ძებნის რეზულტატი:
თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა
"შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 'მოგეხსენებათ პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი დააზარალა, განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელტა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს. რა თქმა უნდა ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი მინისტრებს: ნამახვანჰესზე პირადად დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან
ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიაცია სთხოვა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და მას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. „ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ და დაიწყონ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აუხსნან, რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ პარლამენტშიც გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პორების მონაწილეობით და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა გაეცეს პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტია. „წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის მოსაძებნად არის აუცილებელი უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს
მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც. გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, თუ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათალისწინებით, ანაკლიის პორტის პროექტის დაჩქარებული ტემპებში განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები. Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არ ჰქონია არასდროს და მხოლოდ პოლიტიკური ნების პრობლემა იყო. "როგორც გამოჩნდა, რუსეთის ფაქტორი იყო გათვალისწინებული, რაც ძალიან არასწორია. ჩვენ თუ რუსეთის ნებაზე ვიარეთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და გრძელვადიანად უნდა თვლიდეს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ანაკლიის პორტი სასწრაფოდ არის ასაშენებელი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. მისი თქმით, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოუსლი გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ. "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება.ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება. Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია. "ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო. არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს გიორგი ბადრიძე. როგორც Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა, თუ ვამბობთ რომ გეოპოლიტიკურად, ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ უნდა იყოს. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ანაკლიის პორტი. "კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია. Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე.
ენტონი ბლინკენი: აშშ განაახლებს დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის
"აშშ განაახლებს დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის", - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენის თქმით, ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პორცესების გაუმჯობესებას. „ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა", - აცხადებს ბლინკენი. მისი თქმით, დემოკრატია მყიფეა და ეს ხალხმა ნახა. ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნები უფრო სტაბილური, ღია და უკეთესი პარტნიორები არიან აშშ-სთვის. „ასეთი ქვეყნები მეტად არიან ერთგული ადამიანის უფლებების მიმართ და ნაკლებად მიდრეკილი კონფლიქტისკენ. როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ შიგნიდან და გარე ჩარევის წინაშე. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-ისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ძლიერი საზღვრები ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტია, კანონები კი დემოკრატიის საფუძველი. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა ღირსეულად იბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკას აქვს უნიკალური ძალა გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად. „ამერიკის ხელმძღვანელობას და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მეგობრებს უხარიათ, რომ ჩვენ დავბრუნდით, რადგან ამერიკას უნიკალური ძალა აქვს გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. გვინდა თუ არა ეს, სამყარო ვერ აწესრიგებს თავის თავს. როცა ჩვენ (ამერიკელები) უკან ვიხევთ ორიდან ერთი ხდება ხოლმე: პირველი, სხვა ქვეყანა ცდილობს ჩვენი ადგილის დაკავებას, მაგრამ არა ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებს და ღირებულებებს იზიარებდეს. მეორე, ისეთივე ცუდია, როცა არავინ დგამს ნაბიჯს, რის გამოც ჩვენ ვიღებთ ქაოსს და საშიშ ვითარებას. ასეა თუ ისე, ეს არ არის კარგი ამერიკისთვის.“- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. როგორც ბლინკენი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავს, ახლა მსოფლიოს სჭირდება ქვეყნების ერთობა, რათა მოხდეს არსებული გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება. მეტიც, ის ფიქრობს, რომ არსებულ გამოწვევებს ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. "ქვეყნებთან თანამრშობლობა ჩვენ ახლა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. გლობალურ გამოწვევას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, მხოლოდ ერთი ერი დამოუკიდებლად ვერ შეხვდება. მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. არცერთი კედელი არ არის საკმარისად მაღალი ან ძლიერი, რომ შეაჩეროს ცვლილებები, რომლებიც გარდაქმნის ჩვენს სამყაროს" ,- აცხადებს ბლინკენი.
ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, აშშ-ისთვის 21-ე საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ამერიკისთვის, როემლსაც უნდა გაუმკლავდეს. „ზოგიერთი ქვეყანა ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამავდროულად სერიოზული კრიზისია, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის იემენში, ეთიოპიასა და ბირმაში", - აცხადებს ბლინკენი. თუმცა, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა მაინც ჩინეთია და აშშ ამ პრობლემას ძალის პოზიციით უნდა მიუდგეს. "ჩინეთი სულ სხვა სახის გამოწვევაა. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს, რათა სერიოზულად დაუპირისპირდეს სტაბილურ და ღია საერთაშორისო სისტემას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
Wizzair-ი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს
"Wizzair-ი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს", - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრიმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, Wizzair-ი 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს. "ვიზეარი მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა", - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, ასევე მარტის ბოლოდან Wizzair-ი აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. "მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მთავრობა სახელმწიფო კომისიას ქმნის, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს. მისივე თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები. „ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი - თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
შესაძლოა, პომპეომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება
შესაძლოა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2024 წლის არჩევნებში შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პომპეომ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. „მე ყოველთვის მზად ვიყავი ბრძოლისთვის. ჩვენ დიდი ხანია კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი ვართ და ვზრუნავთ ამერიკაზე. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, არ გამოვრიცხავ, 2024 წლის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას“, - აღნიშნა პომპეომ.
გერმანიამ 65 წელს გადაცილებულებში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე მიდგომა შეცვალა
გერმანიამ 65 წელს გადაცილებულებში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე მიდგომა შეცვალა. ქვეყანა 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მანამდე, ქვეყანამ პრეპარატი დაამტკიცა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის იმ მოტივით, რომ ხანდაზმულ ადამიანებში პრეპარატის ეფეზტურობაზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობდნენ. მერკელმა კი ახლა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა საკმარისი მონაცემები აჩვენა. ცნობისთვის, ბელგიამაც განაცხადა, რომ ასევე დაამტკიცებს ვაქცინას ხანდაზმული ადამიანებისთვის. საფრანგეთი კი ანალოგიურ ზომას მიმდინარე კვირას მიმართავს.
ისლანდიაში 1 კვირაში 17 000 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა
ისლანდიაში 1 კვირის განმავლობაში 17 000 მიწისძვრა მოხდა. ისლანდიისთვის ეს უჩვეულო კვირა იყო. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რეიკიანესის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში დაახლოებით 17000 მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რიხტერის მასშტაბით 5,6 ბალიანი, 24 თებერვალს მოხდა.
არჩილ თალაკვაძე: ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გვერდით არ გადაიდება
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ მინისტრის განცხადებას - მივესალმებით მის მკაფიო პოზიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება. გამოვხატავთ მზადყოფნას, მთავრობასთან, პარტნიორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად ვიმუშაოთ მისი განვითარების და განხორციელებისთვის. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტი და მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი შეიტანა და სრულად უზრუნველყო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები. „ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, როდესაც, პირველ რიგში, შეიტანა კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ამ პროექტის მხარდასაჭერად, შემდგომში კი შექმნა ის ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს ჭირდებოდა. მათ შორის, სრულად იყო უზრუნველყოფილი ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ასიგნებები იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, ისიც, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის მოზიდვა, ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვერდით არ გადაიდება. პრემიერ მინისტრის განცხადება დღეს იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდა მუშაობა მისი განხორციელებისთვის. მიუხედავად პოსტ-პანდემიური კრიზისისა, იმედი გვაქვს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ ინვესტორების დაინტერესებას და პროექტის განხორციელებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს.
მარტის ბოლოს, ისრაელიდან ვაქცინირებული ტურისტები შემოვლენ
მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს და საქართველოსი ვაქინირებული ტურისტები შემოვლენ. ამის შესახენ ეკონომიკის მინისტრა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა. "სასიხარულო ინფორმაცია - გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის ჩვენი პირველი შემსუბუქების შედეგი", - განაცხადა თურნავამ.
15 მარტიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. I ეტაპი - რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გერმანიამ ლოკდაუნი 28 მარტამდე გაახანგრძლივა
გერმანიამ კორონავირუსთან დაკავშირებული ლოკდაუნი 28 მარტამდე გაახანგრძლივა, თუმცა ქვეყანა ამარტივებს გარკვეულ შეზღუდვებს, რომ მეორეხარისხოვანი მაღაზიები და სხვა ბიზნესი გაიხსნას იმ ადგილზებში, სადაც ინფექციის გავრცელების დონე შედარებით დაბალია. ამის შესახებ France24 წერს. ცხრასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელი და გუბერნატორებმა შეთანხმებას მიაღწიეს. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დაწყებითი სკოლის ბევრი მოსწავლე გასულ კვირას საკლასო ოთახებში დაბრუნდა. ორშაბათს კი, 2-თვიანი შესვენების შემდეგ სალონები გაიხსნა. „ეს უნდა იყოს ნაბიჯები გახსნისკენ, მაგრამ ამავდროულად ნაბიჯები, რომლებიც უკან არ დაგვაბრუნებს“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს ბერლინში.
უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება - ნათია თურნავა
უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტენდერი ძალიან მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განვითარების სააგენტო. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და ამ სააგენტომ მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი და ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ძალიან მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი პოტენციური ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა - დაკავებულია ერთი ადამიანი
გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავა. გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური, ხოლო მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან გაყვანილი. ცნობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის გამკაცრდა სასჯელი და განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ამის შესახებ განცხადება, 21 თებერვალს, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ადგილობრივების გრძნობებზე თამაშობენ - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეორნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად ჩავა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მინისტრი თვლის, რომ მათ ხელთ არსებული საექსპერტო დასკვენების საფუძველზე მოახერხებენ მოსახლეობის დარწმუნებას და პროექტი წარმატებით განხორციელდება. ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრები დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისში. ვინაიდან ქვედა ნამახვანი იმერეთის ტერიტრიაზეა განთავსებული და მოიცავს წყალტუბოს რაიონის სოფლებს და მინისტრის თქმით, მშენებლობისთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყტილება მხოლოდ ქვედა ნამახვანზეა გაცემული. „სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის ეს გრძნობები გამოიყენონ. ესეც უპასუხისმგებლობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი არგუმენტია, თითქოს, ეს კვლევები საკმარისი, სრული არ არის და ასე შემდეგ. თუ მასალა მათ არ უნახავთ, კვლევებს როგორ აფასებენ?! ხშირად თავის თავს ეწინააღმდეგებიან. სამწუხაროდ, ჩვენ მეტი მედია პლატფორმა გვჭირდება, რათა მოსახლეობამდე სიმართლე მივიტანოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი პოტენციური ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. „საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ რთულ დროს. მიწისძვრით დაზარელებულებზე ვფიქრობთ. ბერძენ ხალხს ამ განსაცდელის დროს სიმამაცესა და სიძლიერეს ვუსურვებთ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში - ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.
ენტონი ბლინკენი: მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს
"დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, Freedom House-ის ახალი ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელია ჩვენთვის. მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს", -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, არჩევნები სულ უფრო ხშირად ხდება ძალადობის აალების წერტილი, კორუფცია იზრდება. პანდემიამ კი ეს ტენდენციები დააჩქარა. "დემოკრატიის ეროზია არა მარტო სხვა ქვეყნებს, არამედ ამერიკასაც აწუხებს. აქ დეზინფორმაცია მძვინვარებს, რასიზმი და უთანასწორობა მილიონობით ადამიანის ცხოვრებას აუარესებს... ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება საგარეო პოლიტიკის აუცილებელი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი სურთ, რომლებიც იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ ეჭვი შეიტანონ ჩვენი დემოკრატიის სიძლიერეში“, - აღნიშნა ბლინკენმა.
თაღლითობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს - ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას. დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.