ძებნის რეზულტატი:
აშშ-მ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში $7 მლნ-იანი ჰუმანიტარული დახმარების პროექტი განახორციელა
აშშ-მ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში $7 მლნ-იანი ჰუმანიტარული დახმარების პროექტი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს და იმ განხორციელებულ პროექტებს ასახელებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შტატებმა განახორციელა. ,,დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defence Cooperation) მიერ გაწეული უდიდესი სამუშაოს აღნიშვნით, რაც გულისხმობს ბოლო ორი წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების პროექტის განხორციელებას, რაც მთლიანობაში 7 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. ეს პროექტები საქართველოს 7 რეგიონში განხორციელდა. ესენია: - $500 000 დოლარის სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა ვეტერანების ჰოსპიტალს ვეტერანების დასახმარებლად; - $900 000 დოლარი დაიხარჯა გადასატანი წყლის ჭისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცების თავშესაფარზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში; - $1,500,000 დოლარი გამოიყო ჯანდაცვის სექტორისთვის COVID-19-ისათვის მზადყოფნისა და რეაგირებისათვის; - $700,000 დოლარი გამოიყო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისა და ადგილობრივი მმართველობებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილების, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოებისათვის; - $3,000,000 დოლარი დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების აღჭურვასა და მომზადებაში, რათა მათ უზრუნველყონ მოქალაქეების დაცვა გამოუყენებელი საბრძოლო მასალებისა და ომის დროინდელი ასაფეთქებელი ნარჩენებისაგან მთელი ქვეყნის მასშტაბით; - $600,000 დოლარის ღირებულების თავდაცვის დეპარტამენტის არალეტალური ჭარბი ქონება, ისეთი, როგორიცაა გრეიდერები, გენერატორები, კარვები და მაღალი გამავლობის მანქანები გადაეცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, რათა მათ შეძლონ მოსახლეობისათვის ძირთადი მომსახურების გაწევა. გარდა კოოპერატიული, გრძელ-ვადიანი პროექტებისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პანდემიის პერიოდში უწყვეტად პასუხობდა ჰუმანიტარულ საჭიროებებს. მხოლოდ შარშან USAID-ს პროგრამებით: - მომზადდა და მობილიზება გაუკეთდა 429 მოხალისეს, რომლებმაც 19 000 ოჯახს მიაწოდეს საკვები, ჰიგიენური საშუალებები და გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება; - საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის სკოლებს მიაწოდეს 6000 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება და 350 ხელის დასაბანი მოწყობილობა; - აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონალურ ფილიალებსა და პრობაციის სახელმწიფო სააგენტოს დაურიგდა სადეზინფექციო საშუალებები, თხევადი საპონი, ხელთათმანები, პირბადეები, სადეზინფექციო ბარიერები დადისტანციური თერმომეტრები, რაც ხელს შეუწყობს ძირითადი მომსახურების გაწევას პანდემიის პერიოდში", - აღნიშნულია განცხადებაში.
კვლევა: „დელტა“ შტამით ინფიცირების დროს, სრულად აცრილებში ვირუსი იმავე რაოდენობით არის, როგორც აუცრელებში, თუმცა ვაქცინაცია მძიმე გართულებისგან იცავს
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სრულად აცრის შემდეგ ინფიცირდებიან კორონავირუსისგან, იგივე რაოდენობის ინფექციის მატარებლები არიან, როგორც აუცრელები. იტყობინება CBCnews-ი. თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ჯერ კიდევ გვთავაზობს კარგ დაცვას დაავადების დაწყებისთანავე და იცავს მძიმე გართულებებისგან. როგორც ოქსფორდის წამყვანმა მკვლევარმა, დოქტორმა სარა უოკერმა The Telegraph- ს განუცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინის ორივე დოზა კვლავ იცავს ვირუსისგან. „დაინფიცირების ნაკლები ალბათობა არსებობს, მაგრამ თუ ასეც იქნება, გექნებათ ვირუსის მსგავსი დონე, როგორც სხვას, ვინც საერთოდ არ არის აცრილი “, - ამბობს სარა უოკერი.
ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას დაესწრო
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად ახმეტაში ჩაიყვანეს. ის სახლში ბადრაგის დახმარებით მიიყვანეს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ამავე თემაზე: კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
თამარ გაბუნია: აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს
"საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო. "შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. კორონავირუსი კიდევ 4 921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გარდაიცვალა ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა თამარ გაბუნია: რეანიმაციაში მოხვედრილთა 0,3% ორჯერ ვაქცინირებული იყო აცრილთა რაოდენობა რეგიონების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ვინ რომელი ვაქცინით იცრება რა შეზღუდვები ამოქმედდა საქართველოში 14 აგვისტოდან
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. ცნობისთვის, პარტიიდან წასვლის შესახებ ონიანმა 12 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, ის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პარტია ,,სახალხო პარტიაში" ერთიანდება. ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა და პარტია ამიტომ დატოვა.
არქიმანდრიტი იოანე: წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა, ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში
"წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში", - ამის შესახებ.დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) სოციალურ ქსელში წერს. არქიმანდრიტი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. "როგორი ქაოსი, პანიკა და შიში სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ყველას შეგვეხო პირდაპირ, თუ ირიბად, ყველა შეგვაშინა და დაზაფრულები ვართ. ამ ბოლო მოვლენებმა დამანახა, რომ ყველა ვირუსზე, ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა. ყველაზე დაუნდობელი. არა შეწყალება, არა თანაგრძნობა და რაც უმთავრესია - არა სიყვარული. წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში. სადაც სიყვარული არ არის, სადაც მოწყალება და თანაგრძნობა არ არის, იქ მხოლოდ ბოროტია. არც წამლის დეფიციტი დაგვღუპავს და არც წყლის, არც ნავთობის, არც ხორბლის, არამედ დეფიციტი სიყვარულისა. რასაც მთელი სამყარო განიცდის დღეს.. არანაირი ვირუსი ისე არ დაგვაზიანებს როგორც გაბოროტებული ადამიანი. სიყვარულის დეფიციტი, აი, ეს არის ყველაზე დამღუპველი ვირუსი, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს! ღმერთმა გვიშველოს ყველას. ღმერთი არის სიყვარული!" ამავე თემაზე: 91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცნით აიცრა დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის
ჯო და ჯილ ბაიდენები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას გეგმავენ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის და მისი მეუღლე ჯილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას გეგმავენ. „ჩვენ გამაძლიერებელი ვაქცინის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან აცრა დეკემბერში გავიკეთეთ და ეს უკვე წარსულია“, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ნორმალურია, როდესაც ზოგიერთი ამერიკელი ვაქცინის მესამე დოზას იკეთებს მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ აუცრელია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მსოფლიოს იმაზე მეტ ვაქცინას აძლევენ, ვიდრე დანარჩენი სხვა ყველა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, 2022 წლის მეორე ნახევარში აშშ 500 მილიონი დოზა ვაქცინას გამოყოფს სხვა ქვეყნებისთვის. აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება
ამირან გამყრელიძე განმარტავს, დადასტურდა თუ არა კორონავირუსით ერთი ადამიანის სამჯერ დაინფიცირების შემთხვევა საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსით ერთი ადამიანის სამჯერ დაინფიცირების შემთხვევებს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა. ,,ჩვენ ვერ დავადასტურებთ ამ ეტაპზე", - ამბობს გამყრელიძე. ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა ,,პირველ არხს" განუცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4921 ადამიანს დაუდასტურდა, 4471 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს
ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ე.წ. კოვიდსერტიფიკატებს ცნობს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ. „კომისიამ დღეს მიიღო სამი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის, თურქეთისა და უკრაინის ეკვივალენტურობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ სახელმწიფოების გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ეს ევროგაერთიანების ციფრული ე.წ. კოვიდსერტიფიკატია“, – ნათქვამია ევროკომისიის ინფორმაციაში.
ავღანეთის საკითხზე, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ
20 აგვისტოს NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, სხდომა ვირტუალური ფორმატით გაიმართება და სხდომის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციას გამართავს. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, - ამის შესახებ განცხადება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით გააკეთა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც ბედოიძემ განაცხადა, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. „ჩვენ, „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, ვაყენებდით და ვაყენებთ „თბილსერვისის“ ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის წინაშე ჩვენი პირობების გაუმჯობესების საკითხს, რომელიც პუნქტობრივად წარდგენილი აქვს თბილისის მერიას და რომლის განხილვის პირობაც მიღებული გვაქვს. სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია. ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ, მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ; არც ტელევიზიაში პრანჭვის და გვარამია-ხაბეიშვილის თავის მოსაწონებლად ტყუილების თქმას, თან ჩვენი დამცირებულად წარმოჩენის და შეურაცხყოფის ხარჯზე“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა. პავლე ბედოიძე განმარტავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ. „ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენ საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენ ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, - განაცხადა პავლე ბედოიძემ.
ჯო ბაიდენი: „თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება
„თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში, 19 აგვისტოს განაცხადა. ინტერვიუდან ამ ფრაგმენტს Reuters-ი ავრცელებს. ბაიდენმა აქვე დაამატა, რომ არ ფიქრობს, „თალიბებმა“ ფუნდამენტურად შეიცვალეს შეხედულებები. „მე ვფიქრობ, ისინი განიცდიან ერთგვარ ეგზისტენციალურ კრიზისს იმის შესახებ: სურთ თუ არა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ისინი, როგორც ლეგიტიმური მთავრობა აღიაროს? დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სურთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭიროა ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა და არა სამხედრო ძალა. ცნობისათვის, რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ ავღანეთში აშშ-ისგან მხარდაჭერილი მთავრობის დამხობის შემდეგ, ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა ქაოსის გარეშე, შეუძლებელი იყო Reuters/Ipsos-ის მიერ ამ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენის რეიტინგი 7%-ით შემცირდა და 46%-ს შეადგენს. გასულ კვირაში, პრეზიდენტის საქმიანობას ამერიკელების 53% დადებითად აფასებდა.
ავღანეთიდან აშშ-ის სრულად გასვლა შესაძლოა, გადავადდეს
ავღანეთიდან აშშ-ის სრულად გასვლა შესაძლოა, დაანონსებულ ვადას გადასცდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „აშშ ჯარები დარჩებიან, ვიდრე ყველა ამერიკელი არ დატოვებს ავღანეთს“, - განაცხადა ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: „თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა ქაოსის გარეშე, შეუძლებელი იყო „თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ იყო. როგორც ცნობილი იყო, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდებოდა. რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სომალის ქალაქი ბალიდიდინი დაიკავეს
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სომალის ქალაქი ბალიდიდინი დაიკავეს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. არსებული ინფორმაციით, ტერორისტები ქალაქში 18 აგვისტოს, სახელისუფლებო ძალებთან შეტაკებების შემდეგ შევიდნენ. როგორც ცნობილია, ქალაქი ბალიდიდინი გახდა პირველი დასახლება, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
იტალიაში ერთ თვეში 143 არავაქცინირებული, 14 ნაწილობრივ აცრილი და 34 სრულად აცრილი დაიღუპა
იტალიაში ერთ თვეში 143 არავაქცინირებული, 14 ნაწილობრივ აცრილი და 34 სრულად აცრილი დაიღუპა. ამის შესახებ ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, პატრიცია პეცოტი აცხადებს. ამ სტატისტიკას იტალიური მედია ავრცელებს. „თუ გავაანალიზებთ 10 ივლისს - 10 აგვისტოს პერიოდს, ჩვენ დავინახავთ, რომ 143 ადამიანი დაიღუპა არავაქცინირებულებს შორის, 14 ნაწილობრივ აცრილთა შორის და 34 სრულად აცრილებს შორის. მათგან 28 იყო 80 წელს გადაცილებული, დანარჩენები 60-დან 79 წლამდე. 60 წლამდე ვაქცინირებულთა შორის გარდაცვალების ფაქტი არ გვაქვს. 35 ადამიანია გარდაცვლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებიც არიან არავაქცინირებულები. ეს არის რეალობა და ვაქცინის გარეშე დღეს ვიქნებოდით ჩაკეტილები და დიდი მსხვერპლით“, - განაცხადა პატრიცია პეცოტიმ. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, იტალიაში სრულად არის აცრილი მოსახლეობის 57.81%.
კვლევა: ხანდაზმულებში COVID19-ის ანტისხეულების რაოდენობა მცირდება
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) უახლესი მონაცემების მიხედვით, Covid-19 ანტისხეულების დონე ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს. wandsworth guardian-ი წერს, რომ ადამიანებში ანტისხეულები Covid19-ის გადატანისას ან აცრის შემთხვევაში გამომუშავდება. მათივე ინფორმაციით, საშუალოდ, ორ-სამ კვირიანი პერიოდი სჭირდება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის გადატანიდან ან ვაქცინაციიდან, რომ Covid19-თან საბრძოლველად საკმარისი ანტისხეულები გამოიმუშავოს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, დროთა განმავლობაში შეიძლება ანტისხეულები შემცირდეს. ONS-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც ემყარება სისხლის ანალიზის შედეგების ნიმუშებს, შესწავლილია 4 იანვრიდან 26 ივლისის საანგარიშო პერიოდში. ეროვნული სტატისტიკის სამსახური ამბობს, რომ ინგლისში მოზრდილთა 94,2% -ს აქვს Covid-19-ის ანტისხეულები, ვიდრე ერთი თვის წინ 91,2% იყო. რაც შეეხება 75-დან 79 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, ანტისხეულების რაოდენობა შეუმცირდათ და 94,4%-დან 92,8%-ზე ჩამოვიდა. მსგავსი სიტუაცია ინგლისის გარდა უელსშიც დაფიქსირდა. 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ანტისხეულების ოდენობა ბოლო თვეში 90.3% -დან 86.6% -მდე შემცირდა. 75- დან 79 წლამდე ასაკის ადამიანებში 94.4% -დან 91.5% -მდე, 70 -დან 74 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი 96.1% -დან 93.6% -მდე. ONS-ის ინფორმაციით, ანალიზი განსაზღვრავს სისხლში ანტისხეულების ფიქსირებულ რაოდენობას. მათივე ცნობით, ვაქცინირებული ხანდაზმული ადამიანების უმეტესობა შეინარჩუნებს ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ვაქცინაციამდე, მაგრამ ტესტირების დროს შეიძლება ჰქონდეთ სისხლში ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა. შოტლანდიის მონაცემებით, ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში დაფიქსირდა ანტისხეულების ვარდნა. 75-79 წლის ხადაზმულებში 91,6%-დან 90,9% -მდე, ხოლო 80 წელს ზემოთ მოქალაქეებში მცირედით იკლო - 87.7% -დან 87.6% -მდე შემცირდა. მონაცემებთან დაკავშირებით მედიცინის პროფესორი პოლ ჰანტერი ამბობს, რომ ხანდაზმულები დროთა განმავლობაში კარგავენ ანტისხეულებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც გამომუშავებული ჰქონდათ COVID19-ის ანტისხეულები და შეუმცირდათ, სრულად კარგავენ დაცვას. რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი სიმონ კლარკი კი განსხვავებულად ფიქრობს და ამბობს, რომ Covid-19 ანტისხეულების არსებობა არ იძლევა იმუნიტეტს ვირუსისგან სრულად დასაცავად. ”უბრალოდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სრული დაცვა Covid-19– ისგან. ვარაუდი, რომ ანტისხეულები ნიშნავს იმას, რომ ვიღაც არის დაცული ინფექციისგან ან ხელახალი ინფექციისგან, იყო ერთ -ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დაშვებულია პანდემიის დასაწყისში", - ამბობს ის. გამოცემა ბრიტანეთის რამდენიმენიმე უნივერსიტეტის პროფესორზე დაყრდნობით წერს, რომ ანტისხეულების ქონა ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ადამიანებმა კორონავირუსი, ან თუ ისინი დაინფიცირდებიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰქონდეთ მძიმე სიმპტომები, თუმცა უცნობია ერთხელ ინფიცირებულის ან ვაქცინირებულის სისხლის ანტისხეულების ხანგრძლივობა რამდენ ხანს ნარჩუნდება.
აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელიც კაპიტოლიუმთან ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა
CBS-ის ინფორმაციით, კაცი, რომელიც კაპიტოლიუმთან ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს. გამოცემის ცნობით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას. როგორც ცნობილია, დაკავებული ამტკიცებდა, რომ კაპიტოლიუმის შენობის მახლობლად საკუთარ ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა. პოლიციის უფროსმა ტომას მანგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი, 49 წლის ფლოიდ რეი როზბერია. მისი თქმით, პოლიციამ ჯერ კიდევ არ იცის, არის თუ არა მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება და ადგილზე კვლავ აქტიური საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობს. CNN ცნობით, კაპიტოლიუმთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. მედიის ცნობით, ისინი დანაღმული ავტომობილის შესახებ ინფორმაციას კვლავ ამოწმებენ. სამართალდამცველების თქმით, ევაკუირებულია რამდენიმე შენობა. სენატორები და კონგრესმენები ამჟამად კაპიტოლიუმის შენობაში არ იმყოფებიან. მიმდინარე მოვლენების გამო ევაკუირებულია უზენაესი სასამართლოს შენობაც.
თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირი“ მსოფლიოში აღიარებული მედიკამენტია და მისი გამოყენების საბოტაჟი მავნებლობაა
რემდესივირი მსოფლიოში აღიარებული მედიკამენტია და მისი გამოყენების საბოტაჟი მავნებლობაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს. მისი თქმით, სადღეისოდ „რემდესივირი“ შეტანილია ამერიკისა და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება. „რემდესივირი“ სადღეისოდ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელსაც აქვს მსოფლიოში ორი უმაღლესი ინსტანციის - აშშ FDA-ის და ევროპის მედიცინის ასოციაციის (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია (Approval), მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს და ვაქცინებს აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების რეკომენდაციები (ე.წ. Emergency use authorisation). სადღეისოდ „რემდესივირი“ შეტანილია ამერიკისა და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება. მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სამედიცინო ონლაინ პლატფორმა „up to date” ბოლო განახლებაში წერს სიტყვა-სიტყვით „ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ „რემდესივირს“ ყველა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ამოკლებს გამოჯანმრთელების დროს. ამასთან ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მის გამოყენებას იმ პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადის მიწოდება დაბალი ნაკადით, რამდენადაც მას შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში“. https://www.uptodate.com/.../covid-19-management-in... . „რემდესივირი“ 2020 წლის დეკემბრიდან წარმატებით გამოიყენება საქართველოშიც, გამოცდილება ჯერ დიდი არ არის (ნამკურნალებია 1500-მდე პაციენტი), მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების დამძიმების რისკებსა და აუმჯობესებს გამოსავლებს. დღეში 30-40-50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსათვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციით დაბალი მოცვით და რომ არა „რემდესივირის“ და „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენება, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, როგორც ამას მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ. სამწუხაროდ, ანგაჟირებული ტელევიზიები და ზოგიერთი ექიმი: ბ-ნი გიორგი კამკამიძე, ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, ბ-ნი ვახტანგ კალოიანი, ადრე ბ-ნი გიორგი კანდელაკი და უცხოეთში მომუშავე ზოგიერთი ქართველი ექიმი ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ „რემდესივირი“ უვარგისი და უსარგებლო მედიკამენტია და მას მსოფლიოში საქართველოს გარდა არსად არ იყენებენ??!! და ითხოვენ, რომ იგი ამოღებულ იქნას ხმარებიდან და ნაციონალური პროტოკოლიდან.ერთი საყურადღებო ფაქტი:ა.წ. 14 აგვისტოს ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ვებინარი, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო ქ. ატლანტის ემორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქ-ნი ქეთევან კობაიძე, რომელმაც არაერთგზის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რემდესივირი“ სტეროიდებთან ერთად არის COVID-ის სამკურნალო ძირითადი მედიკამენტი და მას ძალიან ფართოდ იყენებენ ამერიკის კლინიკებში. უფრო მეტიც, მან რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ „რემდესივირს“ აძლევენ არა მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს (როგორც ეს ზოგიერთ გაიდლაინში წერია), არამედ პრაქტიკულად ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „რემდესივირი“ მკვეთრად ამცირებს COVID გადატანილებში შემდგომი გართულებებისა და რე-ჰოსპიტალიზაციის რისკებს. ამ ვებინარს პრაქტიკულად ყველა ზემოთაღნიშნული ექიმი უსმენდა და არც ერთს ქ-ნ ქეთევანის ნათქვამი არ გაუპროტესტებია, კითხვებიც კი არ დაუსვამთ. მაშ, რატომ ეწევიან ისინი საქართველოში „რემდესივირის“ დისკრედიტაციას და ანტიპროპაგანდას? პასუხი ორიდან ერთია - ან ამ „ექიმმა ექსპერტებმა“ მართლა არაფერი იციან COVID-ისა და „რემდესივირის“ შესახებ (რაც ნაკლებ სავარაუდოა), ან შეგნებულად და გამიზნულად მიმართავენ „რემდესივირის“ გამოყენების საბოტაჟს (ადრე ზუსტად იგივე ხდებოდა „ტოცილიზუმაბზეც“), რადგან მათ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“. ეს ძალიან ცუდია, რადგან სამწუხაროდ, ზემოთაღნიშნული ტელევიზიებისა და ექსპერტების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები და ექიმები დღემდე არ იყენებენ „რემდესივირს“, რითაც საბოლოოდ COVID პაციენტები ზარალდებიან. დღეს საქართველოში COVID პანდემიის მხრივ ექსტრემალური სიტუაციაა. ექიმები თავგანწირვით იბრძვიან ათეულობით და ასეულობით COVID ავადმყოფების გადარჩენისთვის და ამ დროს ნებისმიერი ხელის შეშლა, დაპირისპირება და საბოტაჟი დაუშვებელია“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა
თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა. როგორც ცნობილია, ქალი კორონავირუსით ორსულობისას დაინფიცირდა, მშობიარობის შემდეგ მას კოვიდი გაურთულდა და ბოკერიას კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, გუშინ, კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4921 ადამიანს დაუდასტურდა, 4471 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 ინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა
ისრაელში 40 წელს გადაცილებულებს კოვიდივაქცინის მესამე დოზით აცრიან
Time of Israelis ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება შეეძლებათ. ამრიგად, ისრაელის მთავრობამ გააფართოვა იმ პირთა წრე, ვინც ვაქცინის დამატებით დოზით აიცრება. ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება შეეძლება ასევე პედაგოგებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირება ისრაელში ივლისში დაიწყო. ამ დრომდე აცრის მესამე დოზის გაკეთების უფლება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მისცეს. შემდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის. ისრაელში COVID-19-ის ახლა ტალღას ებრძვიან, რაც დელტა ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული. ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს