ძებნის რეზულტატი:

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა, 681 კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 კოვიდინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 056 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 490 ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 351-ს, გამოჯანმრთელებულთა 249 709-ს და გარდაიცვალთა 3 194-ს შეადგენს. 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0. აქტიური შემთხვევა: 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499. მძიმე პაციენტები: 569, მათ შორის, თბილისში-252, აჭარაში-46, იმერეთში-147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 162, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ამ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალებებს უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები. სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. ამავდროულად მუნიციპალურ ავტობუსებში განთავსებულია დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები. აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან

დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს

დღეიდანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ნაწილს განაახლებს. კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას. 1-ლი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. „აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით. 1-ლი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. 1-ლი თებერვლიდან მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას. დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში. „მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“ - აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება: 1. 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება: · მუნიციპალური ტრანსპორტის, · სკოლების, · მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა; 2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში · 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები; · სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე; 3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან 4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა. 5. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით. 6. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ამასთან, · 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. · გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით. · ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. · ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. · აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება. · შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. · ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე. · ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. · კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება; · ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება. · ბიზნესს უკვე აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები. · სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას. დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება. დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს

დღეიდან აჭარაში კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. ამავდროულად, დღეიდან ბათუმში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. მიუხედავად ამისა, კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა. რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება

პირბადის ტარების წესი გასულ 24 საათში 600-ზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა.დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 685 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი: სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს განათლების გარეშე ტოვებს

"სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს განათლების გარეშე ტოვეს" , - აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა. "სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები, საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები. მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები - ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან. თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობის, ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობა უარესდება, გახშირდა ბავშვებში ფსიქიკური დარღვევების ნიშნები. უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმის გარეშე, რომელსაც ხშირად სკოლა უზრუნველყოფს, ისინი უფრო დაუცველნი არიან ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის საფრთხეებისგან. სწორედ ამიტომ, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ. თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა მთელ თაობებზე ექნება. სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება. უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, უნდა გაიხსნას. იქ, სადაც ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის მაღალი მაჩვენებელია, სადაც ჯანდაცვის სისტემები ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ არის და სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა გატარდეს საპასუხო დამცავი ზომები. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, ბავშვებმა, რომლებიც სკოლის კვების იმედად არიან და ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც წინა ხაზის მუშაკებად შრომობენ, შეძლონ სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახებში. საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში COVID-19-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები, რაც მათ მთლიანად დამოკიდებულს ხდის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას. გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს, მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, მას შემდეგ რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას, საშუალებას მისცემს მათ პირადად ჩაატარონ გაკვეთულები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი: ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების

"ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Twitter-ში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი რუსეთში მასობრივი დაკავებებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს. „ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“,- წერს ბორელი „ტვიტერზე“. რუსეთში გუშინ გამართულ ანტისამთავრობო და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები და ალექსეი ნავალნის მეუღლე, რომელიც მეორეჯერ დააკავეს. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში ჩავა და ლავროვს შეხვდება

დღეიდან თბილისსა და რეგიონებში სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება

დღეიდან თბილისსა და რეგიონებში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება. ამასთანავე, დაშვებული იქნება გასახდელების ფუნქციონირება და ნივთების გადაცვლა. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც. სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებს დაევალათ, ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომლების არანაკლებ 20%-ს კორონავირუსზე სავალდებულო შემოწმება ჩაუტარონ. გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. სავაჭრო მოლები და არასასურსათო მაღაზიები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ ღია და დახურული ბაზრობების გახსნა, სავარაუდოდ 15 თებერვლიდან იგეგმება. რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს დღეიდან აჭარაში კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ

დონალდ ტრამპმა ახალი ადვოკატები აიყვანა

დონალდ ტრამპმა ორი ახალი ადვოკატი დაიქირავა, რომლებიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებენ. ინფორმაციას Inquirer-ი ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის მთავარი დამცველები იურისტები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე ადვოკატი საკუთარი იმპიჩმენტის საქმეს მოულოდნელად ჩამოაშორა. დონალდ ტრამპს, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დატოვა, კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერების შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.

დღეიდან,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. სკოლები სრულად უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. ორ კვირაში ერთხელ, სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ. ამავდროულად, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს დღეიდან აჭარაში კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, დილის 4 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ENKA ავრცლებს. გავრცლებული ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს. "წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

გირჩი: თუ "ოცნება" ოპოზიციის სადეპუტატო მანდატებს გააუქმებს, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას "გირჩიც" მოითხოვს

პოლიტიკური პარტია "გირჩის" განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ. "გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. "ხვალ "ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. არცერთი მხარე მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს საჯაროდ არ გამოთქვამს, შესაბამისად, არც მის ჩაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას. "ქართული ოცნება", როგორც მმართველი პარტია, საკამათო არჩევნების ჩატარებაზე მთავარი პასუხისმგებელია. ლოგიკურია, რომ მომატებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც მას ეკისრება. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ჩვენს კოლეგებს "ქართული ოცნებიდან" ვთხოვოთ, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები გაიაზრონ, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ რისკების გააზრებით მივიდეთ. თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება"კოლეგებს უფლებამოსილებას მაინც შეუწყვეტს, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს", - აღნიშნულია "გირჩის" განცხადებაში. 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. სხვა დეპუტატების მსგავსად "გირჩი"-ს წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.

BioNTech-ი ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის

კომპანია BioNTech-ი ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „მეორე კვარტალში, ევროკავშირისთვის ვაქცინის დამატებით 75 მილიონამდე დოზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ 50%-ზე მეტით გავზრდით მანამდე დაგეგმილი 1.3 მილიარდი დოზის წარმოებას“, - აღნიშნა კომპოანიის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, ზირკ პოეტინგმა. როგორც პოეტინგმა განაცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში, კომპანია ვაქცინის 2 მილიარდი დოზის გამოშვებას გეგმავს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა

მიანმარში სამხედრო ძალებმა მმართველი პარტიის ლიდერი და რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალაუფლება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უფროსმა გენერალმა- მინ აუნგ ჰლეინიმ გადაიბარა. ადგილობრივი სამხედრო ტელევიზიის ცნობით, სამხედრო ძალებმა ქვეყნის მაღალჩინოსნები, "ნოემბრის არჩევნების გაყალბებისთვის" დააკავეს. დაკავებულებს შორის ნობელის პრემიის ლაურეატის აუნგ სან სუ ჩია. დასავლეთი მომხდარ სამხედრო გადატრიალებას გმობს.

გაერო მიანმარში მომხდარ გადატრიალებას გმობს და დემოკრატიული არჩევნების შედეგების დაცვას ითხოვს

მიანმარში მომხდარ გადატრალებას გაერო და დასავლური ქვეყნის ლიდერები გმობენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები "სერიოზულ ზიანს აყენებს დემოკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს, უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ. „მოვუწოდებთ მიანმარის სამხედრო ლიდერებს, პატივი სცენ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, - აცხადებს აშშ-ის პირველი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარის პეინი მოუწოდებს სამხედრო ლიდერებს, რომ კანონს პატივი სცენ. მიანმარის მედიის ცნობით, ძალაუფლება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უფროსმა გენერალმა, მინ აუნგ ჰლეინიმ გადაიბარა. სამხედრო ძალებმა მმართველი პარტიის ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადეს.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან

ხვალ, საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას უყრის კენჭს. აღნიშნულ სხდომას პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, დასწრების მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ. ცნობისთვის, 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.

სუს-ი რუსეთის დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შემოსვლის შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოში, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების შემოსვლის შესახებ, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხისმგებლობას უწოდებს და განცხადებას ვარცელებს. როგორც Europetime-ს სუს-იდან აცნობეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. "გვსურს გამოვეხმაუროთ, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ უპასუხისმგებლო ინტერპრეტაციას, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასა და მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შექმნილ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. აღიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. მსგავსი ტიპის ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოების ნაწილში შიშისა და პანიკის დათესვას და მეორე მხრივ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც პირდაპირ შედის მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აფიქსირებს მზადყოფნას, სახელმწიფო უსაფრთოხების საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მაქსიმალურად ითანამშრომლოს მედიასთან", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

პრემიერი: ქვეყანა აქტიურად ემზადება ტურისტული სეზონისთვის

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა აქტიურად ემზადება ახალი ტურისტული სეზონის შესახვედრად. როგორც დღეს, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების“ სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერებისას გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროა ზამთრის სეზონის ჩავარდნა, თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, სახელმწიფო ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შეხვდება. "მოქალაქეთა დასაქმება, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ბიზნესს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რათა ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ობიექტების მშენებლობა პანდემიის პირობებშიც გრძელდება და ამ სასტუმროს მშენებლობის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ზამთრის სეზონი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩავარდა. თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან ტურიზზმთან და კვების სექტორთან დაკავშირებული სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას. "თუ ხელისუფლება სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებს, რეგულაციებს აღარ დავემორჩილებით და მასობრივი დაუმორჩილებლობას დავიწყებთ" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას.