ძებნის რეზულტატი:
კვლევა: "დელტა" ვარიანტი ჰოსპიტალიზაციის რისკს აორმაგებს
ახალი კვლევის მიხედვით, ბრიტანულთან შედარებით, "დელტა" შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ მაღალია. კვლევა არავაქცინირებულებსა და ნაწილობრივ აცრილებს შორის ჩატარდა. ინგლისის მაგალითზე ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ "დელტა" ვარიანტის გავრცელება სავარაუდოდ, დამატებით დატვირთვას მოუტანს ჯანდაცვის სერვისებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დაბალი მაჩვენებელია ვაქცინაციის. მკვლევრებმა გააანალიზეს კორონავირუსის 43,338 შემთხვევის მონაცემები, რომლებიც მოიცავს 2021 წლის 29 მარტიდან 23 მაისის პერიოდს. შემთხვევების მხოლოდ 1.8% –მა, განურჩევლად ვარიანტისა, გაიკეთა ვაქცინის ორივე დოზა, 24% იყო ერთხელ აცრილი და უმრავლესობა (74%) არ იყო ვაქცინირებული.
საქართველოში 361 310 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 122 209-მ ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.6%. სრულად ვაქცინირებულია - მოზრდილი მოსახლეობის 12.7%. 27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ პენტაგონის ბიუჯეტიდან, უკრაინისთვის, 60 მილიონ დოლარამდე გამოყოს. შესაბამისი მემორანდუმი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამხედრო დახმარების პაკეტი ითვალისწინებს უკრაინის სამხედროების განათლებასა და სწავლებას. დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინ მიიღო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები ვაშინგტონში 31 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია ჯეიკ სალივანი: აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს
ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტს მოერიდონ
უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტს მოერიდონ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია", ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საელჩო ასევე ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს აკონტროლონ მათ გარშემო ვითარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს, ადგილობრივ მედიას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდებს სოციალურ ქსელებში და საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა იქონიონ. ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ
ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით. კოვიდის მართვა რთულად მიმდინარეობდა. ორივე მათგანი მსართვით სუნთვაზე იმყოფებოდა. 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის კაცი. წყარო: Batumelebi.ge ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74
მექსიკაში შექმნეს სახის ნიღაბი, რომელიც COVID19-ის გამომწვევ კორონავირუსს ანეიტრალებს
მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის (UNAM) მკვლევარებმა ვერცხლისა და სპილენძის ნანოფენების გამოყენებით შექმნეს სახის ნიღაბი, რომელიც COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს ანეიტრალებს, ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ნიღბების შესამოწმებლად, მკვლევრებმა ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების ბიოლოგიური მასალა აიღეს უნივერსიტეტის განცხადებით, თუ თავდაპირველად ვირუსის კონცენტრაცია მაღალი იყო, დაახლოებით 8 საათში ვირუსის ნაწილაკების 80%-ზე მეტი გაქრა, ხოლო დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში, დაახლოებით 2 საათში ვირუსის არც ერთი RNM არ გამოვლენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღაბი მრავალჯერადია და მისი გარეცხვა 10-ჯერ არის შესაძლებელი. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, სახის ნიღაბი არ არის მასიური წარმოების და მას ამჟამად აქვს შესაძლებლობა, დღეში 200 ცალი აწარმოოს.
დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს
ავღანეთიდან დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო პირების ევაკუაცია დღეს დასრულდება, განაცხადა შეიარაღებული ძალების მეთაურმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გენერალმა ნიკ კარტერმა დასძინა, რომ "გულისამაჩუყებელი" იყო, რომ მათ ვერ შეძლეს ყველას გადარჩენა. "ჩვენ ვასრულებთ ევაკუაციას, რომელიც გაგრძელდება დღეს. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება ჩვენი სამხედროების დაბრუნება დარჩენილი თვითმფრინავით. ჩვენ ვერ შევძელით ყველას გამოყვანა და ეს გულსატკენია. ადგილზე მიღებულ იქნა ძალიან რთული გადაწყვეტილებები", – განაცხადა ბრიტანელმა გენერალმა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბრიტანეთმა ქაბულიდან 13 აგვისტოს შემდეგ 14 543 ადამიანი გაიყვანა. უცხოურ ჯარებს ავღანეთის დატოვების ვადა 31 აგვისტომდე აქვს. ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი ჯარისკაცია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმის შედეგად დაღუპულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს უწოდა "გმირები, რომლებიც მონაწილეობდნენ საშიში, თავგანწირული მისიით სხვების სიცოცხლის გადასარჩენად". ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია
ევროკავშირის ელჩი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ ის Twitter-ში წერს. "მადლობა, საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაყვანა თბილისის აეროპორტის საშუალებით", - წერს კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა. ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.
Reuters-ი: აშშ-მ ავღანეთიდან ათობით ბავშვი მეურვეების გარეშე გამოიყვანა
აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმციას, აშშ-ის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ქაბულის აეროპორტში მშობლებისა და კანონიერი მეურვის გარეშე მივიდნენ და აშშ-ში ჩაყვანის შემდეგ, ისინი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტსა და სოციალური სამსახურის ლტოლვილთა ოფისს ჩააბარეს. Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებს გადასცეს.სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ კი 34 ავღანელი არასრულწლოვანი იმყოფება, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს, რომლებსაც ავღანელ ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება აქვთ. ამავე თემაზე: ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტს მოერიდონ თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული
აზერბაიჯანში, ქორწილში, რომელსაც 150-მდე ადამიანი ესწრება, კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულოა
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა 2021 წლის 26 მაისის რეზოლუცია "სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადის გაგრძელებასთან და გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ" შეცვალა. ახალი ბრძანების შესაბამისად, საქორწილო წვეულებებზე, რომელშიც 150-მდე ადამიანი მონაწილეობს, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა სტუმარს, სრულად ვაქცინაციის დამადასურებელი დოკუმენტის, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის წარდგენა მოუწევს. ცნობისთვის, ადრე, კოვიდ პასპორტის წარდგენა არ იყო საჭირო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ესწრებოდა 50-ზე ნაკლები ადამიანი. ახალი გადაწყვეტილება ძალაში შედის 1 სექტემბრიდან.
პატიმრები 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებლებენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური მენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დღეიდან უკვე საშუალება აქვს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლოს. "სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით, ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან იმ კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნების აკრძალვამ შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მევენახეები დაზიანებულ ყურძენს - 1 კილო რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ
"მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს - 1 კილო რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი სტიქიისგან დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და მტავრობის მიერ სეტყვით დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნეს. "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ყოველ წელს, წელსაც ხელისუფლება დგას ხალხის გვერდით და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. პირველი დღიდან, რთველის საკორდინაციო შტაბის თანამშრომლები მუშაობენ ფერმერებთან, რათა ორგანიზებულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია. "ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია", - აღნიშნა დავიტაშვილმა. შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.
მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაცია სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც იქნება შესაძლებელი
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ. ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Pfizer-ის ვაქცინით უსაფრთხო გარემოში იცრება. მოქალაქეებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის 3 ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით ასევე აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც. მცხეთაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 12 აგვისტოს გაიხსნა. ამავე თემაზე: წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ათ ცენტრშია შესაძლებელი
მეუფე იაკობი: აცრილი სხვას რომ ეჩხუბება, რატომ არ იცრებიო, რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა?
"ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა?- ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ?"- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ადამიანს ვერ დააძალებ გააკეთოს ის, რაც არ უნდა, "ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის". "დღეს, როდესაც ასეთი პანდემიაა, ნუთუ შეურიგებლობა შეიძლება? შეიძლება ერთი ნაწილი მეორე ლანძღავდეს? ვინც აცრილია, სხვას ეუბნებოდეს, შენ რატომ არ იცრები, არ ხარ წესიერი ადამიანი, სხვებს აავადებ? ხოლო მეორე ნაწილი რას ეუბნება? ყველა თავისებურად, უდიერად მოიხსენიებს იმ ნაწილს. ასე არ შეიძლება, ადამიანები ვართ, ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ ვინმემ იცის, რომ რამის ნიშანია და დამანგრეველია, თქვას ხმამაღლა, თუ არადა შეუძლია არჩევანი გააკეთოს. ზოგისთვის მისაღებია, 1 წელი იქნება, თუ 2 წელი გადაწიოს, რომ არ დაავადდეს, მანამდე კიდევ საშველი მოევლინება. ერთი რამ ვიცოდეთ, ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა? ზედმეტ, ზოგადსაკაცობრიობაზე არ დამიწყონ საუბარი, რომ თურმე, ყველაზე ზრუნავენ. აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვეღარ დაგაავადებს. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება დაავადდეს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ, რა ხდება. ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათ დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ? ვერასდროს აიძულებ, ადამიანს გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის",- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ავღანელი მინისტრი გერმანიაში პიცის დამტარებლად მუშაობს
ეს მამაკაცი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ 50 წლის აჰმად შაჰ სადაათია. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ის შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ძვირადღირებული მანქანითა და პირადი დაცვით გადაადგილდებოდა ქაბულის ქუჩებში. ახლა ნარინჯისფერი სპეციალური ტანსაცმლითა და ველოსიპედით ლაიფციგის ქუჩებში დადის და კლიენტის გამოძახებული პიცა დანიშნულების ადგილზე დროულად მიაქვს. ამ სამსახურში აჰმადს საათში 15 ევროს უხდიან. ჯერჯერობით გერმანული ენა არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ სწავლობს. სადაათი თითქმის ერთი წელიწადია, ლაიფციგში პატარა ბინაში ცხოვრობს, რომელიც 400 ევროდ აქვს ნაქირავები. ის ერთ-ერთია იმ ავღანელებიდან, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაექცა ქვეყნიდან ტერორისტებს. "მე აქ თავს დაცულად ვგრძნობ, მდიდარი ადამიანი აღარ ვარ, მაგრამ მსიამოვნებს ეს სამსახური და ეს ფული საკმარისია იმისათვის, რომ ვიცხოვრო” - ამბობს სადაათი. 50 წლის მამაკაცი, რომელიც ავღანეთში დაიბადა, ჯერ კიდევ წლების წინ მშობლებთან და შვიდ ძმასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ბრიტანეთში ელექტროტექნიკის შესწავლის შემდეგ მობილური კომუნიკაციების ინდუსტრიაში მუშაობდა. 2016 წელს სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მაშინდელმა მმართველმა კარგი განათლების მქონე თანამემამულეს კომუნიკაციების მინისტრის პოსტი შესთავაზა. "მე იქ გაცილებით ნაკლები გამოვიმუშავებდი, მაგრამ მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის მემსახურა", - განმარტავს სადაათი. მინისტრს ორი წლის წინ კოსმოსში თანამგზავრის გაშვებაც კი სურდა… ყოფილი პოლიტიკოსი მსოფლიოს სთხოვს, რომ გააგრძელონ მისი სამშობლოს დახმარება: ”მსოფლიო ახლა ავღანელი ხალხის გვერდით უნდა იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ არსებული პრობლემები ასევე იქცევა ჩვენ პრობლემად, აქ, გერმანიაში. ” - ამბობს აჰმად შაჰ სადაათი.
ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ
პენტაგონის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტის დატოვება დაიწყეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ავღანეთიდან საბოლოო ევაკუაციის ვადის მოახლოებასთან ერთად, საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მან დაასრულა თავისი საქმიანობა ქვეყანაში. ასევე წაიკითხეთ: თურქეთი: ჩვენი მიზანია, ქაბულის აეროპორტის დაცვა და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა აშშ-ის გასვლის შემდეგ აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა. ბავშვები ქაბულის აეროპორტში მშობლებისა და კანონიერი მეურვის გარეშე მივიდნენ და აშშ-ში ჩაყვანის შემდეგ, ისინი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტსა და სოციალური სამსახურის ლტოლვილთა ოფისს ჩააბარეს. Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებს გადასცეს. სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ კი 34 ავღანელი არასრულწლოვანი იმყოფება, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს, რომლებსაც ავღანელ ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება აქვთ. დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს
ილინოისი ჯანდაცვის მუშაკებს და პედაგოგებს ვაქცინაციას ან ყოველკვირეულად კოვიდტესტირებას ავალდებულებს
ილინოისი ჯანდაცვის მუშაკებს და პედაგოგებს ვაქცინაციას ან ყოველკვირეულად კოვიდტესტირებას მოსთხოვს. მთავრობის განცხადებით, ახალი მოთხოვნები მოწყვლად ჯგუფებს, ბავშვებს დაეხმარება, რომელთაც ვაქცინაცია ჯერ არ ეხებათ. მთავრობა ასევე ავალდებულებს ნიღბის ტარებას შიდასივრცეებში და ეს ზომა ვაქცინირებულებსაც ეხებათ. ცნობისათვის, ილინოისში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 4000-ზე მეტია.
დმიტრო კულებამ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის ბოლო განცხადებაზე, რომ უკრაინას მინიმუმ 20 წელი დასჭირდება ევროკავშირში შესასვლელად. ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არიან, ამიტომ ურთიერთობის ახალი ფორმატი უნდა მოიძებნოს „20 წელზე მეტი ხნის წინ, დასავლური ქვეყნები ლიუტუველებს, ლატვიელებსა და ესტონელებს ასეთივე მენტორული ტონით უთხრეს: თქვენ გჭირდებათ 20-30 წელი იმისთვის, რომ მიაღწიოთ სრულყოფილ წევრობას ევროკავშირსა და NATO-ში. ასე რომ, რა თქმა უნდა, გამიკვირდა ამის მოსმენა ესტონეთის პრეზიდენტისგან. მე მას ადრე ვესაუბრე და ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი. არ ვიცი რამ მოახდინა გავლენა მასზე, ინტერვიუს დროს, მაგრამ ეს განცხადებები არ შეესაბამება ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს ", - თქვა განაცხადა მინისტრმა. უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გამოკითხულთა ივლისის ბოლოს გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანებას კი 54% -ემხრობა.
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდ დეპარტამენტის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. თბილისში ეს საველე ჰოსპიტალი 23 აგვისტოს მოეწყო. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74. დღეს ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა.