ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა ირანს რუსეთის სამხედრო დახმარებისთვის სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საბჭომ დღეს დააწესა შემაკავებელი ზომები 6 პირისა და 5 სუბიექტის მიმართ, რომლებიც ირანში უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) შემუშავებასა და წარმოებაში მონაწილეობენ. ეს დრონები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში გამოიყენება. ახალ სიაში შედიან კომპანია Shakad Sanat Asmari, მისი აღმასრულებელი დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და მთავარი მეცნიერი; სხვა კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ კომპონენტებს უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, კერძოდ, Baharestan Kish Company და მისი მმართველი დირექტორი, Saad Sazeh Faraz Sharif და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ისევე როგორც Sarmad Electronic Sepahan Company, სთავაზობს საჰაერო კოსმოსურ საინჟინრო მომსახურებას და კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის Quds Force-ს (IRGC-). QF) გააუმჯობესოს UAV პროგრამა (Kimia Part Sivan Company). სამიზნე პირები დაექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირში გამგზავრების აკრძალვას. გარდა ამისა, აკრძალულია სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, ჩამოთვლილი ფიზიკური ან იურიდიული პირების, სუბიექტების ან ორგანოების სასარგებლოდ.
არგენტინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ცხრა სამინისტრო გააუქმა
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 9-მდე შეამცირა. მან ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ეს მილეის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, ადამიანური კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 12 და 13 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ,“ - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნაუსედა: უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს. ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა. „უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია - ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. „შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. „მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს,“ - წერს თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთანაც. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.
ზელენსკი აშშ-ის კონგრესის სპიკერს შეხვდება
უკრაინის ვლადიმერ ზელენსკი კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის გარდა, მოსალოდნელია, რომ უკრანის პრეზიდენტი სენატორებსაც შეხვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. დაგეგმილია შეხვედრები მას შემდეგ, რაც უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებული სახსრები კი, თითქმის ამოწურულია. როოგრც ცნობილია, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 12 დეკემბერს შეხვდება. ჯო ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში სამშაბათს უმასპინძლებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ურყევ ერთგულებას გაუსვამს ხაზს. „ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს და შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას ამ კრიტიკულ მომენტში,"განაცხადეს თეთრ სახლში,“ - განაცხადეს თეთრ სახლში. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
გერმანია 2024 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გააორმაგებს
გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში ანა ლიურმანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გააორმაგებს. კიევის მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხა 8 მილიარდ ევროს შეადგენს. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მომავალ წელს 4 მილიარდიდან 8 მილიარდამდე,“ - განაცხადა ლურმანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და უკრაინისთვის მიმდინარე კვირა გადამწყვეტია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხში. გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.
ჩეხეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. „შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე - ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია უკრაინის მიმართ და მას „იდეოლოგიების შეჯახება" უწოდა. მისი შეფასებით, უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ევროპას და ყველაფერს, რასაც ევროპა იცავს. ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიების შეჯახება მათ შორის, ვისაც სურს ევროპა იყოს ძლიერი და ვისაც საერთოდ არ უნდა ევროკავშირი, ასე რომ, თუ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, მე არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ლიეტუველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე. „ჩვენ, ალბათ, პირველად ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო. და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა. იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის
დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე: ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს. „ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. დმიტრო კულებას თქმით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა. „მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა კულებამ. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის
ვარჰეი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ რეფორმების მდგომარეობა, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში
ილია დარჩიაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები. საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. „განვიხილეთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის საჭირო რეფორმების მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში,“ წერს თავის მხრივ, ოლივერ ვარჰეი (ყოფილი Twitter-ი). ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს.
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრია
პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად, პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს. ტუსკს 248 დეპუტატმა მისცა ხმა, 201 წინააღმდეგი იყო, თავი არავის შეუკავებია. მანამდე, ორშაბათს, დეპუტატებმა მატეუშ მორავეცკის დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო. 66 წლის დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ორჯერ აირჩიეს. ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის გაგრძელებას, ხოლო "კანონისა და სამართლის" პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან დისტანცირებას.
გენერალი სანდერსი ევროპის სიტუაციას ადარებს პერიოდს, როდესაც განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან დაპირისპირება
ამერიკა უფრო იზოლაციონისტური პოზიციისკენ მიიწევს და ევროპისთვის რუსეთიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის გაგება ხელახლა ჩნდება, უკრაინაში თითქმის ორი წლის სისხლიანი ბრძოლების შემდეგ. ამის შესახებ ვრცელ სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ევროპისთვის რისკებს ავლენს. როგორც სტატიის ავტორი წერს, დასავლელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მყისიერი სამხედრო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რუსეთი საბოლოოდ გაიმარჯვებს უკრაინაში, შესაძლოა, მან პრობლემები სხვაგან შექმნას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში გლოვობდა რუსეთის იმპერიის დაკარგვას, რომელიც უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ბალტიისპირეთს მოიცავდა. „ევროპელი ქვეყნები კიევს მილიარდობით დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ განაცხადეს, რომ მათ ექმნებათ ეკონომიკური შეზღუდვები და იარაღის წარმოებაში შეზღუდვები. თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის დახმარების ძირითადი ნაწილის უზრუნველყოფაზე, ევროპას არ აქვს მარაგი, რათა ვაშინგტონის როლი შეითავსოს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ დახმარება მთლიანად შეწყდება, ისინი ვერ გააგრძელებენ უკვე რთულ სამხედრო კამპანიას დაკარგული მიწების დასაბრუნებლად და შესაძლოა, ვერ შეაჩერონ რუსული დანაყოფები, რომლებსაც მხარს უჭერს ბევრად უფრო დიდი ქვეყანა, რომელსაც აქვს ცოცხალი ძალის უმაღლესი რეზერვები. გენერალი პატრიკ სანდერსი, გაერთიანებული სამეფოს არმიის ყველაზე უფროსი მეთაური, ევროპის ისტორიის ამ მომენტს ადარებს 1937 წელს, როდესაც გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერის წინააღმდეგ დაპირისპირება.„1930-იანი წლების გაკვეთილია - როდესაც სტრატეგიული კონტექსტი და საფრთხეები იწყებს ზრდას, და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, მაშინ, თქვენ უნდა დაიწყოთ ამისთვის მომზადება,” - განაცხადა სანდერსმა,“ - წერს WSJ და აქვე მოჰყავს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის კომენტარი. „პუტინს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებზე, როგორიცაა, მოლდოვა და საქართველო, განახორციელოს დივერსიული შეტევები ბალტიისპირეთში ან კიდევ გააძლიეროს რუსეთის სამხედრო ყოფნა კალინინგრადში, რუსეთის სტრატეგიულ ანკლავში პოლონეთსა და ლიეტუვას შორის,“ განაცხადა მარკ სედვილმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ევროპის შეიარაღების დონის მიმოხილვის შემდეგ, სტატიის ავტორი წერს, რომ ბრიტანული არმია მაღალკვალიფიციურად ფასდება და ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო სპეცრაზმი ჰყავს. მაგრამ თავდაცვის ხარჯები, როგორც დიდი ბრიტანეთის მშპ-ის წილი, განახევრდა 1980-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 2.2%-მდე და არმია მხოლოდ ახლა გადის მოდერნიზაციას. სანდერსმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის აღჭურვილობის განთავსების უნარი აქვს ამჟამად არმიას. მისი თქმით, შეიერაღებული ძალები 2024-დან 2028 წლამდე, ს წელიწადში საშუალოდ, 200 ახალ ჯავშანმანქანას მიიღებს. ის ასევე გადაჭრის გამოწვევებს, თუმცა კონკრეტულად, რა პერიოდში მოხდება ეს, გენერალს არ დაუზუსტებია. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს
დივერსიული შეტევები ბალტიისპირეთში და ზეწოლა საქართველოზე: ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი პუტინის მიზნებზე
დასავლელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მყისიერი სამხედრო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რუსეთი საბოლოოდ გაიმარჯვებს უკრაინაში, შესაძლოა, მან პრობლემები სხვაგან შექმნას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში გლოვობდა რუსეთის იმპერიის დაკარგვას, რომელიც უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ბალტიისპირეთს მოიცავდა. ამ შინაარსის სტატიას Wall Street Journal-ი აქვეყნებს. „ევროპელი ქვეყნები კიევს მილიარდობით დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ განაცხადეს, რომ მათ ექმნებათ ეკონომიკური შეზღუდვები და იარაღის წარმოებაში შეზღუდვები. თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის დახმარების ძირითადი ნაწილის უზრუნველყოფაზე, ევროპას არ აქვს მარაგი, რათა ვაშინგტონის როლი შეითავსოს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ დახმარება მთლიანად შეწყდება, ისინი ვერ გააგრძელებენ უკვე რთულ სამხედრო კამპანიას დაკარგული მიწების დასაბრუნებლად და შესაძლოა, ვერ შეაჩერონ რუსული დანაყოფები, რომლებსაც მხარს უჭერს ბევრად უფრო დიდი ქვეყანა, რომელსაც აქვს ცოცხალი ძალის უმაღლესი რეზერვები,“ - წერს ამერიკული გამოცემა, რომელიც სტატიას ბრიტანელი გენერლის კომენტარით განაგრძობს. გენერალი პატრიკ სანდერსი, გაერთიანებული სამეფოს არმიის ყველაზე უფროსი მეთაური, ევროპის ისტორიის ამ მომენტს ადარებს 1937 წელს, როდესაც გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერის წინააღმდეგ დაპირისპირება.„1930-იანი წლების გაკვეთილია - როდესაც სტრატეგიული კონტექსტი და საფრთხეები იწყებს ზრდას, და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, მაშინ, თქვენ უნდა დაიწყოთ ამისთვის მომზადება,” - განაცხადა სანდერსმა,“ - წერს WSJ და აქვე მოჰყავს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის კომენტარი. „პუტინს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებზე, როგორიცაა, მოლდოვა და საქართველო, განახორციელოს დივერსიული შეტევები ბალტიისპირეთში ან კიდევ გააძლიეროს რუსეთის სამხედრო ყოფნა კალინინგრადში, რუსეთის სტრატეგიულ ანკლავში პოლონეთსა და ლიეტუვას შორის,“ განაცხადა მარკ სედვილმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ამერიკულ იარაღს შეუძლია, დაამარცხოს რუსული ძალები უკრაინაში: ზელენსკის სიტყვა აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ უკრაინელები მომავალ წელს რუსეთის ძალებს ბრძოლის ველიდან განდევნიან. „ჩვენ უკვე დავიბრუნეთ ტერიტორიის 50%, რომელიც რუსეთმა დაიპყრო ამ ომის დასაწყისში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, კონგრესში გადაუჭრელი საკითხები, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს. „ამერიკა და მსოფლიოს ყველა სხვა თავისუფალი ერი უნდა დარწმუნდეს საკუთარ თავში, საკუთარ ძალაში, ლიდერობაში, რათა დიქტატურებმა საკუთარ თავსა და თავისუფლების შელახვის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანონ. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა, ჩვენი ინსტიტუტები და ალიანსები, რომლებიც იცავენ დემოკრატიას და იცავენ უსაფრთხოებას, მათ შორის NATO, რათა არსად მსოფლიოში, პლანეტის ყველაზე ბნელ კუთხეშიც კი არავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ სამყაროზე, თავისუფლების გარდა, სხვა წესრიგი შეიძლება, დომინირებდეს. დარწმუნებული ვარ, თავისუფლება ნებისმიერ მტერზე ძლიერია. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მას დაუპირისპირდება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს იმაზე გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინის მიწა და რესურსებია და უკრაინა მხოლოდ პლაცდარმად სჭირდება. ზელენსკის განცხადებით, პუტინი უნდა დამარცხდეს და აშშ-ს შეუძლია, ჰქონდეს უკრაინის იმედი, ისევე, როგორც უკრაინას აქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი. „ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა მცირდება. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, შავ ზღვაში უკრაინამ გაიმარჯვა. „ახლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ნაწილობრივ განადგურებულია ან იმალება შორეულ ყურეებში. ამის წყალობით, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საზღვაო ექსპორტი, მათ შორის, საკვების ექსპორტი, დავიცვათ აფრიკისა და აზიის ათობით ქვეყანა შიმშილისა და ქაოსისგან. მომავალ წელს, უკრაინა უფრო მეტ გადაზიდვის ხაზს უზრუნველყოფს. და ამ დროისთვის საიდუმლო არ არის, რომ უკრაინის პასუხმა რუსულ ბარბარიზმზე შეიძლება, შეარყიოს მიწა მოსკოვის გულში - ეს ჩვენი ნამდვილი სიძლიერის დასტურია. გარდა ამისა, უკრაინა ახორციელებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას, თუნდაც ომის დროს ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკულ იარაღს შეუძლია, დაასრულოს და დაამარცხოს რუსული ძალები უკრაინაში. „სწორედ ახლა, სასტიკი ბრძოლების ფონზე, ჩვენი ჯარისკაცები იკავებენ პოზიციებს ფრონტზე და ემზადებიან შემდგომი მოქმედებებისთვის. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს გამარჯვების უფლებას წელს. დიახ, პუტინი ცდილობს შექმნას ახალი პრობლემები. მაგრამ ჩვენი ტაქტიკა არ არის მხოლოდ იმის ლოდინი, თუ რას გააკეთებს რუსეთი; არამხოლოდ, პუტინის შექმნილ პრობლემებთან ადაპტაციაზე; ეს ეხება პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას - გადაჭრას! ეს არის გამარჯვების გასაღები. ხვალ, პრეზიდენტ ბაიდენთან და კონგრესში შეხვედრებზე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შედეგების მიღწევა შეგვიძლია მომავალ წელს, ჩვენი წლევანდელი მიღწევებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცს, რადგან როგორც იარაღია საჭირო თავდაცვისთვის, თავისუფლებაც ყოველთვის მოითხოვს ერთიანობას. მთელი მსოფლიო გვიყურებს, აკვირდება თავისუფალი ერის ბედს და რომ უკრაინელები არ დანებებულან და არც დანებდენიან. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, შეგიძლიათ უკრაინის იმედი გქონდეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს თქვენი იმედი,” განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
გალანტი: ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბატალიონები დაშლის პირას არიან
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასის” ბატალიონები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიასა და შეჯაიას რაიონებში დაშლის პირას არიან. „ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენები ჯაბალიასა და შეჯაიაში, ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ჩვენთან საბრძოლველად, დაშლის პირას არიან“, - აღნიშნა გალანტმა. მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზას სამხრეთით ხან იუნისსა და მის გარშემო და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაააქტიურეს ოპერაცია ანკლავის ცენტრალურ ნაწილში. იოავ გალანტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ჩაბარდა ისრაელის ჯარებს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორ მდგომარეობაშია დაჯგუფება.
ბაიდენი: ისრაელის დახმარება გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება
აშს-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელისთვის დახმარება გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება, მაგრამ ბაიდენი გამოვიდა გაფრხილებით, რომ საზოგადოებრივი აზრი შესაძლოა, ისრაელის უსაფრთხოებისთვის მძიმედ შეიცვალოს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხისა და ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს „ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება, ერთ ღამეში შეიცვალოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ღაზის სექტორში ჯერ კიდევ მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, დააჩქარებს პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას და „ხაზს გაუსვამს ისრაელელ მეგობრებთან, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები.“
IMF უკრაინისთვის კიდევ $900 მილიონის მოცულობის ტრანშს გამოყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მეორე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მესამე ტრანშის, დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს. „ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინის ეკონომიკურ გუნდთან და დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ. ნოემბერში უკრაინამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამშრომლების დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მეორე მიმოხილვის შესახებ, რაც უკრაინას დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის ტრანშის მიღების გზას უხსნის.
ბჟანია: დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ, თბილისში
ე.წ. პრეზიდენტის, ასალან ბჟანიას აზრით, „აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია.“ ის ამტკიცებს, რომ „დასავლეთს, რომელსაც წარმოადგენს შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები, არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად.“ „მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს," - განცხადა ბჟანიამ. ბჟანიასვე მტკიცებით, „აფხაზეთმა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი კურსი და მოკავშირეები, უნდა ეცადოს გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებაზე და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე.“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები".
რუსეთი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინული, „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ „დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით.“ რუსეთის განცხადებით, „უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში.“ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დამოუკიდებელი რესურსები ცნობის გადამოწმებას ვერ ახერხებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებში ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბელგოროდის ერთ-ერთ დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც შვიდი სახლი, სამი ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა.