ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტმა ავღანეთის მისიიდან დაბრუბნებული 8 ქართველი სამხედრო „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. პრეზიდენტმა დააჯილდოვა: კახაბერ ბანძავა – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის A ქვეითი ასეულის სერჟანტი; ვეფხვია გიორგაძე – მასტერ-სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სერჟანტი; თენგიზ თეთრაშვილი – მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის G-7-ის სამსახურის ოფიცერი; თენგიზ კალიჩენკო – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის სერჟანტი; ზურაბ მაისურაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და ოპერატიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი; ბექა სუთიძე – კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 35-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი; სერგო ღამბარაშვილი – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სერჟანტი; გურამ ჩიმახიძე – კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები სენაკის სამხედრო ბაზაზე პირადად გადასცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ. ამ საკითხზე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრა გაიმართა. „რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შევიდა. პირველ რიგში, რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს ყველაზე მეტი დაფინანსება. მათ ცესკოს მიმართეს განცხადებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა, რიგითი ნომრის არჩევასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან რიგითი ნომრის არჩევის პროცედურას აქვს დამატებითი ნიუანსები. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ცესკოში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი. ამ შეხვედრას არ დაესწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართეს ცესკოს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ მინიჭებული. რაც შეეხება ცესკოს, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ გავუწიოთ დახმარება ყველა ჩართულ მხარეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა სწორედ ემსახურება იმას, რომ ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ეხება რიგითი ნომრის მინიჭებას“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი პოლიტიკური პარტიები შემდეგი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 41; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 5; „ევროპული საქართველო“- 2 ; „პატრიოტთა ალიანსი“- 8; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“-1; „ლელო საქართველოსთვის“- 9 ; „გირჩი“-36; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 7; „ევროპელი დემოკრატები“ – 6 ; „ლეიბორისტული პარტია“- 10; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4; „რესპუბლიკური პარტია“ -11; „კანონი და სამართალი“-12; „პროგრესი და თავისუფლება“ – 21.
ამირან გამყრელიძე: „დელტა“ შტამი კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა“ შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მედიავებინარზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან. „როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც თანადანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დაიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანდ ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს. ჩვენთან გასულ კვირას 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52 დადასტურებული შემთხვევა და ამას დაემატა კიდევ ერთი. აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. გიდასტურებთ, რომ სპეციფიკური PCR ტესტით და ახლა გაშვებულია სექვენირებაზე, დადასტურებულია „დელტას“ შტამი. მეორე ბავშვს აქვს „ალფა“, ანუ ე.წ. ბრიტანული შტამი. მოგეხსენებათ, ბავშვებში „ალფა“ და „დელტა“ შტამი უფროა ადვილად ვრცელდება. „დელტა“ კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რომ შვილებს ინფექცია არ მიუტანონ“, - განაცხადა გამყრელიძემ. დავით რეხვიაშვილი: წინასწარი პასუხის მიხედვით, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა ამირან გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, ე.წ. ინდურ შტამი ბავშვებშიც იყოს ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
როგორ აღიქვა ევროპამ მიმდინარე კვირის მოვლენები თბილისში
„მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის“, - განაცხადა რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტისას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. განახლებული საინვესტიციო გეგმის მიზანია, სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური დახმარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; საქართველოს დახმარება უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ. ოლივერ ვარჰეი: ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა „ევროკომისარი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის საინვესტიციო განახლებული გეგმით ჩამოვიდა, თუმცა მას დაძაბული ვითარება დახვდა ქვეყანაში და როგორც სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, ამისთვის ევროკომისარი მომზადებული ვერ იქნებოდა, თუმცა მის ტონალობაში უკმაყოფილება იგრძნობოდა. „ეს იყო დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტური იყო, მანამდე კი ქვეყნებთან კონსულტაციები გაიმართა, რადგან არ შეიძლება, ევროკავშირმა 3 მლრდ-ზე მეტი გრანტების თუ ფინანსური დახარების სახით, დახარჯოს, თუ ეს კონსულტაცია არ გაიარა იმ ქვეყნებთან, ვისთვისაც გაკუთვნილია ეს პაკეტი. ამასთანავე, თუ არ მიიღო დაპირებები ამ ქვეყნენისგან, თუ რომელ სფეროზე მიმართავენ ფინანსებს და რა პრიორიტეტები ექნებათ. ამის შეთანხმება არა ევროკომისიის დონეზე, არამედ უფრო დაბალ დონეზე ხდება, მაგრამ ამას პოლიტიკური სახე მიეცემა, ეს უკვე გავს პოლიტიკურ ვალდებულებებს, როდესაც ქვეყანაში ჩამოდის ამ დონის მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერთან შეათანხმებენ გეგმას. საქართველოს ეს გეგმა თავისთავად მიღებული აქვს და პრიორიტეტებიც გაწერილია. არსებობს 5 საფლაგმანო ინიციატივა, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა შავი ზღვის ქვეშ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირება ევროპასთან, მათ შორის შავი ზღვის გავლით და შავი ზღვის რეგიონის გამოყენებით. ასევე, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ევროკავშირი დახარჯავს ფულს, რომ თბილისში ჰაერი გაუმჯობესდეს. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიხარჯება თანხები“. თბილისში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტის დროს, პარლამენტთან, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართეს. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ დროდადრო შეიძლება გამოჩნდეს პრობლემები როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართაც. რადიკალიზმი იზრდება ქვეყანაში და ამას ყოველთვის მოჰყვება უმცირესობების დისკრიმინაცია. ასე აღიქვამს ევროპაც ამას“. ოლივერ ვარჰეი: ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო „არ გაგვიკვირდეს, რომ ახლა არ არის ძალიან დიდი შეტევა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობაზე, რადგან ისინი ამას ფართო კონტექსტში აფასებენ. შეგუებულები არიან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატია მარტივად ვერ განვითარდება. იქნება ხან ჩავარდნები და ხან აღმასვლა, ზოგი მიმართულებით - პროგრესი, ზოგი მიმართულებით - რეგრესი იქნება. ევროკომისარი ასეთი ვითარებისთვის მზად არ იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ კონსენსუსი უნდა იყოს - როდესაც ევროკომისარი ჩამოდის, ის მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას არ ახმოვანებს, პირველ რიგში, უნდა იყოს ევროკომისიის აზრი და მეორეც, არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია. საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსკლუზიური კომპეტენცია და მათ ვერც მოასწრეს რეაგირება, საელჩოების დონეზე მოხდა, მაგრამ არა მინისტრების დონეზე. ამიტომ, ევროკომისარიც დეტალურ პოზიციას ვერ გააჟღერებდა. თუმცა ჩანდა ტონალობა და მისი დამოკიდებულება, რომ ის იყო „ცუდად გაკვირვებული“ ამ მძიმე სიტუაციით, რომელიც დახვდა საქართველოში“. ექსპერტი ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და იქ გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შეგვეძლო ბევრი მიმართულებით გვეჩვენებინა პროგრესი, თუმცა რეგრესი ვაჩვენეთ. „მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გვეთვლებოდა პლუსად და ახლა გამოდის, რომ ამ კანონს თავად არ ვასრულებთ. მთავრობა ვერ იცავს დისკრიმინაციისგან სხვადასხვა ჯგუფს. დროდადრო შეიძლება, გამოჩნდეს რელიგიური უმცირესობების მიმართ პრობლემებიც; რომ მთავრობა ვერ არის ეფექტური მათი უფლებების დასაცავად, ასევე შეიძლება, ეთნიკური უმცირესობების მიმართ გამოჩნდეს პრობლემები, რომლებიც არ არის გადაჭრილი და ასე შემდეგ. რადიკალიზმი იზრდება ქვეყანაში და ამას ყოველთვის მოჰყვება უმცირესობების დისკრიმინაცია. ასე აღიქვამს ევროპაც ამას“. ცნობისთვის, 6 ივლისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის რიგით მე-14 შეხვედრა. ევროკავშირის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე კონსტრუქციული დიალოგი შედგა. დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი. ამ დიალოგს წინ უძღოდა თბილისის ცენტრში ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად დაგმეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებების ეფექტიანი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირმა და საქართველომ ასევე განიხილეს უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები საქართველოში. ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და მოუწოდა საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, და ასევე ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციისკენ მოუწოდა. „ძალადობა რომ არაფერს შობს“, ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმაც განაცხადა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს და შეხვედრებიც 7 ივლისს დაიწყო თბილისში. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და „პოლიციის უმოქმედობა“ 6 ივლისს მდუმარე აქციით პარლამენტის წინ. ოლივერ ვარჰეი: ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი - ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას
ბრიტანეთი და კანადა მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმება
ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის გამართვას და მიიჩნევენ, რომ ფორმატს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ცხოვრება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნები შეშფოთებულები არიან მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით, რამაც პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული კრიზისი გაამძაფრა დ უკანონო დაკავებები გამოიწვია (ცალკე აღნიშნული ზაზა გახელაძის შემთხვევა). ,,ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან მდინარე ენგურზე გადაადგილების აღდგენას, თუმცა მოუწოდებენ დე-ფაქტო „ხელისუფლებებს“, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის საშუალება მისცენ; ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან რაუნდის ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ „ხედვების გაცვლას“, თუმცა ამ კუთხით დისკუსიის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს; ასევე მიესალმებიან „Women, Peace and Security“ ფორმატის განხილვას; იმედგაცრუებულები არიან, რომ ფორმატის ზოგი მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში არ ერთვებიან; აგრეთვე ხაზგასმულია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერა; ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამ მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მსგავსად, ორივე ქვეყანა განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან რეგიონების „დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერას მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ცალსახა უპატივცემულობად მიიჩნევს; ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით მას დაკისრებული ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს; ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ და ფორმატის ყველა მხარეს მოუწოდებენ, ორმაგად ჩაერთონ პროცესში მშვიდობიანი დარეგულირებისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში. ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
9 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 289 399 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინაცია 5 768 ადამიანმა გაიკეთა.
კიევში, სუამის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 55-ე სხდომა გაიმართა
კიევში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის სამდივნოში, წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 55-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჰმუდ მამად-გულიევმა, უკრაინის საგარეო საქმქეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დანიელა კუჟბამ, სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა. "აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან, საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ხსენებული სხდომის ფარგლებში, სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ, წარადგინა საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა, რომელშიც ასახულია პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური ურთიერთქმედების, დარგობრივი თანამშრომლობის და პარლამენტთაშორისი სეგმენტის გაძლიერებაზე, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე სუამ+ ფორმატების ფარგლებში. სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნულმა კოორდინატორებმა ასევე განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოვიდ-19 -ის პირობებში ქვეყნებში არსებული ვითარების მიმოხილვას და ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. აღინიშნა ტურიზმის სექტორის სრულფასოვანი ამოქმედების აუცილებლობაც", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, 2021 წლის ექვს თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. სააგენტოს ცნობით, ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 31 პროცენტი (2864152), ჩინეთი – 10 პროცენტი (2762922), ლიეტუვა – 38 პროცენტი (245940), ლატვია- 2 პროცენტი (809106), აშშ – 35 პროცენტი (502353), გერმანია – 4 პროცენტი (364459), ესტონეთი – 3 პროცენტი (348538) დიდი ბრიტანეთ – 60 პროცენტი (283 830). სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი, ჯამში 322-მა კომპანიამ განახორციელა
დავით ზალკალიანისა და უნგრეთის ელჩის შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა. "ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულის გამოხატულებაა როგორც განხორციელებული მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, ასევე წარმატებული სექტორული თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში აქტიური ურთიერთქმედება და მიღწეული შედეგები, ასევე დაფიქსირდა, რომ ამ მიმართულებებით კიდევ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში 4 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტიური სამუშაოსათვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენას ითხოვს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
თურქეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Sinovac-ის ვაქცინა 83.5%-ით ეფექტიანია
სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის შუალედური შედეგებით, ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა CoronaVac-მა სიმპტომური Covid19-სგან 83.5%-იანი დაცვა აჩვენა. როგორც ცნობილია, კვლევა თურქეთში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარდა და მასში 18-59 წლის 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა ჩილეში რეალურ პირობებში Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტიანობის შედეგები. კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 65.9%-ით, ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 87.5%-ით, რეანიმაციის პრევენცია 90.3%-ით, ხოლო სიკვდილისგან დაცვა 86.3%-ით განისაზღვრა. ორ ქვეყანაში, განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ CoronaVac-ი Covid-19-ისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა განიხილეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უკრაინის ვიცე-პრემიერთან, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრთან ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრა ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებითა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმით შექმნილი სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „უკრაინაში მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული მდგომარეობა და რუსეთის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება და გაუცხოების გაზრდა. სახელმწიფო მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის მთავრობების მიერ აქტიურად წარმოებული სამშვიდობო პოლიტიკის, მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნურად გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, მათ ჩართულობას, დახმარებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მან უკრაინელ კოლეგას ასევე გააცნო უწყების სამომავლო ხედვა, რომელიც მოიცავს ახლად წამოწყებულ ინიციატივებს ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის და მოსახლეობის დამატებითი დახმარების მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვეს უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების და საერთო გამოწვევებთან ერთად გამკლავების მნიშვნელობას. შედეგად, მხარეები სამომავლო მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
12 ივლისს ანგელა მერკელი ვოლოდიმირ ზელენკის შეხვდება
12 ივლისს ბერლინში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება. როგორც გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტაფენ ზაიბერტმა განაცხადა, მოლაპარაკებების დროს საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს, დონბასისა და მინსკის შეთანხმებების შესრულებას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებსა და „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“ შეეხება. 12 ივლისს უკრაინის ლიდერი ასევე გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, როდესაც იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ინფორმაცია, ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, და არამხოლოდ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე. მისი თქმით, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტს ახასიათებს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვა ვარიანტებს, განსაკუთრებით კი ბაშვებში. მისივე თქმით, ამ ვარიანტით ინფიცირებულები უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში და ასევე ხშირად არის საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, ინფიცირებულების მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. "ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება, რაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტს აქვს, არის მისი უფრო მეტად გავრცელება ახლაგაზრდებსა და ბავშვებში. კვლევა, რომელიც ჩატარდა ბრიტანეთში, მიუთითებს, რომ ეს ვარიანტი ვრცელდება უფრო მეტად 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ზოგადად, ამ ვარიანტისთვის დამახასიათებელია ინფექციის უფრო მეტად მარტივი და სწრაფად გადამდებობა, რაც ბევრად აღემატება არამხოლოდ ვირუსის ორიგინალ, ჩინურ ვარიანტს, არამედ აქამდე ცნობილ ბრიტანულ, ე.წ "ალფა" ვარიანტს. ასევე, "დელტა" ვარიანტს ახასიათებს დაავადების უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა. ამ ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში და ასევე ხშირად არის საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, ინფიცირებულების მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ქვეყანაში "დელტა" ვარიანტის გავრცელება მოსალოდნელი იყო და შესძლებელია, რომ ავისტოში ვირუსის ამ შტამმა ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს და გახდეს დომინანტი. "15 მაისს, მას შემდეგ რაც პირველად დაფიქსირდა დელტა ვარიანტი საქართველოში, ჩვენ ველოდებოდით მის გავრცელებას. თუმცა, საბედნიეროდ, ეს გავრცელება სწრაფად არ მოხდა და მხოლოდ ივლისში მიაღწია, როგორც დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, მოსახლეობის ინფიცირების 10-15%-ს. დადასტურებული შემთხვევა 50-ზე მეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ 50 ადამიანი არის ინფიცირებული. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ამ ვარიანტისთვის დამახასიათებელ სწრაფ გავრცელებას, სავარაუდოდ, დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, აგვისტოში კორონავირუსის დელტა ვარიანტი გახდება ქვეყანაში დომინანტი და ჩაანაცვლებს ბრიტანულ ვარიანტს. ეს მოსალოდნელია, ასე მოხდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. უბრალოდ დროის მომენტია. პროგნოზი ასეთია. დღემდე ნაჩვენები სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მასალაზე დაყრდნობით, ორ კვიაში ერთხელ ხდება ამ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ, შესძლოა, დელტა ვარიანტმა აგვისტოში მთლიანად ჩაანაცვლოს სხვა ვარიანტები. ბავშვების შემთხვევაში ამ ვარიანტის თავისებურება გახლავთ მიმდინარეობის უფრო მეტი სიმძიმე. ის მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციაში, მიუთითებს, რომ საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების თითქმის ნახევარს სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობის სიმძიმე ბავშვებში არის უფრო რთული, ვიდრე ჩინური ვარიანტის შემთხვევაში", - განაცხადა ჩხაიძემ. კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ბავშვების ვაქცინაციაზე, ჩხაიძის თქმით, "ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დადგება დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გვექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ინფორმაცია და არა მხოლოდ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე". "ბავშვების ვაქცინაციის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებულია იმაზე გამოქვეყნდება თუ არა კვლევები, სადაც აღნიშნული იქნება ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში. დღეისათვის რა ინფორმაციაც გვაქვს ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხება Pfizer-ის ვაქცინას და მიუთითებენ, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-ის ვაქცინა ძალიან ეფექტურია. ეს ეფექტურობის მაჩვეებელი 2 300 ბავშვის შემთხვვეაში 100%-მდეა. თუმცა ეს არ ეხებოდა დელტა შტამს, დელტა შტამის შემთხვევაშიც არსებობს კონკრეტული ციფრები, ესეც ეხება Pfizer-ის ვაქცინას. თუ Pfizer-ი ეფექტურია ჩინური ვარიანტის მიმართ 95%-ით, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია 88%-ით, ეს პროცენტიც განიხილება, როგორც მაღალი ეფექტურობა. ამ ვაქცინის გამოყენება უკვე დაშვებულია12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. უფრო ჩვილ ბავშვებში არ განიხილება საერთოდ არცერთი ვაქცინის გამოყენების საკითხი. არც გრიპისა და არ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება არ განიხილება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც კი, რომლი გამოყენების პორაქტიკა მსოფლიოში უკვე ათეულ წლებს ითვლის, გამოიყენება 6-თვის ზემოთ ასაკში. ასე რომ, კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა, განსაკუტრებით 6-თვემდე ბავშვების დაცვა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის უფროსი, მოზრდილი წევრების ვაქცინაციით. თუ ოჯახის უფროსი წევრები, დედა ბებია, ბაბუა იქნებიან ვაქცინირებულები, ეს არის ერთადერთი საშუალება დავიცვათ მცირე ასაკის ბავსვები კორონავირუსისასგან", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. როგორც Europetime-ს ივანე ჩხაიძემ გაუცხადა, ციციშვილის კლინიკაში მყოფი სამი ბავშვიდან ერთს კორონავირუსის "დელტა" ე.წ ინდური ვარიანტი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს - ბრიტანული შტამი. "ციციშვილის კლინიკაში მყოფი სამი მცირეწლოვანი პანციეტიდან ერთის შემთხვევაში არის ვირუსის "დელტა" ვარიანტი, მეორეს შემთხვევაში ბრიტანული შტამი, მესამე ჩვილზე კი მიმდინარეობს კვლევა. ეს უკვე დადასტურებულია და ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრს უკვე აქვს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
FDA/CDC: სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის მესამე დოზა აღარ სჭირდებათ
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) აცხადებენ, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის მესამე დოზა აღარ სჭირდებათ. „ამ დროისთვის სრულად აცრილ ამერიკელებს არ სჭირდებათ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა. FDA, CDC და NIH ჩართულნი არიან მეცნიერებაზე დაფუძნებულ პროცესში, რათა განიხილონ, არის თუ არა საჭირო გამაძლიერებელი დოზა. ეს პროცესი ითვალისწინებს ლაბორატორიულ მონაცემებსა და კლინიკური კვლევების მონაცემებს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მონაცემებს, მაგრამ მხოლოდ ამ მონაცემებს არ ეყრდნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ნებისმიერი ახალი მონაცემების გადახედვას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. ჩვენ მზად ვართ გამაძლიერებელი დოზებისთვის, თუ მეცნიერება ცხადყოფს, რომ ის საჭიროა“, - ნათქვამია განცხადებაში.
Pfizer-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს
კომპანია Pfizer-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფიცირების რისკი კვლავ იზრდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) განაცხადეს, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა აღარ სჭირდებათ. „Pfizer-ის ვაქცინა ძალიან აქტიურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ, რეინფიცირების რისკი ჩნდება, რადგან ანტისხეულები სუსტდება“, - განაცხადა Pfizer-ის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიკაელ დოლსტენმა. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.
კელი დეგნანი: აშშ აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. “მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ეს ტრენინგ ცენტრი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ ამ რეგიონში, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე საზღვაო სექტორში,” - განაცხადა ელჩმა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტისას ელჩმა ფოთის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, 13 ლაბორატორია, დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანმა, სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. „ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მეზღვაურებისათვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაშიც. დღეს ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია მათი წარმატებით დასაქმების თვალსაზრისით“ - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა. ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საზღვაო სფეროს განვითარებაში. საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო იმპლემენტაცია. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისაგან სპეციალური ჯილდო - 𝗘𝘅𝗰𝗲𝗹𝗹𝗲𝗻𝗰𝘆 𝗔𝘄𝗮𝗿𝗱-იც კი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და დახმარებას ქართულ ნავსადგურებში თანამედროვე სტანდარტების და მომსახურების დანერგვის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში გვიდგას საზღვაო სერვისების გაციფროვნებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანების პროექტის განხორციელებაშიც, სწორედ აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს ნავსადგურებში აღნიშნული პროექტის დანერგვის პროცესს“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოშია
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში. „საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენ შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთმხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ. ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ წმინდა ქეთევანის ნაწილები საქართველოს დაბრუნებოდა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ დღევანდელ პირობებში ქართველი ხალხი ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მომსწრე გახდა. „ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ინდოეთის მთავრობის მიმართ. უშუალოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები საქართველოს გადმოსცა. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ წმინდა ქეთევანის ნაწილები საქართველოს დაბრუნებოდა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენ მომსწრე ვართ ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის. მსურს, მივულოცო ყველას, მთლიანად საქართველოს და კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დღევანდელი დღე ასევე ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ ინდოეთის საგარეო-საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ესეც კიდევ ერთი ხაზგასმაა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდოეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას. ინდოეთი არის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ბუნებრივია, ამ ვიზიტის დროს ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენ როგორც არასდროს, ისე გვჭირდება საერთაშორისო დიდი მოთამაშეების და დიდი აქტორების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების დღის წესრიგში აქტუალიზაციის კუთხით. ამდენად, ეს ვიზიტიც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. გაიმართება შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრემიერთან, პრეზიდენტთან. ასევე, მე მექნება მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან სამების ტაძარში გაიმართება ცერემონია, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა ჩვენი ურყევი მეგობრობისა და ინდოეთის მხარდაჭერის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამასთან, აღნიშნული დიდი მოვლენა მთელ საქართველოს მიულოცა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და განაცხადა, რომ წმინდა ქეთევანის წამება არის ქრისტიანობის, თავდადების, პატრიოტიზმის მაგალითი. მეუფე შიო იმედოვნებს, რომ დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება იქნება ახალი საწინდარი ქართველი ერის გაძლიერებისა და სარწმუნოებასთან დაბრუნების. „მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ დიდ მოვლენას, ჩვენს მიწაზე ბრუნდება წმინდა დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები. იცით, მისი წამება იყო განსაკუთრებული, ვინაიდან იგი შეესწრო თავისი შვილიშვილების წამებასაც. იგი ამხნევებდა მათ, შეუნარჩუნა სარწმუნოება მათაც და თავადაც შეინარჩუნა. ეს მაგალითია ქრისტიანობის, თავდადების, პატრიოტიზმის. ამდენად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ძალიან დიდი ნიშანია, რომ ეს არის გზა ჩვენი ერის გადარჩენის. თავდადებაა სარწმუნოებისთვის, თავდადებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს დიდი მაგალითი მოგვცა. წმინდა ნაწილების მოძიების პროცესი დაწყებული იყო ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. დიდი ღვაწლია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის, ჩვენი ხელისუფლების. ასევე მადლობა ეკუთვნის ჩვენს საელჩოს ინდოეთში, რომელმაც დიდი ღვაწლი გაწია. მადლობა ეკუთვნის რა თქმა უნდა, ინდოეთის მთავრობას და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად, დღეს ყველანი ვხარობთ და იმედი გვაქვს, წმინდა მოწამე ქეთევანის მობრძანება იქნება ახალი საწინდარი ჩვენი ერის გაძლიერებისა და სარწმუნოებასთან დაბრუნების. ვიმეორებ, ამ დღეების მოვლენებმაც ეს გვაჩვენა, რომ ჩვენი ხალხის, ერის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ჩვენი სარწმუნოების შენახვა და მისთვის თავდადება“, – განაცხადა მეუფე შიომ. დღეს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ
ევროკავშირის მედიკამენტების უწყების გაფრთხილებით, შესაძლო კავშირია Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებსა და გულის ანთებას შორის
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის კავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოს ცნობის თანახმად, მიკვლეულია შესაძლო კავშირი გულის ანთებასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის, რომლებსაც აწარმოებენ Pfizer-ი და Moderna. გამოცემის ინფორმაციით, EMA-ს ამბობს, რომ ამგვარი გართულება ემართებათ უპირატესად იმ ახალგაზრდა კაცებს, რომლებსაც, როგორც წესი, გულზე გართულების სიმპტომები მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმოაჩნდებათ. უწყება გამოდის რეკომენდაციით, რომ პირები, რომლებსაც აქვთ „კაპილარების გაჟონვის სინდრომი“, არ უნდა აიცრან Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინით. „კაპილარების გაჟონვის სინდრომი“ (CLS) გასულ კვირაში შეიტანეს ანალოგიური მეთოდით მოქმედი AstraZeneca-ს და Vaxzevria-ს თანმდევი ეფექტების სიაში. ევროპის მედიკამენტების უწყება ასევე აცხადებს, რომ ნაადრევია იმის დადგენა, საჭიროა თუ არა რიბონუკლეინის მჟავას (mRNA) პრინციპზე მოქმედი ვაქცინების ორ დოზაზე მეტი, როგორც ეს დღეს არის მიღებული.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა
საავტომობილ გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა. როგორც ცნობილია, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.