ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანმა არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, არარეზიდენტ ელჩებს ცერემონიების სასახლეში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა უცხოელ დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. „ერთად ყოფნისა და ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობა ყველაზე კარგად კორონავირუსის პანდემიამ გვიჩვენა, როდესაც, საზღვრების დაკეტვისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე დღის წესრიგში დადგა მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების, ტვირთების მიწოდების ახალი რეგულაციების შემუშავებისა და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობითა და შემდეგ ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხები,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, რომელიც პატივს სცემს და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ამისაკენ მოუწოდებს სხვებსაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს საქართველოს სამომავლო გეგმები გააცნო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. „საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით ჩვენ შევძლოთ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება. ახლახან დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი - შევქმენით სამთავრობო კომისია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინე საქართველოს საგარეო პოლიტიკის 10 წლის გეგმა, სადაც ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში - ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,“ - განცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში. „ჩვენ, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წვერი ქვეყანა ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებაში. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მის დასავლელ პარტნიორებთან უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად როგორიც არის ტერორიზმი, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერ-დანაშაული, ენერგოდამოკიდებულების შემცირება, გლობალური კლიმატური ცვლილებები, შეიარაღებაზე კონტროლის და გაუვრცელებლობის საკითხები და სხვა,“ - განმარტა მინისტრმა. ამასთან, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშნველოვან როლზე გლობალური უსაფრთხოების კუთხით. „გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს უნიკალური როლის და ფუნქციის დადასტურება იყო ავღანეთში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული კრიზისული მოვლენებისას, საქართველოს ქმედითი მონაწილეობა ჰუმანიტარულ და საევაკუაციო პროცესებში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოწყობილი რეგიონალური სატრანზიტო ჰაბის მეშვეობით განხორციელდა 2500-მდე სამოქალაქო პირის ევაკუაცია და რამდენიმე ათეული სატრანზიტო ფრენა,“ - აღნიშნა ზალკალიანმა. აღსანიშნავია, რომ სულ საქართველოში 24 არარეზიდენტი ელჩი ჩამოვიდა. 1-3 სექტემბერს, მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, შემდგომ კი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. ამავე თემაზე: საქართველოს პრეზიდენტს 24 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული საევაკუაციო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ქაბულში განხორციელებული საერთაშორისო საევაკუაციო ოპერაცია, მოითხოვდა კარგ და სწრაფ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. თბილისი მოულოდნელად გახდა ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის მნიშვნელოვანი კერა. მოქნილობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა თბილისის აეროპორტის გამოყენების კუთხით, ძალიან ღირებული იყო. ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთის ხელისუფლებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო და ის წარმოადგენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გამოვლინებას. მინდა გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება და ველი თქვენთან კიდევ ერთხელ პირადად შეხვედრის შესაძლებლობას," - ნათქვამია ფინელი დიპლომატის წერილში. აღსანიშნავია, რომ წერილი დავით ზალკალიანს 2021 წლის 4 სექტემბერს გამართულ მიღებაზე, ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა, კირსტი ნარინენმა გადასცა. ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა. ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა. ამავე თემაზე: ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა. ვიქტორია ნულანდმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს როლზე ისაუბრა აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის
ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული ნაწილი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს
ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული ნაწილი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს. ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ. "როდესაც მე ვმონაწილეობდი საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვიღებდი ვალდებულებას, 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერაქტების შესახებ დოკუმენტების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. იმ ტრაგიკული დღის მე-20 წლისთავს რომ ვუახლოვდებით, მე პატივს ვცემ ამ ვალდებულებას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საიდუმლო მასალები დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში. ბაიდენმა იუსტიციის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს დაავალა, დაეწყოთ ექვსთვიანი პროცესი 11 სექტემბრის ტერაქტებზე FBI-ს გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების მიზნით.
ამირან გამყრელიძე: თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, შეზღუდვის დაწესების სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა, საჭირო გახდება სხვა ალტერნატიული შეზღუდვის დაწესება. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია. "საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია, განსაკუთრებით მეტრო, ინფექციის გავრცელების. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, მაშინ სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ შეზღუდვის დაწესების. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ იმ კვირის განმავლობაში რა ტემპით იქნება შემცირება ყოველდღიური ახალი შემთხვევების,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. ამავე თემაზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 დღის ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. როგორც ცნობილია, ჩვილი 25 დღის იყო. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. "ჩვილი 25 დღის იყო. ახალშობილი 1 კვირის წინ, 17 დღის იყო, როცა შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იყო. ერთი კვირის განმავლობაში აგრძელებდა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჰქონდა თანმხლები დაავადებები სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, რესპირატორული დისტრესი. იყო უმძიმეს მდგომარეობაში" ,- განაცხადა მაია ჩხაიძემ. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გარდა ამისა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა კიდევ ორი პაციენტი. ერთ-ერთი მათგანის აპარატიდან მოხსნა კი გუშინ მოხერხდა. "ამჟამად ერთი ჩვილი, რომელიც ერთი თვის არის, ისევ მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - აღნიშნა ჩხაიძემ. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 684 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 83
პრემიერი: კოვიდბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი Pfizer-ის ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა. „თქვენ იცით, ესწრებოდით კიდეც, მე ერთხელ ვარ აცრილი Pfizer-ით და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით განსაზღვრულია 21-28 დღე ან მაქსიმუმ 42 დღემდე, ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავიღე გაყალბებული კოვიდ-ბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო PCR-ტესტის შედეგები და ასევე, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდბარათი. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება და დაინტერესება გამოიჩინეს. მე მივესალმები ამ ფაქტს. არ შეიძლება, ადამიანის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემების გამოყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, გუშინ, 3 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდბარათი აიღო. "მთავარმა არხმა" კი საქართველოს პრემიერი ვაქცინის მეორე დოზაზე იმის საილუსტრაციოდ დაარეგისტრირა, რომ ეჩვენებინა, მას არ ჰქონდა კორონავირუსის მეორე აცრა გაკეთებული და შესაბამისად, კოვიდპასორტის აღების უფლება. ამავე თემაზე: ინსპექტორის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათი აიღო
რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება
ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "დასაწყისი" შარშან სან სებასტიანის კინოფესტივალზე ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო, მათ შორის ფესტივალის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა. "სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება", - ნათქვამია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფილმმა "დასაწყისი" შარშან ჯილდო აიღო შემდეგ ნომინაციებში: 1. კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”; 2. დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა); 3. ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა); 4. დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებს "ძალიან პოზიტიური" უწოდა. მისი თქმით, აშშ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია არა სიტყვებით, არამედ საქმით. "განწყობა ძალიან პოზიტიურია. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არა სიტყვებით, არამედ საქმით. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას ენერგეტიკულ სექტორში, NATO-ში გაწევრიანებას. და, რაც მთავარია, ისინი მხარს უჭერენ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება დიდი ეკონომიკური მიღწევები. მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, დეტალებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია. "მოვა როცა შეძლებს. ის დაკავებული ადამიანია"- თქვა ზელენსკიმ. ამავე თემაზე: აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის" ეთერში ისაუბრა. კალაძის ინფორმაციით, თავად ტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს, ტელევიზიების თანდასწრებით. "ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, წინა ცხოვრებიდან გამომდინარე. კამპანიები უნდა ვაწარმოოთ: "არა ნარკოტიკს", "ნარკოტიკი კლავს". დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში საზოგადოებაც ჩაერთვება და ძალიან ბევრი ადამიანი დამიჭერს მხარს. არასდროს არანაირ ნარკოტიკთან არ მქონია შეხება. სხვათა შორის, ჩვენ, მერობის კანდიდატებს, არ მოგვეთხოვება, როგორც დეპუტატობის კანდიდატებს, ნარკოტესტის ჩაბარება. ახლა, მინდა, მივმართო ყველა კანდიდატს: კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩავაბაროთ ნარკოტესტი, შედეგები კი საზოგადოებას წარვუდგინოთ. მე მზად ვარ, ორშაბათს გავაკეთო ეს ტელევიზიების თანდასწრებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე: არაფრით გამოირჩევა გახარია რიჩარდისგან, მელია ანა დოლიძისგან, რომ პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია
"არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან, ან, თუნდაც, ნიკა მელია ანა დოლიძისგან რომ, პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია", - ასე უპახუა თბილისი მერმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას მიერ დეპატებში გამოწვევა. ამის შესახებ კალაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია პოლიტიკოსებმა ერთმანეთის პატივისცემა ისწავლონ. "რატომ ორ ადამიანს? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება თუნდაც გიორგი გახარია, ნიკა მელია ანა დოლიძისგან, იგივე რიჩარდისგან თუ სხვა კანდიდატებისგან. პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. კახა კალაძე დაუჯდება ყველას, ამის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები. არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან, ან, თუნდაც, ნიკა მელია ანა დოლიძისგან რომ, პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია. ყველასთან მზად ვარ ვიდებატო და ეს იხილოს საზოგადოებამ,"-აღნიშნა კახა კალაძემ. ამავე თემაზე: გიორგი გახარია თბილისის მერს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს
ანტონიო გუტერეში ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას მოიწვევს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული თანხების მოსაზიდად, 13 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. ინფორმაციას Politico ავრცელებს. "თალიბანის" მიერ კონტროლირებად ქვეყანას "ემუქრება ჰუმანიტარული კატასტროფა",-თქვა გუტერეშმა Twitter- ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. "კონფერენციის მიზანია "მხარი დაუჭიროს უფრო მეტი რესურსის მობილიზებას, რათა სიცოცხლისუნარიანი ჰუმანიტარული ოპერაციები გაგრძელდეს", - თქვა გუტერეშმა. მისივე თქმით, ავღანეთის დაახლოებით 40 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. "საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ერთად დგომა და ავღანელი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სრული და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისკენ იმისთვის, რომ ავღანელებს კვლავ ჰქონდეთ საჭირო მომსახურების მიღების საშუალება", - აღნიშნა გუტერეშმა.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე პირველ ეტაპზე რისკჯგუფის ბავშვების აცრის მომხრეა. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით,Pfizer-მა და Moderna-მ ჩაატარეს კვლევები, 12 წელს და ამ ასაკს გადაცილებულ ბავშვებში ვაქცინაციის შესახებ და კარგი შედეგი მიიღეს. „ყველა ვაქცინას, რაც აქამდე არსებობდა, გადაუდებელ სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული. ეს ვაქცინები, Pfizer-ის გარდა, არცერთი არ არის სრულად ლიცენზირებული. Pfizer-ი უკვე არის დარეგისტირებული როგორც ვაქცინა და რა როგორც გადაუდებელი გამოყენებისთვის. მაგრამ ასაკი განისაზღვრა 16 წლის ზემოთ. Pfizer-მა და Moderna-მ ჩაატარეს კვლევები, 12 წლიდან და ამ ასაკს გადაცილებულ ბავშვებში და მიიღეს კარგი შედეგი. თუმცა, ჯანმო დასტურს არ იძლევა, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი აიცრას და არ არის მანდატორული. თუმცა აშშ-ში სურვილის მიხედვით არის და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც ამ ასაკის ბავშვებს ცრიან. მიმდინარეობს კვლევები და როგორც გვპირდებიან, ოქტომბრის ბოლოსთვის დაიდება შედეგი, 6-თვიდან 2 წლამდე, 2 წლიდან - 5 წლამდე, 5 წლიდან - 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაზე. რასაკვირველია, იქ დოზები განსხვავებულია. მიმდინარეობს კვლევები, რამდენად შეიძლება ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. საქართველოში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ ავცრათ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, თუმცა ვფიქრობ, პირველ ეტაპზე იქნებ აჯობებდა, რომ რისკჯგუფის ბავშვები აცრილიყვნენ, ვისაც აქვს ღრმა ცერებლარული დამბლა, ნერვული პრობლემა, გულის თანდაყოლილი მანკი, სხვა მეტაბოლური დარღვევები, გენეტიკური დაავადებები - იქნებ ასეთი რისკჯგუფის ბავშვები მოვიცვათ თავიდან და მერე თანდათანობით, იქნებ ამერიკის FDA-მაც გასცეს 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრის რეკომენდაცია", - განაცხადა მაია ჩხაიძემ. ამავე თემაზე: ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 დღის ჩვილი გარდაიცვალა გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს
ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. "შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში, სატვირთო მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სატვირთო მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ABCnews-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული მიკროავტობუსის მგაზვრი იყო. შემთხვევა თექირდაღის პროვინციაში მოხდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირის წინააღმდეგ ძლიერი დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს, რომლის კვალს რუსეთამდე მივყავართ
„ევროკავშირის წინააღმდეგ ძლიერი დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს, რომლის კვალს რუსეთამდე მივყავართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს. „სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარდაჭერა შეაფერხოს. ევროპარლამენტში ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს და კვალს რუსეთამდე მივყავართ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. გერმანელმა პოლიტიკოსმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აშშ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებენ, ეს კი განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოში. „ჩვენ ასევე გვაქვს საერთო მიზნები: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, გავაძლიეროთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა თავიანთი უდიდესი ძალისხმევით მოამზადეს საფუძველი 19 აპრილის შეთანხმებისთვის. შეთანხმება კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელმოწერით თუ მის გარეშე. რაც შეეხება რეგიონს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, უახლესი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი და აშშ დიდწილად არ მონაწილეობდნენ პროცესებში. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა რუსეთს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები კავკასიაში. სამწუხაროდ, ასეთი განვითარება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა.
ნიკა მელიამ დებატებზე გიორგი გახარიას შეთავაზებას უპასუხა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი დებატებზე გიორგი გახარიას გამოწვევას პასუხობს. მერობის კანდიდატის თქმით, დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა. „დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა. მე ვფიქრობ, ბატონი კალაძე უნდა ჩადგეს მდგომარეობაში, მოიკრიბოს ძალები და ყველა წამყვან ტელეკომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დებატები გაიმართოს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. იმედია, ბატონი კალაძე არ დაიხევს უკან. თუ დაიხევს უკან, საკუთარ თავს დამატებით დიდ ზიანს მიაყენებს. დებატები რა პრობლემაა? რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს, ეს ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს. ბუნებრივია, არა ერთი და ორი, უფრო მეტჯერაც უნდა გაიმართოს წინასაარჩევნო კამპანიაში დებატები. ძალიან კარგია ბატონ გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, ბატონმა კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია“, - განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს. ამავე თემაზე: კახა კალაძე: არაფრით გამოირჩევა გახარია რიჩარდისგან, მელია ანა დოლიძისგან, რომ პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია
მედია: ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია ქაბულში „თალიბანმა“ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა ქალთა უფლებების შესახებ საპროტესტო აქცია დაშალეს. მედიის ცნობით, აქტივისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლესთან დააფიქსირეს პროტესტი, ბანერები ეჭირათ წარწერით: „ჩვენ არ ვართ 90-იანი წლების ქალები", რითაც მიუთითებდნენ ქალთა უფლებების მკაცრ შეზღუდვებზე „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, DW იტყობინება, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ „თალიბანის“ ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ამავე თემაზე: ქაბულში, ავღანელმა ქალებმა დასაქმებისა და განათლების უფლებების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
კახა კუჭავა: მალე ალბათ „ქუთაისის ტორპედოსაც“ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად
პარლამენტის თვმჯდომარემ კახა კუჭავამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე შეკრებიულებს მიმართა. მისი თქმით, ქუთაისი ბევრი მიმართულებით განვითარდება და ეს წარმატება შემართებას მოჰყვება. „ქუთაისში უნდა შევქმნათ თანამედროვე ევროპის ტიპის ქალაქი, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება და იქნება ძალიანდ დიდი ჰაბი ახალგარზდებისთვის. ძალიან ბევრი საინტერო პროექტით გაგახარებთ, რომლითაც ქუთაისი ნამდვილად იქნება გამორჩეული. ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, მათ შორის ხელოვნების, განათლების და სპორტის მიმართულებით. მალე ალბათ ქუთაისის ტორპედოსაც ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და კიდევ სხვა წარმატებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
აშშ-მ ირანის დაზვერვის ოთხ თანამშრომელს სანქციები დაუწესა
აშშ-მ ირანის დაზვერვის ოთხ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. იტყობინება Reuters-ი. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ამერიკელი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გატაცების გეგმის უკან დგანან. „ირანის მთავრობის მხრიდან შეთქმულება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ის ცდილობს, ჩაახშოს კრიტიკული ხმა“, - განაცხადა უწყებამ. სანქცირებულთა შორის არის ირანში დაზვერვის მაღალჩინოსანი ალირეზა შაჰვაროგი ფარაჰანი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტმა ივლისში აღძრა საქმე, რომლის თანახმად ოთხმა პირმა ნიუ-იორკში მცხოვრები ირანელ-ამერიკელი აქტივისტის და ჟურნალისტის მასიჰ ალინეჯადის გატაცება და შემდეგ მისი გადაყვანა ვენესუელაში, სავარაუდოდ, ირანში დასაბრუნებლად დაგეგმა.
კუბამ 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო
კუბის ხელისუფლებამ 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. France 24 იუწყება, რომ მთავრობა ბავშვების აცრას სკოლების ხელახალი გახსნის წინაპირობად განიხილავს. 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები პირველები იქნებიან, ვინც ადგილობრივი ვაქცინებით (Abdala/Soberana) აიცრებიან. 2020 წლის მარტიდან კუბაში სკოლები ძირითადად დახურულია და მოსწავლეები სატელევიზიო გაკვეთილებს ადევნებენ თვალს. ორშაბათიდან ისინი სწავლას დისტანციურად განაგრძობენ, ვიდრე ყველა ბავშვი, ვისაც ეს ეხება, არ აიცრება. გასულ პარასკევს, მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინა (Soberana 2) გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. კუბური ვაქცინების შემადგენლობა, რომლებიც არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ემყარება რეკომბინანტულ პროტეინს, იგივე ტექნიკას, რომელსაც ამერიკული კომპანია Novavax-ი იყენებდა. ორივე კუბური ვაქცინა, რომლის ეფექტურობა აღემატება 90%-ს, დამტკიცებულია ადგილობრივი მარეგულირებლების მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის, თუმცა მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა რეცენზირებულ ჟურნალებში. კუბაში გასულ 24 საათში 6,927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74. დედაქალაქ ჰავანაში, სადაც 2.2 მილიონი მცხოვრებიდან, 60% -ზე მეტი სრულად არის აცრილი, მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ინფიცირების მაჩვენებელი და სიკვდილიანობა 100,000 მოსახლეზე ბევრად დაბალია. 11.3 მილიონიანი კუბის დაახლოებით 50% მინიმუმ ერთი დოზით, ხოლო 3.5 მილიონზე მეტი სრულად არის აცრილი.