ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, ე.წ. ინდურ შტამი ბავშვებშიც იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი საერთო ჯამში 15-დან 20%-მდე ფარგლებში ცირკულირებს და არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს. „რა ინფორმაციაც მაქვს, ინდური შტამის 52 შემთხვევაში, რაც ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, ბავშვი არ არის, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა დასტურდება. ლაბორატორიული დადასტურებიდან ჩვენ შემდგომ ვაკეთებთ მოდელირებას, თუ რამდენი პროცენტი შეიძლება ცირკულირებდეს. ჩვენ ვასახელებთ უკვე 15-დან 20%-მდე საერთო ცირკულაციაში „დელტას" შტამს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს. იცით, რომ ის ახალგაზრდებს მეტად აზიანებს და მეტი გავრცელების, გადადების უნარი აქვს",- განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
გერმანიის ელჩი: კვლავ დავაკვირდებით, როგორ იცავს სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს
5-6 ივლისის არეულობების შემდეგ, საქართველომ და ევროკავშირმა ძალადობა არამარტო დაგმეს, არამედ საქართველომ ევროკავშირის წინაშე შეკრებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლებების ქმედითი დაცვის შესახებ პირობა დადო. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ამ უფლებების დაცვა არის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი. ეს ტექსტი ერთვის წინ გერმანიის ელჩის კომენტარს, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. „მივესალმები საქართველოს მთავრობის დაპირებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგისას. მას ოფიციალური ხასიათი აქვს და ბევრად უფრო ნათლად არის ფორმულირებული, ვიდრე ბევრი სხვა განცხადება, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ. კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. ცნობისთვის, 6 ივლისს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის რიგით მე-14 შეხვედრა. დიალოგის ფარგლებში, ისევე როგორც აქამდე, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე მიმართული ევროკავშირის პოლიტიკის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. "ევროკავშირმა და საქართველომ კვლავ დაადასტურეს ადამიანის უფლებების ყველასთვის საყოველთაოდ აღიარებისა და განუყოფლობის ერთგულება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მათ შორის სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიური აღმსარებლობის ან მრწამსის, პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოსაზრების, ქონების, დაბადების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად. მათ ერთობლივად დაგმეს ორშაბათს თბილისში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რის გამოც LGBTQ ღირსების მარში იძულებით გაუქმდა. ეს თავდასხმები დაუშვებელია. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებების ეფექტიანი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირმა და საქართველომ მხედველობაში მიიღეს საქართველოს დადასტურება, რომ მან ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და ეს გამოძიებები გრძელდება. მხარეებმა ასევე სიძულვილის ენის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობისკენ წაქეზების აღსაკვეთად შემდგომი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები საქართველოში. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას და მოუწოდა მისი ეფექტიანი განხორციელებისკენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობის და მომსახურების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და მოუწოდა საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, და ასევე ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა საქართველოს, განავითაროს კანონმდებლობა და კოორდინირებული ძალისხმევა მიმართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში რეალური სარგებლის მოსატანად", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებილ ინფორმაციაში. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა
ბორის ჯონსონმა ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დასრულება გამოაცხადა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დასრულება გამოაცხადა. ინფორმაცას Guardian-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, პრემიერმა დეპუტატებს განუცხადა, რომ გარკვეული მიზეზებით გასვლის გრაფიკს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ ბრიტანეთის სამხედროების დიდმა ნაწილმა ავღანეთი უკვე დატოვა. „ყველა ბრიტანელი სამხედრო, რომელიც ავღანეთში NATO-ს მისიაში მონაწილეობდა, ახლა სახლში ბრუნდება. გარკვეული მიზეზებით, არ გავასაჯაროებ გასვლის გრაფიკს, თუმცა შემიძლია ვუთხრა პარლამენტს, რომ ჩვენი პერსონალის უმეტესობამ ქვეყანა უკვე დატოვა“, - აღნიშნა ჯონსონმა. ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ მაისს დაიწყო და როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, გასვლის პროცესი სექტემბრამდე დასრულდება.
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:38 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები დმანისში დღეს 10:26 საათზე და 14:03 საათზეც დაფიქსირდა ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში დაფიქსირებული ეს მეხუთე მიწისძვრაა. საქართველოში მიწისძვრა მოხდა დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა
ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე დაკავებული: მოძღვართან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, მივხვდი ვეღარ ვაჩერებდი
ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ განაცხადა, რომ ტრანსპორტი გაუმართავი იყო და მოპედის ჟურნალისტებისთვის განზრახ დაჯახება არ სურდა. მისივე თქმით, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად განწყობილი არაა და 5 ივლისის აქციაზე ტექნიკური გაუმართაობის გამო, მოპედის გაჩერება ვერ შეძლო. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. "არავინ მყავს ნასამართლევი, მრცხვენია, რომ ჩემ მიმართ სასამართლო ტარდება. ჩემს თავს ვაჟკაცად ვთვლი, საქართველოს 4 შვილს ვუზრდი, მათ ვასწავლი, რომ წესიერები, ვაჟკაცები გაიზარდონ. 2 ბიჭი მყავს და ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და საქართველოს სადარაჯოზე დადგნენ. აგვისტოს ომში ვიხვეწებოდი, რომ ომში წავეყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ მაქვს, რადგან ჩემი თანამამულეების სისხლი იღვრებოდა. ჩემს მეუღლეს ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და ასე თუ ისე შეხება აქვს ამ სფეროსთან. დედა მყავს ავადმყოფი და წამლებს ვაწვდი ყოველდღიურად. მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი, ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო, ტრანსპორტმა მიმტყუნა. ვინც მოპედს მართავს, იცის, რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი. ჩემს მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი. გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი. შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ", - განაცხადა ჭაავამ. ცნობისთვის, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
რუმინეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 000 დოზას გადასცემს
საქართველოში რუმინეთის ელჩის ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს. როგორც რაზვან როტუნდუ აცხადებს, საქართველოს AStrazeneca-ს ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცემა. ,,2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რუმინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის AStrazeneca-ს ვაქცინის 10 000 დოზის გადაცემის შესახებ. ვაქცინის მიწოდება უახლოეს დღეებში მოხდება", - წერს ელჩი Twitter-ზე.
საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ექვსთვიანი სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი
საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ექვსთვიანი სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 ადამიანი. ,,ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ვ. 1987 წელს დაბადებული ს.ტ. (მეტსახელად "ყასაბიჩი"),1988 წელს დაბადებული ბ.ხ. 1995 წელს დაბადებული ა.ა. 1989 წელს დაბადებული მ.ჭ. 1990 წელს დაბადებული თ.ტ. (მეტსახელად "ჩიჟიკა"), 1998 წელს დაბადებული ა.მ. (მეტსახელად „წიწაკა“) 1994 წელს ა.შ. 1999 წელს დაბადებული ა.შ. 1995 წელს დაბადებული მ.ფ. 1992 წელს დაბადებული ლ.ტ. 1993 წელს დაბადებული გ.ბ. 1993 წელს დაბადებული ს.მ. 1986 წელს დაბადებული ლ.ვ. 1985 წელს დაბადებული ზ.გ. 1967 წელს დაბადებული ლ.გ. 1984 წელს დაბადებული შ.ლ. 1988 წელს დაბადებული გ.ვ. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული ა.ა. (მეტსახელად „ბოთე“) 1999 წელს დაბადებული ნ.ი. 1992 წელს დაბადებული თ.ნ. 1971 წელს დაბადებული ბ.ა. 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. (მეტსახელად „ხორთუმა“), 1985 წელს დაბადებული გ.ჭ. (მეტსახელად „რიჟა“) 1991 წელს დაბადებული ა.ჯ. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი წარედგინათ: 1997 წელს დაბადებული გ.ხ.-ს (მეტსახელად „მაწაკი“) 1974 წელს დაბადებული ზ.კ.-ს 1994 წელს დაბადებული გ.რ.-ს და 1990 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ორი ადამიანი - 1992 წელს დაბადებულ თ.ჭ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.გ.-ს მიმართ გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დაკავებულები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება. წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 კანონიერ ქურდთან, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“. ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ასევე ამოღებულია ძვირადღირებული ავტომობილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს", - განაცხადა ჭელიძემ. გორში, „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს
დავით ზალკალიანმა და იაპონიის ელჩმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს
2021 წლის 8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის და დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება, აღინიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული წარმატებული მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობის განვითარებისთვის. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე და ქვეყანებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ყველა შესაძლო მიმართულებით. ასევე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერპსექტივები რეგიონალურ ფორმატებში, მათ შორის იაპონია-საქართველო-ევროკავშირის ფორმატში. აღინიშნა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროებში დაკავშირებადობის საკომუნიკაციო მიმართულებების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებში პანდემიის მხრივ არსებული მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი. დავით ზალკალიანმა იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, ასევე საქართველოსთვის წლების განმავლობაში ფინანსური დახმარებისთვის. ხაზი გაუსვა სხვადასხვა სექტორში იაპონიის კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. ასევე აღინიშნა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ გაწეული სამუშაოების მნიშვნელობა. იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, ტოკიოს ოლიმპიადის მნიშვნელობას, როგორც ხალხთა გაერთიანების საშუალებას, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში და უსურვა ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება.
ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 35 000 ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე საქართველოს 35 000 ევროს გადახდა დააკისრა. 2014 წელს ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო პრევენციული ზომები ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და არ გამოიძია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მკვლელობამდე, ნახევარი წლის განმავლობაში მარიამ წივწივაძე და მისი ოჯახის წარმომადგენელი პოლიციას დახმარების თხოვნით სულ მცირე 11-ჯერ მიმართეს. ამგვარად, პოლიცია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო რეალური და უშუალო საფრთხის შესახებ. სასამართლოს დოკუმენტში საუბარია პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაციონალური სამართალდამცველი ორგანოების, კერძოდ, პოლიციის უმოქმედობა კიდევ უფრო მეტად უპატიებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქალების მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობა, არსებული ცნობებით, წარმოადგენდა სერიოზულ სისტემურ პრობლემას ქვეყანაში. ამგვარად, ხელისუფლების პასუხისმგებელ ორგანოებს უნდა სცოდნოდათ სიტუაციის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ბევრ ქალს ეხება და განსაკუთრებული გულმოდგინეობა უნდა გამოევლინათ, უნდა უზრუნველეყოთ ამ ჯგუფის მოწყვლადი წევრებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერებული დაცვა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ოჯახური ძალადობის ბრალდებების წინაშე სამართალდამცველი ორგანოების საერთო დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნა ატმოსფერო, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის გავრცელებას უწყობს ხელს. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს, გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ცნობისთვის, 2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს. იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა განაცხადა, რომ ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ გულშემატკივრები დასწრებას ვერ შეძლებენ. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, სეიკო ჰაშიმოტომ განაცხადა, რომ სიტუაცია სამწუხაროა და ბოდიში მოუხადა მათ, ვინც ბილეთები შეიძინა. მანამდე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 12 ივლისს ამოქმედდება და 22 აგვისტოს დასრულდება. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყება 23 ივლისს იგეგმება.
მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა ქუთაისის აეროპორტიდანაც განახორციელოს ფრენები. ამის შესახებ მან ,,დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. „ორი კარგი სიახლეა - პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი. პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ Eurowings-ის პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა
დავით რეხვიაშვილი: წინასწარი პასუხის მიხედვით, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვიდან ერთ-ერთს წინასწარი კვლევით, სპეციფიკური PCR ტესტით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, საბოლოო პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კვლევები დასრულდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „კლინიკაში მყოფი დაავადებულებიდან დაახლოებით 20-30 პროცენტი მცირე ასაკის ბავშვები არიან. აქედან სამი პაციენტი არის ორ თვემდე ასაკის, ერთ-ერთი კი ათი დღისაა. სამივე მათგანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, შესაბამისად, მათი მდგომარეობა მძიმეა. სიმძიმე გამოწვეულია რესპირაციული სისტემის პრობლემებით. ეს არის კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. მცირე ასაკის ბავშვებისა და ახალშობილების უმეტესობას დიდი გართულებებისა და სიკვდილიანობის გარეშე გადააქვთ ეს ინფექცია. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, იგივე ინდურ შტამს, ის ერთ-ერთ ჩვილთან სპეციალური PCR ტესტირებით არის დადასტურებული, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არაა. გენომის სეკვენირება დროში გაწელილია და უფრო რთული კვლევაა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო პასუხსაც მივიღებთ. წინასწარი პასუხის მიხედვით, ერთ ბავშვთან (და არა სამივესთან), რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტია, დადასტურებულია დელტა შტამი. როგორც მოგეხსენებათ, იქ ძირითადად ეს შტამია გავრცელებული“, – განაცხადა რეხვიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ,,ინდური შტამი" 27 მაისს დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, ე.წ. ინდურ შტამი ბავშვებშიც იყოს ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
ევროპარლამენტი: ევროკავშირსა და NATO-ს მოვუწოდებთ, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდგებოდა გაუწიონ რუსეთის აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ
ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და NATO-ს თანამშრომლობას შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოზეცაა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდეებს, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხელი შეუწყონ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან და აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს პარტნიორებთან, რადგან ამის გარეშე რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოფილი არ იქნება. ,, ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაში ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური და ოპერატიული ურთიერთქმედების შენარჩუნებით", - აღნიშნულია დოკუმენტში. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას. „ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის რევიზიონისტული, მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკის გამო. NATO-სა და ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ თანმიმდევრული და აქტიური სტრატეგია და კანონიერად, სწრაფად და ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მხრიდან ტრადიციულ და ჰიბრიდულ აგრესიასა და პროვოკაციას. ევროკავშირსა და NATO-ს მოვუწოდებთ, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ნიკა მელია: 6 ივლისის აქციაზე ჩემი გასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე. მელიას თქმით, პარლამენტის წინ გამართულ მდუმარე აქციაზე მიზანმიმართულად არ მივიდა, რადგან როგორც ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი აქციაზე გამოჩენა, სავარაუდოდ, გაზრდიდა დაპირისპირებას. ,,პირდაპირ რომ გითხრათ, 5 ივლისს სამწუხაროდ, მე საერთოდ თბილისში არ ვიყავი, როდესაც დილის 10:00 საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავით, პრინციპში, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც დილის 10:00 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს, მე ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იქ არ ვყოფილიყავი. რატომ? მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში - როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, - რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუკი ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, აბსოლუტური უმრავლესობა, არიან და იყვნენ მართულები და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე თავიდან ბოლომდე მართულია და რასაც უბრძანებენ, იმას ახორციელებენ, ის კორდონი გაიხსნებოდა მაშინვე, როდესაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. და გაუჭირდებოდათ დაბრალება ჩემზე? დილიდან იყო კამპანია დაწყებული იმისა, რომ ერთიანი ,,ნაციონალური მოძრაობა" იდგა ამ ყველაფრის უკან, მათ შორის, აფრიალებდნენ ორ ფოტოსურათს, სადაც მე ვიყავი აღბეჭდილი ორ ახალგაზრდასთან, რომლებიც იყვნენ მოძალადეების მხარეს. ანუ, იმასაც კი არ ერიდებოდა ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი, ნიკა მელიას ახლობლები და წარმომადგენლები არიან მეორე მხარესაც, ანუ ორივე მხარეს გვყავდა ჩვენ-ჩვენი პროვოკატორები", - განაცხადა მელია გადაცემა ,,რეაქციის" ეთერში. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
ელიზაბეთ როზენშტოკ-სილერი: საქართველოს, როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება
5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ როზენშტოკ-სილერი ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად. ამის შესახებ მან ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „თავდასხმები განხორციელდა მემარჯვენე დაჯგუფებების მიერ 5-6 ივლისს, რათა ხელი შეეშალათ „თბილისი პრაიდის“ გამართვისთვის. თავდასხმები მიმართული იყო სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდად ახორციელებდნენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ხელისუფლება დიდწილად არ აკავებდა დაჯგუფებებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, ასევე შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები, თავს დაესხნენ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დიდი ხნის წინ გაშლილ კარავს. როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველებს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დაიცვან ყველა ქართველის გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლებები, ადამიანის უფლებები და სასამართლოს წინაში პასუხი აგებინონ, ვინც ძალადობას ჩადის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებებს მშვიდობიანად იყენებენ. საქართველოს ხელისუფლებას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვას ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, მოქალაქეები, როლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს იყენებენ, საჯაროდ დაგმონ და გამოიძიონ მათ წინააღმდეგ ძალადობის აქტები. ყველა პიროვნებას საქართველოში აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება, განურჩევლად იმისა, მიეკუთვნებიან ისინი უმრავლესობას თუ უმცირესობას. ეს შეესაბამება საქართველოს მრავალწლიან ისტორიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ტრადიციას. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოს, როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს
თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის უახლოეს მომავალში ჩატარების საკითხი განიხილება
2021 წლის 7-8 ივლისს, თურქეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია. 7 ივლისს, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრისას, მხარეთა მიერ, კმაყოფილებით აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში. ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს.მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა, გამოწვევები, საფრთხეები და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების განვითარების პერსპექტივები.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის უახლოეს მომავალში ჩატარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. თურქულმა მხარემ, კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა 2016 წელს გაიმართა. მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს.
ჯო ბაიდენი: ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას. „ავღანეთში ჩვენი სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. ავღანეთის ბედის განსაზღვრა ავღანელი ხალხის ამოცანაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ მაისს დაიწყო. ბორის ჯონსონმა ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დასრულება გამოაცხადა
გრეგორი მიქსი: თბილისში ამ კვირაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიქსი თბილისში ამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ მკაცრად ვგმობ ძალადობას, LGBTQI+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. ეს არის დარღვევა მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების, და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები ისევ დაფიქსირდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 23:22 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე დღის განმავლობაში საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ყველა შემთხვევაში დმანისის სიახლოვეს იყო. მიწისქვეშა ბიძგები დმანისში დღეს 10:26 საათზე, 14:03 საათზეც და 17:38 საათზე დაფიქსირდა ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში დაფიქსირებული ეს მეექვსე მიწისძვრაა.
პოლ სტრონსკი: მთავრობის ვალდებულებაა, შესაბამისად გამოიძიოს თბილისში მომხდარი და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს
კარნეგის ფონდის მკვლევარი პოლ სტრონსკი, თბილისში ამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს მომხდარი და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. ,,ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სტრონსკი აცხადებს, რომ რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და საჭიროა იმის შესწავლა, თუ საიდან იღებენ მხარდაჭერას ეს ჯგუფები. „საქართველოს მთავრობას აქვს უფლება ყველას მისცეს თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის საშუალება. თუმცა, ასევე აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან ადამიანის უფლებები. ჩანდა, რომ 5 ივლისს ქალაქში ბრბო მოძრაობდა. ჟურნალისტების და LGBT თემის მიმართ მოქცევა და დაშინება, ძალზედ შემაშფოთებელი იყო. არ ჩანდა, რომ მთავრობამ მოახერხა კონტროლის დამყარება. ასევე ვიხილეთ ყალბი ბრალდებები პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც ოპოზიციისთვის ამის დაბრალებას ეცადა... ამიტომ ვინ არის პასუხისმგებელი? პასუხისმგებლები არიან ეს ხულიგნები (thugs) და ის რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ძალადობა საკუთარ თავზე აეღოთ. მთავრობა ამ კუთხით პასუხისმგებელია, რომ ვერ მოახერხა ძალადობის აღკვეთა და ცდილობდა, ბრალი სხვებისთვის დაედო. თუმცა საბოლოოდ, მოძალადეები არიან პასუხისმგებლები და მთავრობის, ყველა შესაფერისი მთავრობის ვალდებულებაა შესაბამისად გამოიძიოს [მომხდარი] და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, თუნდაც ისინი მთავრობის მხარეს მყოფი ხალხი იყოს“, - ამბობს მკვლევარი. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი. გრეგორი მიქსი: თბილისში ამ კვირაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს