ძებნის რეზულტატი:

მედია: უზბეკეთი ავღანეთის ახალ მთავრობას მიესალმება

უზბეკეთი ავღანეთის დროებით მთავრობას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Anadolu ავრცელებს. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეროვნული შეთანხმების, მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. როგორც გამოცემა წერს, სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა განავითაროს "კონსტრუქციული დიალოგი" და "პრაქტიკული თანამშრომლობა" ახალ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდა თალიბანის მიერ. ამავე თემაზე: „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში  შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. "პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული

Europetime-მა თვითმმართველობის არჩევნებზე მივლენილ საერთაშორისო დამკვირვებელთა სია შეკრიბა. 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული. საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა ეუთომ, ადგილობრივ არჩევნებს ასევე შეაფასებენ NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები. დამკვირვებლების გამოგზავნას გეგმავს ევროპარლამენტიც. ამ თემაზე Europetime-თან ინტერვიუებში ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრეს. საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც დააკვირდება. ლიდია ერმოშინა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორისაა, რომლებიც საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს შეაფასებენ. ლიდია ერმოშინა ბელარისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 1992 წლიდან, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. საერთაშორისო დამკვირვებლების სრული სია ამ დროისთვის ასეთია: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი"(IFES) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში" „თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო" „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი"(IRI) „იტალიის საელჩო თბილისში" მოლდოვის რესპუბლიკის ცენტრალურისაარჩევნო კომისია" ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალურისაარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია" (კომისიის თავმჯდომარე ლ. ერმოშინა) „უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი" „ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია" ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფოსაარჩევნო კომისია" „საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი" (ICPS) „უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“ „უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია" „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურისაარჩევნო კომისია" საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) „ლიეტუვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია" „საერთაშორისო დემოკრატია“ „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების დაადამიანის უფლებების ოფისი” (OSCE/ODIHR) „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) „მალდივის საარჩევნო კომისია“ „ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ „იაპონიის საელჩო საქართველოში“ შეგახსენებთ, ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ამავე თემაზე ექსკლუზივი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

დამსაქმებლებმა ღამის ცვლაში მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა უზრუნველყონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების თანახმად, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, დასაქმებულები, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში, წინასწარ და პერიოდულად გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. ბრძანების თანახმად, სამედიცინო შემოწმების ხარჯებს აანაზღაურებს დამსაქმებელი და არა დასაქმებული. ბრძანება ვრცელდება როგორც კერძო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებზე, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებზეც. დადგენილების თანახმად, ღამის ცვლაში მომუშავე პირად ითვლება ადამიანი, რომელიც საღამოს 22:00-დან დილის 06:00-მდე პერიოდში რეგულარულად მუშაობს 3 საათზე მეტს, ან დასაქმებული, რომელიც მთლიანი სამუშაო დროის არანაკლებ ¼-ს ატარებს 22:00-დან 06:00-მდე. სამედიცინო შემოწმების გავლა დასაქმებულების ნება სურვილზე იქნება დამოკიდებულლი. “დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის სამუშაოსათვის, ანუ იმ დაავადებებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით. პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას. პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითადი ამოცანებია: მოქმედ საწარმოო ფაქტორთან და ღამის სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად. დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ღამის სამუშაოზე პირის დასაქმებამდე და ამ დანართის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით, დამსაქმებელი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმსპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ", - წერია მინისტრის ბრძანებაში.

ჩინეთი ავღანეთს $31 მილიონიან გადაუდებელ დახმარებას სთავაზობს

ჩინეთი ავღანეთს საკვებისა და კოვიდვაქცინების მარაგს ჰპირდება. ამის შესახებ BBC იტყობინება. პეკინი მზად არის „თალიბანის“ მთავრობასთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. ფხენიანი მიიჩნევს, რომ ახალი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება „აუცილებელი ნაბიჯი იყო ავღანეთში წესრიგის აღდგენისათვის". ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ იმ დახმარების შესახებ პაკისტანის, ირანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გამოაცხადა. მან მოუწოდა ამ ქვეყნებს, ითანამშრომლონ ავღანეთის დასახმარებლად და აღნიშნა, რომ ჩინეთი ასევე მიაწვდის ავღანეთს 3 მილიონ დოზა ვაქცინას. ჩინეთი ასევე ხმამაღლა აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს და აცხადებს, რომ მისი ჯარების გაყვანამ კატასტროფა გამოიწვია. სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „სერიოზული ზიანი მიაყენა ავღანელ ხალხს ქვეყანაში მისი შეჭრის პირველივე დღიდან მისი გაყვანის ბოლო წუთამდე". ასევე წაიკითხეთ: „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა „ის, რაც აშშ -მ გააკეთა ავღანეთში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს სამხედრო ჩარევის შედეგებს და სხვებისთვის საკუთარი იდეოლოგიისა და ღირებულებების დაწესების მცდელობებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა. „თალიბანი“ ჩინეთს ავღანეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად თვლის და „ჩინეთის ინვესტიციებისა და ომში დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად მხარდაჭერის იმედი აქვს. ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის „თალიბანის“ მთავრობის აღიარებისგან. ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ „თალიბანის“ დროებითი მთავრობა არც ინკლუზიურს ჰგავს და არც წარმომადგენლობითს. ამავე თემაზე: რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას ნიკა მელიაც პასუხობს

ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას ნიკა მელიამაც უპასუხა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა. "არ ჩამიბარებია, თუ რა? კალაძეს ვეტყვი - ჩავაბარებ ნარკოტესტს. ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს მქონია, როცა საჭირო ყოფილა, ჩამიტარებია. მთავარი ტესტი მისთვის უნდა იყოს დემოკრატიის ტესტი. თუ უნდა ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ.IQ ტესტი", - განაცხადა ნიკა მელიამ "TV პირველის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა. როგორც კალაძემ თქვა, ანალიზის პასუხების მიხედვით "სუფთაა". მან ტესტის ჩატარებისკენ მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა. ამავე თემაზე: გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩააბარა

მადლენ ოლბრაიტი: ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული

„დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია“, - განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა NDI-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე. „სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული“, - აღნიშნა ამჟამად უკვე NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ. „კონსტრუქციული დიალოგი პასუხისმგებლიანი და წარმომადგენლობითი მმართველი სისტემის აუცილებელი კომპონენტია. ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია”, - აღნიშნა შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ვერმონტის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ჰოვარდ დინმა. მისივე შეფასებით, „მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გავრცელებას“. „ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთია“, - აღნიშნავს NDI-ის ინფორმაციით, ჰოვარდ დინი. ონლაინდ დისკუსიაში მონაწილეობდა ევროკავშირის ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი. დიპლომატის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის. „ეს პრობლემები ქვეყანას სხვადასხვა მთავრობის დროს აწუხებდა, ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ლიდერობის უფრო დიდი ტვირთი აქვს, ოპოზიციური პარტიებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში“, - აღნიშნავს ევროკომისიის ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა. ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. გუნდს უძღვებოდნენ მადლენ ოლბრაიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; კენეთ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის იყვნენ აშშ-ის კონგრესისა და NDI-ის უფროსი წარმომადგენლები. ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო და ადმინისტრაცია უმეტესწილად გამართულია, NDI-ის შეხვედრებზე რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა, რომელთა დიდი ნაწილი წინა არჩევნებისა და მთავრობების დროსაც არსებობდა. „საარჩევნო კამპანია არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება, თუმცა დღეისათვის ყველა პარტია არ აკეთებს საკმარისს მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ საჭიროებებზე სასაუბროდ. აღსანიშნავია, რომ ამდროისთვის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რაც მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. შეხვედრების მონაწილეებმა საარჩევნორე გულაციების არასრული ან შერჩევითი აღსრულების, სახელმწიფო რესურსებისა დაპროკურატურის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებაც გამოთქვეს შეშფოთება. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მოქმედებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობების შეზღუდვისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისა და დაშინების გამო. ამ ფუნდამენტური თავისუფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არჩევნებისადმი ნდობას. მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო კანდიდატს საარჩევნო პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობა ევალება. რეგიონში არასტაბილურობისა და მსოფლიოში ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, აუცილებელია ამ საკითხების გადაწყვეტა, რათა გამყარდეს საქართველოს პოზიცია ევროპული ერების ოჯახში, გაძლიერდეს უსაფრთხოება დაგაძლიერდეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“, - აღნიშნავს NDI. ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული

"საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

ყვარელში „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიცირება. "ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით არ მიმდინარეობს. ადგილზე არიან სამართალდამცველები. როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, ეს პირი შეიარაღებულია. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა. მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება", - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა. ამავე თემაზე: ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

NDI-ს 6 მთავარი რეკომენდაცია არჩევნებამდე 3 კვირით ადრე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, NDI-მ რეკომენდაციები წარმოადგინა, რომლებსაც, ორგანიზაციის შეფასებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას. რეკომენდაციების ჩამონათვალს Europetime გთავაზობთ. 1. ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ დაუსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამუფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვაუნდა უზრუნველყოს. 2. ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეები სპასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს. 3. საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კიშესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას. 4. ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა დადაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს. 5. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ. 6. არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში სანიმუშო ადგილს იკავებდა, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გატარებული დემოკრატიული რეფორმები ამყარებდა. ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმების შედეგად მიღებული სამართლებრივი ჩარჩო პროპორციულ წარმომადგენლობაზე და კონსენსუსზე ორიენტირებულ სისტემას უწყობს ხელს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში საკვანძო და აქტიურ როლს თამაშობენ, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მიუკერძოებელ დაკვირვებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-ის 2021 წლის თებერვლის საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს. საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიმართულმა შეტევებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია დადემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა. NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს. 19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, კიდევ უფრო გაამყარა ეს განწყობა. წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ“, - მიიჩნევს NDI. ამავე თემაზე: მადლენ ოლბრაიტი: ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული

სომხეთში, არავაქცინირებული თანამშრომლები, რომლებიც PCR ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ, შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც უარს იტყვიან Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, თვეში ორჯერ მოუწევთ კორონავირუსის ტესტების ჩაბარება საკუთარი ხარჯებით. ისინი კი, ვინც PCR ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ, შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ყოველდღიურად გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის სტაბილური ზრდით. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მხოლოდ სრულად აცრილებს ან მათ, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, შეუძლიათ, რომ სამსახურში ნეგატიური ტესტის პასუხის გარეშე წავიდეს. გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ ორსულებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები ვაქცინაციაზე. ახალი რეგულაცია შეეხებათ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტია სრულად აცრილი.

მედიის ცნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

ტელეკომპანიების ცნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. განახლება ყვარელში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს უწყება. ასევე დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი დაახლოებით ნახევარ მილიონს ითხოვდა. ამავე თემაზე: "საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

საფრანგეთში ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

ასეთი პატივით ბოლოს საფრანგეთში, 2019 წელს, პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გააცილეს - ასე აღწერს დღეს ტელეკომპანია France24 კინოს ლეგენდის ჟან-პოლ ბელმონდოსადმი მიძღვნილ ცერემონიალს. ფრანგ მსახიობს, რომელსაც საფრანგეთში Bébel-ის სახელით მოიხსენიებდნენ, პარასკევს დაკრძალავენ. მანამდე კი, სპეციალურად პატივის მისაგებად ღონისძიება „ინვალიდების სახლის“ სამხედრო მუზეუმის ეზოში გაიმართა. დღეს, ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაიხსენა ფრანგი ვარსკვლავის სიტყვები: „ბელმონდო ამბობდა, ცხოვრება ასეთია, ერთ დღეს ვტირით, მეორე დღეს ვიცინით, და... პირიქით.. "დღეს ჩვენ ყველანი ვტირით", - თქვა ჟურნალისტმა. პარალელურად კი ეკრანზე გადიოდა იშვიათი კადრები ცერემონიიდან, რომლის მონაწილეებმაც ფრანგ მსახიობს პატივი მიაგეს, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სპორტის ვარსკვლავები. „ჩვენ გვიყვარს ბელმონდო, რადგან ის ჩვენი მსგავსია, ჩვენ ყველამ საკუთარი თავი ამოვიცანით მასში, ის ეროვნული საგანძურია “, - ეს სიტყვები წარმოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცერემონიაზე და დაამატა, რომ ბელმონდო ფრანგული კინოს უბადლო ვარსკვლავია. „ჩვენ ვიზრდებოდით ფილმიდან ფილმამდე, აი, ეს იყო ბელმონდო“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ცერემონიალისთვის სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანებზე ედევნებინა თვალი. „ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ. განადგურებული ვარ, მეგობარი დავკარგე. ერთმანეთს 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით და ერთად ვმუშაობდით. ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით“, - ეს კი ალენ დელონის სიტყვებია ჟან-პოლ ბელმონდოზე. ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ჟან-პოლ ბელმონდომ პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - სეზარის გამარჯვებული, კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

შს მინისტრი: ყვარელში მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე და ის კახეთიდან არის. „მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მოთხოვნებს, მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა. „ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. დღესვე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ევროპარლამენტიდან სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისია ემზადებოდა საქართველოში ჩამოსასვლელად. „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ცნობისთვის, მანამდე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმებოდა. ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული

ევროკავშირმა 6 ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ევროკავშირმა ალბანეთი, იაპონია, ბრუნეი, სერბეთი აზერბაიჯანი და სომხეთი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ევროკავშირის კრიტერიუმით, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში მოსახვედრად, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 75-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამავე თემაზე: ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ვიოლა ფონ კრამონი: ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა ძლიერი სიგნალია ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს

ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა განაცხადა. საგარეო კომიტეტის წევრის შეფასებით, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია და ის განსაზღვრავს მომავალში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა. ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს. ინტერვიუ სრულად: ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას

საქართველოში 1.77-1.84 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდების გავრცელების კერა აღმოაჩინეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. ეროვნული მუზეუმის განცხადებით, აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ოროზმანის ძეგლის შესახებ. "გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს. არქეოლოგიური გათხრების დროს, კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ. მკვლევართათვის ოროზმანის პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებელი 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი. 2010 წელს ქართველ და ფრანგ მკვლევართა ჯგუფის მიერ, ძეგლის თარიღი პალეონტოლოგიური ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მეთოდით განისაზღვრა. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში. 2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის სამეცნიერო ექსპედიციის წევრების მიერ, ძეგლზე ჩატარდა სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები. სატესტო ჭრილის გაჭრისა და შესწავლის შედეგად, უძველესი ფაუნის ნაშთებთან ერთად, ძეგლზე უძველესი ჰომინიდების აქტივობის დამადასტურებელი, დმანისის მსგავსი არტეფაქტები გამოვლინდა. 2021 წლის 20 აგვისტოდან, ოროზმანის ძეგლის შესასწავლად, მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციის პირველი სეზონი ქართველი და ამერიკელი მეცნიერებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის შემოგარენი, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბიძინაშვილი", - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

მსოფლიოში უდიდესმა ნახშირორჟანგის მშთანმთქმელმა ქარხანამ მუშაობა დაიწყო

ისლანდიაში, მსოფლიოს უმსხვილესმა ქარხანამ, რომელმაც ჰაერიდან ნახშირორჟანგი უნდა შთანთქას და ქვებად გადააქციოს, მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქარხანას Orca ჰქვია, რაც ისლანდიურად "ენერგიას" ნიშნავს. ის შედგება ოთხი განყოფილებისგან; თითოეული მათგანი ლითონის ორი ყუთისგან არის აგებული და გემის კონტეინერებს ჰგავს. აშენებულია შვეიცარიული კომპანია Climeworks-ისა და ისლანდიის Carbfix-ის მიერ. კომპანიის თქმით, სრული დატვირთვით მუშაობისას, ქარხანა ჰაერიდან წელიწადში 4000 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ეს დაახლოებით 870 ავტომობილის გამონაბოლქვს უდრის. Bloomberg-ის ცნობით, ქარხნის მშენებლობა 10-დან 15 მილიონ დოლარი დაჯდა. ნახშირორჟანგის შესაგროვებლად ქარხანა ვენტილატორებს იყენებს, რომლებიც ჰაერს კოლექტორისკენ მიმართავენ, რომელსაც შიგნით ფილტრები აქვს. მას შემდეგ, რაც ფილტრების მასალა ნახშირორჟანგით აივსება, კოლექტორი იხურება და ტემპერატურა იქამდე იწევს, რომ ფილტრიდან CO2 გამოიყოს, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ძლიერ კონცენტრირებული აირის შეგროვება. ამის შემდეგ, CO2 წყალში ერევა და 1000 მეტრის სიღრმეში ეშვება, ახლომდებარე ბაზალტის ფორმაციაში, სადაც ის ქვავდება. ე.წ ნახშირორჟანგის შეგროვებისა და შენახვის მომხრეები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება გახდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მთავარი ხელსაწყო. თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ წარმოუდგენლად ძვირია და დიდი მასშტაბებით მის დანერგვას შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს.

აშშ-ში კომპანიებს, რომლებსაც ასზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, პერსონალის ვაქცინაციის უზრუნველყოფა დაევალებათ

კომპანიებს, რომლებსაც ასზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, პერსონალის ვაქცინაციის უზრუნველყოფა დაევალებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა. "შრომის დეპარტამენტს ვავალებ, ყველა დამსაქმებელს, რომელსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, პერსონალის სრული ვაქცინაციის უზრუნველყოფა ან სულ მცირე, კვირაში ერთხელ თანამშრომლებისგან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოსთხოვოს", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ბაიდენის თქმით, ზოგიერთმა უმსხვილესმა კომპანიამ უკვე მოითხოვა ეს: United, Disney, Tyson და Fox News.

ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. "ორ ლიდერს ჰქონდა ფართო, სტრატეგიული დისკუსია. განიხილეს ის სფეროები, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა და ის სფეროებიც, სადაც ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავდება. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩაერთვებიან ორივე საკითხის განხილვაში ღიად და პირდაპირ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მათივე თქმით, ეს დისკუსია, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, იყო შეერთებული შტატების მიმდინარე ძალისხმევის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებლობით მართავდა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენციას. მათივე განმარტებით, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა პასუხისმგებლობის გამოჩენა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს. "პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ინდო-წყნარ ოკეანეში და მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი შეერთებული შტატების მუდმივ ინტერესს. ორმა ლიდერმა განიხილა ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონკურენცია არ გადავიდეს კონფლიქტში", - აცხადებენ თეთრ სახლში.