში ვიზიტის აჯამებს. შვედი დიპლომატი აცხადებს, რომ ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, ამ საკითხში თანამშრომლობა კი, როგორც ეუთოს თავმჯდომარისთვის, მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისი ინფორმაცია ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპის უსაფრთხოებისთვის ასეთი გამოწვევები უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს პრინციპების/ ვალდებულებების დაცვით, აგრეთვე დიალოგისა და ჩართულობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებით. ეუთომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში. ის კონფლიქტის მოგვარების კუთხით აქტიურ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საშუალებით”, - აღნიშნა შვედმა დიპლომატმა. ან ლინდემ ხაზი გაუსვა ეუთოს მნიშვნელობას, დააკმაყოფილოს, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები; უზრუნველყოს შერიგებისა და დიალოგის ინსტრუმენტები; ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას. მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის მიზანი შვედეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარის პრიორიტეტების წარმოდგენა და ეუთოს მიერ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება იყო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, ეუთოს ვალდებულებების წინსვლის, პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით. ვიზიტის დროს, ლინდე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას, ვიცე- პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე, განსაკუთრებით რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და პოტენციურ სფეროებზე, რომლებშიც ჩართულობა შეიძლება, გაძლიერდეს. მოქმედ თავმჯდომარეს ასევე ჰქონდა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქალისა და კაცის სრული ჩართულობით. გენდერული თანასწორობა ის თემაა, რომელიც განვიხილეთ და ველოდები, საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ ქალთა როლის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განსახორციელებლად ”, - განაცხადა ლინდემ. „მე ვესტუმრე „ადმინისტრაციულ ხაზს“, რომ მეტი ინფორმაცია მიმეღო ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ორივე მხრიდან“, - განაცხადა შვედმა დიპლომატმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კასრები და შეშა მიიტანეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მეორე დღეა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდასაჭერად მიდიან, შეშა და კასრები მიიტანეს. პარტიაში შეკრებილი ლიდერები, როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან" ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან კასრები და შეშა ახალგაზრდებს "დისკოთეკის" გასამართად მაიქვთ. „არ ვიცი, ერთადერთი, რაც ვიცი, ახალგაზრდებმა მოაწყეს დისკოთეკა. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა მოაწყო დისკოთეკა. დიდი ხანია, აქ არიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და უნდათ, ჰქონდეთ ასეთი ადგილი. გათბობას ემსახურება ალბათ, მე არ მინახავს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, თუ როგორ დაიცავს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს. "თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი "აღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მოლოდინი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვემზადებით ცუდისთვის, ამ შემთხვევაში უგუნური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება, ივანიშვილმა მოსამართლეს მიაღებინოს. იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ დავხვდებით ადეკვატურად", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელია უხეშად და საჯაროდ არღვევდა კანონს, რათა მიხეილ სააკაშვილის შემოთვლილი რევოლუციური სცენარი აემუშავებინა. შგახსენებთ, რომ დღეს სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, მელიას მხრიდან გირაოს გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ. მათი თქმით, ჩახნაშვილი არ არის დამოუკიდებელი მოსამართლე. არგუმენტად კი ასახელებენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თქვენ მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე და საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეს სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელსაც პროკურატურა მოითხოვს.
არასამთავრობოები: ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის - ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს. ნიკა მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ამ საქმის ფარგლებში, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა, მელიას სადეპუტატო მანდატი შაბლონური და დაუსაბუთებელი წინადადების საფუძველზე მოუხსნა, ხოლო სასამართლომ - 30 000 ლარიან გირაოსთან ერთად, დამატებით ღონისძიებად საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა და საჯარო განცხადებების გაკეთების აკრძალვა დაუწესა. მიგვაჩნია რომ, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მისი უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ ხელყოფას წარმოადგენს. 2020 წლის 1 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და გირაოს რაოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა. საქართველოს პროკურატურას, ვადის გასვლიდან თვენახევრის განმავლობაში, რეაგირება არ ჰქონია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა. საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, გაუმჭვირვალე პროცესით, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას. კერძოდ, ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. მით უფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვუწოდებთ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ,"- აღნიშნულია განცხადებაში.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: ეუთოს ვალდებულებების განხორციელების მიზნით, ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ან ლინდემ საქართველოში ვიზიტზე Twitter-ზე დაწერა. „კონსტრუქციული საუბრების და ღირებული შეხვედრების შემდეგ, თბილისი დავტოვე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქართველ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ვალდებულებების განხორციელების მიზნით“, - წერს ან ლინდე. მან პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებაც დაწერა. „ჩვენი პრიორიტეტი მშვიდობა და უსაფრთხოებაა. პროცესებში ქალთა როლის გაძლიერება მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, საქართველო განაგრძობს, იყოს კარგი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის“, - წერს შვედი დიპლომატი.
ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ. მათი თქმით, ჩახნაშვილი არ არის დამოუკიდებელი მოსამართლე. არგუმენტად კი ასახელებენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თქვენ მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე და საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეს სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელსაც პროკურატურა მოითხოვს.
რიკოთის პროექტის დასრულების ვადამ ერთი წლით გადაიწია
„სამი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ბოლო, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთისა-2023 წლისთვის“, - ამის შესახებ რიკოთის მაგისტრალის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, პანდემიამ მაინც იმოქმედა პროექტზე, ვინაიდან მასზე მომუშავე ჩინური კომპანიების პერსონალის ჩამოსვლა იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი 2020 წლის დასაწყისშივე, ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციის გამო. ,,აქედან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ვადების ცვლილება და ნაცვლად 2021-2022 წლისა თარიღმა გადაიწია 2022-2023 წლებისთვის. თუმცა, ამ გზის მოწყობა და მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც მზად იქნება. ასე რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმგზავროთ რიკოთის განახლებული გზის მონაკვეთებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროკურატურა: სიცრუეა თითქოს ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მელიას დასაკავებლად სამართალდამცველები არიან მობილიზებულები
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მობილიზებულები არ არიან", - ამის შესახებ ნიკა მელიას სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, მელიას ადვოკატებმა არასწორი ინფორმაციაა გაავრცელეს, თითქოს ნიკა მელიას დაკავების მიზნით პროკურატურამ ვინმე გაგზავნა. "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არცერთი კონკრეტული პარტიის ოფისთან, პოლიცია მობილიზებული არ არის. არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ" - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოში, ნიკა მელიას ადვოკატის ბრალდების საპასუხოდ. როგორც ადვოკატმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული, რაც მიუთითებს, რომ შსს აპირებს მელიას დაპატიმრებას. "ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ", - განაცხადა მელიას უფლებადამცველმა. დღეს საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, თუ როგორ დაიცავს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს. "თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეს სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელსაც პროკურატურა მოითხოვს. სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავი აღნიშნეს
ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის - ლიდერები ე.წ. „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავის აღსანიშნავად პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შეიკრიბნენ. დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უმასპინძლა, უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი, ანდრეი ბაბიში და იგორ მატოვიჩი დაესწრნენ. მათთან ერთად შეხვედრაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი მონაწილეობდა. პოლონეთის პრესაში გამოქვეყნებულ წერილში ორბანი წერს, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ამოცანაა, ევროპის კავშირი „გარეშე თავდასხმებისგან“, ასევე „იმპერიის მშენებლობისკენ მიმართული შიდა ტენდენციებისგან“ დაიცვას, ამასთან, დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა. ორბანის თქმით, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებს გაცნობიერებული აქვთ ევროპის მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობის წილი, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს ემყარება. ოთხივე ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრია. „ვიშეგრადის ჯგუფი“ არაფორმალური გაერთიანებაა და ის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელშესაწყობად შეიქმნა.