ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი და დომინიკ რააბი კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებაზე და მომავალში ავღანეთში საერთაშორისო ჩართულობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მჭიდრო კონტრტერორისტულ საკითხებზე თანამშრომლობა. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ენტონი ბლინკენი და დომინიკ რააბი ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, კონტრტერორისტული საკითხების თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას
საქართველოს სანაპირო დაცვამ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რომელშიც დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც ცნობილია, სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს (PASSEX) და მცურავი საშუალებების საშტატო სტაციონალური შეიარაღებიდან წყალზედა მიზნებზე სასწავლო სროლების შესრულებას. საზღვაო წვრთნების მიზანს მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა, შეიარაღების სისტემების ტექნიკური შეფასება და სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს.სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობს. 2021 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის, ასევე უკრაინის ხომალდებთან. წელს სანაპირო დაცვის ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამართულს მრავალეროვნულ სწავლებაში SEA BREEZE 2021 და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში ჩატარებულ საზღვაო სწავლებაში BREEZE 2021.
კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს. მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში მსგავსი პაციენტების სტაციონარიზაცია დაგვიანებულია. „თითოეული პაციენტის მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასიციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი, რის გამოც გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია. მაგალითად, გუშინ სამეგრელოს რეგიონიდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს 122-ზე არ ჰქონდა დარეკილი, სამაგიეროდ, პოსტი ედო Facebook-ზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია Facebook-ზე. ჩვენ აქედან დამატებით ინფორმაციას ვიღებთ. იმ პაციენტებთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ, არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძე: გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს
კოვიდინფიცირებულთა ახალი რაოდენობა 4000-ზე მეტია, მაგრამ რამდენიმე დღეა, დამაიმედებელია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული და დიდი მუშაობა სჭირდება ყველას მიერ. ეს კი გულისხმობს პირბადის ტარებას და აცრას. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა. თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩატარდა, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ „სერიოზულად გავტეხავთ წელში პამდემიას“. 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,43%, ბოლო 14 დღის - 10,7%, ბოლო 7 დღის - 10,4%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 536 202 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 473 502, გარდაიცვალა 7 101 პაციენტი.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 095 069 აცრა გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძე: ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა
უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა. მისი განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს. ასევე წაიკითხეთ: კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორსულთა გარდაცვალების ფაქტებს სერიოზულად სწავლობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა „სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალება მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ავღანეთიდან ევაკუაციას ახორციელებს
საქართველოს პრეზიდენტი ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოხატავს. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოვთქვამ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ს სამხედროების დაღუპვის გამო. ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას ვინც ევაკუაციას ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს“, - წერს პრეზიდენტი., - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას
ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან დროებით თავი შეიკავონ
ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან დროებით თავი შეიკავონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად ზომების გამკაცრებისა, მასშტაბური შეკრებების წესი მაინც ირღვევა. „ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს, პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები, ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება არა? მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, - განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს. ამირან გამყრელიძე: გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს ამირან გამყრელიძე: ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა
ეკატერინე ტიკარაძე არჩევნებზე: ამ პერიოდისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ველოდებით, ქორწილები უფრო დიდი საფრთხეა
წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უწყება ცენტრალურ საარჩევნო კომიისიასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ეკატერინე ტიკარაძე პარტიებს მოუწოდებს, მეტად გააქტიურდნენ კოვიდ რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით და მოქალაქეებისადმი მოწოდებაში, რომ მათ ვაქცინა დროულად ჩაიტარონ. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა. ასევე გარკვეული შეხვედრები, რომელიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესის დროს ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ცესკოსთან ერთად აქტიურად ვმუშობთ იმისთვის, რომ უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომელიც არჩევნებს უსაფრთხოს გახდის. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა რიცხვის კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება. წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია, მოვუწოდებ ყველა პარტიას, დაიცვან ჩვენი მითითებები, გააქტიურდნენ მეტად ზოგადად, კოვიდ რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით, ასევე გააქტიურდნენ ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდებაში, რომ აუცილებელად უნდა ჩავიტაროთ დროულად ვაქცინა, რის ხელმისაწვდომობასაც სახელმწიფო და მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩავატაროთ გამჭვირვალე და კოვიდ უსაფრთხო არჩევნები“,- განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
თვის ბოლოს საქართველო, Pfizer-ის დაახლოებით, 400 000 დოზას მიიღებს
თვის ბოლოს საქართველო, Pfizer-ის დაახლოებით, 400 000 დოზას მიიღებს ამის შესახებ ჟურნალისებთან NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. Pfizer-ი გვაქვს სერიოზული რაოდენობით. თვის ბოლოს კიდევ, დახლოებით, 400 000 დოზას ველოდებით ანუ ის მილიონი დოზა, რაც არის ნაყიდი, სულ შემოვა, ამიტომ სექტემბერს შევხვდებით მილიონი დოზა Pfizer-ით აქედან, დაახლოებით, 200 000 – 300 000 დოზა მეორე და პირველი აცრებისთვის არის დაჯავშნილი, ანუ ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია სადღაც 350 000 ადამიანი Pfizer-ით ორჯერადად ავცრათ. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. აუცილებელია, ეს მოსახლეობამ იცოდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველო ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას იწყებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახური: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, იზრდება ხანძრების რისკი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მკვეთრი მატების შესახებ აფრთხილებს. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების გაჩენის რისკის გამო, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს. „გაცნობებთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. ამავე თემაზე: დღეიდან საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი 4 სექტემბრიდან - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას იმის შესახებ, აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. რაც შეეხება სკოლებისა და ბაღების გახსნას, მინისტრის განმარტებით, „როგორც მერია, ასევე განათლების სამინისტრო, აქტიურადაა ჩართული პროცესში, რათა უსაფრთხო ბაღი და უსაფრთხო სკოლა დაიწყოს“. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდინფიცირებულების მატების გამო, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
დედაქალაქის მერი განმარტავს, დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში
დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ,,დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაღებში, ამ გადაწყვეტილებას [საკოორდინაციო] საბჭო მიიღებს", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება აღმზრდელების და ბაღების თანამშრომელთა ვაქცინაციას, კალაძის თქმით, ეს პროცესი მიმდინარეობს. „დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი თანამშრომელია აცრილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
დავით ზალკალიანი: ვგმობ ლაჩრულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმთან ბრძოლაში
ვგმობ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას ვუცხადებ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის გვერდზე წერს. მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. „სრულიდ ვგმობ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ შორის აშშ-ის სამხედროების. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა, ქაოსი ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ავღანეთიდან ევაკუაციას ახორციელებს
2020 წელს საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 37.3%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას. აღნიშნული მაჩვენებელი 37.3 პროცენტით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.2 პროცენტს. საქსტატის ცნობით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.2 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.8 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2020 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 826.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.6 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 53.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 833.8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.5 პროცენტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 57.9 ათასი შეადგინა, რაც 24.1 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა შემცირდა 23.4 პროცენტით და 26.9 ათასი შეადგინა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 30.6 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 16.0 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეებს ეკავათ. „2020 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (66.2 პროცენტი). სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა. 2020 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 13 615 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.8 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ზაზა წერეთელი: სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებას, ეპიდემია ასე არ შეჩერდება
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ არსებული რთული ეპიდვითრების თავიდან აცილება დიდი ალბათობით შესაძლებელი იყო, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა წინა წლის ამავე პერიოდში დაშვებული შეცდომები და ის გამოცდილებაც, რაც მსოფლიოში დაგროვდა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ზაზა წერეთლის შეფასებით, ცხადია ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ძალიან დაბალი იყო, უნდა გაზრდილიყო ყველა ძალისხმევის გამოყენებით. ხოლო, ვიდრე ეს არ მოხდებოდა, არ შეიძლებოდა შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა. ამასთან, მისივე აზრით, ვაქცინაცია უნდა გააქტიურებულიყო ყველა დასახლებულ პუნქტში და არამარტო თბილისში და მასში უნდა ჩართულიყო არამარტო ჰოსპიტლები, არამედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები და მობილური ჯგუფებიც. მაგალითად, სოფლებში უნდა ჩატარებულიყო საინფორმაციო შეხვედრები, შემდეგ ადგილზე მისულიყვნენ და აეცრათ მოსახლეობა. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლისთვის ასევე ცხადი იყო, რომ რაიონებში ონლაინ რეგისტრაცია ვერ მოხერხდებოდა და ამიტომ უნდა გაკეთებინა ყველაფერი ხელისუფლებას, რომ ვაქცინა მიეტანათ მოსახლეობამდე; ცოტა ადრე უნდა გახსნილიყო ისეთი ცენტრები, სადაც რეგისტრაციის გარეშე შეიძლება აცრა; ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ადრე, რადგან „დელტა“ შტამი საქართველოში უკვე მაისში ცირკულირებდა, ყველამ იცოდა, რომ ის სწრაფად ვრცელდება და მისი შეკავება მხოლოდ შეზღუდვებით და მასიური ვაქცინაციით შეიძლებოდა. ზაზა წერეთლის შეფასებით, „ახლა „ლოკდაუნი“ აღარ გამოვა“. „უფრო სწორედ, უკვე არცერთი ქვეყანა ამას არ აკეთებს და სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ. შეზღუდვები კი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე. ვაქცინაციის ტემპი ერთი ორად უნდა გაიზარდოს და მაშინ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სიტუაცია ცოტა დასტაბილურდება. თუმცა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო მოსახლოების თვითშეგნებაზე დაყრდნობით სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან. „სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია, როგორ ჩანს გაართულებს სასკოლო პროცესის დაწყებასაც, რაზეც ჯერ კიდევ ივნისში ვსუბრობდით თქვენთან ინტერვიუში. ალბათ ამიტომაც იყო შეცდომა შეზღუდვების მოხსნა, რადგან ამან არამარტო შემთხვევების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, არამედ საქართველოს მომავალი თაობის განათლების პრობლემებიც გააძლიერა“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი. ის გაუმართლებლად მიიჩნევს მხოლოდ მოქალაქეების თვითშეგნების იმედად ყოფნას. კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ „ცხადია, თვითშეგნებას მნიშნელობა აქვს, მაგრამ თუ სახელმწიფო არ თამაშობს თავის მთავარ როლს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ასე არ გამოვა. სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებაზეა, გაიკეთებენ თუ არა პირბადეს და წავლენ თუ არა ქორწილებში. სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ეს და როგორც კი დაინახავს, რომ პირბადეს არ იკეთებენ, უნდა დააჯარიმოს; როცა წესებს არღვევენ, უნდა დააჯარიმოს, თავისი როლი უნდა ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემია ასე არ გაჩერდება. მოქალაქეებმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ვიღაც ფიქრობს. ახლა გამოდის, სახელმწიფო მეუბნება, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებაა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს“, - აღნიშნავს ჯანდაცვის სპეციალისტი. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ზაზა წერეთლის განცხადებით, 75%-ს ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, 100 000 მაინც უნდა აიცრას დღეში, რასაც ცდილობს ყველა მსოფლიოში, რადგან სასწავლო წლის დაწყება სურთ. „იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ვაქცინა არ იყო და ამით ვერენაირად ვერ მივაღწევდით ვაქცინაციის მაღალ ტემპს. ამიტომ, როდესაც ივნისში მოხსნეს შეზღუდვები ეს იყო შეცდომა, რადგან მასობრივი ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინა არ იყო. ერთი პროცენტი იყო აცრილი. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ეპიდვითარების მართვის პრობლემა. მთელმა მსოფლიომ ისწავლა მართვა და არსად ეწყობა საველე ჰოსპიტლები, ჩვენ ახლა დავიწყეთ მისი გამოყენება, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ ეს პანდემიის პირველ წელს გააკეთა, როდესაც ამ ვირუსზე არაფერი იცოდნენ. ვაქცინაციის ფონზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მსოფლიოში დაეცა, ჩვენთან პირიქით არის. ადამიანს უნდა ელაპარაკო, რამდენად კარგია აცრა და როგორ იცავს ის. ეს შიშით არ გამოვა, საველე ჰოსპიტლების გახსნით ხალხს დაანახეს: „ნახეთ რა ცუდ დღეში ვართ და აიცერით“. ადამიანებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია ვაქცინის პოზიტიურ მხარეზე და არა იმაზე, რომ დავიხოცებით თუ არ ავიცრებით. შეშინებით არაფერი გამოვა. მოსახლეობამდე „მესიჯის“ მიტანის ფორმა უნდა შეიცვალოს. როდესაც შემოვიდა ვაქცინები, „დელტა“ შტამი უკვე სწრაფად ვრცელდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში მოსახლეობის 80%-მდე აცრაა საჭირო, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, რაც ამ ტემპით პრაქტიკულად შეუძლებელია. 75%-ს ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, 100 000 მაინც უნდა აიცრას დღეში. ამას ცდილობს ყველა მსოფლიოში, რადგან სასწავლო წლის დაწყება სურთ. ჩვენთან წლის ბოლომდე 60%-ის აცრა უნდათ, ეს დაგვიანებული იქნება, რადგან „დელტა“ შტამი ახლა ბობოქრობს და ამას შეიძლება, გრიპის ვირუსიც დაემატოს. ამიტომ, ძალიან რთული სიტუაცია იქნება. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, ორი დოზით აცრაა საჭირო, რასაც თავის მხრივ, 6 კვირა სჭირდება და დრო იკარგება“, - განუცხადა Europetime-ს ზაზა წერეთელმა.
კვლევა: ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს
Deutche Welle წერს, რომ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა ხანგრძლივ კოვიდზე ერთ-ერთი უდიდესი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც გამოცემა წერს, ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ კვლევის მიხედვით, ზოგიერთ პაციენტს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა ნახევარს ერთი წლის შემდეგ მაინც ჰქონდა ერთი ან სხვა სიმპტომი, ყველაზე ხშირად დაღლილობა ან კუნთების სისუსტე. ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება ქოშინი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ და ეს რიცხვი გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვირუსის გამო მძიმედ დაავადდა. კვლევის თანახმად, მამაკაცებთან შედარებით, აღნიშნული სიმპტომებისგან ქალები 43 პროცენტით მეტად დაზარალდნენ და ორჯერ მეტად ხშირად ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია. Lancet-მა კვლევასთან ერთად, გამოაქვეყნა სარედაქციო მასალაც, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცებული მკურნალობის ან თუნდაც სარეაბილიტაციო მითითებების გარეშე ხანგრძლივმა კოვიდმა გავლენა იქონია ადამიანების ნორმალური ცხოვრების განახლების უნარსა და მათ შრომისუნარიანობაზე. სამედიცინო ჟურნალმა დაამატა, რომ ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების სრულ გამოჯანმრთელებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა. ცნობისთვის, კორონავირუსი ზოგჯერ უჩვეულოდ ხანგრძლივ დაავადებას იწვევს, რის გამოც ასეთ შემთხვევებს ხანგრძლივი კოვიდი შეარქვეს. ინფიცირებულები სიმპტომების შესახებ კვირების და ზოგჯერ თვეების შემდეგაც იტყობინებიან. Annals of Internal Medicine-ში წარსულში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კვლევებმა დაადგინა, რომ კოვიდის დიაგნოზიდან 6 კვირის შემდეგაც კი, კვლევაში მონაწილე თითქმის 33%-ს ჯერ კიდევ აღენიშნებოდა COVID-19-ის ერთი სიმპტომი მაინც. ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის მქონეთა სიმპტომებს შორის სახელდება დაღლილობის შეგრძნება, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა, ხველა და თავის ტკივილი. ე.წ. ხანგრძლივი COVID-19-ით დაავადებულებისთვის, შვეიცარიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოების გაერთიანებაში უკვე შექმნილია სპეციალური საკონსულტაციო ცენტრი. ის ხანგრძლივი კოვიდის მქონე პაციენტებს ემსახურება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჯანდაცვის სისტემაში სწორად ნავიგაციის მიზნით.
კელი დეგნანმა და კახა კალაძემ წინასაარჩევნო გარემო განიხილეს
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის მეწყრული ზონების მდგომარეობას. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდის საპრევენციოდ განხორციელდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის. კახა კალაძის განმარტებით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა აგებულია თბილისის განვითარებისთვის საჭირო პროეექტებზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს ისევ რჩება დედაქალაქის გამოწვევად. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაესწრო.
ზაზა უჯმაჯურიძე: ვალდებულები ვართ, მივყვეთ მეცნიერების გზას და ავიცრათ, ვიდრე გზა გავუხსნათ ფანტაზიებსა და შიშებზე აგებულ თეორიებს
კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგი, სხივური თერაპევტს ზაზა უჯმაჯურიძე საქართველოში რთული ეპიდვითარების ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს მიიჩნევს. მას პრობლემად მიაჩნია ისიც, რომ ხშირად ექიმები აძლევენ რჩევას ადამიანებს, რომ არ აიცრან. ზაზა უჯმაჯურიძის აზრით, ასეთი ექიმის ადგილი სამედიცინო სფეროში არ არის და მან უარი უნდა თქვას ამ პროფესიაზე. „თუ გავყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს, მივდივართ ერთ მარტივ დასკვნამდე: აიცერით!“, - მიიჩნევს ზაზა უჯმაჯურიძე და აქვე განმარტავს, რომ არანაირი წინასწარი კვლევები არ არის ამისთვის საჭირო. Europetime-მა ზაზა უჯმაჯურიძე ექსკლუზიურად ჩაწერა. „შემაშფოთებლად მზარდი ციფრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ყველას ჩამოთვლა რთულია. თუმცა რასაც აქედან ვხედავ, ეს არის აცრილთა დაბალი პროცენტი. იყო მუხტი, რომ წარმართულიყო აცრები, თუმცა ახალციხეში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ ხალხს სკეპტიციზმი ჩაუნერგა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად წავიდა შემდეგ აცრების საქმე იმ მხრივ, რომ ხალხი შეშინდა, პარალელურად იმატა აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფების თეორიებმა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მათ ეთერებს უთმობდნენ ცნობილი ტელევიზიები, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან არც ერთი ეს მოსაზრება, რომელიც არის აცრების წინააღმდეგ, არ არის მეცნიერულ დონეზე დადასტურებული. ამიტომ ვართ ვალდებულები, მივყვეთ მეცნიერების გზას, ვიდრე გზა გავუხსნათ ფანტაზიებსა და შიშებზე აგებულ თეორიებს“, - განუცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ Europetime-ს. ის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „მეორე საკითხია ხალხის ეკონომიკურად რთული მდგომარეობა და ბუნებრივია, მობეზრდათ შეზღუდვები. აქედან საუბარი და დასკვნების გაკეთება რთულია, თუმცა ალბათ, სოციალური სიდუხჭირე ზოგს აიძულებს, დამალოს თავისი დაავადება, უგულვებელყოს შეზღუდვები და რა თქმა უნდა, აცრის დაბალი რიცხვების და ხალხის მიერ რეკომენდაციების არდაცვის კომბინაციამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო. მოხდა ისიც, რომ თავისი რჩევებით ექიმებიც კი უშლიდნენ ადამიანს აცრას, რაც ყოვლად მიუღებელია. მაშინ გადადოს გვერდზე თავისი პროფესია და უარი თქვას ექიმობაზე. ასევე წაიკითხეთ: ამირან გამყრელიძე: ექიმების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ აიცრათ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა თუ ჩვენ ვართ მედიცინის წარმომადგენლები, უნდა მივყვეთ მტკიცებულებებს, რაც ძალიან მარტივად არის ახსნილი მსოფლიო სახელმძღვანელოებში, რომ ვაქცინას უკუჩვენება თითქმის არ აქვს“, - აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, 26 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე თემაზე: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1% კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73
დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს
კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება. სტიქიის შედეგად კახეთში 4-5 ათასი ჰექტარი ფართობია განადგურებული, საიდანაც 15-20 ათასი ტონა ყურძენს ელოდებიან. რთველის შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.რაც შეეხება ყურძნის ფასს, რქაწითელს 50 თეთრად, საფერავს კი ერთ ლარად შეისყიდიან. „სტიქიის შედეგად დაზიანებული ფართობებზე სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებია, ზოგან მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა, ზოგან უკეთესი მდგომარეობაა და 10-20 პროცენტია დაზიანება. პირველ ეტაპზე მოსახლეობამ უნდა ჩააბაროს დასეტყვილი ყურძენი. მთლიანად სამივე მუნიციპალიტეტიდან ველოდებით ოცი ათას ტონამდე ყურძენს. დასეტყვილ ყურძენზე ფასი ერთ კილოგრამზე გადაწყდა 0,50 ლარი, ხოლო საფერავზე ერთი ლარი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ. წუხელ გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ათზე მეტი სოფელი დააზარალა. თითქმის მთლიანად გაანადგურა ვენახები და ერთწლოვანი კულტურები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლის სახურავები. სტიქიის შედეგების დასათვლელად რეგიონში სპეციალური შტაბი მუშაობს. მოსახლეობა დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ცნობისთვის, გუშინ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შაქრიანში, გავაზსა და სანავარდოში ვენახები დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვამ ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.