ძებნის რეზულტატი:

ოპოზიცია 26 თებერვალს, რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობას გამართავს

ოპოზიციამ 26 თებერვალს, რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობა დააანონსა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ააქციის მონაწილეებს, ოპოზიციის უახლოესი დღეების გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზე მათი საპროტესტო მარში სიმბოლური იქნება. "თბილისში 26 თებერვალს, 15:00 საათზე იგეგმება მსვლელობა, რომელიც დაიწყება ფილარმონიიდან. ის მიეძღვნება ოკუპაციას, „როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ“. მსვლელობა იქნება თავისუფლებისთვის, ძალიან, ძალიან დიდი. სიმბოლური წელია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის 100 წლისთავის. სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში“, - აცხადებს დეკანოიძე. დღეს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გაპროსტესტების მიზნით, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილებმა მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლეს. ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილი პარლამენტის წინ კარვებში აპირებს ღამის გათენებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დადგნენ, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა. „ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები. ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაცაა. ამიტომ, სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ ყველა ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს

"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. „ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

კელი დეგნანი: ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. „ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“, – აღნიშნა ელჩმა. ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ  არ  ვითვლით მანიფესტაციაზე  დღეს  შეკრებილი ადამიანების რაოდენობას

"ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. "კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მიწევდა საუბარი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა. ამ წუთებში ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.

პრეზიდენტი: პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განვიხილე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც პრეზდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ამ წუთებში ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან. "დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

არმაზ ახვლედიანი: დასავლეთის რეაქციის გამო ღარიბაშვილის რიტორიკა ოდნავ შეიცვალა

"ევროპული საქართველოდან" მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ბოლო საათებში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა. როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა არა იმიტომ რომ ემოცია მოეძალა დღევანდელი მიტინგის შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ რომ დაინახა მისთვის მოულოდნელი რეაქცია დასავლეთიდან. " გუშინდელთან შედარებით ნაწილობრივ შეიცვალა მისი რიტორიკა და დასავლეთის ამ რეაქციის კვალობაზე კიდევ უფრო შეიცვლება ხვალ-ზეგ მაზეგ. მე სწორედ აქ ვხედავ დიალოგის რესურს. დიალოგის რესურსი არსებობს და ამ რესურსის 95 პროცენტი არის "ქართული ოცნების " ხელში. იმისთვის რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და შედგეს მე-5 რაუნდი ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს სამეტყველო ენა", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი "ევროპული საქართველოს" სხვა წევრებისგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მომხრე იყო, რაც მოგვიანებით "რესპუბლიკელების ლიდერმა ხათუნა სამნიძემაც დაადასტურა. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ამ წუთებში ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან. "დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამი ქვეყნის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს; საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასსა და გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამინისტრაციის ცნობით პრეზიდენტმა ელჩებთან საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განიხილა. "პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები", - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც კონკრეტული ინფორმაცია მითითებული არ არის. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდა. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

სამწუხაროა, რაც საქართველოში ხდება. ეს კითხვებს აჩენს დემოკრატიისადმი საქართველოს ერთგულებაზე - პოლ გობლი

"რაც ახლა მოხდა საქართველოში, სამწუხაროა, არამხოლოდ ობიექტურად, არამედ მისი დროის გამო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა. მისი თქმით, მომხდარი ბადებს კითხვებს დემოკრატიისადმი საქართველოს ერთგულების შესახებ "ეს ხდება მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია აყალიბებს პოლიტიკას Nato-ს გაფართოების შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველო შეძლებს გამოსავლის პოვნას და დასავლეთის ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ ეს საქმეს არ აადვილებს", - განუცხადა Europetime-ს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა. .

იან კელი: მთავრობამ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

"მთავრობამ ვითარების დეესკალაცია უნდა მოახდინოს და ნიკა მელია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter- ზე წერს. "ქართული დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა შეიკრიბოს მათ ირგვლივ, ვინც ახლა მხარს უჭერს მას", - წერს იან კელი. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში ნიკა მელიას მოსანახულებლად მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ვერანაირ სამარცხვინოს იმაში ვერ ხედავს, რომ სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაიცვას. აღნიშნული განცხადება ლომჯარიამ "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა. "მინდა პირადად მოვისმინო ნიკა მელიასგან მისი მდგომარეობის თაობაზე და რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტითაც გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით... მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდეგენლს. აქედან გამომდინარე მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ. მე უფრო ის მიკვირს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ იციან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე მოწვევის წევრია ბატონი ვოლსკი - მან არ იცის საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს", - აცხადებს ომბუდსმენი. დღეს დილით სამართალდამცავველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

აშშ-ის ელჩი: ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. უკეთ გავიგეთ ოპოზიციის წუხილი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. როგორც ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, მათ უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ ოპოზიციის წუხილი. "შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან გაგრძელდება იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესში წინსვლა. ვაფასებ, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს როგორც ოპოზიციასთან, ასევე “ქართულ ოცნებასთან” რათა ვიხილოთ შესაძლებელია თუ არა წინსვლა” - განაცხადა კელი დეგნანმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საათის წინ ოპოზიციას გულწრფელი დიალოგი შესთავაზა. "დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვლავ პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს აყენებს. „ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი გვაქვს დასმული ასე - კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით, სასწრაფოდ გათავისუფლება ნიკა მელიასი და 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული გიორგი რურუასი. პრინციპიალური საკითხებია ორივე. შეწყვეტა დევნის. მომზადება ტექნიკურად ახალი ვადამდელი ნორმალური არჩევნების“, - განაცხადა ბოკერიამ. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორივე დღესვე გაწერეს სტაციონარიდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართავენ

ევროპარლამენტარები პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართავენ. "თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერი ევროპარლამენტარები, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ევროკავშირის ასოცირებულ აღმოსავლელ პარტნიორ ქვეყანაში სწრაფად გაუარესებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც 2020 წლის 16 სექტემბრის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტირების ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა განემტკიცებინა საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებები. ნაცვლად ამისა, არჩეული დეპუტატების ერთი მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) აჩვენა 8 პროცენტიანი გადაცდომა საარჩევნო ოლქების პროტოკოლებში, ისევე როგორც სხვა საარჩევნო ხარვეზები. 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას, დახურულ სივრცეში გაზის გამოყენებით, დაპატიმრების შემდეგ დაძაბულობა მმართველ ქართული ოცნების პარტიასა და ოპოზიციას უკიდურესად სახიფათო დონეს მიაღწია. ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ მდგომარეობას, როცა ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ბალანსი შესაძლების ზღვარზე დომინანტურ ტრენდებად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილურობას. გარდა ამისა პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან. დაჟინებით მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი საქართველო პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რათა ეძიონ პარტიებს შორის დიალოგის დაუყოვნებლივი განახლების გზები, რომელიც უნდა დასრულდეს ურთიერთგაგების კონკრეტული მემორანდუმით, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობითი და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნაზე საქართველოში. ვნება და სისწრაფე, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა ხელახლა ჩაერთვება პარტიათა შორის დიალოგში აისახება მათ განზრახვაზე, რომ ნამდვილობა მიანიჭონ საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ისინიც აქტიურად ჩართოთ თქვენი ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ გადასცემთ ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის უდრეკ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისთვის. ჩვენი უფლებამოსილებების ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც აქამდეც დაუღალავად ახორციელებს ევროპის კავშირის დელეგაცია საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკელი დიპლომატი თომას მელია ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვს

ორგანიზაცია PEN America-ს ვაშინგტონის დირექტორი და დიპლომატი თომას მელია ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს თომას მელია twitter-ზე გამოეხმაურა. "დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ნიკა მელია", – წერს თომას მელია, იან კელის პოსტის გაზიარებისას.

ლორა თორნტონი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა ლიდერმა ერთხელ მითხრა - მხოლოდ მოგება არ შეგვიძლია, ჩვენი ოპონენტი უნდა გავანადგუროთ

NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს twitter-ზე ეხმაურება. "ვუყურებ რა საქრთველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის სიტყვები მახსენდება, რომელიც არჩევნების დროს ერთხელ მითხრა - ჩვენ მხოლოდ მოგება არ შეგვიძლია, ჩვენი ოპონენტი უნდა გავანადგუროთ", - წერს ლორა თორნტონი. დღეს დილით სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. დანარჩენი ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

ეუთო: დიალოგში ყველა მხარის ჩართვაა საჭიროა

"ეუთო/ODIHR საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს", - ამის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლობა twitter-ზე წერს. ეუთო-ს განცხადებით, დიალოგში ყველა მხარის ჩართვაა საჭიროა, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები იყოს დაცული, მათი ეფექტურად მუშაობა კი უზრუნველყოფილი. დღეს დილით სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. დანარჩენი ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგი საქართველოს თემით დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს. "ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავშეკავება ყველა ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების ესკალაცია ან ძალადობრივი შედეგი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების, კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს" (CIA) ყოფილმა წევრმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა. დღეს დილით სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. დანარჩენი ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.

გაერო: მნიშვნელოვანია, რომ პროცესები საქართველოში მშვიდად განვითარდეს, პოლიტიკური საკითხები კი დიალოგის გზით გადაწყდეს

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი, სტეფან დიუჟარიკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმაურება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. „შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში მოვლენების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროცესები მშვიდად განვითარდეს, ხოლო პოლიტიკური საკითხები დიალოგის გზით გადაწყდეს, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პროცესის შენარჩუნებით“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

The Washington Post: ესკალაციამ, შესაძლოა, მოსკოვის სასარგებლოდ იმუშაოს

"ქართული ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, ამით სამხრეთ კავკასიის ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება", - ამ სათაურით The Washington Post-ი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატსიას აქვეყნებს. სტატიაში აღწერილია, რა გზა განვლო საქართველომ ოქტომბრის არჩევენებიდან დღევანდელი დღის ჩათვლით - ვკითხულობთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მილიარდერმა ივანიშვილმა დატოვა "ოცნების" თავმჯდომარის პოსტი, ენმ-მ ახალი ლიდერი აირჩია, საბოლოოდ კი პრემიერმინისტრმა დატოვა თანამდებობა, რასაც Washington Post-ი სიურპრიზად აფასებს. გამოცემა წერს, რომ არეულობა რუსეთის საზღვრებზე განვითარებული ცვლილებების ნაწილია. "აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროტესტი გრძელდება ბელარუსში, ამასთან, ყირგიზეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში მესამედ ვიხილეთ რევოლუცია..." - წერია სტატიაში. გამოცემა საქართველოს აფასებს ზემოთ დასახელებულ ორ სახელმწიფოზე მეტად დემოკრატიულ ქვეყნად, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. თუმცა იქვე ყურადღებაა გამახვილებული, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს ევროატლანტიკურ გზაზე ბოლოდროინდელ მოვლენებს. "სამშაბათის ესკალაციამ, შესაძლოა, მოსკოვის სასარგებლოდ იმუშაოს და დააშოროს თბილისი ძლიერ დასავლელ პარტნიორებს. ბოლო წლების განმავლობაში აშშ საქართველოს ლიდერებთან გაგზავნილ წერილებში სწუხდა, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი ქმედება უკან გადადგმული ნაბიჯი იყო".- ნათქმამია სტატიაში.

თეა წულუკიანი: კარგი იქნებოდა, საერთაშორისო თანამეგობრობა მელიას სამაჯურის მოხსნაზე აღშფოთებულიყო

"საერთაშორისო თანამეგობრობა კარგი იქნებოდა თუ მაშინ აღშფოთდებოდა, როდესაც ბატონმა მელიამ ასეულობით სხვა პრობაციონერის თვალწინ და საზოგადოების თვალწინ სამაჯური მოიხსნა, ისროლა ქუჩაში და თქვა, რომ არც კანონი მაინტერესებს და არც კონსტიტუცია",- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, ქართული ოცნება ნიკა მელიას დაკავების გამო კრიტიკულ გამოხმაურებებს ელოდა, რადგან გასული 8 წელი სხვადასხვა ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსთან მიმართებაში ეს იყო მათი "ყოველდღიურობის ნაწილი". "კრიტიკულ გამოხმაურებებს ველოდით, რადგან სწორედ ამას ვიხსენებდი, რვა წელი მე პირადად ამის მეტი არაფერი მინახავს. დღეს აღარ ვარ მინისტრი და შემიძლია, ხმამაღლა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მუდმივად ჩვენ ვიყავით ზეწოლის ქვეშ, არ დააკავო ბაჩო ახალაია, არ დააკავო ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, თურმე არ შეიძლება მას მართლმსაჯულებამ კითხვები დაუსვას. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. შესაბამისად, გვაქვს რა ეს გამოცდილება. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდით მწვავე შეფასებებს", - თქვა წულუკიანმა. წულუკიანი პირველ არხთან საუბრისას რესპუბლიკერ კონგრესმენს, ადამ კინზინგერსაც შეეხო და თქვა, რომ არ ჰგონია, კინზინგერი პარლამენტზე შტურმის მიტანაზე კარგი აზრის იყოს. "მიუხედავად ამისა, არ მგონია, ბატონი კინზინგერი ფიქრობდეს, რომ თუკი აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოზე შტურმს მიიტან ეს ცუდია, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტზე შტურმს თუ მიიტან, ეს კარგია. მე არ ვფიქრობ, რომ ის ასე შეიძლება ფიქრობდეს, ამას არც კი ვუშვებ. შესაბამისად, გაერკვევა საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რაში გარკვევაც ძალიან მარტივია. სახეზე გვაქვს პარლამენტზე შტურმის მიმტანი ადამიანი, ბრალდებული, რომელმაც გირაო არ გადაიხადა, დაარღვია კანონი და საერთაშორისო თანამეგობრობა კარგი იქნებოდა თუ მაშინ აღშფოთდებოდა, როდესაც ბატონმა მელიამ ასეულობით სხვა პრობაციონერის თვალწინ და საზოგადოების თვალწინ სამაჯური მოიხსნა, ისროლა ქუჩაში და თქვა, რომ არც კანონი მაინტერესებს და არც კონსტიტუცია. კანონი და კონსტიტუცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისევე, როგორც ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოსთვის და ჩვენ ამას განუხრელად მივყვებით", - თქვა წულუკიანმა.