ძებნის რეზულტატი:

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზად არის, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზად არის, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას. ამის შესახენ ჯანდაცვის მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთებას საჯაროდ აპირბს. "დიახ, რა თქმა უნდა, მზად ვარ AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცრა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ. ჩვენ გვქონდა სტრატეგია, ავცრილიყავით სხვადასხვა ვაქცინით. ჩინურ ვაქცინაზე არაერთი მითია და გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავცრილიყავი. თუმცა, დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, რადგანაც, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით აღარ იყოს საკმარისი, მოსახლეობა დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია დატოვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა დატოვა ევროპის საბჭოს კონცენცია, რომელიც ქალების დაცვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სტამბოლში გაფორმებული ევროპის საბჭოს შეთანხმება ითვალისწინებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას და თანასწორობის ხელშეწყობას. ევროპის საბჭოს კონვენცია, ამავე დროს, სტამბოლის კონვენციის სახელით არის ცნობილი. როგორც Reuters-ი წერს, თურქეთში, რომელმაც ხელშეკრულებას 2011 წელს ხელი მოაწერა, გასულ წელს, ფემიციდის ზრდა დაფიქსირდა. თურქეთის მიერ სტამბოლიის კონვენციის დატოვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ქალთა უფლებების დაცვა გარანტირებულია ჩვენი შიდა კანონმდებლობითა და კონსტიტუციით. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიკური და ძლიერია, რომ ყველა საჭირო რეგულაციის დანერგვა უზრუნველყოს“, - ამის შესახებ თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი Twitter-ზე წერს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციამ ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ა.ბ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფრმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, "მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 158 გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 PCR ტესტით. ამ დროისთვის, ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 277 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 784, გარდაიცვალა 3 691 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.49%. 422 ახალი შემთხვევიდან 216 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 730, აჭარაში - 137, იმერეთში - 273. მძიმე პაციენტია: 276, მათ შორის, თბილისში - 1259, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 83. მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 126 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 19.სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 727 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 498 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 201 პირი, აჭარაში - 548, იმერეთში - 897. :

ევროპარლამენტარი: საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო

"საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიანემ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხდა. ევროპარლამენტარმა "ამერიკის ხმასთან" საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე და სხვა აქტუალურ საკითხხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ეკისრება. "ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. "ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ, ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს", - განაცხადა იუკნევიჩიანემ. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ქართველების დიდი ნაწილი ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. "ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიყავს ქვეყანა ევროპული გეზით, მაგრამ, მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად, არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონში. ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა, ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე. დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არცერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი", - აცხადსებს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში იუკნევიჩიანე.

უკრაინაში 27 ადამიანს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, სანქციები დაუწესეს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, 19 მარტს, უკრაინაში 27 ადამიანს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსა ვიქტორ იანუკოვიჩს და პრემიერ-მინისტრს მიკოლა აზაროვს, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ოფიციალური ცნობის თანახმად, სანქცირებულ პირთა უმრავლესობა ამჟამად რუსეთის მოქალაქეა. ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და პრემიერ-მინისტრ, მიკოლა აზაროვის გარდა, სიაში მოხვდნენ უკრაინის ყოფილი თავდაცვისა და განათლების მინისტრები, ქვეყნის გენერალური პროკურორი და ასევე ბიზნესმენი სერგეი კუჩერენკო. სანქციებით მათ ეყინებათ აქტივები, საკუთრება, ქვეყნიდან კაპიტალის გატანა ეკრძალებათ და, ასევე, ჩამოერთმევათ ყველა სახელმწიფო ჯილდო. უკრაინის უშიშროების სამსახურმა სანქციების დაწერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც უტყუარად დაადგინა, რომ სანქცირებული პირები „ხელს უწყობდნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში“, ხოლო ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი „აფინანსებდა ტერორიზმს, პრორუსულ აქციებსა და ანტიუკრაინულ პროპაგანდას“.

ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციას გეგმავს

ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა. დღეიდან ხელისუფლების ოპონენტები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან, რაც რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გეგმავს. ამ პერიოდის განმავლობაში კი აქციები სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. „დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს. დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“,- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აცხადებს უდუმაშვილი.

დღეს მსოფლიოში ბედნიერიების დღე აღინიშნება

20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 20 მარტი ბედნიერების დღედ 2012 წლის 28 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდა. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური მიზანი. ბედნიერების დღის დაწესების ინიციატორებს თარიღი შემთხვევათ არ შეურჩევიათ. დღესასწაული მათ გაზაფხულის ბუნიაობას დაამთხვიეს, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უთანაბრდება. ამ სიმბოლური თარიღის შერჩევით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პლანეტის მცხოვრებლებს ბედნიერებაზე ერთნაირი უფლება აქვთ.

განათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი. კერძოდ, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება, რაც გასულ სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია. „ასევე, გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც თავის დროზე ონლაინ სწავლება აირჩიეს - საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, მოსწავლეებმა სწავლა სკოლის შენობებში არჩიეს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა - აღნიშნული მაჩვენებელი არდადეგების დაწყებამდე პერიოდის იდენტურია. დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით კვლავ 69 პედაგოგი რჩება. აღნიშნული პედაგოგები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რომლებმაც სკოლებს დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი: სომხური არმია აღარ არსებობს. ჩვენ ის გავანადგურეთ.  დღეს სიამაყით ვამბობ: „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“

"ჩვენ გვქონდა 21-ე საუკუნის ომი და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ილჰამ ალიევი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა და აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. „ჩვენი ომი, ყარაბაღის მეორე ომი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო სკოლებში ისწავლება. ჩვენ ჩავატარეთ 21-ე საუკუნის ომი და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ. დღეს სიამაყით ვამბობ : „შუშა, შენ თავისუფალი ხარ!“, „შუშა აზერბაიჯანია!“ და „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“- განაცხადა ალიევმა. როგორც ალიევმა, აღნიშნა, ყველაზე დიდი წვლილი ახალგაზრდებმა შეიტანეს. „ყველა თაობის წარმომადგენელმა მიიღო ომში მონაწილეობა და აჩვენა გმირობა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი მისია ახალგაზრდებმა შეასრულეს, რომლებიც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში გაიზარდნენ,“- აღნიშნა ალიევმა.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 674 ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით, AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 674 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის გასაკეთებლად კი უკვე 5 250 ბენეფიციარი დარეგისტრირდა.

იაპონიაში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 6:09 საათზე მოხდა.

ომბუდსმენი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მთავრობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებენ

ომბუდსმენი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მთავრობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ სახალხო დამცველი მიმართვას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, მიმართავს საქართველოს მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენ მოქალაქეებს შეუფერხებლად და ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული. ამავე თხოვნით, საქართველოს მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმაც მიმართეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ-ბაირამი სათავეს ძველ სამყაროში იღებს და გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნა მრავალ საუკუნეს ითვლის (იგი „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები), ხოლო 2010 წლიდან ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ნოვრუზი მასშტაბურად აღინიშნება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, თუმცა, კოვიდ-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩატარდა და მის აღნიშვნას საფრთხე 2021 წელსაც ექმნება. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღაირებს, მის მიზანს - ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა (შობის დღესასწაული 2021 წლის 7 იანვარს), რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, ერთი დღით ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი თქვა.

15 წლის შემდეგ პალესტინაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

15 წლის შემდეგ, პალესტინაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. პოლიტიკური პარტიებსთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის უკვე გაიხსნა სარეგისტრაციო ოფისები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პაკისტანში არჩევნები 22 მაისს ჩატარდება. როგორც ცნობილია, ბოლოს საპარლამენტო არჩვენები 2006 წელს ჩატრადა. მაშინ, მოულოდნელად, ჰამასის ჯგუფმა გაიმარჯვა.

მექსიკაში სატვირტო ავტომანქანებში 300-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 114 არასრულწლოვანია

მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გვატემალას საზღვართან სამ სატვირთო ტრაილერში 329 მიგრანტი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მექსიკის მიგრაციის აგენტებმა და ეროვნული გვარდიის პოლიციამ განაცხადეს, რომ მათ სატვირთო მანქანები ჩვეულებრივი შემოწმების მიზნით გააჩერეს. ამ დროს კი აღმოაჩინეს 329 მიგრანტი, მათ შორის 114 არასრულწლოვანია. როგორც ცნობილია, სრულწლოვნები დაკითხვაზე, არასრულწლოვნები კი მიგრანტთა თავშესაფარში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი, მექსიკის გავლით, აშშ-ში ჩასვლას გეგმავდნენ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრს იმრან ხანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, ინფორმაციას, პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი ვაქცინის გაკეთებიდან ორ დღეში გამოუვლინდა. ის ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. BBC-ის ცნობით, ბოლო დღეებში, პაკისტანში კორონავირუსული ინფექციების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ანაფლექსიის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას

"ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

პროკურატურამ ლაგოდეხში ბავშვების მიმართ იძულების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე ვ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი. "პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განათლების სამინისტროში შესაბამის წარდგინებას გააგზავნის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ.

ინფექციონისტი მარინა ენდელაძე: საერთოდ რომ არ ელოდები, ისეთი კოვიდპაციენტები იღუპებიან. გამოსავალი ვაქცინაციაშია

„ადრე ვიცოდით, რომ კორონავირუსი მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წარმოადგენდა საშიშროებას, ახლა ვნახეთ, საერთოდ რომ არ ელოდები გართულებებს, ისეთი პაციენტები იღუპებიან“, - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ კოვიდით დაღუპული პაციენტებიდან, ზოგს არც ქრონიკული დაავადება ჰქონდა. „კოვიდინფიცირებისას გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი იშვიათი ალერგიული შემთხვევებით. მით უმეტეს, ინფიცირებული ვირუსის გადამტანია და ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. COVID19 არ არის სახუმარო დაავადება. რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი რამ ირკვევა. გამოსავალი მხოლოდ მსობრივი ვაქცინაციაა. რა თქმა უნდა, ვაქცინირება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, ანამნეზის სრულყოფილი შეკრებით. რისკების გათვალისწინებით. მაგალითი მედიკოსებმა უნდა ვაჩვენოთ. მე პირადად უკვე გავიკეთე ვაქცინა, თუმცა ვარ ალერგიული და არანაირი გართულება არ მქონია. მედიკამენტზე არასდროს მქონია ალერგია, უფრო სხვა სახის გამოვლინება იყო ხოლმე. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა ავცრილიყავი“, - აღნიშნავს მარინა ენდელაძე ინფექციონისტის თქმით, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ანაფილაქსიური რეაქციების სიხშირე, ყველა ვაქცინის შემთხვევაში დაახლოებით თანაბარია. „თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ ქვეყანაში Pfizer-ით აცრილებში ანაფილაქსიური რეაქციის ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე Astra zeneca-თი აცრილებში. ბევრი ელოდება სხვა ვაქცინის შემოსვლას და ამიტომ არ იცრებიან ახლა. ეს არასწორია, რადგან ყველა სახის ვაქცინაზე შეიძლება იყოს ასეთი იშვიათი გამოვლინება. მაშინ გამოდის, რომ საერთოდ არ უნდა ავიცრათ, რაც უფრო სახიფათოა“, - აღნიშნავს მარინა ენდელაძე. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთში Astra Zeneca-თი აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი 41-ს გამოუვლინდა - 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევა. გერმანიაშიც მსგავსი სტატისტიკაა, 121 ათას აცრაზე - ერთი. რაც შეეხება Pfizer-ს ასევე გერმანიაში, 5 387 000 აცრილ ადამიანში დაფიქსირდა 63 ანაფილაქსიური შოკი. Moderna-ს შემთხვევაში 168 189 აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 1 ადამიანს.

ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივრები არ დაესწრებიან

ტოკიოს დაგვიანებულ ოლიმპიადასა და პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ზაფხულში ჩატარდება, უცხოელი გულშემატკივრები არ დაიშვებიან. ამის შესახებ ოლიმპიადის ორგანიზატორმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის, ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობის, "ტოკიო 2020-ის" საორგანიზაციო კომიტეტისა და იაპონიის მთავრობის შეხვედრების შემდეგ გაკეთდა. ცნობისთვის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ოლიმპიადა წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.