ძებნის რეზულტატი:

რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream AG-ი საგაზო დირექტივის შესრულებისგან ვერ გათავისუფლდება. ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე. დებულება უკრძალავს გაზის მიმწოდებელს (გაზპრომს), იყოს ერთდროულად მილსადენის მფლობელიც. მხოლოდ მისი საბადოები უკავშირდება “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ და გარდა ამისა, არცერთ რუსულ კომპანიას არ აქვს უფლება, გაატაროს გაზი ამ მილსადენით. სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს არ შეუშლის გაზპრომს, გაზსადენის პროექტის დასრულებაში, მაგრამ არ მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს ის სრული სიმძლავრით“, - განაცხადა დიმიტრი მარინჩენკომ, Fitch სააგენტოს ბუნებრივი რესურსებისა და სასაქონლო ჯგუფის დირექტორმა. რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. გაზის დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო. გაზპრომი იმედოვნებდა, რომ ევროპულ კანონმდებლობაში არსებულ „ხარვეზს“ გამოიყენებდა. თავდაპირველად, არსებული მოთხოვნები არ ვრცელდებოდა ოფშორულ მილსადენებზე. 2017 წელს ევროკომისიამ შესთავაზა ამ შესაძლებლობის აღმოფხვრა, მაგრამ ცვლილებების მიღება გერმანიამ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაბლოკა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2018 წელს საფრანგეთის ჩარევის შემდეგ, რომელმაც მიანიშნა „სტრატეგიულ პრობლემებზე“, რასაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დამატებით გამოიწვევდა უკვე დაძაბულ ურთიერთობებში რუსეთსა და ევროკავშირს შორის. 2019 წლის აპრილში ევროპარლამენტმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (465 მომხრე, 95 წინააღმდეგი და 68 თავი შეიკავა) დაამტკიცა კანონმდებლობაში ცვლილებები და გაავრცელა „გაზის დირექტივა“ მესამე ქვეყნების ოფშორულ მილსადენებზე. 2020 წლის 10 იანვარს Nord Stream AG- მა ამ დირექტივის გაუქმება მოითხოვა, კომპანიამ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ პროექტი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის მაისში, ანუ ცვლილებების ძალაში შესვლამდე. გაზპრომი ირწმუნებოდა, რომ პროექტში ინვესტიციების განხორციელება უნდა ჩაითვალოს როგორც დასრულება და არა თვითონ პროექტის განხორციელება. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ უარყო ეს არგუმენტი. ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი.

BBC: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა. ეს ინფორმაცია BBC-ის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს. ამ დროისთვის რა არის ცნობილი აფეთქებაზე ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ ანალოგიურ ზომას მიმართა კანადამაც. Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ ამერიკული მედია იუწყება, რომ დაღუპულია 4 ამერიკელი საზღვაო ქვეითი.

გაეროს გენმდივანი ქაბულის აეროპორტთან მომხდარ „შემზარავ ტერაქტს გმობს“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი შეაფასა. მან ავღანელი ხალხის დახმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დღევანდელი ტერაქტი ავღანეთის არასტაბილურობაზე მიუთითებს. გაერო ავღანეთში რჩება „ღრმა შეშფოთებით ვადევნებ თვალს ქაბულის აეროპორტში არსებულ სიტუაციას და მკაცრად ვგმობ დღევანდელ შემზარავ ტერაქტს. ინციდენტი ხაზს უსვამს ავღანეთის არასტაბილურობას, მაგრამ ასევე აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ავღანელი ხალხის გადაუდებელ დახმარებას“, - აღნიშნავს გუტერეში. განახლება: გაეროს გენმდივანი ავღანეთში მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა

თეთრმა სახლმა ისრაელის ახალ პრემიერთან ჯო ბაიდენის შეხვედრა გადადო

ისრაელის ახალ პრემიერ ნაფტალი ბენეტისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა გადაიდო. მიზეზი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს 26 აგვისტოს უნდა შეხვედროდა. თეთრი სახლის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული შეიარაღება იქნება. ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს: ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს ასევე, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებსაც. ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა ივნისში დაიკავა.

ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა

ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისიას ელჩი ალბერტ ჯონსონი უხელმძღვანელობს, მისიის ძირითადი გუნდი 12 ექსპერტისა და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან მიწვევის შემდეგ მიიღო. „დამკვირვებლები 4 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს, მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლას უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს ეუთო ODIHR-ის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს - კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისია ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში. სადამკვირვებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას გამოქვეყნდება შუალედური ანგარიში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების მიზნით. არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდება განაცხადი არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, რომელიც შეაჯამებს სადამკვირვებლო პროცესს და გასცემს რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ“, - აღნიშნულია ეუთოს განცხადებაში.

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალი კენეთ მაკენზი აცხადებს, რომ აშშ შურს იძიებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა პენტაგონში, სადაც პრესკონფერენცია ახლაც მიმდინარეობს. გენერალმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები ელის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში უფრო მეტ თავდასხმას ეცდება. ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროები. ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა.

ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15

ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15. ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალმა კენეთ მაკენზიმ განაცხადა. კენეთ მაკენზი აცხადებს, რომ აშშ შურს იძიებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა პენტაგონში, სადაც პრესკონფერენცია ახლაც მიმდინარეობს. გენერალმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები ელის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში უფრო მეტ თავდასხმას ეცდება. ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროები.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალი კენეთ მაკენზი აცხადებს, რომ აშშ-მ გადაწყვიტა, შური იძიოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა პენტაგონში, სადაც პრესკონფერენცია ახლაც მიმდინარეობს. გენერალმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები ელის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში უფრო მეტ თავდასხმას ეცდება. ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროები.

ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

პენტაგონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს სთხოვს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს. ასევე წაიკითხეთ: ამერიკელი ჯარისკაცებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, თუ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, ამას შესაძლოა, ამერიკის სამხედრო მზადყოფნაზე ჰქონდეს უარყოფითი გავლენა. „იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, ჯანსაღი და მზა ჯარი გვჭირდება", - აცხადებს ლოიდი. ცნობისათვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. აშშ-ში მოსახლეობის 60% სრულად არის აცრილი.

ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენმა ქაბულში დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს გმირები უწოდა. მან აღნიშნა, რომ პენტაგონს სთხოვა, შეიმუშაოს გეგმები თავდასხმის ორგანიზატორებისთვის საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ამ თავდასხმის დროს, „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ აშშ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობს. „მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა და მათ, ვისაც სურთ, ზიანი მიაყენონ ამერიკას, იცოდეთ: ჩვენ არ გაპატიებთ. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ. ჩვენ გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ. მე დავიცავ ჩვენს და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15

პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების თარიღი დაადგინეს

გერმანული კომპანია BioNTech–ის აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი და მისი მეუღლე ოზლემ ტურეჩი, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინა შექმნეს, კორონავირუსის პანდემიის დასრულებას გაზაფხულისთვის პროგნოზირებენ. შაჰინის თქმით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, 2022 წლის მეორე კვარტალში დავინახავთ, როგორ მიაღწევენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები პანდემიის შეკავებას ვაქცინების წყალობით. "2022 წლის შუა პერიოდისთვის მოსახლეობა ვაქცინაციის მაღალ ხარისხს და კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს", - განაცხადა უგურ შაჰინმა. ამასთან, Pfizer- ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კოვიდის სამკურნალო ანტივირუსული აბები მზად შეიძლება, წლის ბოლომდე იყოს. ასევე წაიკითხეთ: BioNTech-ის დამფუძნებლები: „დელტას“ წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური კვლევები იწყება ალბერტ ბურლას თქმით, პრეპარატის მიღება დაავადების პირველი სიმპტომებისთანავე ვირუსის გამრავლების უნარს მაქსიმალურად შეამცირებს და ვირუსი პაციენტებში ძალიან მსუბუქად წარიმართება. მისივე განმარტებით, კომპანია ორ ანტივირუსულ საშუალებას ტესტავს, ერთს ინექციის და მეორეს აბების სახით. მანვე აღნიშნა, რომ Pfizer-ი ყურადღებას ამახვილებს აბებზე, რადგან ის „რამდენიმე უპირატესობას იძლევა“, მთავარი სარგებელი კი საავადმყოფოში ან სამედიცინო მომსახურების სხვა პროვაიდერთან მისვლის თავიდან აცილებაა. კლინიკური ცდების დასრულების შემდეგ, მოკვლევას ამერიკის კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია დაიწყებს. Pfizer-მა კოვიდსაწინააღმდეგო აბების ტესტირება მარტში დაიწყო.

კახეთში სეტყვამ ვენახები გაანადგურა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შაქრიანში, გავაზსა და სანავარდოში ვენახები დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვამ ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, სტიქიის შედეგად ძირითადად ვენახებია დაზიანებული. "სეტყვამ სოფელ გავზში ყურძნის მოსავალი თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა", - განაცხადა სესიაშვილმა, რომლის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დღეიდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იზღუდება

27 აგვისტოდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იზღუდება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე. შეზღუდვა არ ეხებათ იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. „პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით Pfizer-ის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით“, - იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

CBC News-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და მედიის ცნობით, აფეთქებას 90 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც მედიასაშუალება წერს, სხვადასხვა ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა 158-ს აჭარბებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 13 ამერიკელი სამხედრო, ხოლო დაშავდა 18. როგორც კაპიტანმა ბილ ურბანმა განაცხადა, ავღანეთიდან დაშავებულების ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. ”შემიძლია დავადასტურო გენერალ (კენეთ მაკენზის) განცხადებების შემდეგ, რომ მეცამეტე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 18 სამხედრო , ” - თქვა ურბანმა. ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება BBC: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15 გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

აშშ-ში, სახელმწიფო უწყებების შენობებსა და სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკის განცხადებით, ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა პატივსაცემად აშშ-ის ტერიტორიაზე დროშებს დაუშვებენ. „დროშები დაშვებული იქნება ყველა სახელმწიფო შენობაზე და სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება BBC: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15 ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული აქტის მიუხედავად, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას. თეთრ სახლში ბრიფინგზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ მათ ტერორისტები ვერ შეაჩერებენ. „ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას. მე ასევე დავავალე სამხედროებს, შეიმუშაონ გეგმა, რომლითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურაზე და ხელმძღვანელობაზე იერიშს მივიტანთ. ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ იმ დროსა და იმ ადგილზე, რომელსაც თავად შევარჩევთ. ტერორისტები არ გაიმარჯვებენ. ჩვენ დავიხსნით ამერიკელებს და ჩვენს მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

დღეიდან საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს. ამასთან, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს კლინიკაში დაუდასტურეს. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც სააავადმყოფოს კლინიკური დირექტრი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, შემთხვევა წუხელ მოხდა. ,,გუშინ გარდაგვეცვალა 19 წლის მელოგინე, რომელიც კლინიკაში 30 ივლისს შემოვიდა. კლინიკაში შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მეორე დღესვე ჩაუტარდა საკეისრო. შემოყვანისას 31 კვირის კვირის ორსული იყო. 2 აგვისტოს პაციენტი გადავიდა რეანიმაციაში, სრულ მართვით სუნთქვაზე. როგორც კორონავირუს ახასიათებს მოიცვა მთელი პრობლემები და გუშინ საღამოს გარდაიცვალა საბედნიეროდ, მისი პატარა თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ვაჩაძემ. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველო ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას იწყებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება იწყება. მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც დაბრენდილ ავტობუსებში მოსახლეობა კუთვნილი ვაქცინით იცრება. პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. იმუნიზაცია Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე მოეწყობა შემდგომი დაკვირვების სივრცეც. ,,დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციის ცენტრების ავტობუსებში განთავსებას . ეს გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა უკვე. ევროპაში არის მრავალი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურეობას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო ვაქცინაციის პუნქტებისთვის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე მოვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო უსაფრთხო მომსახურეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში. აქ იქნება რეგისტრაცია, რომელიც ონლაინ აისახება პორტალზე , შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც ის მიიღებს გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში მათ გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება", - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.