ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის საელჩო: სამხედრო ხომალდების, მათ შორის სარაკეტო გამანადგურებელ „პორტერის” ვიზიტი რეგიონში საქართველოს მტკიცე პარტნიორობას ადასტურებს

„ბლუ რიჯის” კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი „მაუნთ უიტნის (LCC 20)” და „არლი ბურკის” კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდის „პორტერის” ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს. მისივე განცხადებით, საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. წინა პერიოდში, 2021 წლის თებერვალში აშშ-ის ხომალდმა, „დონალდ ქუქმა (DDG 75)” განახორციელა ვიზიტი ბათუმის პორტში. 2021 წლის მაისში „ლეჯენდ” კლასის სანაპირო დაცვის ხომალდი „ჰამილტონი (WMSL-753)” ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ურთიერთთავსებადობის წვრთნების დასრულების შემდგომაც შეჩერდა. „მაუნტ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით“. ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა „მაუნთ უიტნიზე” იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს, სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში კი, წარმოაჩენს აშშ-NATO-ს ერთგულებას შავი ზღვის რეგიონისადმი და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ცნობისთვის, „ქასლ ფორჯი” შავ ზღვაში დინამიკური, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს და კრიზისულ პერიოდში მოქნილი და დამაიმედებელი ძალების ყოლით გაერთიანებული ძალების რეაგირების ერთობლივ უნარს წარმოაჩენს. გარდა ამისა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად ორივე გემმა მონაწილეობა მიიღო გემის ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში და საქართველოს სანაპირო დაცვის თანხლებით შემოვიდა ბათუმში. „ეს მანევრირება, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შესრულდა, ხაზს უსვამს ყველა მონაწილე ქვეყნის პროფესიონალიზმსა და მარჯვე ნაოსნობას. აშშ-ის საზღვაო ძალები, ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის ერთგულია“, - იუწყება აშშ-ის საელჩო. აშშ-ის ხომალდი „მაუნთ უიტნი” ბაზირებულია გაეტაში, იტალიაში და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად ევროპასა და აფრიკაში ოპერირებს მეექვსე ფლოტის გაერთიენებული ეკიპაჟით, რომელიც შედგება მეზღვაურებისა და საზღვაო გადაადგილების სარდლობის სამოქალაქო წევრებისგან. NATO-ს საზღვაო დამრტყმელი და დამხმარე ძალები (STRIKFORNATO), რომლის სათავო ოფისიც ოეირასში, პორტუგალიაშია განთავსებული წარმოადგენს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის მთავარ, სწრაფად დისლოცირებად და მოქნილ საზღვაო ძალების შტაბს, რომელსაც შეუძლია სრული სპექტრის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, უმთავრესად აშშ-ის საზღვაო და ამფიბიური ძალების გაერთიანებით, ალიანსის მიერ შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, იტალიაში ახორციელებს სრული სპექტრის ერთობლივ და საზღვაო ოპერაციებს, ხშირად მოკავშირე და უწყებათშორის პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.

NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების სარდლის მოადგილე: საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს

„საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და NATO-ს ღირებული პარტნიორია“, – განაცხადა NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების (STRIKFORNATO) სარდლის მოადგილემ, ზურგის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდების შემოსვლის შემდეგ. როგორც ცნობილია, „ბლუ რიჯის” კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი „მაუნთ უიტნი (LCC 20)” და „არლი ბურკის” კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „პორტერი” 2021 წლის 8 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი საპორტო ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა. „ჩვენ მოუთმენლად ველით NATO-სა და ჩვენ ქართველ კოლეგებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ბათუმში“, - აღნიშნა ჯეიმს მორლიმ. NATO-ს საზღვაო დამრტყმელი და დამხმარე ძალები (STRIKFORNATO), რომლის სათავო ოფისიც ოეირასში, პორტუგალიაშია განთავსებული წარმოადგენს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის მთავარ, სწრაფად დისლოცირებად და მოქნილ საზღვაო ძალების შტაბს, რომელსაც შეუძლია სრული სპექტრის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, უმთავრესად აშშ-ის საზღვაო და ამფიბიური ძალების გაერთიანებით, ალიანსის მიერ შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, იტალიაში ახორციელებს სრული სპექტრის ერთობლივ და საზღვაო ოპერაციებს, ხშირად მოკავშირე და უწყებათშორის პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად. ცნობისთვის, ბათუმში შემოსვლამდე „მაუნთ უიტნიმ” და „პორტერმა” ევროპისა და აფრიკის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ მართულ ოპერაცია „ქასლ ფორჯში” მონაწილეობით ერთობლივი ოპერაციების ძალა წარმოაჩინეს. გარდა ამისა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად ორივე გემმა მონაწილეობა მიიღო გემის ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში და საქართველოს სანაპირო დაცვის თანხლებით შემოვიდა ბათუმში. ამავე თემაზე: ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. "დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი შეფასება, მე ვიყავი საპყრობილეში და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს არის ფიზიკურად პატარა ნამცეცი, სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო," - განაცხადა მიტროპოლიტმა. მან სააკაშვილის შიმშილობას მარხვა უწოდა. "რატომ ვთვლი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს. მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არ არის "ნიანგის ცრემლები" - მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან ადამიანმა თავი დაიხსნას... 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე. პოლიტიკოსებისთვის ეს იყო შიმშილობა, ჩემთვის ეს იყო მარხვა", - განაცხადა მეუფემ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ბუდაპეშტში, ევროპის 23-წლამდელ ძიუდოისტთა ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნმა დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა რუსეთის დამარცხებამდე, საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებეს მოუგო. ინდივიდუალური შეჯიბრების შედეგები კი ასეთია: ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).

შსს: შეკრებების დროს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რა საკითხები განიხილა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონს შეხვდნენ. პარტიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და სტრატეგიულ საკითხებს. ​„გვქონდა შეხვედრა ქალბატონ ერიკა ოლსონთან, რომელიც ახალი დანიშნულია თავის პოზიციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა, ეს იყო პირველი, გაცნობითი შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე. ასევე საუბარი გვქონდა სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება. ეს რეგიონში მისი პირველი ვიზიტია, ის ესტუმრა სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. ასევე, მისი ამოცანა იყო იმ ვითარების მიმოხილვა, რომელიც ზოგადად, რეგიონშია შექმნილი. აქედან გამომდინარე, მას საუბარი ჰქონდა ქვეყანაში და ასევე რეგიონში არსებულ საერთო ვითარებაზე. ჩვენ ყველა თემაზე გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თავად ერიკა ოლსონს კომენტარი არ გაუკეთებია. ის ხვალ ოპიზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ოფიციალურ განრიგშია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ამერიკელმა სტუმარმა ვიზიტის პირველ დღეს, პრემიერთან გამართა შეხვედრა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ასევე დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს. ამავე თემაზე ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება

პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები" ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პენსიონერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

"პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე COVID19-ის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ. „დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე

"მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გასცეს. „ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე პენიტენციური სამსახური და მას მიმართეთ ნებისმიერი კითხვით. რა თქმა უნდა, ისინი გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი: ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება

"დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. „მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი, აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, - განაცხადა პრემიერმა.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54% გვყავს

"ვვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54% გვყავს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში იმუნური ფენა 54%-ის ნაცვლად, 80% უნდა იყოს. "ვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54% გვყავს, რომელსაც ან ბუნებრივად, ან ხელოვნურად - ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ 80% უნდა იყოს იმუნური ფენა, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. ეს მექანიზმი უკვე მოქმედებს ევროპის რიგ ქვეყნებში და ამერიკის ბევრ შტატში. რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, ამასთან დაკავშირებით, Europetime დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ. მაგალითად, ადამიანს მწვანე სტატუსი სამი ძირითადი პრინციპის საფუძველზე აქვს: თუ ის ვაქცინირებულია სრულად; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი; ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. სად იმოქმედებს მწვანე პასპორტი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; ეს მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. ასევე დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის პირველ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. ამასთან, მთავრობის განცხადებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 755 046 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 693 129 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 509 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 46 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 302 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 916 პირი.

ამირან გამყრელიძე: "კოვიდ პასპორტში" დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კოვიდ პასპორტში" დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია და გადატანილი აქვს COVID19 უფრო დაცულია. „ამ ეტაპზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ "კოვიდ პასპორტში" დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილებაა მიღებული.. მედიცინაში 100 %-იანი არაფერი არის, აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია, თუ მას გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია“,-განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. „განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში 35%-მდე შემცირდა დამცავი ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი

"საქართველოში სულ უფრო იკლებს COVID19-ის ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიჩნეული პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 75% იყო, გაზაფხულისთვის დაახლოებით 45%-მდე შემცირდა, დღეს კი 40%-ზე ნაკლებია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში 35%-მდე შემცირდა დამცავი ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი. "35%-ზეა ჩამოსული, რაზე უნდა ვილაპარაკო, პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობისადმი, რომ ბატონო, ვატაროთ პირბადე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, მაინც უგულებელყოფილია ყველაფერი ეს და სამწუხაროდ, გვაქვს ის, რაც გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია: 16 წელს გადაცილებულებისთვის "ბუსტერ" დოზების გაკეთება საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში 16 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება აიცრას COVID19-ის "ბუსტერ" დოზით. მისი თქმით, აღარ იქნება ასაკობრივი შეზღუდვები. "ბუსტერი" დოზა - ეს არის მესამე აცრა, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უტარდება. "​ბუსტერ" დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, "ბუსტერი" დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, ასაკის და დაავადების სტატუსის მიხედვით", - განაცხადა გაბუნიამ.

შეიცავს თუ არა რისკებს „მწვანე პასპორტში“ ვირუსის გადატანის თარიღის არშეტანა

შეიცავს თუ არა რისკებს გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილებს „მწვანე სტატუსის“ მისაღებად 6-თვიანი შეზღუდვა არ დაუწესდებათ, ამ შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ უპასუხა. მისი განმარტებით, არსებული ზომა, 12 თვე უფრო მეტად რისკის შემცველია, თუმცა ვიდრე რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, საბჭო შეჯერდა იმაზე, რომ დავუშვათ ნებისმიერი კოვიდგადატანილი, ანუ 12-თვიანი ინტერვალი ამ შემთხვევაში. კოვიდგადატანილის რეინფიცირების შემთხვევაში, არის თუ არა საფრთხე, რომ 12-თვიანმა ინტერვალმა ხელი შეუშალოს „მწვანე პასპორტის“ კონფეფციის მიზნებს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ვაქცინაციისთვის დათქმული ვადა ისედაც 6 თვეა“. „ჩვენ ვაქცინაციის მიზნებისთვის დათქმული გვაქვს უფრო ნაკლები ვადა ისედაც, ვიდრე 6 თვეა. ინფექციის გადატანიდან, 28 დღეა განსაზღვრული, რომ იმუნიტეტი უფრო მყარი იყოს და მეტად დაცულები ვიყოთ. რაც შეეხება კოვიდპასპორტს, მიზანია, რომ ეპიდუსაფრთხოება გაიზარდოს და მოხდეს წახალისება იმ მოსახლეობის, რომელიც პოტენციური მომხმარებელი შეიძლება, იყოს ამა თუ იმ ბიზნეს და სოციალურ-გასართობი გარემოსი, რაშიც სჭირდება „მწვანე საშვი“ და ამისთვის მიიღოს გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, მეცნიერულ დასკვნებს თუ დავეყრდნობით, უმრავლეს შემთხვევაში კარგი იმუნიტეტი ნარჩუნდება 6 თვე. „რა თქმა უნდა, 12 თვე უფრო მეტად რისკის შემცველია, თუმცა ვიდრე რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, საბჭო შეჯერდა იმაზე, რომ დავუშვათ ნებისმიერი კოვიდგადატანილი, ანუ 12-თვიანი ინტერვალი ამ შემთხვევაში. შემდეგ უკვე თავად ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იმუნიტეტი სუსტდება და ამ საკითხის პრომოციას გავაგრძელებთ, რომ რეკომენდებულია აცრა ინფექციის გადატანიდან 6 თვის შემდეგ, თუმცა მწვანე საშვის მიზნებისთვის, ეპიდუსაფრთხოების კუთხით, დასაშვებია, რომ ეს იყოს შედარებით ხანრგძლივი პერიოდი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ „კოვიდ პასპორტში“ დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი. „მედიცინაში 100 %-იანი არაფერი არის, აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია, თუ მას გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, როგორც დღეს პრემიერმა განაცხადა, იყო მოსაზრება, რომ კოვიგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ მისი რეკომენდაცია, მოხსნილიყო ეს შეზღუდვა, საბჭომ გაიზიარა. „განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კოვიგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა

„მწვანე პასპორტებზე“ რეგულაცია გაფართოვდა და შესაბამისად, აქამდეც მოქმედებდა სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით - Covidpass.moh.gov.ge; უახლოეს მომავალში კი ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენი სტატუსი მუდმივად თან ვატაროთ სმარტფონების მეშვეობით. ამასთან, ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს კოვიდტესტს და აცრას. მისი თქმით, საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. „იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია QR კოდი, ვალიდურია. ასევე ეს არის იუსტიციის სახლი. ასევე სპეციალური აპლიკაცია იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უკვე გაცხადებული ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. „იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. ასევე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. პირველ დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და იქნება საშუალება იმისა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან და შესაბამისად, პირველი დეკემბრიდან აღნიშნული ე.წ. „მწვანე პასპორტის“ სტატუსი გაფართოვდება და უფრო ვრცლად იმუშავებს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, პირველი დეკემბრიდან გაფართოვდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და მისი მოქმედების არეალი. „პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 გადაცილებლებისთვის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, ღია და დახურული სივრცეები ამ ობიექტების, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, 18 წლიდან იმოქმედებს ეს რეგულაცია“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ელენე ხოშტარიას სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პარლამენტში ელენე ხოშტარიამ წამიერად გონება დაკარგა. ამ ეტაპზე ელენე ხოშტარია თავს კარგად გრძნობს. ხოშტარიასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ცნობისათვის, "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია უკვე მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

სად გაიცემა „მწვანე საშვი“

„მწვანე საშვი“ გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, ასევე იუსტიციის სახლში, გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური აპლიკაცია ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება. „იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია QR კოდი, ვალიდურია. ასევე ეს არის იუსტიციის სახლი. ასევე სპეციალური აპლიკაცია იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უკვე გაცხადებული ვებგვერდი - covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

„ლელოს“ ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

„გვქონდა საუბარი ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ აუცილებელია დიალოგი ვითარების დეესკალაციისთვის“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები არ აზუსტებენ, ვისი ინიციატივა იყო შეხვედრა ან, უფრო ზუსტად, რა განიხილეს კუჭავასთან. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილი არ დაემუქროს. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ამავე თემაზე: „ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს პრემიერი: თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ