ძებნის რეზულტატი:
ანგელა მერკელი: გერმანია მზად არის "თალიბანთან" სასაუბროდ, მაგრამ უპირობო შეთანხმებებს არ შესთავაზებს
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მზად არის, ბოლო 20 წლის მიღწევების "დასაცავად", "თალიბანთან" სასაუბროდ, მაგრამ უპირობო შეთანხმებებს არ შესთავაზებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია გააგრძელებს ავღანეთიდან სამხედროებისა და პერსონალის ევაკუაციას, რომელბიც გერმანიასთან თანამშრომლობდნენ. ასევე გაეროს უწყებების მხარდაჭერას, რომლებიც ავღანეთში დარჩენილ და მეზობელ ქვეყნებში გაქცეულ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. მისი თქმით, გერმანიის სამხედროებმა, ჯერჯერობით 4 600-ზე მეტია ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ამ მხრივ გერმანია მუშაობას გააგრძელებს. "ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება", - განაცხადა ანგელა მერკელმა. "თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
მედია: გერმანული კომპანიები რუსეთის საზღვაო ფლოტის ძრავებით უზრუნველყოფაზე უარს აცხადებენ
საავიაციო ინდუსტრიის შემდეგ, რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაცია, 100% -იანი სახელმწიფო ჰოლდინგი, რომელიც 40 წარმოებას აერთიანებს, მათ შორის გემთმშენებელ ქარხნებს და მანქანათმშენებელ კომპანიებს, ექსპორტის კონტროლის დარტყმის ქვეშაა. კერძოდ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, აიკრძალა ორმაგი დანიშნულების პროდუქტების მიწოდება რუსეთის ფედერაციაში. „უცხოური კომპანიები უფრო და უფრო უარს ამბობენ რუსული გემთმშენებლობის კომპანიების მომსახურებაზე“, - განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი რახმანოვმა. მისივე თქმით, პრობლემა ყოველდღიურად იმატებს. „იზრდება, როგორც უცხოეთიდან პროდუქციის მიწოდების შეფერხებები, ასევე უცხოელი კონტრაქტორების მიერ მომსახურების სრულ უარყოფა“, - ამბობს ალექსეი რახმანოვი. კერძოდ კი, სირთულეები ძრავებთან დაკავშირებით, გერმანიიდან წარმოიშვა. „მაგალითად, გვყავს ერთი გემი, რომლისთვისაც გერმანიის ძრავის მიმწოდებელმა გამოაცხადა უარი, შეგვატყობინეს ამის შესახებ და უკვე მეხუთე თვეა, ველოდებით. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა და ძრავა გადაეცა ჩვენს ქარხანას, მათ ხელახლა უნდა მიმართონ BAFA- ს (გერმანიის ეკონომიკისა და ექსპორტის კონტროლის ფედერალურ ოფისს)“, - თქვა რახმანოვმა. ცნობისთვის, 2021 წლის მარტში, ნორვეგიის მთავრობამ უარი თქვა რუსული ჰოლდინგისთვის ბერგენის ძრავების მიყიდვაზე, რომელიც სპეციალიზირებულია საზღვაო ძრავების წარმოებაში. Transmashholding-ი, უმსხვილესი მანქანათმშენებლობის ჰოლდინგი რუსეთში, რომლის ქარხნები გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციისთვის ენერგეტიკულ სისტემებს აშენებენ, ბრიტანული კორპორაცია Rolls-Royce-დან, 150 მილიონ ევროდ, ნორვეგიული წარმოების ძრავის შეძენას გეგმავდა, მაგრამ გარიგება, რომელიც რუსეთისთვის გახსნიდა წვდომას დასავლეთის საზღვაო ძრავის ტექნოლოგიაზე, ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დაბლოკა. Bergen Engines-ი 1946 წელს დაარსდა. ის არის ნორვეგიის საზღვაო ფლოტის მომმარაგებელი და ასევე ინარჩუნებს 5000 -ზე მეტ ენერგოსისტემას. „რუსულ კომპანიას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, მიიღოს წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან თავდაცვის ტექნიკაზე”, - ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში ერთობლივ განცხადებაში. ოფიციალური მონაცემებით, ყველა მოწინავე ტექნოლოგიის თითქმის მესამედი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში, საზღვარგარეთ არის შეძენილი. ამავე დროს, 2011-18 წლებში, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის დონე სტაბილურად შემცირდა. იმპორტის წილი 21.1% -დან 29.3% -მდე გაიზარდა.
ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა და ნინო ლომჯარიამ 2021 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს. როგორც ცესკოში აღნიშნავენ, 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. მათთან ერთად მსჯელობაში ჩართული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ აღნიშნული სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. ამავე თემაზე: ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნინო ლომჯარია: რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული
"თალიბანმა" გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა
"თალიბანმა" გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი, მულა აბდულ ყაიუმ ზაქირი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ზაქირი 2001 წელს, 11 სექტემბრის შემდეგ დააკავეს. 2007 წელს ის ავღანეთში გადაიყვანეს და მალე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ზაქირი გახდა "თალიბანის" ოპერაციების სარდალი სამხრეთ ავღანეთში. მას ადანაშაულებდნენ ამერიკელი ჯარების წინააღმდეგ გზისპირა თავდასხმების ორგანიზებაში და ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავებზე თავდასხმების ორგანიზებაში. "თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიო მასალის ნაწილს ასაჯაროებს. როგორ ვიდეომასალიდან ირკვევა, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო აუდიო მასალის ნაწილს, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს. გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ამავე თემაზე: ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, კახეთში 5 პირი დააკავეს სუს-ი: პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა
მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. ლევან მაისაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში. გავრცელებული ინფორმაციით, ის კონტაქტურია და მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ცნობისთვის, ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს. წყარო: myrugby.ge ამავე თემაზე: მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა გაუმჯობესდა
სერგეი ლავროვი: რუსეთს არ სურს, შუა აზიაში აშშ-ის ჯარის ხილვა
მოსკოვს არ სურს ამერიკული ჯარების ნახვა ცენტრალურ აზიაში, რადგან აშშ-ის ჯარების არსებობამ შეიძლება რეგიონი თავდასხმების პოტენციურ სამიზნედ აქციოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიირტოსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, შუა აზიაში საერთო უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს აქვს "უსაფრთხოების საერთო სივრცე" . "ჩვენ გვაქვს საერთო უსაფრთხოების სივრცე და ამ სივრცეს აქვს თავისი ვალდებულებები. ვგულისხმობ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელიც გულისხმობს ყველა მოკავშირის თანხმობას იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია მათ ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალების განლაგებასთან", - განაცხადა ლავროვმა. ლავროვმა განმარტა, რომ რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების დანახვაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი არის მათი სურვილი, განათავსონ თავიანთი ინფრასტრუქტურა, იარაღი და სამხედრო პერსონალი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის ტერიტორიაზე შეტევა მოახდინონ. "თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ქვეყანა, იქნება ეს ცენტრალური აზია თუ სხვაგან, დაინტერესებულია გახდეს ასეთი სამიზნე იმისათვის, რომ ამერიკელებმა დააკმაყოფილონ საკუთარი ინიციატივები, მე ძალიან მეპარება ეჭვი", - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, ვაშინგტონის წინადადება, ნება დაერთოთ ლტოლვილებს, ავღანეთიდან რეგიონში გადასახლდნენ, შეარყევს რეგიონის სტაბილურობას. ეს საშუალებას მისცემს აშშ-ის ჯარს, განთავსდეს შუა აზიის ქვეყნებში, რაც მას "დაუყოვნებლივ გადააქცევს" სამიზნედ. ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზად არის, ჩინეთთან, აშშ-სა და პაკისტანთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ავღანეთში არსებული კრიზისის მოგვარებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა. "პრემიერი სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საგუშაგოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ. პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ, ასევე კორონავირუსის მიერ შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შალვა ბედოიძე და იოსებ ჭელიძე, სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატად მამუკა წოწერია წარადგინა.
15 წლის მარიამ მურღვლიანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია
15 წლის მარიამ მურღვლიანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მარიამი 81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ამის გარდა, მარიამმა ევროპის ჩემპიონატზე მიყოლებით 3 რეკორდიც დაამყარა. აღნიშნულ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი თურქეთის წარმომადგენელმა მოიპოვა, ბრინჯაო კი - პოლონეთის წარმომადგენელს შეხვდა. ჭაბუკ ძალოსანთა (15 და 17-წლამდელები) ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში იმართება.
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩა ხვალ ორმხრივად გაიხსნება
მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება. უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება. „მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოები, მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა. „მეწყერული პროცესის გააქტიურებისთანავე შევქმენით კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. დღეს გვქონდა კომისიის გასვლითი შეხვედრა ადგილზე და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გზა გადაადგილებისთვის უსაფრთხოა. ყველანაირი გაზომვებით და მონაცემებით, სტაბილური მდგომარეობაა და მეწყერის ტანი აღარ გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. ამავე თემაზე: ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა ვაშლიჯვრის ფერდს მიწით ამოავსებენ - მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ზონის გამაგრების სამუშაოები დაიწყო მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი: ვაშლიჯვრის ფერდობის ნაპრალები ათეული წელია არსებობს და ამ ეტაპზე უსაფრთხოა ვაშლიჯვრის მოსახლეობა თბილისის მერიას მშენებლობებზე მორატორიუმის მოთხოვნით მიმართავს სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს ვაშლიჯვრის მოსახლეობა მშენებლობის შესაჩერებლად პეტიციას ავრცელებს და მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი: ეს არის შესაძლო მასშტაბური მეწყერის საწყისი ეტაპი
ტანზანიაში, საფრანგეთის საელჩოსთან თავდასხმისას 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც
ტანზანიაში, საფრანგეთის საელჩოსთან თავდასხმისას 4 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაჭრილია 6 ადამიანი.ამის შესახებ იფნომაციას Aljazeera ავრცელება. ტანზანიის პრეზიდენტის, სამია სალუჰუ ჰასანის განცხადებით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა პოლიციის სამი ოფიცერი და უსაფრთხოების კერძო კომპანიის თანამსრომელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გაერო პოლონეთს მოუწოდებს, მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმყოფებიან
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო პოლონეთს მოუწოდებს, მიიღოს მიგრანტების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან და ორ კვირაზე მეტია, რაც ბელარუსის საზღვართან იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცებლს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის საზღვართან დაახლოებით 30 მიგრანტი იმყოფება. "მოვუწოდებთ პოლონეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ადამიანების შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და ფსიქო-სოციალური დახმარება", - განაცხადა UNHCR- ის წარმომადგენელმა პოლონეთში. როგორც Aljazeera წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ათასობით მიგრანტმა გადალახა ბელარუსიდან საზღვარი ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.
აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ
ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავსტრალიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნეს თავიანთ მოქალაქეებისთვის გაფრთხილებები. ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ქაბულის აეროპორტის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ და იქ მისვლისგან თავი შეიკავონ. როგორც BBC წერს, ქვეყნები ჩქარობენ, 31 აგვისტომდე მოასწრონ ხალხის ევაკუაციას. თუმცა, ათასობით ადამიანი კვლავ რჩებააეროპორტში იმ იმედით, რომ ქვეყნიდან გაფრინდებიან. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარიზ პეინმა განაცხადა: "არსებობს ტერორისტული თავდასხმის მიმდინარე და ძალიან მაღალი საფრთხე". შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა ქაბულის აეროპორტსა და მის შესასვლელთან მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დატოვონ“ ტერიტორია. მსგავსი რეკომენდაცია გასცა გაერთიანებულმა სამეფომაც და მოქალაქეებს მოუწოდა, "გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას და დაელოდონ შემდგომ რჩევას". აღსანიშნავია, რომ არცერთ ქვეყანას არ დაუკონკრეტებიათ, რა საფრთხე ემუქრება ქაბულის აეროპორტს. "თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
ბრაზილიაში 70 წელს გადაცილებულებს კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრიან
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე (გამაძიერებელი) დოზით აცრიან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებსა და 70 წელს გადაცილებულებულ მოქალაქეებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სამინისტროში აღნიშნავე მესამე დოზით ვაქცინაციისთვის AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის ან Pfizer-ის ვაქცინებს გამოიყენებენ. როგორც Reuters-ი წერს, სამინისტროს ეს გაცხადება, განსხვავდება თავად მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებისგან, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე თქვა, Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას დაუცველი ადამიანები და 70 წელს გადაცილებულები მიიღებენ. ცნობისთვის, ბრაზილია მსოფლიოში მეორეა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით. პანდემიის დასაწყისიდანვე ბრაზილიის ლიდერი Covid19-ს არასერიოზულად აღიქვამდა და მას "მცირე გრიპს" უწოდებდა. გასულ წელს ვირუსზე სიკვდილიანობის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: "ეს შეკითხვა მათთვისაა, ვინც საფლავს თხრის". ეპიდვითარების გაუარესებაშიც პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ. უფრო მეტიც, სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა. კიდევ ერთი მოწმე კი ჰყვება, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ პირადადა დახუჭა თვალი ინდოეთიდან კოვიდვაქცინის შეძენაზე. ამავე თემაზე: ბრაზილიელმა 10 კვირის განმავლობაში Pfizer-ის და Sinovac-ის ორი და AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა ქალაქი ბრაზილიაში, რომელიც Sinovac-ით ვაქცინაციის შემდეგ პანდემიას ამარცხებს
თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო
თურქეთმა ავღანეთში არსებული მდგომარეობისა და პირობების შეფასების შემდეგ, ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. "თურქეთის შეიარაღებული ძალები სიამაყით ბრუნდებიან სამშობლოში. მათ წარმატებით შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. უწყების ცნობით, 2002 წლიდან, თურქეთის შეიარაღებული ძალები (TSK) მოქმედებენ ავღანეთში გაეროს, NATO-სა და ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ავღანელი ხალხის მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას. როგორც თავდაცის სამინსიტროს განცხადებაშია აღნიშნული, ავღანეთიდან სამხედრო თვითმფრინავებით ევაკუირებულია დაახლოებით, თურქეთის 1,129 მოქალაქე. "ავღანეთიდან გაყვანა შეიძლება დასრულდეს 36 საათში", განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ ქალინიმ. "თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ
პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 128 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. 79 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 532 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 468 917, გარდაიცვალა 7 028 პაციენტი.
ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა. 26 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 1 065 848 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი. ცნობისთვის, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4128 ადამიანს დაუდასტურდა, 79 ინფიცირებული გარდაიცვალა
Reuters-ი: "თალიბანმა" თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარება სთხოვა
"თალიბანმა" თურქეთს სთხოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას უცხოური ჯარები დატოვებენ, ქაბულის აეროპორტის ტექნიკურ მართვაში დაეხმაროს, თუმცა ამავდროულად ითხოვენ, რომ თურქეთმა აგვისტოს ბოლომდე სრულად უნდა გაიყვანოს ჯარი. ამის შეასახებ ინფორმაციას თურქეთის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ისლამისტი "თალიბანის" მიერ პირობითი მოთხოვნა, ანკარას რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებს, მიიღოს თუ არა საშიში შეთავაზება. როგორც Reuters-ი წერს, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა თვეების განმავლობაში აცხადებდა, მოთხოვნის შემთხვევაში შეეძლო ქაბულის აეროპორტში დარჩენა. მას შემდეგ, რაც თალიბანმა დედაქალაქი დაიკავა, თურქეთმა დაჯგუფებას ტექნიკური დახმარებასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში დახმარება შესთავაზა. "თალიბანმა ქაბულის აეროპორტის ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით თხოვნით მოგვმართა". - აცხადებს Reuters-თან თურქეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. "მუშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა თურქეთის შეიარაღებული ძალების გარეშე სარისკო საქმეა". - თქვა გამოცემასთან თურქეთის წარმომადგენელმა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს, აქამდე კი თურქეთის ძალებმა ავღანეთის დატოვებისთვის მზადება დაასრულეს. ამავე თემაზე: თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო
თბილისის მთავრობის სხდომაზე კორონავირუსით გარდაცვლილების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. დედაქალაქის მერმა, მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. „მინდა, მთავრობის სხდომა დავიწყო თხოვნით, მოწოდებით, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროგრამაში. სხვა გზა, სხვა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, არ არსებობს. ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და სწორედ ჩემზე, თქვენზე, ჩვენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4128 ადამიანს დაუდასტურდა, 79 ინფიცირებული გარდაიცვალა ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 532 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 468 917, გარდაიცვალა 7 028 პაციენტი.
ქუთაისში, 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში", მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის დირექტორმა, მამუკა მიქაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკაში შემოყვენისას პაციენტს სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა. "პაციენტი ჩვეთან გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. უკვე ფილტვის 17-ქულიანი დაზიანებითა და ჰაერის უკმარისობით. ნაყოფის არასაიმედო მდგომარეობის გამო, ანესთეზიოლოგების მოთხოვნით, მას გაუკეთდა საკეისრო კვეთა. ჩვილის მდგომარეობა ამჟანამდ ნორმალურია. 7 დღის განმავლობაში ქალბატონი იმყოფებდა რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტი გარდაიცვალა", - აცხადებს მამუკა მიქაძე. მისი თქმით, "სამეანო სიტუაციასთან აღნიშნულ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს" როგორც მამუკა მიქაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო და მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა