ძებნის რეზულტატი:
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი: საქართველოში პრობლემური საკითხია არა რეგულაციების შემოღება, არამედ მისი კონტროლი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში გარკვეულწილად პრობლემურად მიიჩნევს არა შეზღუდვების შემოღებას, არამედ მის კონტროლს. ზაზა წერეთელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე. „უფრო სწორედ, უკვე არცერთი ქვეყანა ამას არ აკეთებს და სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ. სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ. შეზღუდვები კი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე. ასევე წაიკითხეთ: კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ ვაქცინაციის ტემპი ერთი ორად უნდა გაიზარდოს და მაშინ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სიტუაცია ცოტა დასტაბილურდება. თუმცა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო მოსახლოების თვითშეგნებაზე დაყრდნობით სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი. ამავე თემაზე: ზაზა წერეთელი: სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებას, ეპიდემია ასე არ შეჩერდება
გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან ევაკუაციას წყვეტს
გაერთიანებულმა სამეფომ შეწყვიტა ევაკუაციისთვის მოქალაქეების მიღება ქაბულ აეროპორტში, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივნმა, ბენ უოლესიმ განცხადა. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის თქმით, უაშუალოდ ევაკუაციის პროცესი "რამენიმე საათში" დასრულდება. "ჩვენ დღეს, ლონდონის დროით დილის 04:30 საათზე, დავხურეთ ევაკუაციის სარეგისტრაციო ცენტრი და აერიპორტის ერთ-ერთი შესასვლელი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ძალები აკონტროლებდნენ", - განუცხადა უოლესმა Sky News-ს. უოლესის თქმით, 800 - 1 100-მდე ავღანელი მოქალაქე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "Arap-ის" პროგრამაში, რაც ავღანეთიდან ევაკუაციას გულისხმობდა, ვერ შეძლებს ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. მისი განცხადებით, პირებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს ქვეყნის დატოვება, მესამე ქვეყნებს უნდა მიაშურონ ან ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში, მიიღონ რჩევა, თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე თალიბანის მმართველობის პირობებში. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ავღანეთში რჩება გაერთიანებული სამეფოს 100-დან 150-მდე მოქალაქეც, რომელთა ნაწილს ქვეყანაში დარჩენა თავად სურს. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი "თალიბანთან" ერთად იმუშავებს ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ
აშშ-მ რეგიონულ კლინიკურ ცენტრს ჰემოდიალიზის აპარატი გადასცა
26 აგვისტოს, ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, ქუთაისის საქართველოს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო. ჩხობაძის სახელობის რეგიონულ კლინიკურ ცენტრს ჰემოდიალიზის აპარატი გადასცა. როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოში აღნიშნავენ, 25 000 დოლარის ღირებულების აპარატი გამოიყენება კორონავირუსის შემდგომი თირკმლის გართულებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. მათივე ცნობით, საჩუქარი დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში.
ისრაელის ელჩი: გაოგნებული ვარ ერთ-ერთი სასულიერო პირის ქადაგების მოსმენით
ისრაელის ელჩი რან გიდორი სასულიერო პირის არჩილ მინდიაშვილის ქადაგებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ქადაგება აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს შეიცავდა, მათ შორის საუბარი იყო COVID19-ის ვაქცინაზე. სასულიერო პირი თავის მრევლს, ვაქცინის გაკეთებისგანაც თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. "გაოგნებული ვარ სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ახლახანს გამოქვეყნებული ქადაგების მოსმენით, რომელიც შეიცავდა აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს. მათი ზოგადი კონტექსტი წარმოადგენდა მრევლის მიერ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან თავის შეკავებას.ეს ფაქტი დაემატა ბოლო 8 თვის განმავლობაში წარმოთქმულ 3 არანაკლებ ანტისემიტურ ქადაგებას, რომლებიც წარმოთქვეს ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა (2020 წლის 20 დეკემბერი), ქუთაისის სამების ეკლესიის მღვდელმსახურმა ილია კარკაძემ (2021 წლის 4 იანვარი) და ეპისკოპოსმა საბა გიგიბერიამ (2021 წლის 8 თებერვალი). საქართველოში არ არის ანტისემიტური საზოგადოება და ებრაელებს ყოველთვის მიესალმებოდნენ ამ ქვეყანაში. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო თანამშრომლობა და ტურისტული კავშირები ამ 26 საუკუნოვანი მეგობრობის დასტურია.თუმცაღა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაჟღერებული ანტიებრაული განცხადებები შეშფოთების საბაბს იძლევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. თვით ფაქტი, რომ მღვდელმსახურ მინდიაშვილის წაქეზება მალევე მოყვა 5 ივლისის ძალადობრივ თავდასხმებს ჟურნალისტებზე, ლგბტ აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, უფრო მეტად შემაშფოთებელია და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.ამ ფონზე, საქართველოს საპატრიარქომ საჯარო განცხადებით (24 აგვისტოს დათარიღებული) დაარწმუნა ისრაელის საელჩო, რომ ,,... სასულიერო პირების ნებისმიერი რადიკალური განცხადება და ანტისემიტური ხედვები სრულიად მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის". ჩვენ ასევე მივესალმებით მსგავს განცხადებას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან.გარდა ამისა, ეს უკანასკნელი წახალისება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს აუცილებლობას გაწევრიანდეს 30-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის რიგებში (მათ შორის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია), რომლებმაც უკვე მიიღეს IHRA (ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი)-ის მიერ შემუშავებული ანტისემიტიზმის არა სამართლებრივად სავალდებულო სამუშაო განმარტება.მომავალ წელს ისრაელი და საქართველო აღნიშნავს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ჩვენ მოუთმენლად ველით აღვნიშნოთ საიუბილეო წელი მრავალი ახალი ერთობლივი პროექტით, შეთანხმებითა და ინიციატივით. ეს ასევე იქნება შესაფერისი შესაძლებლობა ვაღიაროთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის პირადი ღვაწლი, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ისრაელისა და ებრაელი ხალხის ჭეშმარიტ მეგობრად. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უწმინდესის წინამძღოლობით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაემიჯნოს ბნელ ხმებს, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს, ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას და ნაცვლად ამისა წაახალისებს ძმობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის გზავნილებს",- აღნიშნულია ისრაელის ელჩის განცხადებაში.
ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა
გუშინდელი ტერაქტების შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსვერპლა, ქაბულის აეროპორტიდან უცხოელებისა და ქვეყნის დატოვების მსურველი ავღანელების საევაკუაციო ფრენები განახლდა. ამის შესახებ იფნორმაციას Apnews-ი ავრცელებს. შეერთებულმა შტატებმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შეიძლება მომავალ კვირას უფრო მეტი თავდასხმა მოხდეს. ავღანეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ხუთშაბათს აეროპორტის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 95 ავღანელი და 13 ამერიკელი ჯარისკაცი. ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან ევაკუაციას წყვეტს. ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ აშშ-ში, სახელმწიფო უწყებების შენობებსა და სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ BBC: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს
ვაქცინირებულებს ლატარიაში ფულის მოგების შესძლებლობა ექნებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე. სექტემბრის დასაწყისი კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგი ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. ამავე თემაზე: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში. ამის შესახებ პრემიერი Twitter-ის გვერდზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამასთან, როგორც ღარიბაშვილი წერს, საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას. „საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს, ასევე დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას“, - წერს ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ავღანეთიდან ევაკუაციას ახორციელებს დავით ზალკალიანი: ვგმობ ლაჩრულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმთან ბრძოლაში ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის საწვრთნელი ფაზა დასრულდა
ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვისს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის მე-7 საარმიო კორპუსის მომზადების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ ჰილბერტმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. "მე-9 როტაციის ფარგლებში მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა გაირა. ეს ბოლო ბატალიონია, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიწვრთნა. ღონისძიების დასასრულს ქვედანაყოფმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა და მიღებული ცოდნის დემონსტრირება მოახდინა. მე-12 ბატალიონმა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული თავდაცვითი პოზიციების წმენდა განახორციელა, გაანადგურა მოწინააღმდეგე და ამოცანით განსაზღვრული რაიონი დაიკავა. GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება სულ 9 ბატალიონმა გაიარა. ქვედანაყოფებმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარეს. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ქართული ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის
აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მადლობას უხდის საქართველოს იმ ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა უწევს ავღანეთიდან ტრანზიტულ ჰუმანიტარულ ფრენებს, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დახურვის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს ამ პროგრამის დასრულება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა. აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, NATO-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის სამხედროების ყოფნა საქართველოში და მსგავსი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა. ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.
საქართველოდან ავღანეთში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. „როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი. შეგახსენებთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით. ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს, თუმცა რჩება მზადყოფნის რეჟიმში, საჭიროების შემთვევაში, აღადგინოს მუშაობა. ,,დიღმის საველე ჰოსპიტალი ძირითადად ტრიაჟისთვის იყო, იქ პაციენტებს პირველი დახმარება და ვისაც, სჭირდებოდა, ჟანგბადით ინჰალაცია უტარდებოდათ და შემდეგ გადაყავდათ კლინიკებში, ან პირიქით, აბრუნებდნენ სახლის პირობებში სამკურნალოდ. რადგან აქტიური შემთხვევები მცირდება ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება, გვყოფნის საწოლების რაოდენობა კლინიკებში. მაგრამ ის არ წყვეტს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ის დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ვებინარზე. თავის მხრივ, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს. როგორც ჩიმაკაძემ აღნიშნა, სტაციონარული საწოლები თავისუფალია და აღნიშნა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი ახლა სარეზერვო ჰოსპიტალი იქნება. „დღევანდელი მდგომარეობით, დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია, შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მისი გამოყენება. შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტები მოხვდნენ“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ. ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
ირაკლი ღარიბაშვილი: ფაროსანას მართვის ქართული მოდელი აშშ-მ აღიარა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, ფაროსანას მართვის ქართული მოდელი აშშ-მ აღიარა. ამის შესახებ მან აბაშაში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ფაროსანას პრობლემა დაძლეულია. "ახლახანს ვიმყოფებოდი ფაროსანას მართვის შტაბში, რომელიც შექმნილია ბატონი ლევან დავითაშვილისა და მისი სამინისტროს მიერ, იმართა ძალიან ეფექტიანად და მსოფლიოდან, მათ შორის, აშშ-ს მიერ იქნა აღიარებული ფართოდ, რომ ქართული მართვის მოდელი არის ნამდვილად წარმატებული, მადლობა ბატონ ლევანს და მთელ შტაბს, ვინც მუშაობდა ამ მართლაც ძალიან დიდი გამოწვევის დამარცხებაში. ეს პრობლემა დაძლეულია. მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ კვლავაც აღადგინოს ბაღები და მიიღოს შემოსავალი, წელს იქნება რეკორდული მოსავალი თხილის" ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამირან გამყრელიძე: სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება
ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა. მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებით, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
ამირან გამყრელიძე: ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატეა ის, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატეა ის, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას. ამირან გამყრელიძე ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. "მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. არიან, უნდა ვაღიაროთ, სამწუხაროდ. ზოგიერთი ძალიან აქტიურობს ამ სოციალურ ქსელებში. ახლა ის ხომ ნამდვილად ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, არ აიცრაო. მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს - მიბრძანდით და Pfizer-ით აიცერით, ვაქცინა საკმარისია. არავითარი გართულება არ იქნება. ქალთა კონსულტაციაში, სამშობიაროში მომუშავე მეან-გინეკოლოგებს, ყველას გთხოვთ უმორჩილესად, რაც მეტი ორსული იქნება ხომ ძალიან კარგია და მეტი ბავშვი გაჩნდება, გთხოვთ, ავცრათ ორსულები. არ ინდობს ორსულ ქალბატონს ეს ვირუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძე. ამავე თემაზე: კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73 ამირან გამყრელიძე: ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული
ხუთშაბათს, ავღანეთიდან 12 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელლებს. გავრცელებული ინფორმაციით, 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული. ცნობისთვის, გუშინდელი ტერაქტების შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსვერპლა, ქაბულის აეროპორტიდან უცხოელებისა და ქვეყნის დატოვების მსურველი ავღანელების საევაკუაციო ფრენები განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 95 ავღანელი და 13 ამერიკელი ჯარისკაცი. ამავე თემაზე: ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ
ნიდერლანდების საელჩო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს
ნიდერლამდების საელჩო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. შესახებამისი განცახადება საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. "ნიდერლანდების საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და თბილისის აეროპორტს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის თბილისის გავლით ქაბულიდან ამსტერდამში ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად. ჩვენ ერთად შევძელით ასობით მგზავრის გადაყვანა, რომელთა შორის იყვნენ ნიდერლანდების მოქალაქეები, ავღანელები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ და მათი ოჯახები. თბილისის ნიდერლანდელი საევაკუაციო ჯგუფი თბილისის აეროპორტში მომუშავე ყველა ადამიანის მადლობელია კომფორტული და მოქნილი თანამშრომლობისთვის რთულ ვითარებაში, რომელიც ქაბულის აეროპორტში არსებული მძიმე სიტუაციით იყო გამოწვეული", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა. ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა. ამავე თემაზე: აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა
საფრანგეთმა საქართველო "წითელი" ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა
27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთმა საქართველო "წითელი" ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი. კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობები: წითელი ზონიდან (საქართველო მიეკუთვნება წითელ ზონას) - ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შემოდიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. - საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც. დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson). - ვაქცინირებულმა პირებმა, ასევე, უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. იხ. შესავსები ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/128820/1027377/file/19-07-2021-engagement-sur-l-honneur-rouge-pdf.pdf კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები: წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში, ტესტის წარდგენისა და 10 დღიანი კარანტინის პირობით, საკუთარი ხარჯებით: 1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები. 2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში. 3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში, დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საზღვარგარეთ გამგზავრება მოხდა 2021 წლის 31 იანვრამდე ან მათი გამგზავრება გამოწვეული იყო გადაუდებელი საჭიროებიდან. 4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას. 5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით. 6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები. 7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად. აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ: - ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი; - შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები. იხ. ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/128820/1027377/file/19-07-2021-engagement-sur-l-honneur-rouge-pdf.pdf - შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ დაიცავს საფრანგეთში დადგენილ კარანტინისა და იზოლაციის პირობებს. იხ. ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/128820/1027377/file/19-07-2021-engagement-sur-l-honneur-rouge-pdf.pdf იზოლაცია /კარანტინი - წითელი ზონიდან შემოსული პირი ექვემდებარება 10 დღიან სავალდებულო კარანტინს. კარანტინის გავლა მოხდება წინასწარ, მოქალაქის მიერ დაჯავშნილ ადგილზე ან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ სასტუმროში. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 დღიანი კარანტინის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე. საზღვარზე, ასევე, სავალდებულოა საფრანგეთში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საკარანტინო პირობებთან შესაბამისობას, საზღვრის კვეთისას შეამოწმოებს სპეციალური სამსახური და პირს ეცნობება გადაწყვეტილება კარანტინის აღნიშნულ მისამართზე გავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება
დანიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამჟამად დაწესებული შეზღუდვების ვადა 10 სექტემბერს იწურება. მთავრობის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვების ვადა აღარ გაგრძელდება. როგორც Deutsche Welle წერს, მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი ტემპით არის განპირობებული. ჯანდაცვის მინისტრის მაგნუს ჰეუნიკეს თქმით, დანიამ მიაღწია "რეკორდულად მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელს". "მთავრობამ პირობა დადო, რომ არ გაახანგრძლივებს ზომებს საჭიროზე მეტ ხანს და ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას. მაგრამ ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. საჭიროების შემთხვევაში, თუ პანდემია ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს საზოგადოებას, მთავრობა სწრაფად იმოქმედებს და დააბრუნებს ზომებს" , - განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან, 6 მილიონიან ქვეყანაში 340 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, დაახლოებით 2,5 ათასი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძე: თუ აცრის ტემპს მოვუმატებთ, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით
რაც მეტს ავცრით, მით მეტი და უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში, ახალ წელს შევხვდებით ძველებურად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მეიდიავებინარზე განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც მოზრდილი ასაკის, ისე მოზარდების აცრა. "ქვეყანაში ცხოვრობს 2 მლნ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი. ჩვენი სამიზნე გათვლილი იყო მილიონ 700 ათასის აცრაზე. თუ 2 მლნ 700 ათასს მოზრდილს ავცრით, კიდევ უკეთესი. ჩვენ ვმუშაობთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა გადაწყვეტილებას ველოდებით, რომ შეიძლება დაიწიოს ასაკმა იგივე Pfizer-ისა და Modrna-სთან მიმართებაში 12 წელზე. მაშინ კიდევ 200-250 ათასი მოზარდი დაგვემატება. თუ დღევანდელი ტემპით წავედით, ჩვენ წლევანდელ მიზანს ვასრულებთ. რაც მეტს ავცრით, მით მეტი და უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში. ახალ წელს შევხვდებით ძველებურად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: თვის ბოლოს საქართველო, Pfizer-ის დაახლოებით, 400 000 დოზას მიიღებს საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1% კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73 საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს
მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა
AbcNews-ის ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცორე, 170 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაიჭრა. ამის შესახებ AbcNews-ს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად განუცხადა. წყაროს თქმით, 170 დაღუპულთა შორის 34 კაცია, ხოლო 4 ქალი. 132 ადამიანის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს