ძებნის რეზულტატი:

დღეიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. კინოთეატრები მაყურებლების მიღებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით შეძლებენ. ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა თავად კინოთეატრების გადაწყვეტილებით, მაყურებლების მიღება ერთი კვირით გადადეს. 21:00 საათიდან მოქმედი „კომენდანტის საათის“ გამო, კინოთეატრებში არ იქნება ღამის სეანსები.

6 აპრილის მონაცემებით, ეუთომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 57 დარღვევა დააფიქსირა

უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55, ლუგანსკში კი - 2 დარღვევა დააფიქსირა. ამის შესახებ 7 აპრილს, უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის (SMM) მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. "2021 წლის 6 აპრილის 19:30 საათზე (აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დრო) მონიტორინგის ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დონეცკის რეგიონში SMM–მა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55 დარღვევა დააფიქსირა. წინა დღის განმავლობაში, 65 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ლუგანსკის რეგიონში SMM– მა ცეცხლის შეწყვეტის 2 დარღვევა დააფიქსირა. წინა დღეს არც ერთი ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა", - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინული მედია: დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა

უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში რუსეთის სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვიეს. ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. დაჭრილი ჯარისკაცი ჰოსპიტალიზირებულია. . როგორც უკრაინული მედია იყწყება, რუს სამხედროებს საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა. რუსეთის ძალების ქმედებების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს უკვე გადასცა. 7 აპრილს ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55-ჯერ, ლუგანსკში კი 2-ჯერ დარღვევა დააფიქსირა.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც Europetime-ს მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა, მოსამართლე კვლავ ნინო ჩახნაშვილი იქნება. ,,8 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა საქმის არსებითი სხდომა, მეტი ჩვენთვის ცდნობილი არაფერი არ არის. მოსამართლე ისევ ქალბატონი ნინო ჩახნაშვილია. დიდი ალბათობით, ამ პროცესზე განიხილება ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადახედვა, ანუ დატოვებენ უკანონო პატიმრობაში, თუ გაათავისუფლებენ. ეს არის სტანდარტული პროცედურა კანონის მიერ", - განაცხადა კონდახაშილმა. კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს. ,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, სასამართლომ გირაოს არგადახდის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

შსს: წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, - ამის შესხებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დაბა წყნეთში დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 761 ადამიანს დაუდასტურდა, 537 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 920 PCR ტესტით. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ჯამში, კორონავირუსის 286 406 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 084, გარდაიცვალა 3 849 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.23 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %. 9 გარდაცვლილი, 761 ინფიცირებული და 537 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან 434 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 67, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 992, აჭარაში - 312, იმერეთში - 313. მძიმე პაციენტი: 346, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 62, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 088 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 106, ხოლო აჭარაში - 35. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 090 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 031 პირი, აჭარაში - 1 754, იმერეთში - 975.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს დონბასში ჩასვლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს, დონბასში ჩასვლას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩავა. დღეს დონბასში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ისევ დარღვევის და კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, რომ რუსეთმა მარტის დასაწყისიდან უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე დამატებითი სამხედრო ძალები გააგზავნა. აშშ-მა, ევროკავშირმა, NATO-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ბოლო დღეებში, ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინციდენტამდე, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსულ ოპერაციებს 6 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და სამი კი დაიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და კიევის სამთავრობო ჯარებს შორის, ორივე მხრიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. .

ადვოკატის თქმით, ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ისინი შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს. ,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი. დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

აფგან მუხთარლი: პროკურატურის იმედი არ მაქვს, ჩემს გატაცებაში მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა

"საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველის მთავრობამ", - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლმა, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის დღეს პროკურატურაში მივა და ჩვენებას მისცემს, კერძოდ თუ როგორ მოხდა მისი გატაცება და რა გზით გაიყვანეს ის საქართველოდან. "მე ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან. ასევე ვიცი, რომ ქართულ მხარეზე ეს იყო ორგანიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხში მდებარე საბაჟო პუნქტის უფროსის მიერ. მე ვაჩვენებ გატაცების ადგილს, ასევე იმას, თუ რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში და საიდან გადამცეს. გზის ნახევარს მე ვხედავდი თავზე ჩამოცმული ტომრის ნახვრეტებიდან",- განაცხადა მუხთარლიმ. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გატაცებაში მონაწილეთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა ფოტოებით შეუძლია. „საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველის მთავრობამ, ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კვირიკაშვილი, ალბათ ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა. ამიტომ, ქართული პროკურატურისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. თუმცა, ბოლომდე უნდა მივიდეთ, უნდა მივცე ჩვენება. იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურას წლის განმავლობაში უნდა მოვეწვიე თბილისში, უნდა მოეთხოვა ჩემგან დანაშაულის ადგილის ჩვენება და ინტერვიუ ჩამოერთმია, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ. ციხეში ჩემი ყოფნისას საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩემთან შეხვედრას აზერბაიჯანული მხარე კრძალავდა. ახლა კი მე ერთ წელზე მეტია თავისუფალი ვარ. რამდენიმე თვის წინ თბილისში ჩამოსვლა მინდოდა, თუმცა ბერლინიდან არ შემომიშვეს. ეს გააკეთა ქართულმა ავიაკომპანიამ, როდესაც ჩემი ბილეთი გააუქმა და პრაქტიკულად საქართველოში არ შემიშვეს. ჩემმა ადვოკატებმა ამ საქმით ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართეს“, - განაცხადა მუხთარლიმ. მისივე თქმით, ის საქართველოში 10-15 დღე დარჩება.

თენგიზ ფხალაძე: დასავლეთმა იცის სად შეიძლება მიიყვანოს კრემლის ამბიციებმა, ამიტომ რუსეთს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

„რუსეთის ხელისუფლებას რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთბების საკითხებში, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის შეფასებით, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედოს, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. „მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე“, - აცხადებს ექსპერტი. მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. „მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ , 1991 წლის კანონი შეერთებული შტატების პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ამერიკულ ბანკებს აუკრძალოს კრედიტის გაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს, როგორც სავარაუდოდ ნავალნის შემთხვევაში მოხდა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება

ბენ ჰოჯესი: უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც

"გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია, რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა "საქართველოს რადიოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ჯერ უცნობია, რა განზრახვა აქვს მოსკოვს. ფაქტი ერთია, რომ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პიროებებში წლის დასაწყისიდან დღემდე 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოკლეს რუსებმა. ასევე ცხადია, რომ 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, მათ შორის, სახმელეთო ძალები, ავიაციისა და ფლოტის წარმომადგენლები, განაგრძობენ ყირიმის უკანონო ოკუპაციას. ისინი იქ 2014 წლიდან რჩებიან. ახლა მეტი სამხედრო ჩავიდა ნახევარკუნძულზე. ახლა ათასობით რუსი სამხედრო დისლოცირებულია უკვე უკრაინის საზღვრებთანაც“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ყველაფერი კეთდება უკრაინის ხელისუფლების დასაშინებლად და დასავლეთის გამოსაწვევად. „ეს გახლავთ დემონსტრირება იმისა, რომ კრემლი არ სცემს პატივს ევროკავშირის, უკრაინის სუვერენიტეტს და არც აშშ-ს. ეს გახლავთ ტესტი. ჩემი აზრით, გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია. რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რადგან თუ კრემლი ნახავს, რომ დასავლეთი არაფერს გააკეთებს, რათა მოსკოვს პასუხი აგებინოს, მაშინ, ლოგიკურად მათ შეუძლიათ გააფართოონ თავისი გავლენა საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ თუ გვსურს უსაფრთხო გარემო, მაშინ ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

საქართველოს რკინიგზა: 9 და 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. "გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ. მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩაეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე დაინიშნა.

ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც აქციაზე მყოფები აცხადებენ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გაათავისუფლებს. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მხარეებმა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და თავდაცვის სფეროში ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ​როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ეგილს ლევიტსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მთავარ მისწრაფებას წარმოადგენს. ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების კუთხით, დემოკრატიზაციისა და თავდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. ედგარს რინკევიჩს ლატვიის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიაში ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორისაა ჰიბრიდულ საფრთხეები და შავი ზღვის რეგიონში მზარდი სამხედრო არსებობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თამარ გაბუნია: საგანგაშოა, რომ მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდმა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა

"ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა', - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა. „ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა

ბათუ ქუთელია: ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია

„დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. რეალურად, ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ Europetime-ს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა. ქუთელიას განმარტებით, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა, მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას, დემოკრატიული არეალის გაფართოებას. „შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევა რეალურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარისას ბათუ ქუთელია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. თენგიზ ფხალაძე: დასავლეთმა იცის სად შეიძლება მიიყვანოს კრემლის ამბიციებმა, ამიტომ რუსეთს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება

სენაკში 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, სენაკის რაიონის სოფელ ეკში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა. ", - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა

კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს, ირაკლი ზარქუასა და ირაკლი მეძმარიაშვილს დაუდასტურდა. "მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა PCR ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ში. დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ცნობისთვის, გუშინ, კორონავირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას 9 აპრილს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება", - ნათვქამია განცხადებაში.