ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ ბუსტერ დოზით აიცრა. ვაქცინაციის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობითვის, ჯო ბაიდენმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ის"ბუსტერ" დოზას გაიკეთებდა, თუმცა ვაქცინის გაკეთების თარიღი არ დაუკონკრეტებია. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზები ისევე უფასო იქნება, როგორც ეს პირველ ორ დოზაზე ხდებოდა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს
Edison Research-ი: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, მოსახლეობის 43% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 30% - ნიკა მელიას, 12% - გიორგი გახარიას
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. შეკითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 43%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია - 30%-მა, გიორგი გახარია კი -12%-მა. დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: ანა დოლიძე - 6%; ანა ბიბილაშვილი - 3%; სხვა - 6% კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კახა კალაძეს მოსახლეობის 55% "პოზიტიურად", 45% "ნეგატიურად“ აფასებს, გიორგი გახარიას კი გამოკითხულთა 49% აფასებს "პოზიტიურად", 51% - "ნეგატიურად". ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია მოწონების რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს - მას გამოკითხულთა 46% აფასებს "პოზიტიურად", 54% კი "ნეგატიურად". მელიას წინ უსწრებს ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე („პოზიტიურად“ 48%; „ნეგატიურად“ 52%) და „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე („პოზიტიურად“ 47%, „ნეგატიურად“ 53%) დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: ირაკლი ღარიბაშვილი - 44% (ნეგატიურად 56%) შალვა ნათელაშვილი - 41% (ნეგატიურად 59%) ბიძინა ივანიშვილი - 40% (ნეგატიურად 60%) ელენე ხოშტარია - 40% (ნეგატიურად 60%) ხატია დეკანოიძე - 40% (ნეგატიურად 60%) მიხეილ სააკაშვილი 38% (ნეგატიურად 62%) გიორგი ვაშაძე 38% (ნეგატიურად 62%) სალომე ზურაბიშვილი 37% (ნეგატიურად 63%) ირაკლი კობახიძე 36% (ნეგატიურად 64%) არჩილ თალაკვაძე 36% (ნეგატიურად 64%) დავით უსუფაშვილი 36% (ნეგატიურად 64%) ალექსანდრე ელისაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%) ზურაბ ჯაფარიძე 34% (ნეგატიურად 66%) კახა კუჭავა 34% (ნეგატიურად 66%) ანა ნაცვლიშვილი 34% (ნეგატიურად 66%) გიგი წერეთელი 31% (ნეგატიურად 69%) სალომე სამადაშვილი 30% (ნეგატიურად 70%) ბადრი ჯაფარიძე 29% (ნეგატიურად 71%) მამუკა ხაზარაძე 29% (ნეგატიურად 71%) ირმა ინაშვილი 27% (ნეგატიურად 73%) ნინო ბურჯანაძე 26% (ნეგატიურად 74%) საბა ბუაძე 25% (ნეგატიურად 75%) გიგა ბოკერია 24% (ნეგატიურად 76%) კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან- 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის. ამავე თემაზე: IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა
Edison Research-ი: დღეს რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მოსახლეობის - 36% მისცემდა, ენმ - 27%, „საქართველოსთვის“ - 11%
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს,რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება - 36%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%; გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 11%; ლეიბორისტული პარტია - 4%; ლელო - 4%; ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%; ევროპული საქართველო - 2%; გირჩი - 2%; მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%; პატრიოტთა ალიანსი - 2% ელენე ხოშტარია - დროა - 1%; ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;მოქალაქეები - 1%; სხვა - 3%. ამასთან, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ არჩევანში, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში და აუცილებლად ამ პარტიას მისცემს ხმას; შესაბამისად 16% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა 89%დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, 11% ამბობს, რომ არაა დარწმუნებული; გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერთა 76%-ია საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, შესაბამისად, 24% - არა. კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან- 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის. . კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის. ამავე თემაზე: Edison Research-ი: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, მოსახლეობის 43% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 30% - ნიკა მელიას, 12% - გიორგი გახარიას IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა
მიხეილ სააკაშვილი: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრისთვის ბილეთი შეიძინა. ამის შესახებ მან Facebook-ზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა. ბილეთი 2 ოქტომბრით თარიღდება. "რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება. თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს, არანაირი თანამდებობის სურვილი, იმიტომ, რომ ნადმვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Washington Post: აშშ-ში ჩასვლა, სავარაუდოდ, Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ
ნოემბრიდან, აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის, თუმცა Washington Post-ის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსული ვაქცინა Sputnik V-ით სრულად ვაქცინირებულები ქვეყანაში არ შეუშვას. როგორც ცნობლია, ახალი მოთხოვნების თანახმად, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდება, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის მსურველები ან ამერიკის ხელისუფლების, ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით უნდა იყვნენ აცრილნი. Washington Post-ის ცნობით, Pfizer-ისა და Moderna-ს გარდა, ასეთი ვაქციებია ჩინური Sinovac-ი და Sinopharm-ი. ჯანმოს მიერ ავტორიზებულია Astrazeneca-ს ვაქცინა, ხოლო ამერიკის მედიკამენტების სააგენტოს მიერ კი Jhonson&Jhonson-ის ვაქცინა. ცნობისთვის, რუსული ვაქცინა Sputnik V-ი ჯანმოს მიერ დამტკიცებული ჯერ არ არის.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო
„დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო“, - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალი“ (JDD). სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, წარსულში ფრანგი დიპლომატისთვის, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა, პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაა. როგორც ცნობილია, ,,კვირის ჟურნალისათვის“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი დიპლომატი საუბრობს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, საქართველოს მიზანზე შეუერთდეს ევროკავშირს და ამავდროულად, მოსკოვთან რთულ დიალოგზე, რომელიც მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს. კითხვაზე, რას წარმოადგენს თქვენთვის საფრანგეთი?, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის ,,სრულიად ქართველია“. ,,მე სრულიად ქართველი ვარ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სამშობლო საფრანგეთის მიმართ, რომელმაც მე შემქმნა. მე აქ მივიღე განათლება და ძალიან მიჯაჭული ვარ საფრანგეთზე. ფრანგული კულტურის მიმართ ძლიერი ქართული მიჯაჭულობა არსებობს, ალექსანდრე დიუმა საქართველოში გმირია. ეს ევროპული ღირებულებებისა და ქრისტიანული ცივილიზაციისადმი მიჯაჭულობაა", - აცხადებს ზურაბიშვილი. პრეზიდენტს საფრანგეთის დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაზეც ჰკითხეს, რის პასუხადაც, მან განაცხადა, რომ მისთვის ეს გასაკვირი არაა. ,,ეს მე არ მაკვირვებს. საქართველოშიც, ჩვენ ძალიან ძლიერ პოლარიზაციაში ვცხოვრობთ. ეს მსოფლიო ფენომენი სხვა ფორმის პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც დამატებითი მობილიზებაა საჭირო. ეს ითარგმნება იდენტობის თემების წამოჭრითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით. საქართველოში ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მრავალი გაურკვევლობით, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, ასეთი ტენდენციაა: ჩემი იდენტობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი მაქვს", - ამბობს ზურაბიშვილი. კითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს. ,,პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - აცხადებს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის ფირმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. კითხვაზე, NATO-ში გაწევრიანება კვლავ არის თუ არა საქართველოს მიზანი, პრეზიდენტი დადებითად პასუხობს. ,,ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია NATO-სთან ერთად წვრთნები გვაქვს",- აცხადებს ზურაბიშვილი. კითხვაზე, რუსეთი დაგანებებთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს მიზანი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: ,,საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პიზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი". რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ურთიერთობები ,,სრულად გაყინულია". ,,სრულიად გაყინული. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე ხომ არ არის საჭირო რათა მეტად გაიგოს?, პრეზიდენტი პასუხობს: ,,სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლიაევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები". სალომე ზურაბიშვილს ავღანეთში ამერიკის წარუმატებლობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა. ,,ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა. ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს რეგიონი გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო. ჩვენ იქ აღარ ვართ. როგორ უნდა გამოვიდეს ის ამ სიტუაციიდან? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ძალიან აქტუალური იქნება", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.
სიდნეი ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს აუქმებს
პირველი დეკემბრიდან, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ეს შეეხება მხოლოდ ვაქცინირებულებს, - ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. გადაადგილების შეზღუდვა სიდნეიში 11 ოქტომბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თანდათანობით მოიხსნება, რადგან ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%, 80%და 90% აღწევს. მათ კი, ვინს სრულად ვაქცინირებულები არ იქნებიან, აეკრძალებათ ვაქცინირებულებთან კონტაქტი, მაღაზიებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლა და ღონისძიებებზე დასხწრება. "თუ გსურთ მეგობრებთან ერთად მიირთვათ საკვები და სახლში მიიღოთ სტუმრები, უნდა გაიკეთოთ ვაქცინაცია", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, თუმცა მას არ დაუკოკრეტებია, როგორ გაკონტროლდება არავაქცინირებულთა საქმიანობა და რა ზომებს მიიღებენ.
ნიგერიის ჩრდილოეთით შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 34 ადამიანი მოკლეს
ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე კადუნის ჩტატის ორ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 34 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღითა და მაჩეტებით შეიარაღებული პირები კადუნას შტატის ორ სოფელში ორშაბათს ღამით შეიჭრნენ, ადგილობრივები დახოცეს და საცხოვრებელი სახლები დაწვეს. გამოცემა დაღუპულთა რიცხვს მთავრობაზე დაყრდნობით წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით, 44 გარდაცვლილზე საუბრობდა. მედიის ცნობით, მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა ადგილზე მისულ უშიშროების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მოგვიანებით, მათ უკან დაიხიეს. Reuters-ი ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.
კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და 1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ. ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ თბილისში ბინების გაქურდვის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერში, ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის სხვადასხვა უბანის, არაერთ ბინაში ფარულად შეაღწია და გაქურდა. სამართალდამცველებმა, დ.გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ გერმანიის ახალ მთავრობასთან მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას ელოდება
გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ გერმანიის ახალ მთავრობასთან მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას ელოდება, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ჯელინა პორტერმა ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ ასევე ვიცით წინასწარი შედეგები და გერმანიის მომავალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების შედეგს ველოდებით, ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით გერმანიასთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ ასევე ვიტყვით, რომ გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა დარჩება ახალი მთავრობის ფორმირებამდე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით გერმანიის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის გაგრძელებას ორმხრივ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზეც", - განაცხადა პორტერმა. ცნობისთვის, გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 25,7 პროცენტი მოიპოვა. ამავე თემაზე: როგორი იქნება პოსტ მერკელისეული ევროპა
საქართველოში კორონავირუსი 2 185 ადამიანს დაუდასტურდა, 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 185 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი, 40 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში NATO-ს 5 ხომალდს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ. NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს. ბათუმის პორტში NATO-ს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ. NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების NATO-ს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს. NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი: 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია
„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი. „მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, უპასუხა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილიმა აგვისტოშიც განაცხადა ქართულ მედიასთან ინტერვიუში, რომ კოალიციური მთავრობა: „ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად“. სრული ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული ადამიანი
„სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული, გაბრაზებული ადამიანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა. მას ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს პასუხი, რომ მმართველი გუნდი ამ ხალხის მობილიზაციას აპირებს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს ზოგადად თქვა. მისივე თქმით, „როგორც კი, სააკაშვილი შემოდგამს ფეხს, მას დააკავებენ“. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში „ეს კაცი უკვე რვა წელია, იმუქრება, ჩამოვალ, ჩამოვალ, და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ ციხეში შევა. სააკაშვილის ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის არეულობის, დესტაბილიზაციის და ქაოსის შემოტანაა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც მიუღწეველი ოცნებაა სააკაშვილისთვის და მისი მჩაგრველი, მკვლელი გუნდისთვის. დღეს, სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს 2003 წელია. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში. დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა, ჩამოვიდა ღამით, რა უნდა მოხდეს: კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ. ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინაღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით. მეორე, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა სააკაშვილი არის მსჯარვდებული და ის იმსახურებს ციხეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები, რომ მას ხალხი დაიცავს, სიყალბეა. „რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ექსპრეზიდენტმა გვიან ღამით გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.
საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია დაიწყო
"არავინაა უსაფრთხო, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ" - საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კამპანია საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და აღნიშნულ პირთა ვაქცინაციას ითვალისწინებს. "საინფორმაციო კამპანია, მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში დაიწყო, სადაც თავშესაფრის მაძიებლები და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზით სპეციალურად მობილიზებულ ვაქცინაციის მოძრავ ამბულატორიაში აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მისიის ხელმძღვანელი კემლინ ფურლეი დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის გლობალური კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი: როგორც ჩანს, რაღაც ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს, გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა
ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა; მე ადრე ვთქვი, ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ონში, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი შეფასებით, გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა. „ეს ძალიან მარტივი წასაკითხია. ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს ადამიანს, ეს ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე ჩართულია სააკაშვილის თამაშში. აღარ მინდა ამ საკითხზე დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ ალბათ, როგორც ჩანს რაღაც ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გიორგი გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი, ჩვენს გუნდს, რადგან ის არის კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, როცა შენი გუნდი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს და მეორეს მხრივ, სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გახარიას მიერ შეტანილი საჩივარი არ არის საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც მას „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან აკავშირებს. „მათ ერთი თამაში აქვთ. თბილისში რატომ დააყენა თავი მერად, იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება აიღოს, არის 7-8-10% თბილისში, მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, როგორმე იქნებ მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა
სოფელ შქმერთან, იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი, 51,5-კილომეტრიანი გზის გახსნის ღონისძიება გაიმართა. გზაზე მოსახვედრად, ავტოტრანსპორტმა თბილისიდან უნდა იმოძრაოს ქალაქ საჩხერეს მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა იწყება ქალაქ საჩხერედან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-დან და მთავრდება ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, საიდანაც ქალაქ ონამდე მისასვლელი მანძილი 5 კმ-ია, ხოლო ქალაქ ამბროლაურამდე - 21 კმ. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება.
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ამის შესახებ WAF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლიც ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია და ქართველი ათლეტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებს WAF- ის წევრების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, ევროპისა თუ მსოფლიო დონეზე დაგეგმილ ჩემპიონატებში. გარდა ამისა, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებულმა ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გადაიხადოს ფინანსური ჯარიმები, დისკვალიფიკაციის გაუქმების მიზნით. მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის თქმით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ეს "ძალიან მძიმე" გადაწყვეტილება მიიღო კონტრაქტის "სერიოზული" დარღვევის გამო, ვინაიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ვერ მოახერხა სპორტის აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება და შეცდომაში შეიყვანა WAF-ის მენეჯმენტი და წევრები, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ფინანსური ზარალი და იმიჯის შელახვა, როგორც WAF-ის, ასევე WAF-ის წევრებისთვის. როგორც ცნობლია, დისკვალიფიკაციის დროს, ქართველი სპორტსმენები ვერ დარეგისტრირდებიან WAF ჩემპიონატებში. თავდაპირველი გეგმით, ჩემპიონატი ბათუმში, მიმდინარე წლის 21-27 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
მედია: თურქულმა ძალებმა სირიაში რუსულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს
ომი სირიაში, რომელმაც 350 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ესკალაციის ახალ ფაზაშია შედის რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრამდე. ალ არაბიას ცნობით, კვირას თურქულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შვეულმფრენს, რომელიც ასრულებდა მისიას სირიის ჩრდილოეთით, ალ-ჰასაკას პროვინციის გარეუბანში. მედიის ცნობით, ვერტმფრენმა სარაკეტო დარტყმის თავიდან აცილება შეძლო. Hawar News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოფელ არ-დარდარაში მომხდარის დროს, რუსულ ბაზასთან ახლოს, ვერტმფრენებმა ცეცხლით უპასუხეს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებს და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია. რუსული თვითმფრინავები ზედიზედ მეორე დღეა, ახორციელებენ იერიშებს ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ბაშარ ასადის ძალების წინააღმდეგობის უკანასკნელი დასაყრდენი რჩება. კვირას ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, იტყობინება სირიის ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია. ერდოღანი აპირებს პუტინთან სირიის განხილვას 29 სექტემბერს შეხვედრისას, განუცხადეს ანკარას Bloomberg- ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ერდოღანი სირიის საკითხის განხილვას მიმდინარე თვეს დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს. გასულ კვირას, პუტინმა შეხვედრა გამართა ბაშარ ასადთან კრემლში, სადაც თქვა, რომ სირიაში უცხოელი ჯარების ყოფნა სირიის მთავრობის თანხმობის გარეშე, იყო „მთავარი განსახილველი საკითხი“. თურქეთი ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამ განცხადების შემდეგ, პარასკევს, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა, როსელხოზნადზორმა განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა საშიში პათოგენებით ინფიცირების შემთხვევები თურქეთიდან რუსეთს მიწოდებულ ხილსა და პომიდორში. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღის განრიგში უამრავი განსახილველი თემა იქნება, თუმცა შეხედულებების გაცვლა სირიისა და ლიბიის თემაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა რეგიონული თემებისა ისინი ეკონომიკურ და სხვა გლობალურ საკითხებსაც შეეხებიან. ,,მართლაც ბევრი სამუშაო გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების, საერთო ეკონომიკური პროექტებისა და ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში, 29 სექტემბერს შეხვდებიან. ისინი ერთმანეთს ბოლოს 2020 წლის მარტში, მოსკოვში შეხვდნენ.