ძებნის რეზულტატი:

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

2021 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქალაქ ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (USAID, GIZ, EU, ADA, FAO, UNDP, EBRD, WB) ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ინდუსტრიის დახმარებასა და გაძლიერებაზე, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე. კერძოდ: სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება - ტურიზმის კანონი, ეკო-ტურიზმის სტრატეგია, აგრო ტურიზმის სამოქმედო გეგმა, ტურიზმის აღდგენის სამოქმედო გეგმა; ახალი ტურისტული ადგილების, პროდუქტებისა და სერვისების განვითარება; მცირე გრანტების პროგრამები ტურიზმის კერძო სექტორისთვის; კერძო და საჯარო დიალოგის ხელშეწყობა და პლატფორმის შექმნა; ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია; ციფრული ტრანსფორმირების ხელშეწყობა; მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის; DMO-ების განვითარების მხარდაჭერა; ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების განახლება და ოპერირების მხარდაჭერა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში ინდუსტრიის აღდგენის მხარდაჭერა (მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა კერძო სექტორისთვის, ახალი ინიციატივების წარდგენა) 2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი მოამზადა შემდეგ ქვეყნებთან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ისრაელი, კორეა, სან-მარინო და მავრიკი.

კიევი აცხადებს, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების ზონაში შეიჭრნენ

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნებისთვის გამოყოფილ ზონაში შეიჭრნენ, იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. „შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო სარაკეტო ძალების და სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალების საბრძოლო სროლისას, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო თვითმფრინავებმა, როგორიცაა სუ -24 და ილ-20, უხეშად დაარღვიეს საჰაერო სივრცე“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო სარდლობის განცხადებაში. „რუსეთის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს, ახდენს პროვოკაციებს და საფრთხეს უქმნის თავის სამხედრო მფრინავებს”, - გაანცხადა უკრაინის საზენიტო სარაკეტო ძალების უფროსმა ბორის გენოვმა.

რუსული მედიის ცნობით, ვიქტორია ნულანდი შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს

რუსეთს შეუძლია, ვიზა გასცეს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდისთვის, თუ აშშ ვიზებს მისცემს რუს დიპლომატებს, რომლებსაც უარი ეთქვათ შეერთებულ შტატებში შესვლაზე, იუწყება რუსული „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით. ამავე წყაროზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ნულანდი რუსეთში შეიძლება, ოქტომბერში ჩავიდეს. კომერსანტის ცნობით, ვიზის მიღების შემდეგ, ნულანდი აპირებს, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილოს. ნულანდი იმ პირთა სიაშია, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში, კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა.

სამხრეთ კორეაში 12-დან 17 წლამდე მოზარდებს აცრიან, 75 წელს გადაცილებულებს კი „ბუსტერ“ დოზას შესთავაზებენ

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, მომდევნო თვიდან ქვეყანაში 12-დან 17 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება, 75 წელს გადაცილებულებს კი გამაძლიერებელ, ე.წ „ბუსტერ“ დოზას შესთავაზებენ, რადგან ქვეყანა ცდილობს, ოქტომბრის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს (KDCA) ვაქცინაციის მრჩეველთა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნა აღემატება. როგორ ცნობილია, ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება გამაძლიერებელ დოზას, „ბუსტერ“ დოზა განკუთვნილია რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის და მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისთვის. ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში კვირას კორონავირუსის 2,383 ახალი შემთხვევა დფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 303,553-ს მიაღწია, დაიღუპა 2,456 ინფიცირებული.

გერმანიის ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი 19-თვიანი პაუზის შემდეგ იხსნება

გერმანიის ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი ბერგჰაინი, რომელიც გასული წლის მარტში კოვიდპანდემიის გამო დაიხურა, 2 ოქტომბერს გაიხსნება. Berghain-ი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი და არაპროგნოზირებადი „კარის პოლიტიკით“, შემსვლელებს ვაქცინირებულის და კოვიდგადატანილის სერთიფიკატებს მოსთხოვს. სექტემბრის დასაწყისში, ბერლინის სხვა კლუბები ხელახლა გაიხსნა აცრილი ან გამოჯანმრთელებული ადამიანებისთვის, სადაც გართობა ნიღბების გარეშე იყო ნებადართული.

შესაძლოა, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალოს

შესაძლოა, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ კიმ ბო-კიუმს პრეზიდენტმა ძაღლების ხორცის აკრძალვის საკითხის განხილვა შესთავაზა. „არ დადგა დადგა დრო, რომ გონივრულად განვიხილოთ ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვა?" - ჰკითხა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს. როგორც TheGuardian-ი წერს, ბოლო პერიოდში ძაღლის ხორცის მოხმარება შემცირდა, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ცხოველები, როგორც თანამგზავრებად და არა პირუტყვებად მიიღო. ძაღლების ხორცი უკვე დიდი ხანიამ სამხრეთ კორეის სამზარეულოს ნაწილია. როგორც ცნობლია, ზოგიერთი ძაღლის ჯიში სპეციალურად ხორცის წარმოებისთვის მრავლდება და გამოიყენება ტრადიციულ კერძებში.

ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების განახლებას გეგმავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ WSJ იუწყება. ორგანიზაცია ექსპერტებისგან შემდგარ 20-კაციან გუნდს წარადგენს. როგორც ცნობილია, მეცნიერებისგან შემდგარი წინა ჯგუფი იანვრიდან თებერვლამდე მუშაობდა. მათ მოინახულეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მათ შორის BSL-4 ლაბორატორია, რომელსაც არაოფიციალურად, ვირუსის გავრცელებას უკავშირებდნენ. საბოლოო ანგარიშის თანახმად, SARS-CoV-2, სავარაუდოდ, ადამიანებს ღამურებიდან, სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ. მეცნიერებმა COVID19-ის წარმოშობის დასადგენად მუშაობა შეაჩერეს ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა. ჯანმომ პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. ვირუსმა მსოფლიოში 5 მლნ-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ამირან გამყრელიძე: კახეთში ყოფნისას, მარან-მუზეუმის ღია სივრცეში ვისადილეთ შესაბამისი რეგულაციების დაცვით, ყველა ვართ სრულად აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც კახეთში, სუფრასთან მის ყოფნას ასახავს, განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, სუფრაზე მყოფი ყველა ადამიანი აცრილია. „გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც NCDC-ის პრესსსამსახური ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს. მსოფლიო ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2018 და 2020 წლების ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ცნობლია, მსოფლიო ბანკი არსებული მონაცემების გადამოწმებას იწყებს. "ყველა ხელთასრსებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მათ შორის წარსული შემოწმებების, აუდიტებისა და ანგარიშების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გააგრძელოს doing business ანგარიშის გამოქვეყნება", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, შიდა აუდიტისა და კერძო იურიდიული ფირმის "WilmerHale-ის" დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მსოფლიო ბანკის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, მათ შორის კრისტალინა გეორგიევა, რომელიც ახლა მსოფლიო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობს, მანამდე კი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, გავლენას ახდენდნენ თანამშრომლებზე, რათა მიეღოთ ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო მონაცემები. შედეგად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, ჩინეთი შვიდი საფეხურით დაწინაურდა. გეორგიევა უარყოფს ჩატარებული აუდიტისა და გამოძიების შედეგებს და აცხადებს, რომ ისინი ყალბ ინფორმაციას შეიცავს. ცნობისთვის, Doing business-ის ანგარიშს მსოფლიო ბანკი 2003 წლიდან შემდეგ, ყოველწლიურად აქვეყნებდა. Doing Business-ის ანგარიში აფასებს მარეგულირებელ გარემოს, ბიზნესის დაწყების სიმარტივეს, ინფრასტრუქტურასა და ბიზნესის კლიმატის სხვა მაჩვენებლებს.

კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ - დეზინფორმაციის წინააღმდეგ 8 ორგანიზაცია გაერთიანდა

„ინფორმაციის სანდოობისთვის“- ასე ჰქვია კოალიციას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ჩამოაყალიბეს. კოალიცია 8 ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა მთავარი ორიენტირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. კოალიცია იმუშავებს დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგისა და კვლევების მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები განმარტავენ, რომ ამ საკითხზე ისინი წლების განმავლობაში ინდივიდუალურად მუშაობდნენ, თუმცა, მათი თქმით, პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გამოწვევას ერთობლივი პასუხი გაეცეს. ისინი აღნიშნავენ, რომ კოალიციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციის მონიტორინგი, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება იქნება. კოალიცია USAID-ისა და ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და მისი წევრები არიან: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), iFact, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

ნაფტალი ბენეტი: ირანმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

ისრაელი ირანს „ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაში“ ადანაშაულებს. ამის შესახებ France24 ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ირანმა გადაკვეთა ყველა „წითელი ხაზი", რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის პროგრამის შეზღუდვას, მაგრამ ისრაელი „არ დაუშვებს“ თეირანის მიერ ამ პროგრამის განვითარებას. ბენეტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ბოლო წლებში ბირთვული წარმოებისა და ურანის გამდიდრების შესაძლებლობების კუთხით „დიდი ნაბიჯები" გადადგა. „არიან ისეთებიც მსოფლიოში, ვინც ირანის ბირთვული იარაღისკენ სწრაფვას გარდაუვალ რეალობად მიიჩნევენ, როგორც დასრულებულ გარიგებად, ან უბრალოდ დაიღალნენ ამის მოსმენით", - განაცხადა პრემიერმა, რომელმაც ეს პოზიცია ივნისში დაიკავა. ირანმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვისაა, პარასკევს განაცხადა, რომ ელოდება მოლაპარაკებების მალე განახლებას 2015 წლის საეტაპო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

უნგრეთმა „გაზპრომთან“ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

უნგრეთის მთავრობამ და რუსულმა კომპანია "გაზპრომმა" რუსული გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით, უნგრეთს რუსული გაზი 2036 წლის ბოლომდე უნდა მიეწოდოს. ბუდაპეშტში შეთანხმებას ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიარტომ და "გაზპრომის" გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერმა. როგორც Deutsche Welle წერს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, "გაზპრომი" უნგრეთს მიაწოდებს წელიწადში 4.5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის განმავლობაში, ამ მოცულობის გაზი უნგრეთს ყოველწლიურად მიეწოდება ორი მარშრუტით - ავსტრიისა და სერბეთის გავლით. Deutsche Welle-ს ცნობით, უნგრეთის განზრახვა "გაზპრომთან" გაზის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც სიარტომ განიხილა ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. 30 აგვისტოს სიარტომ გამოაცხადა, რომ "გაზპრომთან" მიღწეულია შეთანხმება ძალაში პირველ ოქტომბერს შევა.

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა

27 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 749 457-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2% სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.2% 26 სექტემბერს აიცრა 6 617 ადამიანი. ცნობითვის, COVID19: 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 663 დაინფიცირდა. ამავე თემაზე: რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია

ნიკა მელიამ გლდანის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია წარუდგინა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და თბილისი მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გლდანის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია წარუდგინა. ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიას წარმატებები უსურვა და "მართალი ადამიანი" უწოდა. მელიამ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დროში არ დაბრუნდება და თბილისი საბჭოთა თბილისი არ გახდება. უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკოსები არ არიან მატყუარები, პოლიტიკოსები წარმოადგენენ ხალხს, ქვეყანას, იდეას და აშენებენ ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გლდანში, წარდგენისას განაცხადა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ძალაუფლება არის ხალხის და არა სუს-ის, ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი კობახიძის. მისი თქმით, "არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადალახავ თუ გჯერა, თუ ხარ მართალი და თუ არ გეშინია". "საქმე არ არის პროცენტებში. საქმეა იმაში, რომ თქვენ აბსოლუტურად ყველას უთხარით, რომ ძალაუფლება არის ჩვენი! ძალაუფლება არის ხალხის! ძალაუფლება საქართველოს მოქალაქის არის და არა სუს-ის, ივანიშვილის, კობახიძის, თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც დღეს შეიძლება აქვს ფული, მაგრამ არ აქვს ღირსება! წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა. ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა გამყოფ ხაზთან, ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინცინდენტები განიხილეს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე, ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 2 მოქალაქე რჩება, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი, რომელიც ოკუპანტებმა 14 აგვისტოს დააკავეს. ცხინვალსა და აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლების საკითხს, ქართული მხარე, ასევე ოქტომბერში გასამართ ჟენევის მოლაპარაკებაზეც დააყენებს. ამავე თემაზე: საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

დავით ზალკალიანი: კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია, რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია. ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა რიტორიკამ დასავლეთთან ურთიერთობის ფორმები არ დააზიანა. "მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში გახლდით, იქიდან თვალს ვადევნებდი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ასევე კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია. რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, რომ ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია. ისინიც აუცილებლად ადეკვატური უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას კარგად ხედავენ და დააფასებენ. ყველაფერი იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ამავე თემაზე: კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ინციდენტზე: სრულიად შეგნებულად აღვივებენ პოლარიზაციას დასავლელი პარტნიორების ოფისის წინ ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა

აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა

აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 5 მლნ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ნაწილი ჩაიტანეს, ნაწილს კი წლის ბოლომდე ჩაიტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ტექნიკის მიწოდება მიზნად ისახავს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობებსა და თავსებადობას. "აღჭურვილობის პარტიის მიწოდება შესაძლებელი გახდა მოლდოვას რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წლების განმავლობაში დამყარებული კარგი თანამშრომლობის წყალობით. ამგვარად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მოლდოვის სამხედროების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, წვრთნებისა და მომზადების მუდმივი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის წვრთნების დროს ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. კონკრეტულად რა სახის ტექნიკა გადასცა აშშ-მა მოლდოვას, დაკონკრეტებული არ არის. მოლდოვა-ამერიკის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ემყარება მემორანდუმს "მოლდოვის რესპუბკისლი თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რომელსაც ხელი 1995 წლის 4 დეკემბერს მოეწერა.

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა ნინა სოკოლოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. "ჩემი ბაბუკა გარდაიცვალა მეგონა ბევრის დაწერას შევძლებდი მაგრამ ვერ" - წერს ნინა სოკოლოვა. საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა. 4 თებერვალს, დავით სკოლოვს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ვარსკვლავი გაუხსნეს.

„თალიბანმა“ ჰელმანდის პროვინციაში, სილამაზის სალონებს კაცებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალა

"თალიბანმა" ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სილამაზის სალონებს კაცებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "თალიბანის" თქმით, წვერის გაპარსვა ისლამის კანონებს არღვევეს. შესაბამისად, ვინც წესს დაარღვევს, დაისჯება. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში არსებულმა ზოგიერთმაც მიიღო მსგავსი გაფრთხილება. "თალიბანის" ოფიცრები სალონის თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ მათ უნდა დაიცვან შარიათის კანონი. "არავის აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება", - ნათქვამია შეტყობინებაში. როგორც ერთ-ერთი სალონის მეპატრონემ BBC-ის განუცხადა, "თალიბანის" წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ "ავღანეთში უნდა შეწყდეს ამერიკული სტილის მიმდევრობა".

სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია მოდის სახლ Balenciaga-ში გაიმართა. პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა და ქართველი ხალხის სახელით ჯილდოს მიღება მიულოცა. ,,მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ. ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებიული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა! მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ საიხარულს. ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისათვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე. დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.