ძებნის რეზულტატი:

ელენე ხოშტარია ექიმებს მიმართავს, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მიმართავს ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადო,ს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, სცდება არამხოლოდ პარტიულ, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოებს. ეს კრიზისი ეხება ყველა მოქალაქესა და პროფესიას. „მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული მადლობა ვახტანგ კალოიანს და რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ბრიგადებს, რომლებიც მონაცვლეობით არიან ჩემს გვერდით ყველანაირი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩიხური მდგომარეობა. ჩვენ ალაგ-ალაგ, სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელიც გამოდის ბოლო დღეებში და საათებში არის ძალიან საგანგაშო. ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ დგება, მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა და კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც გულის პრობლემებს ნიშნავს. ეს ფრაგმენტულად გამოსული ძალიან საგანგაშო ინფორმაცია დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება - ციხეში, სადაც მისი მკურნალობის კითხვის ნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს. „მინდა მივმართო კონკრეტულად ექიმებს. ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია, გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. კონკრეტულად იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტები, რომ ჩაერიონ სიტუაციაში. ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, ძალიან პატივისცემით მინდა მივმართო მას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური დაწესებულებიდან თქვენი შესვლის მოთხოვნა, იქნებ, ბატონო ალექსანდრე, თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას. ასევე ძალიან დიდი პატივისცემა გიორგი გოცაძეს, კრიტიკული მედიცინის ექიმს, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც მე-12 დღეა ასევე შიმშილობს და ღელავს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი შფოთვა და მღელვარება. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა. ქალბატონი ელენე გიორგაძე, ენდოკრინოლოგი, ასევე კონსილიუმის წევრი. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით მაქვს მაქვს თქვენთან იგივე თხოვნა, გამოვიჩინოთ ინიციატივა და შევიდეთ მიხეილ სააკაშვილთან. ნინო შარაშენიძე, ჰემატოლოგი, ასევე თქვენთანაც მაქვს იგივე თხოვნა. კიდევ ერთხელ, ვიხდი ბოდიშს, რომ მე ვერევი სხვა პროფესიებისა და ინსტიტუტების საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მამოძრავებს, არის საზოგადოებრივი სიცხადის შემოტანა, რაც იქნება საფუძველი გარკვეული სიმშვიდის, რომ ვიცოდეთ რა ხდება და ვიმოქმედოთ შესაბამისად. დღეს გლდანის ციხის განცხადებები და პირობები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად ვერ მოგვცემს. მე კი დავამატებ, რომ ძალიან პრინციპულად, მყარად, მხნედ და შეუპოვრად ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გელათის ტაძარი ისევ დაკეტილია

გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ისევ დაიკეტა. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დღეა, ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან. დაცვის თანამშრომლები ტაძრის დაკეტვის მიზეზად რეაბილიტაციას ასახელებენ, თუმცა ახლა ტაძარში სამუშაო არ მიმდინარეობს. აქტივისტები კი ტაძრის დაკეტვას არსებულ მძიმე ვითარებას უკავშირებენ, რადგან ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და პრობლემა შეუქცევადი გახდა. თავის მხრივ, გელათის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაო წარმატებით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ტაძარს საფრთხე აღარ ემუქრება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა. თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარეა მიღებული. პარტიის ლიდერები პარლამეტში მსჯელობდნენ სამომავლო გეგმებზე და როგორც ცნობილი გახდა, 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის გამართვას დღეს მოძრაობა „სირცხვილია აპირებს“. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

ხვალ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი თვით ადრე იმართება და მიზნად ისახავს დისკუსიის წარმოებას სამიტის მთავარი თემების ირგვლივ. „დავით ზალკალიანი კოლეგებს გაუზიარებს ქართული მხარის მოლოდინებსა და პრიორიტეტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სამიტის დეკლარაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივები, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული მიმართულებებით და ამ მხრივ, შავი ზღვის პოტენციალის ათვისება, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება და ა.შ. ვიცე-პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მინისტერიალის პარალელურად დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარ, ოლივერ ვარჰეისთან, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრს განიხილავს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

შიმშილობას გიორგი ბარამიძეც იწყებს

შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც იწყებს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. მანამდე, 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობა. „ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. უკვე მე-12 დღეა, ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ”, - აცხადებს გიორგი ბარამიძე. 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

მიხეილ სააკაშვილი ანა ფოტიგას: მალე დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტმა მიხეილმა სააკაშვილმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიმართა, რომელმაც მასთან შესვლაზე უარი მიიღო. „სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი. ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს. დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

ნიკა მელია: ხვალ, ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე

15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს. „ხვალ, 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზემე. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება! სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა! გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა! პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ“, - წერს ნიკა მელია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამავე თემაზე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები წელს მესამედ იმართება. ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტსაც. უცხოური მედიის ცნობით, არჩევნებში მთავარი ოპოზიციური სოციალისტური პარტიის კანდიდატი რუმენ რადევი იმარჯვებს. საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა და გადამდგარმა გენერალმა ხმების 59.35 პროცენტი მოიპოვა და შავი ზღვის პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. მის მეტოქე მმართველი ცენტრისტული პარტიის კანდიდატს ცეცკა ცაჩევას 36.17% აქვს. ამ გამარჯვებით ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სცადონ. პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ თანამდებობას 16 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომაზე დატოვებს. ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი აპრილიდან დაიწყო, როდესაც არჩევნებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის და მისი პარტია GERB-ის მმართველობა დაასრულა. პოლიტიკურმა უთანხმოებამ ხელი შეუშალა მის ოპონენტებს, ე.წ. ცვლილებების პარტიებს, შეექმნათ მმართველი კოალიცია აპრილის არჩევნებისა და ივლისის კიდევ ერთი კენჭისყრის შემდეგ. 2020 წლის შუა რიცხვებში ქუჩის საპროტესტო აქციებს ათასობით ბულგარელი შეუერთდა. ბორისოვს ადგილობრივი ოლიგარქებისა და მის პარტიასთან დაახლოებული ბიზნესების სასარგებლოდ კორუფციაში ადანაშაულებდნენ. დაახლოებით 6,7 მილიონი ამომრჩეველი იმედოვნებს, რომ აპრილსა და ივლისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, 240 დეპუტატის არჩევით, მესამე მცდელობა წარმატებული იქნება და მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდება.

პაატა ბურჭულაძე შიმშილობას დაიწყებს

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას გამოაცხადებს. ბურჭულაძის თქმით, საქართველოში ხვალ ჩამოვა და ქვეყნის გვერდით დადგება. „მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება, რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს. თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი! ხელოვანებო, ჩემო კოლეგებო, მწერლებო, მხატვრებო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ შემომიერთდით, თავისუფლება და მოყვასის სიყვარული ის მთავარი ფასეულობებია, რაც ოდითგან გვაერთიანებდა ყოველ ჩვენგანს! ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი!", - წერს Facebook-ზე პაატა ბურჭულაძე. ამ დროისთვის, ანალოგიური მოთხოვნით, 12 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობს. ელენე ხოშტარიას გარდა, შიმშილობა დღეს გამოაცხადა პარლამენტის 9 წევრმა, მოგვიანებით მათ გიორგი ბარამიძეც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა იმედა კლდიაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ასევე შიმშილობა დაიწყო. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

დავით კირკიტაძე: არცერთი ჩვენთაგანი შიმშილობის განმავლობაში პარლამენტის შენობას არ დატოვებს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შესაბამისი ფართის გამოყოფის მოთხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ არცერთი მოშიმშილე დეპუტატი პარლამენტის შენობის დატოვებას და აქციებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. „შიმშილობის აქტი იქნება საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე შესაბამის სამსახურებს და მოვითხოვთ ადგილს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ჟურნალისტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჩვენი შიმშილობის საკითხი დააინტერესებს. არცერთი ჩვენგანი შიმშილობის განმავლობაში არ დატოვებს პარლამენტის შენობას. ჩვენი მეგობრები განაგრძობენ უწყვეტ პროტესტს კიდევ რამდენიმე მოთხოვნებით, პირადად ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში. დრო უკვე აღარ ითმენს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საათობით მძიმდება, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შუადღეს რამდენიმე აქცია გადაიდო, თუმცა აქცია 19:00 საათზე მაინც ჩატარდება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან არცერთი არ დავტოვებთ პარლამენტის შენობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. შეგახსენებთ, 9 ოპოზიციონერი პარლამენტარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დავით კირტიკაძემ 14 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნით იმართება. ისინი ასევე ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. „ამ არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული რესურსის, სუს-ისა და ყველა მექანიზმის გამოყენებით მოახდინა გავლენა მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე. ეს არჩევნები ვერანაირად ჩაითვლება თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებად, ამიტომ ეს არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საუკეთესო საშუალება. მეორე მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალქო კლინიკაში, ის ვითარება, რომელიც ამ ადამიანის გარშემო ვითარდება, კარგად წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეთა სიცოცხლე”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს

ექსპრეზიდენტს სასამართლოში ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, სასამართლში სააკაშვილის გადაყვანის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექა ბასილაიამ განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცემა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე 11:00 საათზეა ჩანიშნული. „სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს. მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე. ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმეა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს. მთავარია, უზრუნველყონ მისი გადაყვანა, მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს მის გარეშე გაიმართა. ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერგადაყვანის მიზეზად ოპოზიციის „შესაძლო დესტრუქციული ქმედებები და ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. რაც შეეხება კონსილიუმის საკითხს, საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს ციხეში. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ცხადია, ითხოვს, პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არ ეწინააღმდეგება არცერთი წუთით ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს. „ის მზად არის შეხვდეს როგორც მთლიან კონსილიუმს, ასევე მათ ინდივიდუალურად. ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი ვიდრე პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე, - აცხადებს შოთა თითბერიძე. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შესაბამის ვიდეოს პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მანანა ელეფტეროვა. ცნობისთვის, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება. ამავე თემაზე: მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ

ომბუდსმენი: იუსტიციის სამინისტრომ მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო ეფექტიანი უნდა გახადოს

სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის გარშემო გამოთქმულ სხვადასხვა პოზიციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატიური და ეფექტიანი გახადოს. მისი აზრით, უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს (მათ შორის, პაციენტის, პირადი ექიმის, ადვოკატების პოზიციების გათვალისწინებით), კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა. „ასევე, აუცილებელია, გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე. სახალხო დამცველის აპარატი დღემდე ყურადღებით აკვირდებოდა კონსილიუმის მუშაობას, მონიტორინგისას სრულად ეყრდნობა მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმებისას აფასებდა სწორედ კონსილიუმის დასკვნებში მოცემულ საჭიროებებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხს. ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა. სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სახალხო დამცველი ასრულებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და მომავალშიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას. პატიმრის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა სრულფასოვნად უნდა განაგრძოს იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით. ამასთან, სახალხო დამცველი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ადვოკატი: კონსილიუმის წევრებმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი მიიღეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებს გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვათ, მიზეზად კი, პენიტენციურმა სამსახურმა სამუშაო საათების ამოწურვა დაასახელა. „დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდნეტის მოსანახულებლად. ძალიან დიდი მადლობა ამ კომისიის თითოეულ წევრს, რომელთაც კიდევე ერთხელ ვუდასუტრებ პატივისცემას იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში გამონახეს დრო და მობრძანდნენ. თუმცა სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არის არასამუშაო საათები. კონსილიუმი არასამუშაო საათებში უკვე ყოფილა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე დღეს კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ვფიქრობთ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო. ჩვენი პოზიციით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს ჯგუფის შექმნას, რომელიც სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანაზე იმუშავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ადვოკატის, ოჯახის წევრის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის შემადგენლობით ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რათა ყველა დეტალი, რაც სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას უკავშირდება, გაიარონ. ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლავ რჩება ძალაში პირობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო საპროტესტო აქცია არ გაიმართება. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება სამოქალაქო საავადმყოფოსთან. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ერთი ოჯახის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი, სამოქალაქო საზოგადოების ერთი, მაქსიმალურად მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი. ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ ჯერ კიდევ დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ კლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ თქვენ არ გინახავთ. არავინ შეეგუება ქვეყანაში ჩვენს თვალწინ ჩვენი უმოქმედობით, თქვენი გეგმით ვაყურებინოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ხვალ 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ყველას გელოდებით მეტროსადგურ „ავლაბართან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ბაჰრეინმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ბაჰრეინმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი Evusheld-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ბაჰრეინი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წამლის ავტორიზაცია მოახდინა და მას მხოლოდ იმუნოდეფიციტისა და გადაცემის რისკის ქვეშ მყოფები გამოიყენებენ. Evusheld-ი მონოკლონური ანტისხეულის (ტიქსაგვიმაბი და ცილგავიმაბი) კომბინაციაა, რომელიც შემუშავებულია AstraZeneca AB-ის მიერ მოზრდილებში COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.

15 ნოემბრიდან, ავსტრია არავაქცინირებულებს „ლოკდაუნს“ უწესებს

15 ნოემბრიდან, ავსტრია დაახლოებით 2 მილიონ არავაქცინირებულ ადამიანს ინფექციის გავრცელების დონის ზრდის და საავადმყოფოების გადატვირთვის ფონზე „ლოკდაუნს“ დაუწესებს. ამის შესახებ BBC წერს. არავაქცინირებულები სახლიდან გასვლას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მიზეზებით შეძლებენ, მაგალითად, სამსახურში ან პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად წასვლა. ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65% სრულად არის ვაქცინირებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში. ცნობისთვის, ნიდერლანდებმა ასევე დააწესა „ჩაკეტვის რეჟიმი“, სოციალური კონტაქტების შეზღუდვის მიზნით, ინფექციების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ. ჰოლანდიაში მოსახლეობის დაახლოებით 84% სრულად არის აცრილი, საავადმყოფოებში პაციენტთა უმეტესობა კი აცრილი არ არის. სინგაპურში კი, დეკემბრიდან საკუთარი სამედიცინო მომსახურების გადახდა მოუწევს ყველას, ვინც არ იცრება.

გიორგი კვირიკაშვილი: სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი ექიმების მიერ - რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი თითოეული ქართველის შეურაცხყოფაა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მისი მკურნალი ექიმების მიერაა მოთხოვნილი. „პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, გახლავთ მისი წინამორბედის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის დაბრუნება ჩვენს მიწაზე. საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის“ აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი: კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან. ამიტომაც ყოველგვარი საუბრები მის უდანაშაულობაზე რეალურ საფუძველს მოკლებულია. პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 254 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 254 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ით დღემდე მსოფლიოში 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 229.7 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 19.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი - 47.9 მილიონი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. სტატისტიკაში აშშ-სა და ინდოეთს, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.