ძებნის რეზულტატი:
რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში
რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში, რომელსაც თბილისში, 2020 წლის 10 სექტემბერს მოეწერა ხელი. ამ საკითხით Europetime დაინტერესდა. მემორანდუმის თანახმად, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, სამეზობლოს ქვეყნებისთვის გამოეყო მაკროფინანსური დახმარება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში. კერძოდ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა სულ 150 მლნ ევრო. თავის მხრივ, იმ პერიოდში გავრცელებულ პრესრელიზში, ევროკავშირი აღნიშნავდა შემდეგს: „მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერა“: „საქართველოსთვის ევროკავშირისგან ხელმისაწვდომი იქნება კიდევ 150 მილიონი ევროს ოდენობის ახალი გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების სესხები ძალზე პრივილეგირებული პირობებით, გადაუდებელი, სასწრაფო ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“. მემორანდუმის თანახმად, დახმარება ხელმისაწვდომი იქნებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლით“. მეორე ნაწილის ჩარიცხვა კი გარკვეულ პირობებთან იყო დაკავშირებული. „დახმარება ჩაირიცხება ორ ნაწილად - თითოეული 75 მლნ ევრომდე ოდენობით. პირველი ნაწილი ხელმისაწვდომი გახდება ხელმოწერის ძალაში შესვლის შემდეგ და დამოკიდებული იქნება ქვეყნისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში IMF) მიერ შეთანხმებული ვალდებულებების დამაკმაყოფილებლად განხორციელების პირობებზე. დახმარების მეორე ნაწილის ჩარიცხვა პრინციპში არ განხორციელდება პირველი ნაწილის ჩარიცხვიდან სამ თვემდე ვადაში. დახმარების მეორე ნაწილის ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება IMF-თან შეთანხმებული ვალდებულებების დამაკმაყოფილებლად განხორციელებაზე და ევროკომისიიდან ევროკავშირის სახელით დადებით შეფასებაზე, რომელიც დაკავშირებულია მაკროეკონომიკური და სტრუქტურული ზომების გაუმჯობესებასთან. ამ დახმარებასთან თანდართული პოლიტიკის პირობები დაფუძნებულია ეკონომიკურ სტაბილიზაციაზე და ქვეყნის ხელისუფლების მიერ დამტკიცებული რეფორმების პროგრამაზე და შეესაბამება ქვეყანასა და IMF-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას. შესაბამისად, ამ დახმარების ხელმისაწვდომად გახდომამდე, კომისია ხელისუფლების წევრებთან და IMF-ის თანამშრომლებთან ერთად გადაამოწმებს, რომ ზემოხსენებულ დახმარებასთან თანდართული პირობები ადეკვატურად შესრულებულია ან მიღწეულია ახალი შეთანხმება. „კომისიის მიერ თანხის მეორე ნაწილის ჩარიცხვამდე საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები მიაწვდიან მასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის მიღებისთანავე კომისია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონსულტაციებზე დაყრდნობით შეაფასებს პირობების შესრულების პროგრესს. ამ შეფასებაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვაში, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბიზნესგარემოს მიმართულებით და ასევე, სექტორულ რეფორმებს, სახელმწიფო საწარმოების ჩათვლით. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კომისიას შეუძლია, უარი თქვას დახმარების თანხის ნაწილების ჩარიცხვაზე, ვიდრე ქვეყანა უზრუნველყოფს პირობების შესაბამისობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს პუნქტები, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი Europetime-თან განმარტავს. „მეხუთე პუნქტში საუბარია სასამართლო რეფორმაზე, დაკონკრეტებულია მოსამართლეთა დანიშნვნის წესი, რომ ის უნდა შეიცვალოს და ეს ვალდებულება მთვრობამაც აიღო. უფრო კონკრეტულად, ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს მოსამართლეთა არჩევა, მაგრამ ეს შეთანხმება ასევე ჩაიდო ინტერპარტიული შეთანხმების მემორანდუმში, რომელიც ასევე მალე დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლეები ძველი წესით აირჩია. ნახეთ ბმული: ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს ამ შემთხვევაში ევროკავშირი თვლის, რომ ეს პუნქტი არ არის თანხვედრაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ამიტომ აპირებდნენ შეჩერებას. ამაზე საუბრობდნენ კიდეც ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წარმომადგენლები. ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, ასეთი დახმარებები შეაჩეროს, მაგრამ მათ აქვთ გავლენა და შესაბამისად, მთავრობამ უბრალოდ დაასწრო მოვლენებს. იცოდნენ, რომ მაინც შეუჩერებდნენ. რახან კრედიტი პირობითია, არ შეასრულებ არ გირიცხავენ, შეასრულებ - გირიცხავენ. ამას სანქციას ვერ დავარქმევთ, ეს არის უარყოფითი პასუხი მოთხოვნაზე, ეს ხომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შედეგად ხდება გრანტის გამოყოფა. ნებისმიერი დონორი ფულს ისე არ გამოყოფს, თუ არ არის ბენეფიციარი მთავრობისგან. მოვიდა მომენტი, როგორც მინიმუმ ერთი პირობა არ არის შესრულებული და მთავრობამ თქვა, რომ გრანტი არ სჭირდება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმების დარღვევაა, ევროკავშირს არაფერი დაურღვევია“, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ვენეციის კომისიის დასკვნის ავტორი: პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა რიგი საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ საჭიროა ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიესალმება, თუმცა რიგ საკითხებზე გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. ნახეთ ბმული: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.
თამარ გაბუნია: თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ კოვიდპაციენტს ბინაზე მართავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მუშავდება მოდელი, რომლის მიხედვით თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს. „სხვადასხვა ეტაპზე იმართებოდა 40-50 000 პაციენტი ბინის პირობებში, რაც იყო დიდი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის და ოჯახის ექიმებისთვის. ჩვენამდე მოდიოდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმმა დაგვიანებით გასცა პასუხი პაციენტს, ან შედარებით გვიან დაუკავშირდა, ახლა შედარებით შემსუბუქდა დატვირთვა და ასეთი ზარებიც შედარებით ნაკლებია. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო გაფართოებაზე. სამომავლოდ მუშავდება მოდელი როდესაც თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოსახლეობის მართვას უზრუნველყოფს. კოვიდპაციენტი მიიღებს სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან, ვისთანაც ის რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება ონლაინ კლინიკა, ან ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს. ეს სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს და მეტად ადვილი იქნება თითოეული ოჯახის ექიმისთვის შემთხვევების მართვა. მზად არის საკმარისად ქსელი იმისთვის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან რეგისტრირებული პაციენტის მართვაში“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
ლევან რატიანი: ტყუილია, რომ კოვიდმძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან
,,კლინიკაში გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი, საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ჯანმრთელდება და კლინიკიდან ეწერება", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. რატიანის განცხადებით, იმის თქმა, რომ COVID-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი. „გავრცელებული ინფორმაცია, რომ თუ რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული მოხვდება, ვერ გავა იქიდან, სიმართლე არ არის, არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ გვაქვს 5,1%“, - განაცხადა ლევან რატიანმა. პირველი საუნივერიტეტო კლინიკის დირექტორი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ლეტალობის ინდექსი მკვეთრად დაიკლებს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
მარინა ეზუგბაია: ლეტალობის მაჩვენებელი 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ლეტალობის შემცირება ჯერ ვერ მოჰყვება და ამას 2-3 კვირის თავზე უნდა ველოდოთ. მისივე აზრით, ლეტალობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს მსუბუქ და საშუალო პაციენტებში დაავადების პროგრესირება და სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება, სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება. ,,მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად დაიწყო გავრცელების მატება, რასაც მოჰყვება მაღალი სიკვდილობაც. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი, როდესაც ხდება რაოდენობის მკვეთრი მატება, ასევე იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ეს ის კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ. დაავადების 80%-ში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, მაგრამ აქედან 15-20%-ში ხდება დაავადების პროგრესირება, პროგრესირების შემთხვევაში ეს უნდა შეფასდეს სწორად და პროგრესირების პროცესში, სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება. ეს არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უმეტეს ნაწილში ეს არის დაავადების პროგრესირება . ბუნებრივია, ერთეული შემთხვევები დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის იქნება, რაც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს როგორც საწოლების რაოდენობაზე, ასევე თვითონ პაციენტზე და მისი მდგომარეობის შეფასებაზე“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაიამ მედიკამენტ „ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მკურნალობისას მის დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც მისივე თქმით, ყველა წამალი ეფექტიანია, როდესაც ის ინიშნება დროულად და სწორად. „ამ მედიკამენტსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები, ამიტომაც „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკური ჯგუფი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
ჯანდაცვის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი გადაიხედება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი გადაიხედება. მინისტრის თქმით, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა. „უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. რეანიმატოლოგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ ან გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
თურქეთში, მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები წესდება. საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. "თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები: საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე. ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : 1. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80 2. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00 3. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26 4. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს სათანადო ინფორმაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტს ტრანშთან დაკავშირებით ,,სათანადო ინფორმაცია არ აქვს". მისივე თქმით, 75 მილიონი ევრო არ იძენს ,,რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას". „ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს. ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტკური დატვირთვა. მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი ოპონენტები სპეკულირებდნენ ამ სესხით. სესხი იყო დაკავშრებული სასამართლო რეფორმასთან - ასეთი წვრილმანებით როდესაც ვკონცენტრირდებით, ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშრთან და სხვა საფინანსო დონორებთან, რომლებიც წლებია საქართველოს ეხმარებიან და გვაქვს აწყობილი ურთიერთობა. ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის გზების მშენებლობას და ა.შ. მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ. ზედმეტი დრამატიზება საჭირო არაა. პრეზიდეტს თავისი აზრი აქვს, მისი უფლებაა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ჩვენ ასე ვხედვათ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს...“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ , პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარი საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია და ეკონომიკური არგუმენტი ანალიზს ვერ უძლებს“.
აშშ-ის საელჩო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე: ეს ძალისხმევა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია
საქართველოში აშშ-ს საელჩო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარება არის კიდევ ერთი მაგალითი აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის. ,,ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის. ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქრთველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეკატერინე ტიკარაძე: 60 წელს გადაცილებულებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ქალებში - 80-90 წელი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს გადაცილებულებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ქალებში - 80-90 წელი. მისი თქმით, აცრების კომპონენტში ახალგაზრდები ლიდერობენ, დაბალია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. "გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში - 80-90 წელი. აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ტიკარაძის თქმით, გაანალიზებული აქვთ, ასევე თუ რამდენად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ვაქცინაცია. "ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წლის ზევით რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ", - განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 15%-ზე მეტი საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86
სინოპტიკოსები 4 სექტემბერიდან გამოდარებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, სინოპტიკოსების ცნობით, 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსია მოსალოდნელი. ამავე წყაროს ცნობი, 4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ რაიონში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება. თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 3-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.
ამირან გამყრელიძე: თუ სექტემბერში დღეში 50-60 ათას აცრას გავაკეთებთ, ოქტომბერში ბევრად მშვიდი სიტუაცია გვექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სექტემბერში დღეში 50-60 ათასი ადამიანი აიცრება, ოქტომბერში ბევრად მშვიდი სიტუაცია იქნება. მისი თქმით, ამის რესურსი ქვეყანას აქვს. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ორჯერადად აცრილი ათასი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. "ჩვენ რომ თვეში ავცრათ არა ერთი, არამედ ორი მილიონი ადამიანი - შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, რომ ყოველდღიურად ჩავატაროთ დაახლოებთ 50-60 ათასი აცრა. ამას ქვეყანა შეძლებს, ვაქცინა არის. სექტემბერში რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, მაშინ ოქტომბერში გვექნება ბევრად მშვიდი სიტუაცია. ამის გაკეთება შესძლებელია, თუ გავერთიანდებით, თუ ეს იქნება მთავარი მიზანი და უნდა იყოს კიდეც. ორჯერადად აცრილი ათასი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 15%-ზე მეტი საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86 ეკატერინე ტიკარაძე: 60 წელს გადაცილებულებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ქალებში - 80-90 წელი
ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით. მისივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა. „აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,მაესტროს" ეთერში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
ამირან გამყრელიძე: სრულად ვაქცინირებულებიდან სამი ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვაბელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულებიდან სამი ადამიანი გარდაიცვალა. მისი თქმით, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა. "სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში...სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყოველი ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86.
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჯ.ლ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 11 საბრძოლო ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ხ.-მ „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნაცნობ ჯ.ლ.-ზე, ამ უკანასკნელმა კი ცეცხლსასროლი იარაღი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გ.დ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 საბრძოლო ვაზნა. მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული ნ.გ.-ის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ ფირმის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ჯ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 15 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, უკანონო გასაღებისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დავით ზალკალიანი: საქართველო ერთგულია თავისი მიზნის - გახდეს NATO-ს წევრი, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ შედეგებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ხავიერ კოლომინას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნას ულოცავს. "ვულოცავ ხავიერ კოლომინას პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელის პოზიციაზე დანიშვნას. საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, გახდეს ალიანსის წევრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს," - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე. ამავე თემაზე: ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციაზე ჯეიმს აპატურაი ესპანელმა დიპლომატმა შეცვალა
კარლ ჰარცელი COVID19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. ,,ვაქცინაცია საუკეთესო გზაა საკუთარი თავის და გარშემომყოფების დასაცავად პანდემიისას. ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID-19-ის შეჩერებაში", - აღნიშნულია წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა
ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყანაში ჩამოტანილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეკონომიკის ჩაკეტვა შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. „შეგახსენებთ, მაშინ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი და მთელი მთავრობა ვმართავდით პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა - Sinopharm-ი, Sinovac-ი, Pfizer-ი, Astrazeneca და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია აცრების ჩატარება, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ცალკეული ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც, სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მე-4 და მე-5 ტალღები ყველგან მიმდინარეობს, ყველგან და ნუ აცდენთ მოსახლეობას, ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, წარმოდგენა არ აქვთ მათ, ვინც კითხვა გამოგიგზავნათ, რა ხდება ევროპაში და მსოფლიოში, ან აქვთ და უბრალოდ არ ამბობენ ამას. ყველა ქვეყანამ გაიარა იგივე, მათ, ვინც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-მა, ნომერ პირველმა, ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, გამოვიდა ენტონი ფაუჩი, ამერიკის პრეზიდენტიც, მთელი მთავრობაც და თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება. იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ყველამ. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამით მე ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ, პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად - არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა. ექიმების გმირობაზე დგას სწორედაც რომ ეს პროცესი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
15 სექტემბრიდან თბილისის ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყება
თბილისის მერიის ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება. სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო. „2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, - განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ. "პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი - 1 კგ, ფქვილი - 1 კგ, შვრია - 1 კგ, მაკარონი - 1 კგ, ხილფაფა - 1 ქილა, ზეთი - 1 ლ, კვერცხი - 6ც, ჩაი - 1 კოლოფი, ყველი - 0,5 კგ, რძე - 2 ლ. თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი: შევხვდი მეშახტეებს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათ წამოაყენეს არის ტურიზმის განვითარება
"ახლახან შევხვდი მეშახტეებს. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტყიბული გამორჩეული ქალაქია სილამაზით, ბუნებით და ტურისტული პოტენციალით. „ტყიბულში ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კახა გოგოლაშვილი: მომავალში, როდესაც ბევრი სხვა დახმარება დაგვჭირდება, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მოგვთხოვს რეფორმების შესაბამისობაში მოყვანას
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს, მაკროფინანსური დახმარების გაცემა სხვა ქვეყნებთან ერთად, არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ, მოლდოვისა და უკრაინისთვისაც გადაწყვიტეს. დახმარება მიზნად ისახავდა ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შემცირებას. არსებული საგრანტო შეთანხმებების ფარგლებში, ევროკომისიის მიერ, 2020 წლის 25 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთი დეტალიც არის საყურადღებო. კერძოდ, ტექსტში აღნიშნულია, რომ შემდგომი ტრანშის გაცემა განპირობებული იქნება ამ დოკუმენტით განსაზღვრული პოლიტიკის პირობების შესრულებით. ასევე წაიკითხეთ: რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში „ევროკავშირის მხრიდან შემდგომი დახმარებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“ - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. Europetime-თან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ მომავალში, როდესაც ბევრი სხვა დახმარება დაგვჭირდება, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მოგვთხოვს მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლას და რეფორმის შესაბამისობაში მოყვანას. „მხოლოდ ამ გრანტზე რომ არ არის საუბარი, ევროკავშირისგან აწი არაფერი არ დაგვჭირდება?! ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში წევრიანდებოდნენ და ახლაც გაწევრიანების პროცესში არიან, ევროკავშირს ყოველთვის სხთოვენ დამატებით სესხს ან დახმარებას. განა ევროკავშირის გრანტებით არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები?! მათ შორის, ევროპა-აზიის დეფერანს რომ ვაშენებთ. სხვა დონორებიც არიან, მაგრამ ძირითადი გარანტორი არის ევროპის საინვესტიციო ბანკი. არ დაგავიწყდეთ, რა თქვა ამერიკის ელჩმა : თუ არ გჭირდებათ ფული, ჩვენც გადავხედავთო. სამხედრო შეიარაღების შესაძენად აშშ საქართველოსთვის 36 მილიონს რომ გამოყოფს, ახლა იტყვიან, არ გჭირდებათ და თქვენ იყიდეთ, გადაიხადეთო. ასე რომ, სტრატეგიულად ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი გადაიდგა. არჩევნების წინ, ეს იყო ტაქტიკური სვლა, არ უნდოდათ სკანდალი, რომ აი, ევროკავშირმა ტრანში შეუჩერა საქართველოს და ასე შემდეგ. ევროკავშირიდან ტრანშის შეჩერება დამაზიანებელი იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების წინ და თვითონ მთავრობის განცხადება, უარი თქვას მაკროფინანსურ დახმარებაზე, დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის. უბრალოდ, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ არაუშავს, ახლა ვაწყენინებთ ევროკავშირს და არჩევნების შემდეგ ისევ დავამყარებთ კარგ ურთიერთობებსო. თუმცა ეს სტრატეგიულად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ქვეყანამ შესაძლოა, დონორებისგან სხვა დახმარებები ვერ მიიღოს, ამერიკასაც და ევროკავშირსაც კრიზისი აქვთ კოვიდის გამო. ამდენი ხარჯი აქვთ, თავისი მოსახლეობისთვის სჭირდებათ მხარდაჭერა ხომ?!“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. აღსანიშნავია, რომ მაკროფინანსური დახმარების პაკეტი საქართველოს გარდა, უკრაინამ და მოლდოვამაც მიიღეს, რომელთანაც ქვეყანას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებს. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება მთლიანად ევროპული ინტეგრაციის პროცესს მიაყენებს ზიანს, მათ შორის, რაღაც გავლენა შესაძლოა, ასოცირებულ ტრიოზეც ჰქონდეს. „რა აზრი აქვს ასოცირებულ ტრიოს, თუ ევროკავშირთან აფუჭებ ურთიერთობებს?! ეს ხომ იმისთვის გვჭირდება, რომ სამმა ქვეყანამ ერთად მოახერხოს ევროკავშირთან დაახლოება და თუ შენ თავად აჩერებ, რად გინდა ასოცირებული ტრიო?!“, - აღნიშნავს ექსპერტი და მოლდოვის მაგალითს განიხილავს. „იყო პერიოდი, როცა დიდი დოზით მიითვისეს ევროკავშირის დახმარება რაღაც ბიზნეს სტრუქტურებმა. მაშინ, ევროკავშირმა მოლდოვას გარკვეული დროით შეუჩერა დახმარება. შემდეგ განაგრძო დახმარება მოსახლეობისთვის და მიაღწია იმას, რომ შეიცვალა ხელისუფლება. მაია სანდუ ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ევროკავშირის სრული მხარდაჭერა და გარანტიები, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახმარებას აღმოუჩენდნენ. ალბათ, აქაც ასე იქნება. თუ გაცივდება ურთიერთობები „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის, ევროკავშირიც და აშშ-ც შეეცდებიან, მოძებნონ ალტერნატიული ძალა/ძალები (ოპოზიციური) საქართველოში, რომ შეცვალონ ხელისუფლება, რომლის იმედიც არ აქვთ ბოლომდე. ევროკავშირს სურს, ხელისუფლება იყოს დემოკრატიული, დემოკრატიულად არჩეული და დემოკრატიული რეფორმების გამტარებელი. მარტო ასე არ გამოვა - მე შენი მეგობარი ვარ და შენთან მინდა. თურქეთიც ასე იყო და ხომ ნახეთ, შეუჩერა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და უთხრა - „თქვენ არ ატარებთ დემოკრატიულ რეფორმებს, თან ევროკავშირში გინდათ და თან გინდათ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ განავითაროთ, ასე არ გამოვა“. თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა განმარტებას, რატომ გააჩერა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ერდოღანი პრემიერ-მინისტრობისა დროსაც კი ამას ლაპარაკობდა. ჩვენთანაც ზუსტად ის ვარიანტია, რასაც თურქეთი აკეთებდა, უბრალოდ, უფრო მინიმალისტურ მასშტაბებში, ჩვენ განვსხვავდებით მათი მასშტაბებისგან, თუმცა საქართველოში ვითარდება მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური ელექტორატი, რასაც მთავრობა უწყობს ხელს, რადგან რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი სჭირდება. ხედავს, რომ მათია ეს ამომრჩეველი და ფიქრობენ, „რახან ჩვენია, მოდი, გავაძლიეროთ“. მაგრამ ეს ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს ეწინააღმდეგება და შეიძლება, აქაც ისე მოხდეს, როგორც თურქეთის შემთხვევაში, როდესაც ჩამოყალიბდა ისეთ სახელმწიფოდ, რომელმაც დემოკრატიული განვითარება შეაჩერა, რადგან მოსახლეობიდან არ არის მოთხოვნა დემოკრატიულ განვითარებაზე“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია. ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში