ძებნის რეზულტატი:
გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს – NDI
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი. კითხვას, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კარგად 54% აფასებს, მაშინ როდესაც, მარტის თვეში იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი 43-მა პროცენტმა გასცა. ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობა ცუდად 38%-მა შეაფასა, მარტის მონაცემებით კი გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებდა მთავრობის მუშაობას ცუდად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია. შესაბამისად, მთავრობის საქმიანობით ყველაზე უკმაყოფილოები თბილისის მცხოვრებლები არიან, სადაც მთავრობის მუშაობას კარგად 41% აფასებს, ცუდად კი - 49%, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგი შეფასება სოფელსა და უმცირესობების დასახლებებშია, სადაც შესაბამისად, კარგი შეფასება 60%-მა და 68%-მა მისცა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგად 35-54 წლის ასაკობრივ კატეგორიებში აფასებენ, სადაც კითხვაზე პასუხს თუ როგორ მუშაობს მთავრობა, პასუხად: „კარგად“ 55%-მა გასცა, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში პროცენტული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ განმარტავენ, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მოიმატა. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს — NDI-ის კვლევა
მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, საქართველოს 10-დან “დაახლოებით, ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.“ ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. ამავე კვლევით ირკვევა, რომ 10-დან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%). მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქვეყნიდან დროებით ან მუდმივად წასვლა საქართველოზე უარყოფითად აისახება. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
ნორვეგია-ბრიტანეთის კოალიცია შავ ზღვაში უკრაინას გააძლიერებს
დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ შეუერთდება ნორვეგიას და უხელმძღვანელებს ახალ კოალიციას შავ ზღვაზე უკრაინის მხარდასაჭერად. პროგრამა მოიცავს „შავ ზღვაში საზღვაო ძალების სწრაფ განლაგებას, უკრაინის საზღვაო კორპუსის და საპატრულო გემების ყოფნას სანაპირო და შიდა წყლის დასაცავად. ბრიტანეთის სამეფო ფლოტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამნაღმველ გემს გადასცემს, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საზღვაო ოპერაციების შესაძლებლობები გააუმჯობესოს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ხელს შეუწყობს, შავი ზღვის გავლით საექსპორტო გზები აღადგინოს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნის მიერ ზღვის გამოყენებით ექსპორტის უნარს. უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებით, კონკრეტულად, რუსული ზღვის ნაღმებიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის საზღვაო ექსპორტის აღდგენის უნარს გააძლიერებს. „ხალი კოალიცია გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, მათ შორის წვრთნების, აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა
როგორ აფასებენ NDI-ის მიერ გამოკითხულები პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობას
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები ასე განაწილდა: 16% - კარგად 41% - საშუალოდ 30% - ცუდად 11% - უარი პასუხზე 1% - არ ვიცი კითხვას როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა დადებითად 29%-მა შეაფასა, 37%-მა საშუალოდ, 26%-მა კი ცუდად შეაფასა. მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მცირედით არის შეცვლილი. NDI-ს შეფასებით, თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ. ყველაზე კარგად კი პრემიერის საქმიანობას სოფელში აფასებენ, აქ მის საქმიანობას 36% იწონებს, 36% საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 22%-ს არ მოსწონს. სოფლების შემდეგ პრემიერის მუშაობით ყველაზე კმაყოფილები პატარა ქალაქებში არიან, სადაც მან გამოკითხულთა 34%-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა, 38%- მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 24% კი -ცუდად. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, პრემიერ მუშაობა ყველაზე მეტად 55 წელს ზემოთ მყოფ გამოკითხულებს მოსწონთ, რომელთა 37% მთავრობის მეთაურის მუშაობას კარგად აფასებს. რომ ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - NDI-ის კვლევა
რა წარმოდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთის ყველაზე დიდ საფრთხეს, ამ შეკითხვას უპასუხეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეებმა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსულ სამხედრო აგრესიას 31% ასახელებს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციას 11%. რუსულ პროპაგანდას 10%. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
NDI: ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის
ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება: 12% - ფული არ გვყოფნის საკვებზე; 28% - ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე; 45% - ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები; 10% - საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა; 3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება; 1%- არ ვიცი. 1%- უარი პასუხზე. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ბრიტანეთის ახალი უწება გააკონტროლებს
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქმნის ახალ უწყებას, რომლის ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის კონტროლი იქნება. სავაჭრო სანქციების განხორციელების ბიურო (The Office of Trade Sanctions Implementation, OTSI) 2024 წლის დასაწყისში ამუშავდება. ახალი სამსახური უკვე არსებულ ფინანსური სანქციების ბიუროს (Office of Financial Sanctions Implementation) შეავსებს. ამის შესახებ BBC წერს. სამსახური ყურადღებას მიაქცევს, რომ კომპანიებმა მესამე ქვეყნებში არ გაიტანონ პროდუქცია შემდგომ რუსეთისთვის გადასაცემად. გარდა ამისა, ის ჯარიმებს დააწესებს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე მასალებს გადასცემს უწყებებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღძრან სისხლის სამართლის საქმეები. ბიურო კომპანიებს დაეხმარება რჩევებით, როგორ აიცილონ თავიდან სანქციების შემთხვევით დარღვევა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევაჩეროთ პუტინის სამხედრო მანქანა. ეს გულისხმობს როგორც ბრძოლას იმათ წინააღმდეგ, ვინც სანქციებს თავს არიდებს, ისევე რუსეთის დატოვებას ტექნოლოგიებისა და შემოსავლების გარეშე, რომლებიც მას დანაშაულებრივი ომის გასაგრძელებლად სჭირდება,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, ნუსრატ ღანიმ.
დმიტრო კულება: უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან - ორი წლის წინ უკრაინა და საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდნენ
უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და თვლის თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიოს. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი შეფასებით, უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან - ორი წლის წინ კრაინა და საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდნენ. „ვფიქრობ, ახლა არსებობს ერთი დიდი გუნდი 0 იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც გაფართოების ნაწილი არიან. დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით წარმატების მიღწევა ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, თქვენ იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით. თუკი ევროკავშირი ამ მომენტს ხელიდან გაუშვებს და არ გააცნობიერებს, რომ ევროკავშირის გაძლიერება მის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ეს უზარმაზარი ისტორიული შეცდომა იქნება. ის, რაც დღევანდელი განხილვის დროს სასწორზე დევს არ არის კონკრეტული ქვეყნის წევრობის საკითხი, არამედ ევროკავშირის მომავლის საკითხი, ევროკავშირის არა მხოლოდ როგორც კავშირის, არამედ როგორც ძალის საკითხი. ევროკავშირის, როგორც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ძალის საკითხი,“- აღნიშნა დმიტრო კულებამ.
როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს: მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მომხრეთა პასუხები
NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. ხსენებულ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს. ახალი კვლევა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღებამდე ჩატარდა. ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს: პროდასავლური; ოპოზიციის მხარდამჭერთა 46%-ის აზრით - პროდასავლური; 36% კი, იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია, პროდასავლურ კურსს ირჩევს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს. მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - NDI-ის კვლევა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. კვლევის თანახმად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. კვლევის შეჯამება ამ ბმულზე ნახეთ.
83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემააა - NDI
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, „პრობლემატურია“, 8%-ის აზრით „არ არის პრობლემატური“. 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86%-ს არ უფიქრია ფსიქოლოგისა ან ფსიქიატრისთვის მიმართვა, 12% -ს კი უფიქრია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება. ამასთან, კვლევის თანახმად, თითქმის, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ. უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს. კითხვაზე: „რამდენად მნიშვნელოვანია ან არ არის მნიშვნელოვანი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავდეს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია?“ 90% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია. 3%-ისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება - NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კითხვას, ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 37 პროცენტი ამბობს, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია, 35 პროცენტი – სამუშაო ადგილები, 28 პროცენტი – სიღარიბე, 23 პროცენტი – ტერიტორიული მთლიანობა, 20 პროცენტი – პენსიები, 17 პროცენტი – ხელფასები, 11 პროცენტი – განათლება, 8 პროცენტი – ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 8 პროცენტი – ადამიანის უფლებები, 7 პროცენტი – ნატო-ში გაწევრიანება, 7 პროცენტი – ევროკავშირში გაწევრიანება, 6 პროცენტი – სამართლიანი არჩევნები, 6 პროცენტი – რუსეთთან ურთიერთობა, 5 პროცენტი – სიტყვის თავისუფლება, 4 პროცენტი – საკუთრების უფლება, 4 პროცენტი – გარემოს დაცვა; 4 პროცენტი ამბობს, რომ კორუფცია, 3 პროცენტი – სამართლიანობის აღდგენა, 3 პროცენტი – სასამართლო სისტემა; 3 პროცენტი კრიმინალს ასახელებს, სხვა – 3 პროცენტი, არ ვიცი – 3 პროცენტი. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ეკონომიკის მდგომარეობას საშუალოდ აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 6 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად აფასებს, 49 პროცენტი – საშუალოდ, 42 პროცენტი – ცუდად, 2 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად, მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად გამოკითხულთა 58 პროცენტი ასახელებს უმუშევრობას, 48 პროცენტი – დაბალ ხელფასებს, 43 პროცენტი – ფასების ზრდას და ინფლაციას, 23 პროცენტი – სიღარიბეს, 21 პროცენტი – მაღალ გადასახადებს, 20 პროცენტი – ლარის გაუფასურებას, 18 პროცენტი – საწვავზე მაღალ ფასებს, 11 პროცენტი – კრედიტებზე/სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, 5 პროცენტი – კორუფცია/ნეპოტიზმს; სხვა – 1 პროცენტი, საქართველოს ეკონომიკა არ დგას პრობლემების წინაშე – 1 პროცენტი, არ ვიცი – 1 პროცენტი. ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს – მარტის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაზრდილია. ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. NDI-ის ცნობით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, უმრავლესობა ამობს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს. NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პასუხები ასეთია: დასაქმებულია – 44 პროცენტი, დაუსაქმებელია – 15 პროცენტი, სხვა – 41 პროცენტი. კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან. გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით. გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 20 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 18 პროცენტი ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ იპოვა შესაბამისი ანაზღაურებით. NDI-ის კვლევის მიხედვით, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს, მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, „მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.“ „მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება
გორის გვირაბებში გეგმიური მოვლა-შენახვის სამუშაოს გამო 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 07:00 სთმ-დე მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ხოლო, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის ვადას აპრილამდე ახანგრძლივებს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება. მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 2 იანვრამდე იყო განსაზღვრული. „ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს,“ - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
შვედეთი უკრაინას $134 მილიონის მოცულობის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
შვედეთი უკრაინას $134 მილიონის დახმარებას გადასცემს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად 14 დეკემბერს გამოცხადდება. ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხიდან 86 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილ ფონდში უკრაინის ძირითადი ინფრასტრუქტურის – ენერგეტიკის, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მხარდასაჭერად გამოიყოფა. კიდევ 28,7 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაარსებულ უკრაინის გარემოსა და ენერგეტიკის ფონდის ანგარიშზე. შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაღებული დახმარების ოდენობა 2,87 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად დეზინფორმაციის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრა
დღეს, 11 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი - საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. „საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა. სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი
კულება: უკრანისადმი ევროკავშირის უარს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას შეფასებით, თუ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ეტყვიან, ამას „დამანგრეველი შედეგები“ მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის. ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს გამართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას. მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. „ვერ წარმოვიდგენ, არც მინდა ვილაპარაკო იმ დამანგრეველ შედეგებზე, რაც მოხდება, თუკი [ევროპული] საბჭო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა კულებამ. ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება. დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება. შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო მიიღო. დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველი კოლეგის მიღებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავის ქვეყანაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში. ცნობისთვის, 12 დეკემბერს ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი, ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტუროს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება. პრაღის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ცნობისთვის, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. 10-11 ნოემბერს, ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის მიხედვით, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6684 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6695 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.