ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილი: ვიცოდი, რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომ „კადრების გამოქვეყნებით, ნამდვილად ვერაფერი დააკლეს, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად შიმშილობს და საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება“. ის აცხადებს, რომ 6 ნოემბრის დილიდან უკვე არ იღებს აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა ჰქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერზე, რასაც ციხეში იღებს, ხელს აწერს და კონკრეტული „კონსერვები“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მოუწერია და არც უნახავს. „რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? - ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად. სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს. ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ. კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით - ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს. კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში. ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს. და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი - მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 ნოემბერს ვიდეოკადრები გაავრცელა.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ბინდბუნდი ერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი გამახსენდა თალიბების მიერ მართულ სოფელზე, სანამ თალიბები მთელ ქვეყანას დაიკავებდნენ. უცხოელი ჟურნალისტები თავად შეუშვეს სოფლის თავებმა იმის საჩვენებლად, როგორი ბედნიერი იყო იქ ხალხი და თალიბები მათზე როგორ ზრუნავდნენ. კიო, ადამიანები ყვებოდნენ, მოგვწონს აქ ცხოვრება, წესრიგი და სიმშვიდეაო, სამართლიანები არიანო... ამ „სარეკლამო“ ფილმში ბევრი უცნაური ამბავი იყო მოთხრობილი, მაგალითად, სოფლის მოედანზე გამართული სასამართლო, სადაც ადამიანები სრული სიმშვიდით საკუთარ სამართალს ელოდნენ და სასჯელს მადლიერებით იღებდნენ... „გასამართლდა“ ოჯახის მამა, რომელმაც ოჯახში სტუმრები მიიღო შვილის ქორწილის აღსანიშნავად; გაიროზგა გოგონა, რომელმაც ტელეფონზე დარეკვა გაბედა... სოფლის თითოეულ მცხოვრებს თავისი ხელით მოჰქონდა ხარკი - საკუთარი ნაშრომის უდიდესი ნაწილი... „კეთილი ეპიზოდებიც“ მოხვდა კამერაში - ფეხმძიმე გოგონას ექიმი მოუყვანეს. რამდენი წლის ხარო, ექიმმა ჰკითხა და არ ვიცი საკუთარი წლოვანებაო... რამდენი თვის ორსული ხარო, ექიმმა ჰკითხა და ათი თვისო... მას შემდეგ, რაც თალიბებმა მთელ ქვეყანაზე აიღეს სრული კონტროლი, ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მათ შემზარავ დანაშაულებებზე. მაგალითად, პატარა გოგონას თავი მოჰკვეთეს მხოლოდ იმისთვის, რომ ფრენბურთელი იყო, მისმა ოჯახმა კი ამბავი არ გაასაჯაროვა სხვა შვილების გადასარჩენად... და ამ ორუელისეულ ჯოჯოხეთს ბევრი ფანი ჰყავს ჩვენს წილხვედრში - პატრიოტები არიანო, ვაჟკაცები არიანო, გარყვნილებას ებრძვიანო, „კორონა აფიორას“ არ აღიარებენო... ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი მშვიდობიანი მუსლიმი ჩაქოლონ, თუნდაც საკუთარი მოკეთე და ნათესავი, შორეულ მუსლიმ ფუნდამენტალისტებს აქებენ დიდი მონდომებით... გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში? მე ვერ გავიგე... ჩვენს საზოგადოებაში ბევრი კონსერვატიული ჯგუფია. მათთვის ქალი უწესოა თუ მეზობელს გაუღიმებს, ქვედაბოლოში მუხლს გამოაჩენს, საცურაო კოსტუმს მოირგებს... ერთმა „კონსერვატიულმა“ ბელადმა ისიც კი გვითხრა, ოჯახის ქალმა „ტიტლიკანა თითები“ არ უნდა გამოაჩინოს ღია ფეხსაცმელშიო... ამ კონსერვატიულ ჯგუფებს „ექსპერტულ“ მხარდაჭერას უწევენ ის ქალები, ზოგს რომ სექსის ექსპერტად ვიცნობდით და ზოგს პროფესიონალ მეძავად... უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს არაფერს ვერჩი და ჩიჩოლინას ისტორიაც კარგად მახსოვს, მაგრამ რაღაცეები მაინც ვერ გავიგე... თქვენ გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში? ბევრ ადამიანს ვიცნობთ, ვინც პირად საუბარში ამაყობს იმით, როგორ „მოტეხა“ ბევრი ფული, როგორ „ჩაუწყო“ საქმე საკუთარ ახლობლებს, როგორ „მოუგვარეს“ ქურდებმა საქმე... მათი ცოლები თავს იწონებენ სიყვარულის ისტორიებით და საჯარო სივრციდან გვირჩევენ, როგორ გავხდეთ მოვლილები, გემოვნებიანები და ტრენდულები... ამ ქალებს და კაცებს, ამ ცოლებს და ქმრებს ბევრი ფანი ჰყავს - უფრო ისინი, ვისაც მოჰპარეს, ვინც გააღატაკეს, ვისი შვილებიც ვერასდროს გახდებიან მოვლილები და ტრენდულები... და მე რაღაცეები ისევ ვერ გავიგე... თქვენ გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში? ბევრ „მორწმუნეს“ ვიცნობთ, ვინც მზად არის თვალები საკუთარი ხელით დასთხაროს ყველას, ვინც „არ ევასება“... ბევრ „პატრიოტს“ ვიცნობთ, დღედაღამ საქართველოზე ლექსებს რომ პოსტავს და იქვე გვიმტკიცებს, ომი საქართველომ დაიწყოო... ბევრ „მასწავლებელს“ ვიცნობთ ჩვენს გაუნათლებლობაზე მოწუწუნეს, თავად რომ ვერასდროს გადალახა ბარიერი გამოცდაზე... ბევრ „ვაჟკაცს“ ვიცნობთ, „ქართველების ერთად ყოფნა დაგვილოცე ღმერთოო“ რომ გვახსენებენ ხშირ-ხშირად და თავად სამოქალაქო ომის „მხატვარს“ გულდასმით უსმენენ ინტერვიუებში... ბევრ „მეგობარს“ ვიცნობთ, ყველაფერს რომ გვილაიქებს, არადა ზუსტად ვიცით, არც ერთ ჩვენს აზრს არ იზიარებს... მე რაღაცეები ისევ ვერ გავიგე... თქვენ გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში? *** პირველი პრეზიდენტი ზოგს ისე უყვარდა, დღემდე ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის და ზოგს ისე სძულდა, მისი იარაღით დამხობა საქვეყნო საქმედ მიაჩნდა... ორივე მხარეს იდგნენ წარმატებულები, განათლებულები... და ვერც ერთმა მხარემ ვერ აირიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტყეში სიკვდილის სამარცხვინო აქტი... ჩვენ მოვკალით პირველი პრეზიდენტი და შემდეგ ყველამ ერთად გმირად ვაქციეთ... ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ზოგს ისე სძულს, მისი სიძულვილი ცხოვრების მისიად ექცა და ზოგს ისე უყვარს, სახელმწიფოს ერთადერთ გადამრჩენად მიაჩნია... და ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს თავიდან აირიდოს მოშიმშილე პრეზიდენტის მოკვდინების სამარცხვინო საფრთხე... ალბათ შემდეგ ყველამ ერთად რომ გმირად ვაქციოთ... მე ვერაფერი გავიგე ამ ბინდბუნდში, ალბათ სწორი წერტილი ვერ ვიპოვე ჰორიზონტის შესათვალიერებლად... *** „ისე ხშირად ვაბუნდოვანებთ საზღვარს კარგსა და ცუდს შორის, სწორსა და მცდარს შორის, მკაფიოდ ვეღარც ცუდს ვხედავთ და ვეღარც კარგს... “ - ამბობს ერთი პერსონაჟი ჩემს საყვარელ ფილმში... კარგი სიტყვა გვაქვს ქართულ ენაში - ბინდბუნდი... ბინდს ან გათენება მოჰყვება ან დაღამება... ბინდბუნდში იოლია ყველაფერი ბინდს გადააბრალო... ბინდბუნდში იოლია დაკარგო ორიენტირიც და წარმოსახვაც... და ისე მივეჩვიეთ ბინდბუნდში ცხოვრებას, მკაფიოდ ვეღარც ახლოს ვხედავთ და ვეღარც შორს...

თენგიზ ცერცვაძე: შექმნილია ორი მედიკამენტი, რომელიც ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის მართვაში რევოლუციას მოახდენს

COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება აბების სახით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში. თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს. „ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - „მერკის“ მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენტს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. როგორც კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, ის შეიძლება დიაგნოზის დასმისთანავე მისცე ყველა კოვიდავადმყოფს და ისინი აღარ დამძიმდებიან. ველოდებით, რომ ეს მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება. სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ამ ორ კომპანიასთან და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. „ეს მედიკამენტები, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს მიღებას, ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, 50%-დან 90%-მდე ამცირებს მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკს“, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედთან“. შეგახსენებთ, საქართველო ამ დროისთვის კორონავირუსის სამკურნალოდ გერმანიის და აშშ-ის მიერ მოწოდებული პრეპარატების გამოყენებას იწყებს. საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე. გერმანიის მიერ მოწოდებული „რონაპრევი“, რომელიც ორი ანტისხეულის კასირივიმავი/იმდევიმაბის კომბინაციით შექმნილი პრეპარატია შედარებით მძიმე პაციენტებისთვის. აშშ-ის მიერ მოწოდებული, Eli Lilly'ს მიერ წარმოებული - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი, რომელსაც FDA-მ სექტემბერში მიანიჭა ავტორიზაცია, შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის გამოიყენება. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ 4 ნოემბერს დაამტკიცა. ამასთან, Pfizer-ის ცნობით, მათი აბები („პაქსლოვიდი“) კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.

თენგიზ ცერცვაძე: პოსტკოვიდური გართულებები არ არის დრამატული

პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოსტკოვიდური გართულებები არაა დრამატული. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოსტკოვიდური გართულებები არაა ფატალური, თუმცა დისკომფორტს იწვევს ადამიანებში. „ჩვენ ვმუშაობთ პოსტკოვიდურ სინდრომსა და გართულებებზე, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს გართულებები არაა დრამატული. ეს პრობლემა გაცილებით უფრო ნაკლებად მწვავეა დღეს, როცა სახეზე გვაქვს ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების დრამატული მატება. დღეს მთელი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს ახალ შემთხვევებსა და მათ მართვაზე და პოსტკოვიდური სინდრომისთვის ჩვენ მოვიცლით და ამ თემას მოუბრუნდებით მას, როდესაც ამ მწვავე კრიზისს დავძლევთ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. ამავე თემაზე თენგიზ ცერცვაძე: შექმნილია ორი მედიკამენტი, რომელიც ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის მართვაში რევოლუციას მოახდენს

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. სამი ძირითადი ფაქტორი ზრდის მასშტაბებს და სამივე კომპონენტში დღეს გვაქვს ყველაზე უარესი სცენარი

ეპიდსიტუაცია შეაფასა და მას საგანგაშო უწოდა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, გვაქვს მზარდი ტენდენციები და თუ ქვეყნის მოსახლეობა რადიკალურად არ შეცვლის დამოკიდებულებებს ამ საკითხზე და სიტყვიერი შეშფოთებიდან არ გადავა ქმედებაზე, უნდა ველოდოთ შემთხვევების შემდგომ ზრდას. თენგიზ ცერცვაძის თქმით, როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა, გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც. „როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც. სამი ძირითადი ფაქტორი ზრდის მასშტაბებს და სამივე კომპონენტში საქართველოში დღეს გვაქვს ყველაზე უარესი სცენარი. პირველი - ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე. მეორე - პირბადეების ტარება. საქართველოს მოსახლეობა ვერა და ვერ შეეჩვია პირბადეების ტარებას. მესამე - ხალხმრავალი შეკრებები. ხალხმრავალ შეკრებებს ისედაც არ უჩიოდა ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციებით, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. ახლა ამას დაემატა მასშტაბური პოლიტიკური აქციები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს დაუდასტურდა, 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

როდის მიიღებს საქართველო COVID19-ის სამკურნალო ორ უახლეს წამალს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს. მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში. „ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - Merck-ის მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და Pfizer-ის მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენტს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. როგორც კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, ის შეიძლება დიაგნოზის დასმისთანავე მისცე ყველა კოვიდავადმყოფს და ისინი აღარ დამძიმდებიან. ველოდებით, რომ ეს მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება. სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ამ ორ კომპანიასთან და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. „ეს მედიკამენტები, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს მიღებას, ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, 50%-დან 90%-მდე ამცირებს მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკს“, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედთან“. შეგახსენებთ, საქართველო ამ დროისთვის კორონავირუსის სამკურნალოდ გერმანიის და აშშ-ის მიერ მოწოდებული პრეპარატების გამოყენებას იწყებს. საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე. გერმანიის მიერ მოწოდებული „რონაპრევი“, რომელიც ორი ანტისხეულის კასირივიმავი/იმდევიმაბის კომბინაციით შექმნილი პრეპარატია შედარებით მძიმე პაციენტებისთვის. აშშ-ის მიერ მოწოდებული, Eli Lilly'ს მიერ წარმოებული - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი, რომელსაც FDA-მ სექტემბერში მიანიჭა ავტორიზაცია, შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის გამოიყენება. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ 4 ნოემბერს დაამტკიცა. ამასთან, Pfizer-ის ცნობით, მათი აბები („პაქსლოვიდი“) კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. ამავე თემაზე: თენგიზ ცერცვაძე: შექმნილია ორი მედიკამენტი, რომელიც ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის მართვაში რევოლუციას მოახდენს

პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც Facebook-ის დახმარებით 14 ადამიანის ფულს დაეუფლა

პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული Facebook-ის დახმარებით 14 ადამიანის ფულს დაეუფლა. განცხადებაში წერია, რომ ეს ადამიანი წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს 1998 წელს დაბადებული ლ.შ. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ Facebook-ზერ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა. დაინტერესებული მოქალაქეები ამ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს. პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა

„რთულია სიკვდილიანობაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა, რადგან 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფია სამედიცინო დაწესებულებებში და 300-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან აღნიშნა, რომ ვინც საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები, განსაკუთრებით კი რეანიმაციაში, მათი უმრავლესობა არის აუცრელი. „მარათონმა გარკვეული შედეგი მოიტანა, 3500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. მოიტანა ისიც, რომ გარკვეულად ოდნავ უნდობლობის ყინული გალღვა სოფლის მოსახლეობაში. ახლა იგეგმება მარათონის ოდნავი სახეცვლილება. უფრო მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება 10 დიდ ქალაქში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნება სამ რეგიონზე, სადაც 60 %-ანი მოცვის ნიშნულთან ახლოს ვართ – ეს არის თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი. ასევე იქნება ორი მუნიციპალიტეტი შერჩეული, სადაც გვინდა, რომ სწრაფად ავიდეთ 60 %-ზე, ეს არის ოზურგეთი და გურჯაანი. აქ იქნება უფრო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საკოორდინაციო საბჭო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 8 ნოემბერს არის დაგეგმილი, მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა. „ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებით. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებულების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი, რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გავსულიყავით, ახლა აცრილია 33,3 %. შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევასთან, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს - აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, წამახალისებელი ღონისძიებები და ე.წ მწვანე პასპორტების სისტემა, რომ როგორმე მეტი ადამიანი აიცრას. თუ ჩვენ არ ავიცერით, არ იქნება მოცვა მაღალი ქვეყანაში, სამწუხაროდ გვექნება 4-5 ათასი შემთხვევა დღიურად, ასეთი ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერი-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო. ამიტომ მხოლოდ აცრები არის გამოსავალი. ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და იყოს სრული სოლიდარობა ქვეყანაში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ცნობისთვის, სპეციალისტებს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურდათ, თუმცა 60%-ის ვაქცინაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაც აცრების მაჩვენებელმა სექტემბრიდან მკვეთრად იკლო. ამის შემდეგ, 15 ოქტომბერს დაიწყო ვაქცინაციის მარათონი და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ პერიოდში 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუარესებამდე, დღიური მაჩვენებელი 30 000-ს აღწევდა.

ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა. უწების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“. ამავე თემაზე მედიის ცნობით, ხობში პოლიციელმა სავარაუდოდ, პოლიციელი მოკლა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერეკლე II-ის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს

„სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის, ერეკლე II-ის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერეკლე II ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი, შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი იყო. „გილოცავთ ერეკლეობას - სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს. ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება - პირველი ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩენა, სამთამადნო წარმოების დაწყება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება. სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ელენე ხოშტარია: პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, დრამატული არაფერი ხდება

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა. ელენე ხოშტარიას თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცუდად არის, თუმცა სასწრაფო არ მოუთხოვია. „პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს. გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში. დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ, ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში“, - აცხადებს ელენე ხოშტარია. ამავე თემაზე კახა კუჭავა: ელენე ხოშტარია უბრალოდ მოვინახულე

ყაზახეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ყაზახეთში ყარაგანდის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად ექვსი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 64 მუშა იყო, რომელთაგან 56-მა გამოღწევა შეძლო. მეთანი ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხდება.

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძართან დაპირისპირება იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძრის შესასვლელთან სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას ათამდე პირი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფაქტს წინ უძღოდა ტაძარში შესვლის მცდელობა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილთა შორის არის ეკლესიიდან ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ბერი მარკოზი. ტაძრის შესასვლელთან შეკრებილი მხარდამჭერები ადგილზე შეკრებას ყოველდღიურად გეგმავენ. ისინი მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას, მამათა მონასტრიდან გააძევოს სასულიერო პირები, უსამართლოს უწოდებენ. სალხინოს ტაძრის შესასვლელთან მივიდა განკვეთილი არქიმანდრიტი ათინოგენიც. მისი თქმით, ყველა ქართველი, ყველა მართლმადიდებელი, ვისაც თავისუფლება და ქრისტიანობა უნდა, იქ უნდა იდგეს, დღეს კი სალხინოს ტაძარში, სადაც ეპისკოპოსი სტეფანე ატარებდა წირვა-ლოცვას, მისი მომხრე, ჩამოყვანილი მრევლი ესწრებოდა, ადგილობრივები კი არ შეუშვეს და დააკავეს. შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია იმართება

„არ აგარევინებთ!“ - ამ სახელწოდებით აქცია 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან იმართება, რომლის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი). ადგილზე შეიკრიბნენ როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსულები. მომღერალი გია გაჩეჩილაძე შეკრებილებს მიმართავს. მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ცნობისთვის, 2007 წლის 3 ნოემბერს აქცია ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დაიწყო. სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორები" მოეწყო. აქცია დაშალეს ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით. დღის ბოლოს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმი შევიდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

გია გაჩეჩილაძე 7 ნოემბრის ღირსების დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს

საზოგადოებრივ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“, ხელისუფლებას მიმართა, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. გია გაჩეჩილაძის თქმით, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, „მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მართალია, მანამდე იყო ბუტა, სანდრო, მაგრამ მასიური ტერორი ზუსტად 7 ნოემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიფიქრე და თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. ეს მინდა, რომ გავაკეთოთ და ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. ამავე თემაზე 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია იმართება

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის პენეტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მედიკამენტების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე უარი თქვა. ექიმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევას და საკითხის გადაწყვეტას. „უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ყველა წამლის მიღებაზე, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი ყოველ საათში უარესდება. ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ, მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ნიკოლოზ ყიფშიძემ უპასუხა: „სიკვდილი“. „საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე. ის იღებდა წამლებს, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა, თუმცა, გუშინ ტელევიზიებში გავრცელებული კადრების შემდეგ უარი თქვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილი: ვიცოდი, რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს

სალომე სამადაშვილი: 7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო, მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო. ვიტყოდი, რომ დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა , - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას მედიასთან განაცხადა. სალომე სამადაშვილის თქმით, იმ პერიოდში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ვადამდელი არჩევნები დანიშნა. „შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის მოვლენებს მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სხვათა შორის, რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა დატოვა საკუთარი პოსტი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამაზე უფრო მწვავე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მომხდარზე რთულად წარმომიდგენია. შესაბამისად, დიახ, ნამდვილად იყო შეცდომა, ნამდვილად იყო მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაბამისად უპასუხა, განსხვავებით 20 ივნისისგან, როდესაც 20 ივნისის ძალადობის მთავარი ავტორი, ბატონი გახარია რამდენიმე კვირაში პრემიერ-მინისტრად დანიშნეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, 2007 წლის 3 ნოემბერს აქცია ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დაიწყო. სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორები" მოეწყო. აქცია დაშალეს ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით. დღის ბოლოს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმი შევიდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ კომპანიებში ვაქცინაციის წესზე ბაიდენის ადმინსტრაციის გეგმა დროებით შეაჩერა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შაბათს შეაჩერა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, კომპანიებში სავალდებულო აცრის ან ყოველკვირეული კოვიდტესტის ჩატარების შესახებ. Reuters-ის ცნობით მოტივად "მძიმე ნორმატიულ და კონსტიტუციურ წესთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. შეერთებული შტატების მეხუთე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების მეთაურობით ბევრმა შტატმა შეიტანა საჩივარი ახალი წესის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში შედის 4 იანვარს. ცნობისთვის, აშშ-ში დიდ კომპანიებს თანამშრომლების ვაქცინაცია ან კოვიდტესტის ჩატარება დაევალათ. ათობით მილიონ ამერიკელს, რომლებიც მუშაობენ კომპანიებში 100 ან მეტი თანამშრომელით, 4 იანვრამდე უნდა ჩაიტარონ კოვიდვაქცინაცია ან ყოველკვირეულად გაიარონ ტესტირება. სრულად ვაქცინაციისთვის საჭიროა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა. მედია წერს, რომ ახალი მოთხოვნები ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე თამამი ნაბიჯია, რათა დაარწმუნოს ამერიკელები, რომ საბოლოოდ გაიკეთონ ვაქცინა, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია თვეების განმავლობაში. წარმატების შემთხვევაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს დიდ გზას გაუხსნის პანდემიის დასრულებას, რომელმაც შეიწირა 750,000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე. რეგულაციები აიძულებს კომპანიებს, მოითხოვონ, რომ არავაქცინირებულმა მუშაკებმა COVID19-ზე უარყოფითი ტესტირება ჩაიტარონ კვირაში ერთხელ მაინც და ატარონ ნიღაბი სამუშაო ადგილზე ყოფნისას.