ძებნის რეზულტატი:
ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოპოზიციასთან შესახვედრად ჩამოდის
ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაცია ხვალ, 18 თებერვალს, საქართველოში ჩამოვა და ოპოზივიას შეხვდება. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ზიგიმუდ პავილიონმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. “ვაორგანიზებთ საპარლამენტო დელეგაციას, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვფრინდებით, შევხვდებით ოპოზიციის ყველა ლიდერს. იმედი მაქვს, ნიკა მელია თავისუფალი დაგვხვდება და ასევე შევეცდებით, შევხვდეთ მთავრობას”.- განაცხადა ზიგიმუდ პავილიონმა. (მთავარი არხის თარგმანი). როგორც ზიგიმუდ პავილიონმა აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება მთავრობასაც, რათა მოუწოდოს ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. “მე ვესაუბრე მთავრობის წევრებს და უკვე ვუთხარი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ამ გზით სიარული. დასავლეთში, ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერებს. მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს. ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობა იქნება. თქვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით და არ მგონია, ბევრი ასეთი მეგობარი გყავდეთ. ახლა მოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელთანაც მე აშშ-ს ელჩობის დროს დიდხანს ვმუშაობდი, ვიცი ეს ხალხი, მათთვის მთავარია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ღირსება, თუკი ეს მთავრობა მართლაც ფიქრობს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ გვაქვს სიგნალები, რომ ეს შეძლება ნატოს შემთხვევაში უფრო ადრეც მოხდეს, ამიტომ არც კი იფიქროთ ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე. რუსეთი მუდმივად ცდილობდა ჩვენს დაყოფას, ახლაც რუსეთი ცდილობს თქვენს პროვოცირებას, მაგრამ იყავით ჭკვიანები ". - აცხადებს პავილიონი.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილია
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. "დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში", - განაცხადა კობახიძემ. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
მეთიუ ბრაიზა: კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ორივე მხრიდან ვითარების დეესკალაციაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მეთიუ ბრაიზა იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა არსებული ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს. ამერიკელი დიპლომატი ასევე ელის შემდგომ ნაბიჯებს ოპოზიციისგან, რადგან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტი დაუბრუნდეს ნორმალურ სამუშაო ვითარებას და მსოფლიომ, განსაკუთრებით NATO-მ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. „კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ორივე მხრიდან ვითარების დეესკალაციაა. არც ერთი ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიისთვის არ არის ნორმალური, გყავდეს ბევრი არჩეული წარმომადგენელი პარლამენტში, მაგრამ არ იკავებდე ამ ადგილს მთავრობის მიმართ დიდი უნდობლობის გამო. და მთავრობა საპასუხოდ იღებდეს ზომებს, (როგორიც არის მაგალითად, მელიას დაკავება) რომლითაც შესაძლოა, ცდილობდეს, დაშალოს ოპოზიცია. იმედი მაქვს, პრემიერ გახარიას გადადგომა, როგორც მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, დეესკალაციას შეუწყობს ხელს და ასევე დავინახავთ პოზიტიურ ჟესტს ოპოზიციიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს ნორმალურ სამუშაო ვითარებას და მსოფლიომ, განსაკუთრებით NATO-მ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
ნიკა მელია: ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს
“დამთავრებულია “ქართული ოცნება”, შემიძლია დავიფიცო”,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ -მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. “ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია “ქართული ოცნება”,- განაცხადა მელიამ. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს
"ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „დღეს ჩვენთვის არის ემოციური დღე. მიუხედავად ამისა, გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თავმჯდომარეს და გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა - კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ყველანი ვართ მოწადინებულები. ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
მამუკა მდინარაძე: ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებასთან ასოცირდება
"ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უმრავლესობას გავაცანით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.კითხვის ნიშნები აქ არ არის, ეს არის გადაწყვეტილი, რადგან მას უკვე უმრავლესობის სხდომაზე ჩვენმა კოლეგებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებასთან ასოცირდება. „ეს ადამიანი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან და ძალიან ბევრ პროექტთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,, ის ასოცირდება გუნდისა და საქმის ერთგულებასთან. ასევე, დაბეჯითებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძლიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმისა და პროფესიული თვალსაზრისითაც. ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა. რამდენად გვაახლიოებს ეს საქმეები, მათ შორის, ნატოსთან და როდესაც ჩვენი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიციაა, რომ საქართველომ 2024 წელს უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, მინისტრი, რომელიც ნატოსთან ასე წარმატებით თანამშრომლობდა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე ჩვენი ნდობის მოპოვებას იმსახურებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
გიორგი გახარია გადადგომის მიზეზზე Twitter-ზე წერს
ყოფილი პრემიერი იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს. გიორგი გახარია გადადგომის მიზეზებს Twitter-ზე განმარტავს. „ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გადადგომა იმ იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
ბრიტანეთის საელჩო: ხანგრძლივი კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს
"გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს" , - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ში ეხმაურება. "ახლა რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სოზარ სუბარი ღარიბაშვილზე: მისმა კანდიდატურამ აღფრთოვანება გამოიწვია, ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო
"მისმა კანდიდატურამ აღფრთოვანება გამოიწვია, ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო", - ასე შეაფასა სოზარ სუბარმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება. სუბარის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. "ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი პირველი წუთიდან, როცა დაიწყო ქართული ოცნების ფორმირება და ჩამოყალიბება. ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, მთავარი თანამებრძოლი ჩვენი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე დიდი რამ, ალბათ, რაც მომხდარა ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში, მან ეს ხაზი გააგრძელა უკვე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ასე რომ, ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, ძალიან გამოცდილი გუნდის წევრი და უნდა გითხრათ, რომ მისმა კანდიდატურამ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენი გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც აბსოლუტური ერთსულოვანი იყო მხარდაჭერა უმრავლესობის წევრებისგან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ევროკავშირი: პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგითაა შესაძლებელი
„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგითაა შესაძლებელი. საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ”, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი. აქვე ნათქვამია, რომ საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ლიდერობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და პოლარიზაციის გაღრმავება თავიდან აიცილონ. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. „საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გზით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად აღმოფხვრის წინაპირობებია“, - აღნიშნულია განცხადებაში. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
ოპოზიციის შეფასებით, ღარიბაშვილის დასახელებით, "ქართულმა ოცნებამ" განხეთქილების გზა აირჩია
ოპოზიციის დიდი ნაწილი გახარიას გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებზე "პასუხისმგებლობას არ უხსნის". ოპოზიციას პრემიერის გადადგომის რეალური მიზეზები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე გაანალიზებული, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაასახელა. რა რისკებს ხედავს ოპოზიცია ხელისუფლების დღევანდელ საკადრო გადაწყვეტილებაში და რა მოლოდინები აქვთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისგან, Europetime რამდენიმე პარტიის პოზიციას გთავაზობთ. „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, განხეთქილების გზა აირჩია. „ყველა პრემიერ-მინისტრს შორის ის იყო გამორჩეულად აგრესიული ადამიანი. ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომლის მთელი საქმიანობა იყო აგებული ზიზღის დათესვაზე, ოპოზიციის დევნაზე“. როგორც "ლელოს" წარმომადგენლი ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, გახარიამ მნიშვნელოვანი გზავნილი დატოვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის შიდა დაპირისპირება - კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა და ამის გამო წავიდა, ღარიბაშვილის დაბრუნება კი სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია "პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია. როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, გზავნილი დაგვიტოვა, ჩემ ნაცვლად პარტიის თავმდჯომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ვტოვებო, ეს იყო გზავნილი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკას აუნთეს მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით", - აღნიშნავს "ლელოს" წარმოამდგენელი. "ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენის გადაწყვეტილება, აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს. “ნათელია, ივანიშვილმა დააბრუნა ღარიბაშვილი იმიტომ, რომ მარტივად მართოს ვითარება და, რა თქმა უნდა, ვა ბანკზე წაიყვანოს გუნდი. გახარიას გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასე ვთქვათ, სოროდან მართავს თავის გუნდის წარმომადგენლებს, როგორც თოჯინებს, რადგან პრემიერ-მინისტრს მოუწია გადადგომა, რადგან ვერ დაარწმუნა ძალოვანი მინისტრები, რომ არ უნდა დაერბია ნიკა მელიას ოფისი, სადაც ოპოზიცია იყო წარმოდგენილი. გასაგებია, ვინ მართავდა პროცესებს, პირდაპირ ივანიშვილის ბრძანებაა ნიკა მელიას დაპატიმრება და ოპოზიციაზე შტურმი”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. „მოქალაქეები“ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. " პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა ცუდი გზავნილია. ელისაშვილის შეფასებით, ქართულ ოცნებას უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც ნაბიჯებს გადადგამდა სიტუაციის განმუხტვისთვის და მზად იქნებოდა მოლაპარაკებებისთვის". "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. “ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად", - აცხადებს ნიკა მელია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინათინ ბოკუჩავა განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო სწორედ ის გაფუჭებული ურთიერთობები, რაც მას ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან.
დიალოგი და არა კონფრონტაცია - იან კელი გახარიას გადადგომას სწორ ნაბიჯად თვლის
ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას, სწორ ნაბიჯად და სწორ ტონად მიიჩნევს. "მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზისციასთან და არა მეტი კონფრონტაცია"- წერს twitter-ზე იან კელი, გიორგი გახარიას ტვიტის გაზიარებისას. ყოფილი პრემიერი იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს. გიორგი გახარია ბრიფინგის შემდეგ, გადადგომის მიზეზებს Twitter-ზეც განმარტავს. „ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გადადგომა იმ იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. დლით გამართულ ბრიფინგზე გახარიამ გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობაც დაასახელა.
მამუკა ხაზარაძე: დღეს გახარიამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი პოლიტიკური ძალის შეკრებებზე
პარტია "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრაქტიკულად დღეს გახარიამ მოახდინა თვითლურსტრაცია და აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი პოლიტიკური ძალის შეკრებებზე. ხაზარაძის თქმით, აღიარება პირველი პირისაგან, რომ მათ ვერ შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, დაეჭირათ თუ არა მელია, აღესრულებინათ თუ არა კანონი, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არის გაბანკროტებული. "პრაქტიკულად მთელ ქვეყანას დაუდასტურეს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიზირებული სასამართლო და პოლიტიზირებული პროკურატურა.რაც შეეხება ჩვენი საქმის ამოღებას. მინდა გითხრათ, რომ ამის სულ არ მეშინია რადგან მე, რომ უკან დახევა მდომოდა არ შევიდოდი ამ ომში. არ მივატოვებდი 30 წლიან ჩემს ნამუშევარს, რომელშიც ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. მე შევედი ამ ბრძოლაში, რადგან არ დავუშვებ არასდროს უსამართლობას! ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს!რაც შეეხება ნიკა მელიას დაჭერა, არ დაჭერის თემას, ჯერ უნდა გამოიძიონ ის კორუფციული სქემები, რომლის მეშვეობითაც "ქართულმა ოცნებამ" მილიარდები ჩაიჯიბა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული.დღეს "ოცნებამ" ჩემში ბოლომდე ლურსტრაცია განიცადა და პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ ისინი მართავენ მოსამართლეებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსამართლე რომელიც გუშინ მელიას საქმეს განიხილავდა, ასევე იყო ჩვენი საქმის მოსამართლეც", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. „იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
აშშ-ის საელჩო: აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე
შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საელჩოს განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. "შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება დღეს დილითაც გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერის მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენაზე
საქართველოს ექს-პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა ისეთი ვითარებაა, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. მარგველაშვილი ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ჟურნალისტის კითხვაზე რას ურჩევდა სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს "ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა. "ჩემი პრეზიდენტობის დროს მსგავსი რამ არ მოხდებოდა იმიტომ, რომ იცოდნენ როგორი მძაფრი რეაქცია მექნებოდა და როგორ ვიმოქმედებდი. ახლა ისეთი ვითარებაა პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის ადგილას მე კარგად დავფიქრდებოდა რომ წარმედგინა, არა პარტიის, არამედ საზოგადოების განმუხტვის კანდიდატი", - განაცხადა "პალიტრის" ეთერში მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერის მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
შალვა პაპუაშვილი: ღარიბაშვილი ის პრემიერი იქნება, რომელიც 2024 წელს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადს მოაწერს ხელს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ის პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც 2024 წელს საქართველოს განაცხადს მოაწერს ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. "შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერმინისტრი, რომლის ხელმოწერაც აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერმინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. "ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებასთან ასოცირდება. „ეს ადამიანი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან და ძალიან ბევრ პროექტთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,, ის ასოცირდება გუნდისა და საქმის ერთგულებასთან. ასევე, დაბეჯითებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძლიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმისა და პროფესიული თვალსაზრისითაც. ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა. რამდენად გვაახლიოებს ეს საქმეები, მათ შორის, ნატოსთან და როდესაც ჩვენი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიციაა, რომ საქართველომ 2024 წელს უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, მინისტრი, რომელიც ნატოსთან ასე წარმატებით თანამშრომლობდა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე ჩვენი ნდობის მოპოვებას იმსახურებს“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერ- მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, პრემიერობის კანდიდატი შეძლებს არ დაუშვას, ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს
"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს", - აღნიშნული განცხადება პრეზიდეტმა დღეს გააკეთა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დასძენს, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი. "ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას. ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს. დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია. მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება. ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
გახარიამ „ქართულ ოცნებაში" განხეთქილება გამოააშკარავა - თომას დე ვაალი
კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აფასებს. როგორც Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დე ვაალი წერს, გიორგი გახარიამ პოსტის დატოვებით აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" გუნდში დაპირისპირებაა. "ახალი პოლიტიკური მღელვარება საქართველოში. გახარიამ შექება დაიმსახურა Covid19-ის კრიზისთან კარგად გამკლავებისთვის და დაეხმარა ქართულ ოცნებას არჩევნების მოგებაში. ახლა მან რაღაც ექსტრაორდინალური გააკეთა, როდესაც ყველას დასანახად გამოააშკარავა, რომ ქართულ ოცნებაში განხეთქილებაა", - წერს დე ვაალი. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთიდან მაისის შემდეგ კოალიციური ჯარების გაყვანაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა ვერ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, უნდა დატოვოს თუ არა NATO-ს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა პირველი მაისიდან ავღანეთის ტერიტორია, როგორც ამას ითვალისწინებს აშშ-ისა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეტგმა განაცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციები მომდევნო კვირას გაგრძელდება. NATO-ს ქვეყნების ვირტუალური შეხვედრა 17-18 თებერვალს გაიმართა. პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ისა და თალიბანის შეთანხმებას, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა ექსტრემისტული დაჯგუფება ნაკისრ ვალდებულებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ავღანეთის მთავრობასთან ანგარიშგასაწევი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, კოალიციური ძალების გასვლის წინ თალიბების მხრიდან ავღანეთში უნდა შეიქმნას უსაფრთხოების გარანტიები, რაც ითვალისწინებს ალ-ყაიდასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას. ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა თალიბანს შორის შარშან სექტემბერში ყატარში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად, 2021 წლის დადგომისთანავე ძალადობამ ახალი ძალით იფეთქა ავღანეთში, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ NATO-ს სარდლობით მოქმედი კოალიციური ჯარების გაყვანა ნაადრევია და ის შესაძლებლობას მისცემს თალიბანს, რომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. ავღანეთში ამჟამად ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს 860 ჯარისკაცი) სულ მცირე 10 000-კაციანი ქვედანაყოფი იმყოფება, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით, რომლის ორგანიზებულ გასვლას სათანადო ლოგისტიკური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება დასჭირდება.
ხელისუფლებამ გამოსავლის მოძებნასა და კომპრომისს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება არჩია - ევროპის სახალხო პარტია
საქართველო პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას უბრუნდება. ევროპის სახალხო პარტია Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ „სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნასა და კომპრომისს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება არჩია. „საქართველო შეიძლება იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას. ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად“, - აღნიშნულია განცხადებაში განცხადებაში.