ძებნის რეზულტატი:
თემურ წიკლაური გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისმა შვილიშვილმა ანდრო გოგიბედაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
პრემიერი: მასწავლებლები დისტანციური გაკვეთილების ჩატრებაში ხელფასზე დანამატს მიიღებენ
პრემიერ-მინისტრის გიორგი აგხარიას განცხადებით,თუ მოსწავლის მშობელს სწავლის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილი აქვს, მას სამინისტრო ასეთ შესაძლებლობასაც სთავაზობს. მასწავლებლები კი, დამატებით დისტანციური გაკვეთილების ჩატარების შემთხვევაში, შესაბამის დანამატს მიიღებენ. გიორგი გახარიამ სოფელ ზედა საქარაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება. დღეიდან საჯარო სკოლები გაიხსნა. მშობლებს, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით შვილების სკოლაში გაშვება არ სურთ, დისტანციური გაკვეთილების ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვთ.
ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი: მინდოდა, მოსწავლეებისთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის
"მინდოდა, მოსწავლეებისთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის", - განაცხადა ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელმა ეთერ ჯაფარიძემ, რომლმაც ჩხოროწყუს მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ის თვითნებურად მოქმედება და მერიის ხელმძღვანელობა აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა. " შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნონა თოდუას. ბავშვების მშობლებთან დარეკილი იყო. ბავშვები მოვიყვანე მერიაში. მინდოდა, მათთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის. ეს იყო ჩემი სურვილი, რაღაც შინაგანად მოდიოდა. ამის შესახებ არც მერიის აპარატის უფროსმა და არც დაცვის სამსახურმა არფერი იცოდა. მე არ მითქვამს მათთვის ტუალეტში შესვლა. უბრალოდ, საჩვენებლად მინდოდა მათთვის მომეწმინდა. ეგ იყო, სხვა არაფერი“, - განაცხადა ეთერ ჯაფარიძემ. ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა თოდუამ განაცხადა, რომ მან არ გადაამოწმა ეთერ ჯაფარიძე მართლა პროექტის ფარგლებში მოქმედებდა თუ ინდივისუალურად. ჩხოროწყუს რესურს-ცენტრის დირექტორის ლია ჯალაღონიას თქმით, დანაშაულზე რეაგირება იქნება. "სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირის შესვლა სასტიკად აკრძალულია, ეს არ შეიძლება. ჩვენი შეფასება იქნება ასეთი, თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამაზე იქნება რეაგირება", - განაცხადა ჯალაღონიამ. როგორც ცნობილია, ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს. არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.
პრემიერი ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე: უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც
"გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც", - ასე გამოეხაურა საქართველოს პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია ჩხოროწყუს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს. „შეფასება შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს. აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ როგორც ცნობილია, ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს. არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო. ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი: მინდოდა, მოსწავლეებისთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის
დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იააკ მადისონმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ევროპარლამენტარმა ამის შესახებ Facebook-ში დაწერა. იააკ მადისონმა ნობელის პრემიაზე კანდიდატის წარსადგენად ევროპარლამენტარის უფლებამოსილება გამოიყენა. „ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენა პარლამენტის წევრებსაც შეუძლიათ, მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. ბოლო ვადა იყო 31 იანვარი.ჩ ჩემი უფლება ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე გამოვიყენე. მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს კანდიდატი წარადგინა, მაგრამ როგორც ვიცით: რაც უფრო მეტი განმცხადებელია, მით უფრო მეტი წარმატების ალბათობაა. როდესაც კანდიდატი წარვადგინე, განაცხადში შემდეგნაირად დავასაბუთე, რომ ეს კანდიდატი შესაფერისია: „დონალდ ტრამპი არის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომლის ადმინისტრაციას არანაირი ომი არ დაუწყია. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით დაიდო რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, – წერს იააკ მადისონი. ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ტრამპის სიძეც წარადგინეს.
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება და რეფორმების გადაწევა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისიწნებული რეფორმების განხორციელების ვადებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს, პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე. მისი თქმით, ის დაგეგმილი რეფორმების გონივრული ვადით გადაწევის მომხრეა, თუმცა, ვადების გადაწევით მეწარმეების პოზიციის გათვალისწინებაზე უნდა მოხდეს ისე, რომ ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი არ დააზიანოს. „ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გარკვეულწილად საჭიროებს ძირეულ რეფორმებს. ეკონომიკაზე კოვიდ პანდემიის ნეგატიური ეფექტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების მხედველობაში მიღება ამ პროცესში, რათა არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე. ჩვენ გვესმის, რომ ერთი მხირვ, 2024 წლამდე მნიშვნელოვანია ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება, თუმცა მაინტერესებს, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე რამდენად გვაქვს რესურსი, რომ მოხდეს რეფორმების აღსულების გონივრული ვადით გადაწევა (თუკი კერძო სექტორთან ერთად ამის საჭიროებას გამოვკეთავთ) ისე, რომ ამან არ დააზიანოს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები წარადგინა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის 12 ახალი წევრი წარადგინა. პარტიის ლიდერის განცხადებით, ახალი წევრები ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის“ უბრალოდ მხარდამჭერები იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები არიან: ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი, პედაგოგი. რეზო ჩომახიძე, წყალბურთელი; ანა გოგოლაძე, საჯარო მმართველობის მაგისტრი; სოფო ჯაფარიძე, ექიმი; ნონა მამულაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი; ზვიად ქვლივიძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი; გიორგი თარგამაძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი; მანუჩარ ახალაია, სამართალმცოდნეობის მაგისტრი; გიორგი ჩალაძე, იურისტი; ნიკა ობოლაძე, იურისტი; ბაჩო დოლიძე, პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი; გიორგი ხვედელიანი, პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი. „ძველი გუნდის გარდა, აქ არის ხალხი, რომელიც დღემდე უბრალოდ მხარდამჭერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ დღეიდან მათ ჩათვალეს, რომ მოქმედების დროა, რომ მათი კვალიფიკაცია უნდა მოხმარდეს ჩვენს სახელმწიფოს. მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, მაგრამ ამავე დროს, აქ არის ხალხი, რომლის დიდი ნაწილი ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა. ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ერთი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით, რადგან ახლა ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ საქართველოს განვითარების მიმართულებით ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად ჩვენი გუნდი მოძრაობს. ასე რომ, საქართველოს უკეთესი მომავალი იქმნება აქ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
AstraZeneca ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 9 მილიონ დოზას მიაწვდის
AstraZeneca ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 9 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა. „ვაქცინების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი. პირველ კვარტალში AstraZeneca დამატებით 9 მილიონ დოზას უზრუნველყოფს (ჯამში 40 მილიონი დოზა) და მიწოდებას დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყებს. კომპანია ასევე გააფართოვებს წარმოების შესაძლებლობებს ევროპაში“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, BioNTech-ი ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის.
„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატებითვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს. „ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გამონახონ გამოსავალი არსებულ ვითარებაში და კონსტრუქციულ, ურთიერთშეთანხმების ფორმატში მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომას პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც დაესწრებიან. თუმცა, დასწრების მიუხედავად, არც ისინი დაუჭერენ მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.
ჩინეთში, ყალბი ვაქცინების დამზადების გამო, 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ჩინეთში, ყალბი ვაქცინების დამზადების გამო, 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძიანსუს, პეკინისა და შანდუნის პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული მოქალაქეები 3 000-ზე მეტი ყალბი ვაქცინის დამზადებაში მონაწილეობისთვის დააკავეს. როგორც პოლიციამ დაადგინა, დაკავებულები, 2020 წლის სექტემბრიდან ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით ყალბ ვაქცინებს ამზადებდნენ და მაღალ ფასად ყიდდნენ, რის შედეგადაც დიდი ფინანსური სარგებელი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია ყალბი ვაქცინების დამზადებასა და რეალიზაციასთან, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იძიებს.
საგარეო უწყება: ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, 30 იანვარს ირანის საზღავრზე გაჩერებული კიდევ 7 სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი გამოუშვეს. ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით, ირანულ მხარესთან ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები. აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან. აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო.
ალექსეი ნავალნის მეუღლე სასამართლომ 20 000 რუბლით დააჯარიმა
ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია სასამართლომ 20 000 რუბლით ($265) დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დაჯარიმების მიზეზად სასამართლომ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე პოლიციამ 5 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის მეუღლე გუშინ მეორედ დააკავეს. ალექსეი ნავალნის მეუღლე ისევ დააკავეს .
საქართველოში ვაქცინას სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ
ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსის ვაქცინა პირველ ეტაპზე გადანაწილდება. კლინიკების სრულყოფილი სია ჯერ არ არსებობს და გეგმა დამუშავების პროცესშია. თუმცა, ცნობილია, რომ პრეპარატს სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა რომ ის კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. "10 კლინიკა იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ საუბარია, პირველ რიგში, იმაზე, რომ კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე, უნდა ჰქონდეს იმუნიზაციის საქმიანობის შესახებ წარსულში გამოცდილება და, ასევე, შეტყობინება, რომ ეს არის მაღალი რისკის საქმიანობა. რეგულირების სააგენტოში უნდა იყოს ასეთი შეტყობინება გამოგზავნილი და, არის უკვე სპეციფიკური მოთხოვნები: ადგილზე სულ მცირე, 3 ბრიგადა მაინც უნდა იყოს მობილიზებული, პაციენტთა ნაკადები უნდა გაიყოს, ისინი უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან; სამედიცინო პერსონალის კონტიგენტს, რომელიც მივა ასაცრელად, უნდა დახვდეს ცალკე, იზოლირებული შესასვლელი. ასევე, ინფექციის კონტროლის პირობების დაცვით, ცალკე მოსაცდელი სივრცე, სადაც ათამდე ადამიანი მაინც უნდა დაეტიოს და, ასევე, უნდა იყოს მომზადებული აცრის შემდგომი დაყოვნების სივრცეები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება
2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება და ზოგადად, 4 წელიწადში, ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, 20 მილიარდის ინვეტიციაა დაგეგმილი - ამის შესახებ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დათვალიერებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა. პრემიერის ცნობით, პანდემიის მიუხედავად, წელს, მხოლოდ ერთი სამინისტროდან, 2,2 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მისივე თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე დაიწყო რიკოთის არსებული გვირაბის პარალელური გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე, საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 800 მეტრიანი გვირაბი იქნება. უკვე გაჭრილია 190 მ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი - 885 მ. სამშენებლო სამუშაოები 53-დან 39 გვირაბზე და 96 -დან 61 ხიდზე ხორციელდება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ რიკოთს ახლა აქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის. „ეს გვირაბი, დაახლოებით, იქნება პარალელური, ყველასთვის ცნობილი, რიკოთის გვირაბის და იქნება 1800 მეტრი. ეს დასრულდება 2022 წლის მეორე ნახევარში, საერთოდ დასრულდება 1-ლი ეტაპი ამ რიკოთის მონაკვეთის და იქნება ყველაზე დიდი გვირაბი, სანა ქვეშეთი-კობს დავასრულებთ. ქვეშეთი-კობი, მოგეხსენებათ, რომ იქნება 9 კილომეტრზე მეტი. არც ერთი დღით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, პანდემიის პირობებშიც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც არ გაჩერებულა და არ გაჩერდება. აქ, მაგალითად, ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაკვეთზე, სულ დასაქმებულია 2 700 ადამიანი, საიდანაც 2 000 არის საქართველოს მოქალაქე. ამას ჩვენთვის, დღეს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებას და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერდება. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე - ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკა გაჩერებული არ არის. სამწუხაროდ, ეკონომიკის ზოგიერთი დარგებია გაჩერებული და ეს იძულებით ხდება, რამეთუ ჩვენც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 2020 წელს, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს 31 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - 2023 წელს. სამშენებლო სამუშაოები პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა, თუმცა COVID-19-ის გამო გადავადდა ჩინეთიდან სპეციალისტების ჩამოსვლა და ბოლო მონაკვეთზე სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება.
კოვიდგადატანილმა პაციენტებმა ვაქცინა მხოლოდ 3 თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ
"კოვიდგადატანილმა პაციენტმა ვაქცინა მხოლოდ 3 თვის შემდეგ უნდა გაიკეთოს" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ 3 თვის განმავლობაში ხელახალი ინფიცირებისგან პაციენტები ისედაც გარანტირებულად დაცულნი არიან და ვაქცინის გაკეთება ამ პერიოდში, სწორედ ამიტომ არ სჭირდებათ. მისი თქმით, პირადად მან კორონავირუსი თვენახევრის წინ გადაიტანა და ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს როგორც კი ინფიცირებიდან სამი თვე შესრულდება. ." არის კანონი, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტმა, გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, 3 თვის შემდეგ კი, მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მეორე მხრივ კი, მანამდე, მე სხვას დავუთმობ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთებ," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს, ოპოზიციას კი დაფიქრებას სთხოვს
პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს, ოპოზიციას კი დაფიქრებას სთხოვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. _დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი: - ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. - უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ!“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. „როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მინდა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, მოგმართოთ ყველას, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს. ამ ბოლო პერიოდში, საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო სისტემაზე, უკანასკნელი არჩევნებით კი, საზოგადოებამ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს. დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება! დრო აღარ ითმენს! პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი, მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას! პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს! შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება! ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია. არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები: როგორც მაგალითად მინსიტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოებში, ნდობის ჯგუფში და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლადშექმნილი პარტიებისგან. ამ როლთან ერთად ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას. ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას. უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს - ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მომსენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა! მინდა გითხრათ, რომ ახლახან, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, სწორედ ასეთი მკაფიო გზავნილი მოვისმინე. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს სჭირდებოდეს ან ახალი არჩევნები, ან ქუჩის პროცესები, ან კიდევ გაუთავებელი დაპირისპირება და პოლარიზაცია. პირიქით, ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანმიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად. ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია. ამიტომ მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი: - ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. - უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, ხვალ, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. სხვა დეპუტატების მსგავსად „გირჩის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.
ბრიუსელის მეტროში დანით შეიარაღებული მგზავრებს თავს დაესხა
ბრიუსელის მეტროში დანით შეიარაღებული მგზავრებს თავს დაესხა, არიან დაშავებულები. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა მეტროს ვაგონში, შემდეგ დატოვა ინცინდენტის ადგილი და სხვა ადამიანებს დაესხა თავს. პოლიციის ცნობით, მათ ერთი პირი დააკავეს, სხვა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა დაამტკიცა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია News.am-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. „ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, რუსეთში სამი ფაზის კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე, სომხეთში დამატებითი კვლევების გარეშე დაამტკიცა",- აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდი.
საქართველოს საელჩო: ისრაელში შემოსასვლელად საჭიროა სპეციალური გაფრენის ნებართვის მიღება
საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. საელჩოში განმარტავენ, რომ ისრაელში შემოსასვლელად საჭიროა სპეციალური გაფრენის ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემს სამთავრობო კომისია. „ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სრული ჩაკეტვა გაგრძელდა ა.წ. 5 თებერვლის 7:00 საათამდე. აკრძალვა რეგულარულ ფრენებზე და სახმელეთო საზღვარზე იმოქმედებს 7 თებერვლის 24:00-მდე. ისრაელში შემოსასვლელად საჭიროა სპეციალური გაფრენის ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემს სამთავრობო კომისია. ყველა მგზავრი ვალდებულია, გაიაროს 12-დღიანი კარანტინი კოვიდ-სასტუმროში. ასევე, ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული ყველა შეზღუდვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ისარელში საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.
ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა
ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink, მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს მასკი ამტკიცებს, რომ მაიმუნი "ბედნიერია" და ის ახლა ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს. "ჩვენ გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში უკაბელო იმპლანტი აქვს, პატარა სადენებით, რომელსაც გონებით შეუძლია ვიდეო თამაშების თამაში. თქვნ ვერ ხედავთ სად არის იმპლანტი, ის ბედნიერი მაიმუნია”, - თქვა ილონ მასკმა. მასკის თქმით, კომპანიაში იმედი აქვთ, რომ „დაჩიპული“ მაიმუნები ერთმანეთთან ინტელექტუალურ პინგ-პონგს ითამაშებენ. მან პირობა დადო, რომ დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მოთამაშე მაიმუნები იქნებიან ასახულები. ილონ მასკმა ასევე განმარტა რომ, მათი მიზანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებით, ადამიანებს თავის და ზურგის ტვინის ტრავმების გადალახვაში დაეხმარონ. კერძოდ, იმპლანტის დახმარებით მათ ტრავმის შედეგად დაკარგულ უნარებს დაუბრუნებს.