ძებნის რეზულტატი:
ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა
20 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 22 აგვისტოს კი, გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩადის, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. ზაიბერტის თქმით, ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები მომდევნო კვირიდან გახდება ცნობილი. როგორც Deutsche Welle წერს, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ადრე აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების საკითხებსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. როგორც ცნობლია, ეს არის მერკელის ბოლო ვიზიტი რუსეთში გერმანიის კანცლერის ამპლუაში.
პაატა იმნაძე: "დელტა" შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ
"სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. "დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. "მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო", - განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძე: დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის პაატა იმნაძე: 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში 5-ჯერ უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა
პაატა იმნაძე: სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც იმნაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებული არ არის იმ რაოდენობის მოქალაქე, რომ მათ გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაუწესდეთ. "სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებული ადამიანების წილი არ არის იმდენი, რომ ეს მოხერხდეს. გამოცხადებულია, რომ სექტემბრიდან, ამ ადამიანებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი თავისუფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს იქნება. ეს უსაფრთხოების ზომების დაცვაა. არის ვიღაც, ვინც მეტ საფრთხეს წარმოადგენს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, არის ის, ვინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის",- აცახდებს პაატა იმნაძე. საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას, შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს
„ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა. ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებების, ქეიფების, ქორწილების და ქელეხების, სამწუხაროდ, არ გამართვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამავრცელებელი ვირუსის. „თქვენი მისამართით და ზოგადად, მედია გვესწრება და მინდა, კიდევ ერთხელ, მივმართო მოსახლეობას თხოვნით, რომ ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ეს ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის. ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მგონი, კიდევ უფრო სასურველია. ჩვენ ახლა მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე და მეორე მხრივ, მინდა, აქვე ვისაუბრო, კიდევ ერთხელ, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შეტანა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ოპონენტები გვაკრიტიკებენ, კიდევ რაღაცებს გვაბრალებენ, მაგრამ ფაქტი არის სახეზე და ჩვენ ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინები გვაქვს - „ფაიზერი“, ჩინური ვაქცინები და ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს. „მიმდინარეობს ტენდენცია გლობალური და ვისმენთ რა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებს, პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება, მეგობრებო. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს პროგნოზი და განცდა, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია დასრულდება წლის ბოლოს, ასე არ იქნება, არ მოხდება, შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, იმიტომ, რომ დამოკიდებულები არიან ადამიანების, ანუ ჩვენს ქცევაზე. ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული და მომიტევეთ, ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით კიდევ ერთხელ - აუცილებელია აცრის ჩატარება, როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს აღნიშნულ აცრას. ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პაატა იმნაძე: იმისთვის, რომ სკოლა და უნივერსიტეტი იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი, პროფესორი და სტუდენტი უნდა იყოს აცრილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სკოლა და უნივერსიტეტი იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი, პროფესორი და სტუდენტი უნდა იყოს აცრილი. მისი თქმით, სწავლის დაწყების პერიოდისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარების პროგნოზირება უჭირს. "მიმდინარე პანდემიის დროს პროგნოზები ძალიან ძნელი საქმეა. მოგეხსენებათ, რომ "დელტა" შტამი დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. გამოჩნდა ახალი შტამები აშშ-ში. რაც მეტი აუცრელი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტი შანსია გაჩნდეს ახალი მუტანტი შტამები, რა თვისებების იქნება ეს შტამები ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია . აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რა მოხდება სწავლის დაწყების პერიოდისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა, იმისთვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, არათუ მასწავლებელი, მთელი პერსონალი. იმისთვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები იყოს უსაფრთხო, ყველა სტუდენტი და პროფესორიც აცრილი იყოს. ვინც სასწავლებლად მიდიან საზღვარგარეთ, მათ უწერიათ, რომ არ მიიღებენ კამპუსებში, თუ არ იქნებიან აცრილები. მე იმედი მაქვს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიც გაითვალისწინებენ ამას", - განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციისას. ამავე თემაზე: ენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს პაატა იმნაძე: სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ პაატა იმნაძე: "დელტა" შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ პაატა იმნაძე: დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის
მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 600 ბრიტანელი ჯარისკაცი უნდა გაიგზავნოს ავღანეთში, რათა ბრიტანეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო მაშინ, როდესაც "თალიბანმა" დაიკავა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი, ასევე ქალაქები ღაზნი და ჰერატი. როგორც ცნობილია, სამხედრო პერსონალი დაიცავს და დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, ავღანელ პერსონალსა და თარჯიმნებს გადაადგილებაში. BBC-ის ცნობით, გასულ კვირას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს ურჩია დაეტოვებინა ავღანეთი. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის დაახლოებით 4000 მოქალაქე ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება. ამავე თემაზე: აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის „თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა
ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ მიწის მასა ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება
ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ მიწის მასა ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება, სამშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. როგორც ბენდელიანი აღნიშნავს, სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია. „დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა პრობლემის დასადგენად. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს მუნიციპალიტეტი იქამდე აანაზღაურებს, სანამ ამის საჭიროება იქნება. „თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება. თავად ამ ფაქტზეც, ჩვენი მხრიდან უკვე მოხდა შესაბამისი რეაგირება და კომპანია დაჯარიმებულია 30 000 ლარით, თუმცა, ეს არ არის ის სანქცია, რომლითაც კომპანიის პასუხისმგებლობა მოიხსნება. კომპანიის პასუხისმგებლობაა და ეს უშუალოდ ჩვენი ჩართულობითაც მოხდება, რომ იქ გამოწვეული ზიანი, რაც მოსახლეობას მიადგა, იყოს გამოსწორებული. ამ კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული შედეგების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნებისმიერ მსგავს არასწორად ჩატარებულ სამუშაოზე მუნიციპალიტეტის მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა.
დანიის ტრანსპორტის მინისტრი: დაემშვიდობეთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში
დანიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა. ეს ზომა ძალაში დარჩეა თვითმფრინავებსა და ქვეყნის იმ აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესები მოქმედებს. „ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შეგვიძლია, დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“, - აღნიშნა ენგელბრეხტმა. „ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციის გავრცელებას საზოგადოებაში“, - აღნიშნა დანიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰელენ ბილსტედ პრობსტმა. დანიაში სრულად მოსახლეობის 60 %-ია ვაქცინირებული.
თურქეთის სამი პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამი პროვინცია, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ, სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ამის შეახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საუბარია სინოპზე, კასტამონსა და ბართინზე. ერდოღანი სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ბოზქურთში ჩავიდა. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დანგრეულია ხიდები და გზები. 300-მდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მთავრობის ადმინისტრაცია: არასწორია პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. შესაბამის ტექსტს ის Facebook-ზე ავრცელებს. „მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია. ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც.პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს.რაც შეეხება ვალდებულებას, ჩემი აზრით, აცრა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალდებულებაა.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, - წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე ცნობისათვის, დღეს პრემიერ-მინისტრა განაცხადა შემდეგი: „ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება“.
გერმანიამ აშშ, თურქეთი და ისრაელი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონებად გამოაცხადა
გერმანიის მთავრობამ შეერთებული შტატები, თურქეთი და ისრაელი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებად დაასახელა, რის გამოც, გერმანიაში ჩასულ არავაქცინირებულებს მინიმუმ 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაყვეტილება აშშ-სა და ისრაელის შემთხვევაში კვირას, 15 აგვისტოს, ამოქმედდება. თურქეთის შემთხვევაში კი ის ძალაში სამშაბათს, 17 აგვისტოს შევა, რადგან გერმანიაში თურქეთის საკმაოდ ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ მტკიცებულების წარდგენა, რათა თავიდან აიცილონ 10-დღიანი კარანტინი. თვითიზოლაცია შეიძლება დასრულდეს ყველაზე ადრე ხუთი დღის შემდეგ, უარყოფითი ტესტის პასუხის საფუძველზე. ამავე თემაზე: გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა
გერმანიის საელჩო: ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც აუცილებელია, არ დავივიწყოთ მაშინდელი მოვლენები და მათი არაადამიანური შედეგები
60 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ დაიწყო ბერლინის კედლის მშენებლობა. სამი ათწლეულის განმავლობაში სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე პატარა მსხვერპლი, 15 თვის ჰოლგერი, 1971 წლის 22 იანვარს დაიღუპა. მას დედა პირზე ხელს აფარებდა, რომ პოლიციელებს არ ეპოვათ. მშობლებმა დასავლეთ ნაწილში უსაფრთხოდ გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შვილი დაღუპული იყო. 28 წლის განმავლობაში აღმართული კედელი ცივი ომის სიმბოლოდ იქცა. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს ბერლინში დაესწრო ამ თარიღთან დაკავშირებულ ცერემონიას. მან განაცხადა, რომ ეს იყო „დასასრულის დასაწყისი" კომუნისტური რეჟიმისთვის, რომელიც ამტკიცებდა, რომ კედელი შექმნილია ქვეყნის ფაშიზმისგან დასაცავად. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ტექსტი გაავრცელა გერმანიის საელჩომ საქართველოში. "დღეს, 13 აგვისტოს, ვიხსენებთ ბერლინის კედლის მშენებლობის დაწყებასა და გერმანიის შიდა საზღვრის სრულ დაკეტვას 60 წლის წინ. ამასთანავე, ჩვენ განსაკუთრებით ვიხსენებთ უამრავ მსხვერპლს, რომლის მიზეზიც გერმანიის და ბერლინის გამყოფი ეს საშინელი კედელი გახდა. გერმანიის შიგნით გავლებული ამ საზღვრის გადაკვეთისას ასობით ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაშავდა და ბევრმა თავისუფლება დაკარგა. ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც აუცილებელია, არ დავივიწყოთ მაშინდელი მოვლენები და მათი არაადამიანური შედეგები", - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ გალში, ამავე სოფლის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე, 59 წლის ვახტანგ სონღულია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს. ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, სონღულიას სახლში აღმოაჩინეს 23 ვაზნა და ხელყუმბარა. "უნდა აღინიშნოს, რომ სონღულია აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, 1992-93 წლებში გალის მილიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა",- ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ სონღულია გალის იზოლატორში გადაიყვანეს. მისი საქმე ტყვარჩელის ე.წ. პროკურატურას გადასცეს.
პატრიარქმა პანდემიიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს კონკრეტული კურთხევა მისცა
საპატრიარქოსადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება გავრცელდა. "ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იყოს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები", - აღნიშნულია ტექსტში.
ბრიტანეთის ელჩი: ცესკოს როლი დიდია საარჩევნო პროცესის თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვაში
გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. "კარგი შეხვედრა მქონდა ცესკოს ახალ თავმჯდომარესთან. წარმატება ვუსურვე მას და მის გუნდს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე. ცესკოს როლი დიდია, საარჩევნო პროცესის თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვაში, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - აღნიშნულია ტექსტში.
ღარიბაშვილი: დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი
“აცრა არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის არჩევანი, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი, არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში ეს ინფექცია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არასწორად იყო გაგებული. „რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ჩვენ გამოწვევად გვრჩება მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ამისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ფორმატში, თქვენ, ჩემო ახმეტელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ. მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება. გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი – არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია. კიდევ გავიმეორებ, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები სამწუხაროდ გარდაიცვალნენ კოვიდ-ინფექციით და სწორედ ამის დაზღვევის მიზნით საჭიროა აცრების ჩატარება. თავს ვთვლი ვალდებულად და პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, მთავრობა და მთელი ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე და ავუხსნათ, რომ აცრა არის უსაფრთხო და ყველა მეცნიერი ჩატარებული ცდებით ამას ადასტურებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისათვის, დღეს პრემიერ-მინისტრა განაცხადა შემდეგი: „ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება“.
სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება ძალაშია. დოკუმენტი, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდა, ბელარუსის ოფიციალურ წყაროებზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს 2016 წელს მოეწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა
მთავრობამ შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. მათი ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით ხვალიდან, 14 აგვისტოდან იმოძრავებს: სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33) შპს „Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“) შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) სს „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი(ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას 77) შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) მარშრუტები: 1. მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლეს მიმდებარედ) – მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77) – გიორგი სააკაძის მოედანი – ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. – სულხან ცინცაძის ქ. – დავით გამრეკელის ქ. – ადამ მიცკევიჩის ქ. – ტანძიის ქ. (შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) – ვაჟა ფშაველას გამზირი (სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33) – პეტრე ქავთარაძის ქ. შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) – ზურაბ ანჯაფარიძის ქ. – მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. უკუ მიმართულება: მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – პეტრე ქავთარაძის ქ. (შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) -ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი – მიხეილ თამარაშვილის გამზირი – მ/ს „დელისი“ – ფერდინანდ თავაძის ქ. – სერგო ზაქარიაძის ქ. – მიხეილ ასათიანის ქ. (სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33) – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი (შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) – პეკინის გამზირი – თინა იოსებიძის ქ. – დები იშხნელების ქ. – ჟიული შარტავას ქ. – გიორგი სააკაძის მოედანი – მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77) – გიორგი მიროტაძის ქ. – პეკინის გამზირი – მერაბ კოსტავას ქ. (მობრუნება 26 მაისის მოედნის მიმდებარედ) – მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლეს მიმდებარედ). 2. მ/ს „ვარკეთილი“ (მიმდებარედ) – ჯავახეთის ქ. – 17 შინდისელი გმირის ქ. – შანდორ პეტეფის ქ. – თეოფანე დავითაიას ქ. – ზურაბ პატარიძის ქ. – მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი – შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“). უკუ მიმართულება: შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“) – მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი – ზურაბ პატარიძის ქ. – თეოფანე დავითაიას ქ. – შანდორ პეტეფის ქ. – ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. – მ/ს „ვარკეთილი“ (მიმდებარედ). 3. მ/ს „სამგორი’ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) – მოსკოვის გამზირი – ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) – ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ). უკუ მიმართულება: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ) – ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) – მოსკოვის გამზირი -მ/ს „სამგორი’ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ). რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან 4. მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელი) – აკაკი წერეთლის გამზირი – შოთა შალიკაშვილის ხიდი – გრიგოლ რობაქიძის გამზირი – აკაკი ბელიაშვილის ქ. – სანდრო ახმეტელის ქ. – ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ. უკუ მიმართულება: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ – ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – სანდრო ახმეტელის ქ. – რობერტ ბარძიმაშვილის ქ. – ევგენი მიქელაძის ქ. – აკაკი ბელიაშვილის ქ. – გრიგოლ რობაქიძის გამზირი – შოთა შალიკაშვილის ხიდი – აკაკი წერეთლის გამზირი – მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელი). 5. თავისუფლების მოედანი – ალექსანდრე პუშკინის ქ. – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. – ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი – ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი – ქეთევან დედოფლის გამზირი – ლეხ კაჩინსკის ქ. – ჯორჯ ბუშის ქ. – კახეთის გზატკეცილი – ჯავახეთის ქ. (მობრუნება მ/ს „ვარკეთილთან) – 17 შინდისელი გმირის ქ. – შანდორ პეტეფის ქ. – თეოფანე დავითაიას ქ. – ზურაბ პატარიძის ქ. – მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი – შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“). უკუმიმართულება: შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“) – მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი – ზურაბ პატარიძის ქ. – თეოფანე დავითაიას ქ. – შანდორ პეტეფის ქ. – ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. – ჯავახეთის ქ. – კახეთის გზატკეცილი – ჯორჯ ბუშის ქ. – ლეხ კაჩინსკის ქ. – ქეთევან დედოფლის გამზირი – ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი – ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. – ალექსანდრე პუშკინის ქ. – თავისუფლების მოედანი.
კოვიდით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში ისრაელის მიერ შექმნილი პრეპარატის გამოყენების შემდეგ 93%-მა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა
COVID19-ის სამკურნალო პრეპარატმა, რომელიც ისრაელმა შექმნა, მძიმედ პაციენტებში ეფექტიანობა აჩვენა და 93%-მა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა. პრეპარატი საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში გამოსცადეს, რადგან ისრაელში საჭირო რაოდენობის მძიმედ კოვიდინფიცირებულები არ არიან. თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილი პრეპარატი საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის. პროფესორმა, ნადირ არბერმა განაცხადა, რომ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. არბერმა და მეცნიერთა ჯგუფმა პრეპარატი იმ მოლეკულის საფუძველზე შექმნეს, რომელსაც პროფესორი 25 წელია, იკვლევს.
აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა
აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ (FDA) იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გადაუდებელიკ გამოყენება დაუშვა. საუბარია Pfizer-ის და Modern-ას ვაქცინებზე. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ დამატებითი დოზა პაციენტებში დაცვის დონეს გაზრდის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების თანახმად, შეერთებულ შტატებში იმუნოკომპრომისულთა რაოდენობა 2.7 პროცენტს შეადგენს. საუბარია ორგანოების გადანერგვის მიმღებ პირებზე, კიბოთი დაავადებულ პაციენტებსა და აივ ინფიცირებულებზე.