ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანი: სამინისტროს, დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული რესურსები სჭირდება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას და ოკუპირებულია მისი ტერიტორიები. მინისტრის თქმით, სწორედ ქართველი დიპლომატების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ბატონი პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ერთგული და დიპლომატიური სამსახურის ძლიერი მხარდამჭერი, ამას გრძნობს თითოეული დიპლომატი როგორც აქ, თბილისში, სამინისტროში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დიპლომატები ყოველდღიურად გრძნობენ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მათი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. „აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სამინისტროს, დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული რესურსები სჭირდება, მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას. ამ პროცესში ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ამ მიმართულებით უკვე წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება, გვაქვს, პრემიერ-მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალიან ძლიერი და სერიოზული მხარდაჭერა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. სალომე ზურაბიშვილი: საქართველოზე როცა იწერება სიცრუე, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, ჩვენთვის დიპლომატია გადარჩენის ფორმაა
დავით ზალკალიანი: სააკაშვილის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ოფიციალური არხებით შეტყობინება არ მიუღია. მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა. „არ მიგვიღია მსგავსი შეტყობინება, არანაირი ოფიციალური არხებით ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს სამართლებრივად ნონსენსია, გამომდინარე იქედან, რომ ექსტრადირება ხდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პირს ჩადენილი აქვს შესაბამისი დანაშაული იმ ქვეყანაში. მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. მე ვარ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი მსგავსი სახის კომუნიკაცია ჩვენ შორის არ ყოფილა. უკრაინის ომბუდსმენს ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ელჩთან და მას განემარტა, რომ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს შექმნილი პენიტენციურ სიტემაში, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ბოლოს გლაზგოში შევხდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, ასევე კომუნიკაცია იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ასეთი სახის თემებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მინისტრმა.
მედიის ცნობით, ხობში პოლიციელმა სავარაუდოდ, პოლიციელი მოკლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სავარაუდოდ, პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარის ორივე მონაწილე ერთი სოფლის მკვიდრი, მეზობლები იყვნენ. პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ზელენსკიმ "დეოლიგარქიზაციის" კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოლიგარქების გავლენას შეზღუდავს. ამის შესახებ პრეზიდენტის Twitter-ის ოფიციალური გვერდი იუწყება. უკრაინის პარლამენტმა 23 სექტემბერს დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს“, რომლის მიზანიც ოლიგარქების გავლენის შემცირებაა. კანონპროექტი იურიდიულად განსაზღვრავს სიტყვას „ოლიგარქი“ და აწესებს შეზღუდვებს ყველას მიმართ, ვინც აკმაყოფილებს ამ განსაზღვრებას. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ზელენსკი, გააფართოებს უფლებამოსილებებს და შეიმუშავებს ოფიციალურ ოლიგარქთა რეესტრს. ამ სიაში შესულ ოლიგარქებს აეკრძალებათ პირდაპირი ან არაპირდაპირ შემოწირულობა პოლიტიკური პარტიებისთვის. კანონპროექტი ზელენსკის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში. აშშ მოუწოდებდა უკრაინას, ზომები მიეღო „სცენის მიღმა“ მყოფი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც უზარმაზარი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ.
ბოლო 24 საათში საქართველოში 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5240 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2235 პაციენტი, 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 748 751 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 684 154, გარდაიცვალა 10 368 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 544 ტესტი, მათ შორის 33 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 054 PCR ტესტით. 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის - 9.55% ხოლო 7 დღის - 10.25%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57. აქტიური შემთხვევა - 54 203, საიდანაც: 6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 577, აჭარაში - 559, იმერეთში - 1 448. ამ ეტაპზე 1 645 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 624, აჭარაში - 125, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 350, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 276 - აჭარაში. 46 183 სახლში მკურნალობს, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 42 963 ადამიანი.
სუს-ი: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა რუსთავსა და თბილისში დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. „მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით. სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს. ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრაუნინგის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.რაც შეეხება მეორე პირს, 1991 წელს დაბადებული გ.კ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ქალაქ ქობულეთში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“.
კოვიდინფიცირებულებიდან 1 645-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 350
5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის - 9.55% ხოლო 7 დღის - 10.25%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57. აქტიური შემთხვევა - 54 203, საიდანაც: 6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 577, აჭარაში - 559, იმერეთში - 1 448. ამ ეტაპზე 1 645 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 624, აჭარაში - 125, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 350, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 276 - აჭარაში. 46 183 სახლში მკურნალობს, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 42 963 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5240 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2235 პაციენტი, 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კოლინ პაუელის ხსოვნას პატივი მიაგეს
აშშ-ის პირველი აფროამერიელი სახელმწიფო მდივანი (2001-2005), ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კოლინ პაუელი დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდს ჯო ბაიდენი და ამერიკის 41-ე და 44-ე პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა მისი შვილი მაიკ პაუელი და მამას სამაგალითო ადამიანი უწოდა. „ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ კარგი ადამიანები, მამამ ამის მაგალითი აჩვენა“. შეკრებილების წინაშე ასევე გამოვიდა სიტყვით კოლინ პაუელის წინამორბედი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი, რომელსაც ეს თანამდებობა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ეკავა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი იდეების განსხვავებებისა, მათ შეძლეს და ახლო მეგობრები გახდნენ. „ამის მიზეზი ის არის, რომ მეომარი სახელმწიფო მოღვაწის უკან ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, კეთილი და წესიერი ადამიანი იდგა, ვისაც რომელიმე ჩვენგანი ოდესმე შეხვედრია“, - განაცხადა ოლბრაიტმა. ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული იყო, ღვთისმსახურებაზე შეიკრიბნენ ყოფილი პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, ახლობლები და მეგობრები. CNN-ის ცნობით, საკათედრო ტაძარში დამსწრეთა, მათ შორის ვაშინგტონის უმაღლესი ოფიციალური პირების და საჯარო მოხელეების ჯანმრთელობის დასაცავად უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. კოლინ პაუელი იყო პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-1989) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი (1989-1993). კოლინ პაუელი 18 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში Covid19-ის გართულებების გამო გარდაიცვალა. მას სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა.
5 ნოემბერს 4 942 ადამიანი აიცრა
5 ნოემბერს 4 942 ადამიანი აიცრა. 6 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 000 388 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 046 880 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.8%. სრულად ვაქცინირებულია 950 693 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. საქართველო ამ დროისთვის „მწვანე პასპორტის“ შემოღების საკითხს განიხილავს.
ზურაბ ჯაფარიძე: იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის, შეიკრიბა-დაიშალა აქციების არ სჯერა და იძულების გზად „არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა“ მიაჩნია “. ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს ზურაბ ჯაფარიძე და სუს-ის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. „მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების, რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთ-ერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. აქვე, რამეზე რომ არ დამიჭიროთ: 1. თვეებია არ გავკარებივარ არცერთ ნარკოტიკს. 2. ტარების უფლებით მაქვს გაფორმებული 6 სხვადასხვა სახის იარაღი და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღით მოძრაობა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. ამავე თემაზე: "ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის ციხესთან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს სუს-ი: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ
მამუკა მდინარაძე: შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, „ფეიკ“ შიმშილობა მოსალოდნელი იყო და „გასაკვირი არ არის“. „კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა! მათგან, ვისი ფასადური „აღმშენებლობაც“ ისეთივე სიყალბე იყო, როგორც მათი ტელევიზიების დღევანდელი „ნიუსების“ 99%! მათგან, ვინც ძალაუფლების შენარჩუნებას და გამყარებას ტოტალური შიშის დანერგვით, ბიზნესის მასიურად წართმევით, მედიის ჩახშობა/მისაკუთრებით და ერთ ხმაში საუბრით, პატიმრების წამებით, ადამიანების ღირსების განადგურებით, მკვლელობებით. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“, - წერს მამუკა მდინარაძე. თავის მხრივ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. წერილის მიხედვით, ინფორმაცია, რომლის მიღებასაც მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს, მოიცავს როგორც მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, რომლითაც ის საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ასევე მისთვის საპატიმროში შექმნილ პირობებსა და შიმშილობიდან გამომდინარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებს ცნობისთვის, 4 ნოემბერს, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი. ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრი: ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს
ტეხასის შტატში მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე ჭყლეტას რვა დამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა ტეხასის შტატში, ჰიუსტონში მუსიკალური ფესტივალის გახსნის ღამეს ხალხმრავლობის გამო. როგორც BBC იუწყება, პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფესტივალზე ხალხმა სცენის წინა მხარეს დაიწყო ზეწოლა, თერთმეტი ადამიანი გულის გაჩერებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რვა კი გარდაიცვალა. ღონისძიებაზე, რომელსაც 50,000 ადამიანი დაესწრო, 300-მდე ადამიანს მკურნალობა დასჭირდა დაზიანებების გამო, როგორიცაა ჭრილობები და სისხლჩაქცევები. ფესტივალის დამფუძნებელმა ტრევის სკოტმა რამდენჯერმე შეაჩერა თავისი 75 წუთიანი შოუ, როდესაც სცენის წინ თაყვანისმცემლები შენიშნა. რეპერმა დაცვას სთხოვა, დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი კარგად იყვნენ. კონცერტის ვიდეოზე, ჩანან გულშემატკივრები, რომლებიც ხტებიან სასწრაფო დახმარების მანქანაში, პარალელურად კი სცენაზე გრძელდება კონცერტი.
იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს, დაიწყება თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლოა, დაიწყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედავად. „დღემდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრაა შესაძლებელი. ეს ბავშვები არიან თანდაყოლილი პათოლოგიებით, ქრონიკული დაავადებებით. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაციის ჩატარება. სავარაუდოდ, ვაქცინაციის საბჭო შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს ამ საკითხზე, და შესაძლებელია, დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ამ ასაკში, ინფიცირების რისკი უფრო მეტია, ვგულისხმობ „დელტა“ შტამით გამოწვეულ ინფიცირებას, ვინაიდან კორონავირუსის ეს მუტაცია უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებში და მეტად საშიშია ორიგინალ, ჩინურ ვარიანტთან შედარებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე, „იმედის“ ცნობით. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჯერ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები იცრებიან. პაატა იმნაძის თქმით, 12 წლის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი გადაწყვეტილია და აცრები მალე დაიწყება
სიერა ლეონეში საწვავის ტანკერის აფეთქებას სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში მომხდარი ძლიერი აფეთქებისას სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნავთობით დატვირთული ტანკერი ავტომობილს შეეჯახა. ვარაუდობენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქის ველინგტონის რეგიონში, გადატვირთული სუპერმარკეტის სიახლოვეს. ერთ-ერთი ცნობით, ხალხით სავსე ავტობუსი მთლიანად დაიწვა, ქუჩებში კი საწვავი დაიღვარა.
კოსტა-რიკა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც კოვიდვაქცინაცია ბავშვებისთვის სავალდებულო გახდა
კოსტა-რიკაში კოვიდვაქცინა ბავშვებისთვის უკვე სავალდებულო ვაქცინების ჩამონათვალში იქნება. იტყობინება BBC. 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას ქვეყანაში მომავალი წლის მარტიდან დაიწყებენ. კოსტა-რიკამ ამერიკულ კომპანია Pfizer-თან ვაქცინის 3,5 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა, 1,5 მილიონი დოზა ბავშვებისთვის არის განკუთვნილი დანარჩენი კი, ე.წ. გამაძლიერებელი დოზებისთვის. ქვეყანაში სულ დაახლოებით 55%-ია სრულად აცრილი.12-დან 19 წლამდე ასაკის 70%-ზე მეტმა გაიკეთა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა. სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა მცირეწლოვან ბავშვებში იყო დაახლოებით 91%-ით ეფექტიანი COVID19-ის პრევენციის კუთხით და რომ მათი იმუნური პასუხი შედარებული იყო 16-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებში. სერიოზული გვერდითი მოვლენები მკვლევარებს არ გამოუვლენიათ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილიც გაემიჯნა. „სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს: ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა; პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას; პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება”, - წერს თეა სოხაშვილი-ნოკოლაიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, მოსამართლეების ნაწილმა გუშინ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას არ ეთანხმებიან. ცნობისთვის, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ისაა სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება. მანამდე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ამასთან, ამერიკის საელჩომ აღნიშნა, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა. პრეზიდენტმა კი 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას ამ ფორმით და ამ დროს, გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.
ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება
ავსტრიის ხელისუფლება 8 ნოემბრიდან შეზღუდვებს დაუწესებს მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდვაქცინა არ აქვთ გაკეთებული. ამის შესახებ Reuters-ი წერს კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგის განცხადებაზე დაყრდნობით. ამის მიზეზი ახალი შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ ვაქცინირებულები ან კოვიდგადატანილები დაიშვებიან კაფეებში, რესტორნებსა და სილამაზის სალონებში. ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული Covid-19-ის წინააღმდეგ, რაც შეესაბამება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.
ბილ გეიტსი: პანდემიისთვის ვაქცინის სახით ერთი ინსტრუმენტი შევქმენით, კლიმატის ცვლილებების შესანელებლად კი, უთვალავი ინსტრუმენტია საჭირო
კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა როდესმე ყოფილა. წლიდან წლამდე ნახშირორჟანგის ემისიების გამო კლიმატი თბება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ეკვატორის მახლობლად ფერმერობა და მშენებლობა შეუძლებელი გახდება. ტროპიკულ ზონებში მცხოვრები ხალხისთვის ეს სერიოზული დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ცნობილი ამერიკელი ფილანტროპი ბილ გეიტსი აცხადებს. „ორი რამ უნდა ვქნათ: შევწყვიტოთ ემისიების ატმოსფეროში გამოყოფა და არსებობს კიდეც ამის ამბიციური სამიზნე - 2050 წელი. პარალელურად, უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს ამინდის ცვალებადობასთან ადაპტაციაში, მაგალითად - მივცეთ ისეთი თესლი, რომელიც ცხელ ტემპერატურას გაუძლებს. იმასთან შედარებით, რა გეგმებიც 6 წლის წინ პარიზში ყოფნისას დავსახეთ, წელს გაცილებით დიდი და ფართო პროგრამებია, მეტი საქმე გვაქვს. დიდი განაცხადი გავაკეთეთ, ვმონაწილეობთ ინოვაციების ადაპტაციის დიდ პროგრამაში, რომელიც მცირე ზომის ფერმების დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრი ქვეყანაა ჩართული, რესურსების გამოყოფის პირობა პრეზიდენტმა ბაიდენმაც დადო. მომდევნო 3 წლის მანძილზე 350 მილიონ დოლარს გადავცემთ თესლის კონსორციუმს, სახელად „სი-ჯი სისტემა“. ის თესლებით სხვადასხვა ქვეყნებს მოამარაგებს. ჩვენი მიზანია ისეთი თესლი გამოვიყვანოთ, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამოწვევების ფონზე, გაცილებით პროდუქტიული იქნება და მეტ მოსავალს მოგვცემს. ჯამში, ამ მიმართულებით წინასწარი დაპირებები მილიარდ დოლარას აღწევს. ამით ასობით მილიონი წვრილი მეწარმე ისარგებლებს. ეს [გლაზგოს კონფერენციის] ინოვაციების ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იქნება, რომელიც სავარადუდ სათანადო ყურადღების გარეშე დარჩება“, - აცხადებს ბილ გეიტსი. როგორ შეიძლება ინდივიდუალური წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების გლობალური პრობლემის დაძლევაში, მისი აზრით, ინდივიდუალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩართულობაც. ეს ისეთი დონის პრობლემაა, რომელიც ითხოვს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან ქმედებას. „კლიმატური ცვლილებების დრამატული პრობლემის დაძლევის საქმეში, მოკლევადიანი მცირე მსხვერპლიც კი იძლევა გრძელვადიან შედეგს. ამიტომ, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მათ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლავე თუ არ დავიწყეთ, არაფერი გამოვა. ეს გაცილებით რთული პრობლემაა, ვიდრე პანდემია. ერთი ინსტრუმენტი შევქმენით პანდემიისთვის ვაქცინის სახით და პრობლემის გადაჭრის შანსი გვაქვს. კლიმატური ცვლილებების შესანელებლად კი უთვალავი ინსტრუმენტია საჭირო“, - აღნიშნავს გეიტსი. უცოდინრობის ბრალია ეს თუ არა, ჯერ კიდევ ბევრს არ სჯერა კლიმატური ცვლილებების. რას ეტყოდით მათ? ჟურნალისტმა ბილ გეიტსს ამ შეკითხვით მიმართა. „სამწუხაროდ, მტკიცებულებები თანდათან ძლიერდება. ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩემი ბოლო 6 წლის გამოცდილებით, ჩვენ ისევ ინოვაციების წახალისებასთან მივდივართ. ბევრი ახალი კომპანია დავაფინანსეთ და შემდეგი 5 წელიც ახალი იდეები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ, არამარტო მდიდარ ქვეყნებში, არამედ განვითარებად სამყაროშიც, მათ შორის-აფრიკაში“, - უპასუხა ამერიკელმა ფილანტროპმა.
რა საკითხები განიხილა CIA-ს დირექტორმა მოსკოვში ვიზიტისას
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვში გაგზავნა ამ კვირის დასაწყისში, რათა გაეფრთხილებინა კრემლი, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვრის მახლობლად ჯარების მობილიზებას. ბერნსი შეეცადა დაედგინა, რა არის რუსეთის ქმედებების მოტივაცია. ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. "ბერნსის იშვიათი ვიზიტი რუსეთში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა კრემლის უშიშროების მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო საქმიანობაში, შედგა მას შემდეგ, რაც აშშ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ჯარებისა და აღჭურვილობის არარეგულარული გადაადგილებით. უილიამ ბერნსი მოსკოვს 2-3 ნოემბერს ეწვია და რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში გააძლიერა ძალისხმევა მოსკოვსა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის დეესკალაციისთვის. რუსეთში შეხვედრების შემდეგ, ბერნსი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა ეს დაძაბულობა განემუხტა“, განუცხადეს წყაროებმა CNN-ს. „ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად კიევში ხუთშაბათს ასევე გაგზავნეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი“, - იუწყება CNN. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტზე წერს Reuters-ი. მისი წყაროების ინფორმაციით, რუსეთში ბერნსმა კიბერშეტევების საკითხი განიხილა. „ეს მოგზაურობა ივნისში ჟენევაში გამართულ სამიტს მოჰყვა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ზეწოლა მოახდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, ემოქმედა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც თავს დაესხნენ კომპანიებსა და ინფრასტრუქტურას შეერთებულ შტატებში, და მოსკოვი საჯაროდ დათანხმდა კიბერ დამნაშავეების თვალყურის დევნებას. „კიბერუსაფრთხოება იყო ერთ-ერთი თემა“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაახლოებულმა წყარომ და აღნიშნა, რომ ბერნსმა წარმოადგინა მტკიცებულებები თავდასხმებში რუსი ჰაკერების მონაწილეობის შესახებ“, - წერს Reuters-ი. ბერნსი, რომელსაც რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა 2005 წლიდან 2008 წლამდე ეკავა, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა და როგორც მედია იუწყება, მხარეებმა განიხილეს აშშ-რუსეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. „დიალოგი ამ დონეზე და ასეთ მგრძნობიარე საკითხებზე, ძალზედ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობებისა და აზრთა გაცვლისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მედიაში 2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. ცნობისთვის, 3 ნოემბერს, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანია Positive Technology, რომელიც სანქციების ქვეშ არის აპრილიდან, შავ სიაში შეიყვანა და განაცხადა, რომ ქსელებში არაავტორიზებული წვდომისთვის კიბერინსტრუმენტებს იყენებდა.